ვირუსით 5 240 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 544 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 235 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.79%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  748 751-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.55% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.25%.

მსგავსი თემები