„პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი“ – მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს სასამართლოზე დასწრება შეუძლია

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. როგორც ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს, არსებული  მდგომარეობის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე დასწრება შეუძლია. „დასტურდება პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირშია ციხეში და სისტემაში წამების ფაქტთან. ასევე, არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ეცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც შიმშილობის შედეგი გახლავთ. პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნება, რომ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს. თუმცა, ამის დასკვნას მე ვერ გავცემ, ეს ექიმებმა უნდა შეაფასონ“ – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რონ 7 ნოემბრის საქმეზე  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ,…

მეტი...

„მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისდამი მოქცევა გარკვეულ ფარგლებში უნდა ჯდებოდეს“ – მოსამართლე მიხეილ სააკაშვილს კადრებზე

„მოსამართლეობა ტვირთია. შენი სიტყვით ადამიანი ან ციხეში მიდის, ამ სახლში. ან სწორ გზას ადგება, ან დანაშაულებრივ გზას აგრძელებს. როგორც ადამიანს და როგორც მოსამართლეს, ძალიან მძიმე რეაქცია მქონდა. ძალიან განვიცადე, იმიტომ რომ მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისადმი მოქცევა გარკვეულ ფარგლებში უნდა იჯდეს. რაც ჩვენ გვაჩვენეს, საკმაოდ მძიმე სანახავი იყო“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საქმის განმხილველი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი იმ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, როგორ მიათრევენ და ძალით შეჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში.    მოსამართლე იმ ფსიქოლოგიურ წნეხზეც საუბრობს, რაც გლდანში გადაყვანილ მიხეილ სააკაშვილს პატიმრებმა მოუწყვეს და…

მეტი...

ვირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 927 პირი ემსხვერპლა.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 333 შემთხვევა, აჭარა – 116, იმერეთი – 617, ქვემო ქართლი – 202, შიდა ქართლი – 254, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302, კახეთი – 178, მცხეთა-მთიანეთი – 64, სამცხე-ჯავახეთი – 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

მეტი...

ვირუსით 3 333 დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 951 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 052  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  838 639-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.94%.

მეტი...

„თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს, გარეთ იქნება“ – მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილი ერთ-ერთი საქმის განმხილველი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ვარიანტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეწყალების შემთხვევაში, მას აღკვეთის ღონისძიება არ აქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი თავისუფლებაზე იქნება. საუბარია 7 ნოემბრის საქმეზე, რომელსაც ლიანა ორკოდაშვილი იხილავს. მოსამართლის თქმით, მიხეილ სააკაშილი ხვალ, 29 ნოემბერს სასამართლო პროცესზე უნდა მიიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი არ ჩატარდება.    „პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება… ვერავინ გაბედავს, რომ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი, შემაშფოთებელი შტამი ევროპაშიც დაფიქსირდა

დიდი ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკულმა შტამმა, ,,ომიკრონმა“ შეაღწია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დაფიქსირდა დაინფიცირების შემთხვევები და ყველა მათგანს კავშირი ჰქონდა სამხრეთ აფრიკასთან. კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტს – ,ომიკრონი“ , ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შემაშფოთებლის სტატუსი მიანიჭა. ცნობილია რომ ის 500-ჯერ უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის არსებული ვარიანტები.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

09:54 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა  ონთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ კი  3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგენდა.

მეტი...