რუსთაველზე ოპოზიციის აქცია განახლდა

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია განახლდა. როგორც  აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, არ დაიღლებიან და ხელისუფლებას არ მოასვენებენ. ნიკა მელიას განცხადებით, აქცია ხვალაც გაიმართება და მას სამი ლოკაცია ექნება.  კერძოდ, აქცია ხვალ მოდულის შენობასთან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართება. 

მეტი...

ამერიკის ელჩი მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას

„შეშფოთებული ვართ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სამედიცინო ჯგუფის შეფასების შემდეგ, რომ ის მძიმე რისკის წინაშეა და სჭირდება სასწრაფო მკურნალობა, ასევე სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადების, რომ გლდანის ციხის მეთვრამეტე ჰოსპიტალი არ არის საკმარისი. ჩვენ ვურჩევთ მთავრობას, უზრუნველყოს, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით, რაც მას სჭირდება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“ – აცხადებს ელჩი და მიხეილ სააკაშვილსაც ურჩევს, ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილოს. „ასევე, მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს მისი ექიმების რეკომენდაციები და დათანხმდეს სამედიცინო მკურნალობას.  ეს აშკარად მგრძნობიარე და ემოციური სიტუაციაა. ახლა საჭიროა, პრიორიტეტებს მიექცეს ყურადღება სააკაშვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფიზიკურად კარგად ყოფნასთან დაკავშირებით.  მას…

მეტი...

ამერიკის ელჩი ხელისუფლებს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილს საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიონ

“ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაიცვას პატიმარი ნებისმიერი სახის ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისგან და უზრუნველყოს ის შესაბამისი სამედიცინო დახმარებითა და უსაფრთხოებით” – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ხელისუფლებას მიმართავს. „გვაღელვებს მისი კეთილდღეობა. სამედიცინო ჯგუფის უკანასკნელი შეფასებიდან გამომდინარე, რომ მისი ჯანმრთელობა მაღალი რისკის ქვეშაა და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას. ასევე, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რომლის მიხედვითაც, გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკა არ არის შესაფერისი, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დარწმუნდეს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება, სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში.

მეტი...

გლდანის ციხეში, მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელი შევიდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე უკვე შევიდა გლდანის ციხეში, სადაც სამკურნალო დაწესებულებაა განთავსებული, ინსპექტორი საქართველოს მესამე პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და ფსიქოლოგიური წნეხის შესახებ გამოკითხავს. „დაწყებულია გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ  განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაგეგმილია ადვოკატების მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და  საჭიროებიდან გამომდინარე, გამოკითხვის შემდეგ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. კითხვები შეეხება იმ ინფორმაციას, რაც მასმედიის საშუალებით გავრცელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი საჭირო ვიდეოჩანაწრების დაარქივების თაობაზე, რათა შემდეგში,…

მეტი...

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე განცხადებას ავრცელებს

საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეზღუდულია. აღნიშნულს პარლამენტში  უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ხსნიან და განცხადებას ავრცელებენ. „9 ნოემბერს, 18:00 საათიდან  „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა” – განმარტავენ პარლამენტში.  

მეტი...

ციხის საავადმყოფოში ტომოგრაფიის მონტაჟი 2-3 დღეში დასრულდება  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ციხის საავადმყოფოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, ტომოგრაფიის აპარატი ამ ეტაპისთვის, დამონტაჟებული არ არის.   ამავდროულად, გაბუნია განმარტავს, რომ გლდანის საპატიმრო დაწესებულების სამედიცინო კლინიკაში სრული პირობები არსებობს, რომ შიმშილობის პროცესში მყოფ ადამიანზე ინტენსიური მეთვალყურეობა და სათანადო დახმარების აღმოჩენა მოხდეს. “რაც შეეხება გლდანის დაწესებულების საავადმყოფოს, მისი შეფასება რეგულირების სააგენტომ განახორციელა და დასკვნა ცნობილია. ეს არის ე.წ. ცე-ტიპის მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც სერვისს რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს. ბოლო პერიოდში მოხდა ახალი აღჭურვილობის მობილიზება ინტენსიური რეანიმაციული თერაპიის განყოფილების გაძლიერებისთვის. ასევე მიმდინარეობს კომპიუტერული ტომოგრაფიის მონტაჟი, რომელიც მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში…

მეტი...

საქათველოს მთავრობის ადმინისტრაციას რკინის ჯებირები შემოავლეს

სახელმწიფო კანცელარიის შენობის ირგვლივ რკინის ჯებირები განათავსეს. აღნიშნულის მიზეზი ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციაა, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება. ანალოგიური ვითარებაა პარლამენტის შიდა ეზოში, სადაც სამართალდამცველების მობილიზება ხდება. პარლამენტის შენობაში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით პოლიციის თანამშრომლები შეიყვანეს, ადგილზე სახანძრო მანქანაც შევიდა.  აქცია 19:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

“100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 ბავშვი ხვდება საავადმყოფოში” – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ბავშვთა ინფიცირების შემთხვევები საკმაოდ მომატებულია და დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების 15% სწორედ ბავშვები არიან. მისი თქმით, გაზრდილია იმ ინფიცირებული ბავშვების რიცხვიც, რომლებიც ვირუსის გამო კლინიკაში ხვდებიან.  “კორონავირუსის დელტა ვარიანტის შემდეგ, როდესაც მკვეთრად შეიცვალა ასაკობრივი განაწილება, მოიმატა, ასევე, ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ დასაწყისში იყო 7%, შემდეგ ალფას შემთხვევაში 10%, ახლა არის 15%, ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ არ ვთვლით, რომ ბავშვებში მიმდინარეობს მსუბუქად, ის მაჩვენებელი, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ანგარიშში, მიუთითებს, რომ 8.3%-ში ბავშვებს სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. ანუ, 100 ინფიცირებული ბავშვიდან, 9 ბავშვი…

მეტი...

“დიახ, არჩევნები მთლიანობაში შეფასდა, როგორც კარგად ორგანიზებული, მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები?” – მარინა კალიურანდი

დიახ, არჩევნები საქართველოში მთლიანობაში შეფასდა, როგორც კონკრეტული და კარგად ორგანიზებული, მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი საქართველოსთვის? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები? – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ორგანიზებულ ვებინარზე განაცხადა, რომელმაც შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზეგავლენა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. მისი თქმით, თუ საქართველოში ოპოზიცია გრძნობს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ხმა ან ისინი არ არიან საკმარისად ძლიერები, მათ უნდა სჯეროდეთ, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს დემოკრატიის მხარეს არიან, რაც, კალიურანდის განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ევროდეპუტატები აქტიურად ადევნებენ თვალს იმას თუ რა ხდება პარლამენტში…

მეტი...

“დააოკეთ თქვენ მიერ დაფინანსებული ვირტუალური ძაღლები” – დავით საყვარელიძე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს

მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე, საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრე პოროშენკოს მიმართავს:  “პეტერ ალექსეევიჩ, ბოლო რამდენიმე კვირა ჩემს გვერდზე თქვენს მიერ დაფინანსებული მხარდამჭერების აქტიური კონცენტრაცია დაფიქსირდა, ისევე როგორც თქვენი მმართველობის ადრინდელ დღეებში. გთხოვთ, დააოკოთ თქვენს მიერ დაფინანსებული ვირტუალური ძაღლები, მაშინ მაინც, როცა მიმდინარეობს რეალური ბრძოლა ღირებულებებისთვის, თავისუფლებისთვის და სიცოცხლისთვის. მესმის, რომ ეს თქვენთვის წარმოუდგენელია, რადგან მიჩვეული ხართ იმიტაციებს, თუმცა ჩვენთან ყველაფერი რეალურია! შეიძლება ადამიანი ფიზიკურად მოკლან. პუტინმა და მისმა მეგობრებმა. ოფიციალურად პუტინის მოწინააღმდეგე ხართ, არა? მიუხედავად ამისა, თქვენი მმართველობის დროს ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ივანიშვილს მიხეილი წაეყვანა. და…

მეტი...

“მარტო პროტესტი და გარეთ ყვირილი, ჩემი აზრით, არაფრის მომტანი არ არის” – ვიოლა ფონ კრამონი

საჭიროა უფრო კონსტრუქციული ძალების მოძებნა პარლამენტში და მათი მანდატის გამოყენება, მარტო პროტესტი და გარეთ ყვირილი, ჩემი აზრით, არაფრის მომტანი არ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ვებინარზე განაცხადა. „ჩვენ ძალიან ვეცადეთ, რომ საბოლოოდ დაგვეწყო პარლამენტთაშორისი დიალოგი და ყველა ინსტრუმენტი გამოგვეყენებინა, რაც აქვს ევროპარლამენტარებს, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რადგან მას წამყვანი ადგილი უჭირავს დემოკრატიის მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ მოსამზადებელი შეხვედრები გვქონდა, როგორც ონლაინრეჟიმში, ასევე ზაფხულის პერიოდში. იყო მმართველი პარტიის სამწუხარო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინათ 19 აპრილის შეთანხმება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ივლისის ბოლოს მე ვეცადე, დავლაპარაკებოდი პარლამენტარებს და სხვადასხვა ჩართულ პირებს, რომ გვქონოდა პირისპირ დიალოგი.…

მეტი...

“კვირის განმავლობაში დავრჩებით ინფიცირების 5500-6000 შემთხვევის ფარგლებში” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანა ახლა კორონავირუსის გავრცელების პიკშია. მისი თქმით, როდემდე გაგრძელდება ეს ვითარება, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის რეგულაციების სწორად დაცვაზე.  “შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულ პიკში ვართ. გუშინწინ ჩვენებმა პროგნოზირება გააკეთეს ამ კვირის და დაახლოებით, კვირის განმავლობაში ამ დონეზე დავრჩებით, ანუ, 5500-6000-ის ფარგლებში. მერე როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდი ბუსტერი, რაც ხდება ქვეყანაში, გახლავთ ის დიდი შეკრებები, თავყრილობები… 15 გვაქვს მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენთვის ზღვრული არის 8-9. ამის შემდეგ როცა გაქვს მილიონ მოსახლეზე, განგაშს…

მეტი...

“ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე სააკაშვილი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები” – ირაკლი კობახიძე

ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე სააკაშვილი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გუშინდელ შეხვედრაზე საუბრისას. „გუშინ ქალბატონ ოლსონთან შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა საკითხი და აქვე ვიტყვი, რომ სააკაშვილი საერთოდ ნახსენები არ ყოფილა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.რაც შეეხება სხვა თემებს, ჩვენ გვქონდა საუბარი პოსტსაარჩევნო გარემოზე ქვეყანაში და ინფორმაცია მივაწოდეთ ქალბატონ ოლსონს, ასევე გვქონდა საუბარი რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. ჩვენ გვაქვს, ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა. ეს იყო საუბრის თემა. არავითარი…

მეტი...

“მიტაცებული სახელმწიფო, მიტაცებული არჩევნები და ქუჩაში მიმდინარე პროცესები – ამ ყველაფერზე ძალიან გულახდილად ვესაუბრე” – ნიკა მელია

საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი გრძელდება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მთელი დღეა შეხვედრებს მართავს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ოლსონთან შეხვედრის დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.  “მიტაცებული სახელმწიფო, მოტაცებული არჩევნები და ქუჩაში მიმდინარე პროცესები ამ ყველაფერზე ძალიან გულახდილად ვესაუბრე. ვესაუბრე იმაზე, რომ არჩევნები, ფაქტობრივად, არის გაუქმებული.  პერსონალურ სანქციებზე, რა თქმა უნდა, იყო საუბარი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ძალიან მკაფიოდ ხედავენ ყველაფერს,”- აცხადებს ნიკა მელია.  ოპოზიციასთან გასაუბრების შემდეგ ერიკა ოლსონი არასამთავრობო ორგანიზაციათა წამომადგენლებს შეხვდა. მართლმსაჯულების სისტემის შეცვლაზე იყო მთავარი ორიენტირი.  საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ საუბარი, ძირითადად, ინსტიტუციურ პრობლემებს შეეხო.  “მიმოვიხილეთ ინსტიტუციური გამოწვევები…

მეტი...

„ორმოცდღიანი მშრალი მარხვა რომ 39 დღით განისაზღვრება და ხბოს ღვიძლის შეზავებული ფაფის მიღებით შეინახება, ეს თქვენგან გავიგე“ – ხაინდრავა მეუფეს

“მიმართვა მეუფე ნიკოლოზსს „საცნაურ არსს გზანი უფლისანი“ – ასე არ არის მეუფე ნიკოლოზ?” – აცხადებს გოგა ხაინდრავა და მეუფეს საჯაროდ მიმართავს.   „საჯაროდ მოგმართავთ იმიტომ, რომ თქვენი განცხადებაც საჯარო იყო. ორმოცდღიანი მშრალი მარხვა რომ 39 დღით განისაზღვრება და ხბოს ღვიძლის შეზავებული ფაფის მიღებით შეინახება, ეს თქვენგან გავიგე პირველად. პრეზიდენტყოფილი საკუთარ ეროვნებასა და ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს რომ იტყვი და პროდუქტის გადასატანი მაცივრით ქვეყანაში შემოიპარები, ეს რომ „დიდი ღვაწლი და მსხვერპლი“ ყოფილა „ქვეყნის თავისუფლებისთვის და გაძლიერებისთვის“, ესეც თქვენგან გავიგე პირველად. „მშრალი მარხვის“ ყველა დღეს საზოგადოების და ოპონენტების შეურაცმხყოფელ უსტარებს რომ აგზავნი ციხიდან,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განცხადება გაავრცელა.  უწყება პატიმრის გამოკითხვას გეგმავს, ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზაც. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით. 

მეტი...

“ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით, შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან” – ანა ფოგიტა

ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით. შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, კარლ ჰარცელისა და ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ვებინარზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასეს. „მე უკვე წლებია საქართველოში მიმდინარე არჩენებს ვაკვირდები და სისტემატიურად ჩამოვდიოდი ქვეყანაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პანდემიით შექმნილ მდგომარეობას. საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოსავლის მოძებნა. ჩვენ მხედველეობაში უნდა მივიღოთ, ის მოვლენებიც, რომლებიც მოხდა საქართველოში 2019 წლის ივნისში. ქართველები პატიოსანი და ამაყი ხალხია, რითაც მე აღფრთოვანებული ვარ. ჩვენ ბევრი საერთო მახასიათებლები გვაქვს. გასაგები იყო ქართველი ხალხის რეაქცია“, -განაცხადა ანა…

მეტი...

“სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა” – კარლ ჰარცელი

სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ვებინარზე განაცხადა. ელჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სანდო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის სახალხო დამცველი. ევროკავშირმა განაცხადა, რომ სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა. ეს უფლებები მოიცავს გამჭვირვალე, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, ისევე როგორც მისი პატივისა და ღირსების…

მეტი...

“ლაპარაკი შეთქმულებებზე და დაპირისპირების მცდელობა, ან აქცენტების გადატანა, არ გამოუვათ, ეს აბსურდია” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარიამ, ირაკლი კობახიძეს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები აბსურდია.  საქმე ეხება, ოპოზიციის მიერ მისი ლიკვიდაციის, კონკრეტულად კი, მოწამვლის მცდელობას, რაზეც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ, წყაროზე დაყრდნობით ისაუბრა. ელენე ხოშტარია კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს : “ეს არის ყურადღების გამახვილება არარელევანტურ საკითხზე. მიშას და ჩემს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. ლაპარაკი შეთქმულებებზე და მცდელობა დაპირისპირების, ან აქცენტების გადატანა, არ გამოუვათ მათ. ერთადერთი რაზეც მოუწევთ ფიქრი, ეს არის პასუხისმგებლობა.  სამწუხაროდ, “ოცნების” სიტყვებს შინაარსი არ გააჩნია. ტყუილი უფრო არის მათ ნათქვამებში, ვიდრე რაიმე რეალური. ჩემთვის სასაცილოა, მაგრამ ეს ხომ საზოგადოებას ძაბავს?!”- აცხადებს ელენე…

მეტი...

“გუშინ ერთ-ერთ თათბირზე, განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ გუშინ აქციაზე ერთ-ერთ თათბირზე, ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილა.  “30 ოქტომბერს დასრულდა არჩევნები და ამასთან ერთად დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიცია- დაებრუნებინათ ძალაუფლება და აღედგინათ ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი. “ქართული ოცნება” ამ ქვეყანაში არის ღირსების გარანტი და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას.  გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ვერცერთ ამგვარ მცდელობას წარმატება ვერ ექნება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ისინი შესაბამისად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ…

მეტი...

“სასამართლოს წარმომადგენელმა მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით გააკეთებენ მოთხოვნას” – ბექა ბასილაია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მას დაუკავშირდა საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი და უთხრა, რომ ხვალინდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ. როგორც ადვოკატი აცხადებს, სასამართლომ დააფიქსირა, რომ პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ბასილაიას თქმით, ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება არის შეშინებული. „ახლა დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს შემადგენლობის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლომ დააფიქსირა, რომ პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ დააფიქსირა, რომ მიხელ სააკაშვილის გადაყვანას…

მეტი...

“დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები, გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები” – ნიკა მელია

დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები და გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საპროტესტო აქტივობები გაიმართება ყოველდღე. „დღეს 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ვიკრიბებით, კვლავ, ხშირად, ყოველდღე, ხვალაც, ზეგაც, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქტივობები გაიმართება. დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები და გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები, მათ შორის ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერით, გვერდიგვერდ, ჩვენ ამას მივაღწევთ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითაც. მთელი ოპოზიცია არის ერთსულოვანი და საზოგადოების უდიდესი ნაწილი სოლიდარული იმ პროცესებისადმი, რომელიც ახლა მიმდინარეობს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი 10-მდე სპეცრაზმელმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებაში” – ადვოკატი

ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მე-12 დაწესებულებიდან გაყვანაში პირადად იყო ჩართული ციხის დირექტორი ზურაბ მოდებაძე. როგორც თუთბერიძემ ჟურნალისტებს გლდანის მე-18 დაწესებულებასთან განუცხადა, სააკაშვილი საკუთარი ნებით მას შემდეგ გაჰყვა დაწესებულების თანამშრომლებს, როცა მას მოატყუეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ. მისივე ინფორმაციით, სააკაშვილმა გლდანის ციხეში მიყვანის შემდეგ გაიგო, თუ სად იმყოფებოდა. „საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით, 10-მდე სპეცრაზმელმა, ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა გადმოათრია მანქანიდან პატიმრების მხრიდან ატეხილი ორგანიზებული ხმაურის ფონზე. ამ პატიმრებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი პირების თანამზრახველებმა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოჰყავდათ. დაიწყეს მორალური, ფსიქოლოგიური შეტევა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება არც…

მეტი...

„რაც დღეს ხდება ექს – პეზიდენტის მიმართ არავითარ კავშირში არაა სამართალთან“ – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მვლენებს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს: „რაც დღეს ხდება ექს-პრეზიდენტის მიმართ არავითარ კავშირში არაა სამართალთან. ესაა მანიაკალურ – კრიმინალური ანგარიშსწორება ჩადენილი პირადად ივანიშვილის ორგანიზატორობით რაზედაც მთელი ეს ხროვა უმკაცრესად აგებს პასუხს.“ – წერს ნათელაშვილი.

მეტი...

რეანიმაციაში მოხვდნენ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები თანმხლები დაავადებებით – ისინი აცრილები არ არიან

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 141 პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციაში 21 პაციენტია მოთავსებული – მათი ნახევარი წლამდე ასაკის ბავშვია. თუმცა, როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ამბობს, რეანიმაციაში, ასევე, არიან 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებიც, რომელთა ვაქცინაციაც საქართველოში უკვე დასაშვებია : “მაინტერესებდა მშობლის აზრი, რატომ არ აცრეს – სერიოზული თანმხლები დაავადებით არიან ამ ასაკის ბავშვები რეანიმაციაში და არცერთი მათგანი აცრილი არ არის,” – ამბობს მაია ჩხაიძე.

მეტი...

ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება

ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბუსტერ დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში, პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ვაქცინით, შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზა. „ასტრაზენეკას შემთხვევაში, ექვსი თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს „ფაიზერით“ ბუსტერ დოზა. რაც შეხებათ „ფაიზერით“ ვაცინირებულ პირებს, მათთვის ბუნებრივია, რეკომენდებულია მეორე აცრიდან 6 თვეში „ფაიზერის“ დოზის გამოყენება. აქვე…

მეტი...

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა იქნება შესაძლებელი

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია მშობლის თანხმობა. „რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს „ფაიზერის“ ორი დოზით. ამდენად, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

„ადამიანმა უნდა იგრძნოს – მე თუ დღეს არ ავიცრები სრულფასოვან მოქალაქეობრივ სერვისებს ვერ მივიღებ“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცნტრ მთავარში“

„მწვანე ზონა არის ჩვენი საზოგადოებისთვის თანაცხოვრების საშუალება ამ ვირუსთან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – “რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებლმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე „მწვანე ზონის“ ამოქმედების აუცილებლობასა და მის კონტროლზე საუბრობს, მისივე მოსაზრებით საჭიროა რესტორნებს მოეხნათ შეზღუდვები, თუ ისინი მწვანე ზონის სტატუსს დააკმაყოფილებენ: „ ის იდეა, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის, რეალურად, სწორად გასაკეთებელი საქმეა, ეს გადაწყვეტილება საჭიროებს, კოლეგირებას და ცვლილებებს, უნდა მოხდეს იმუნიზაციის დაჩქარება, რის საშუალებასაც დღევანდელი გადაწყვეტილება ვერ იძლევა, „მწვანე ზონა“ დღეს, სადაც ვრცელდება არ იძლევა იმის გარანტს, რომ აცრასთან დაკავშირებით რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას. ჩვენ, რომ მწვანე ზონა შევქმნათ უნდა მოიხსნას…

მეტი...

“თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ უკვე სიკვდილის ზღვარია, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს” – ელენე ხოშტარია

თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით,- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტში უკვე მე -7 დღეა შიმშილობს. როგორც მან აღნიშნა, ის მიიღებს მხოლოდ მედიკამენტებს იმ შემთხვევაში, თუ მისი სიცოცხლის პარამეტრებს საფრთხე შეექმნება. რაც შეეხება შიმშილობის შეწყვეტას, ამას არ განიხილავს. „მე თავიდანვე ვთქვი, რომ ვიშიმშილებ, სანამ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მანამდე, ამიტომ მე არც კი…

მეტი...

რადას 89 დეპუტატი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების თხოვნით მიმართავს

უკრაინული რადას დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების თხოვნით მიმართავენ. რადას 89 დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მაღალი კლასის სამოქალაქო კერძო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ. მიმართვას გამოცემა ГОРДОН ავრცელებს. “ჩვენმა ორმა ერმა იცის თავისუფლების უმაღლესი ფასი და მზადაა ის სიცოცხლის ფასად დაიცვას. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის პრინციპები მტკიცედ არის გამჯდარი. ამის გაცნობიერებით, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით,” – აცხადებენ დეპუტატები. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის…

მეტი...

გარდაიცვალა გელა ჩარკვიანი

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან დაიწყო, სადაც 1976-დან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984-დან 1992 წლამდე იყო საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი. 1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. ჩარკვიანი ამერიკელ მთხრობელსა და მეზღაპრე ლორელი კულის, მისი თბილისში, 1989 წლის ნოემბერში ვიზიტისას ქართული ზღაპრების შეგროვებაში დაეხმარა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართველ მსახიობთა ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ატლანტაში, სადაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისთვის მოეწყო ტრადიციული, ქართული ღონისძიება – თბილისობა. 1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო. 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 75 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 75 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 584-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 6 021 პირს დაუდასტურდა, 3 792 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 8 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 191 შემთხვევა გამოვლინდა, 4 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 792 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 792 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 75 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 033 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 545, „პისიარ“ ტესტით – 13 488. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,57%, ბოლო 14 დღის – 9,78%, ბოლო შვიდი დღის – 10,46%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 761 067 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 696 921 გამოჯანმრთელდა, 10 584 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 010 783 აცრა, დღიურად აცრილია 5 254. კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 808 ადამიანი გადის, კლინიკურ…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან იუსტიციის სამინისტროსკენ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან მათ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ აქციები სხვადასხა წერტილში გაიმართება.

მეტი...

“არსად შეჭრის ამოცანა არ არსებობს” – ნიკა მელია

არსად შეჭრის ამოცანა არ არსებობს, ამაში დარწმუნდა ყველა, რაც არ უნდა პროვოკაციები მოეწყოთ, რაც არ უნდა ხაფანგი დაეგოთ, ჩვენ ეს გზა გავიარეთ, რთული, მაგრამ ისე, როგორც ეკადრება მართალ ხალხს, არც პოლიციასთან შეტაკება იყო ჩვენი ამოცანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მსვლელობისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მიემართება. მელიას განმარტებით, საპროტესტო მოძრაობა იქნება დინამიური, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღე სხვადასხვა სახის, შინაარსის, ფორმის აქციები გაიმართება, რომელსაც ექნება მზარდი და ორგანიზებული ხასიათი, იქამდე, სანამ არ იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. „იუსტიციის სამინისტროსთან ჩვენ აქცია გვქონდა 10:00 საათზე დაგეგმილი, ჯერ…

მეტი...