„დაუყოვნებლივი აქტიურობა, არანაირი შესვენება, ასეთი არაფერი გამიგია“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ის გაოგნებულია შეფასებებით, რომელიც ისმის. „გმირის გმირობა როგორ შეიძლება დამაზიანებელი იყოს ოპოზიციისთვის. არავითარი შესვენება და მხარ-თეძოზე წამოწოლა, დაუყოვნებლივი აქტიურობა“ – აცხადებს გიული ალასანია. „ადამიანი არის დათრგუნული, არ არის ის ძველებური ადამიანი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. აუცილებელი გზავნილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ, ყველამ, თქვენ,  მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე, სხვა გამოსავალი არ არის. გაოგნებული ვარ, გუშინ უცებ მოვისმინე ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და აი, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური…

მეტი...

ბაგები-წყნეთის გზაზე ფერდი ჩამოიშალა

ბაგები-წყნეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა.  ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები. შესაბამისად, პრევენციული სამუშაოების წარმოების მიზნით, 26 ნოემბერს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და ასევე, 27 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

მეტი...

„არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი და დაინახოს მზე“ – ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული ყოფილი პრეზიდენტის უკრაინელი მეუღლე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰაერი და მზე სჭირდება. როგორც კლინიკიდან გამოსულმა რადას დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მუდმივად პალატაშია და ჰაერის სუნთქვის შესაძლებლობა არ აქვს. „მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კარგის თქმა არ შემიძლია. ისევ სუსტადაა. მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა პროცედურა, შედიან ექიმები. ჩვენი შეხვედრა ბევრჯერ ჩაიშალა იმის გამო, რომ უკეთებდნენ დიაგნოსტიკას. ის გახდა დაახლოებით კიდევ სამი კილოგრამით. მუდმივად იმყოფება პალატაში. პოსტ-ტრავმული სინდრომის დროს, რომელიც მას აქვს, ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე. ძალიან ცუდია,  როდესაც ადამიანი ასეთ პირობებში იმყოფება“ – განაცხადა…

მეტი...

ლიზა იასკოს განცხადებით, ახლა საჭიროა ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად

გორის სამხედრო ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა მეუღლემ, რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ დატოვა. როგორც იასკომ მედიას განუცხადა, ჰოსპიტალში გადაყვანა საკმარისი არ არის და ახლა მთავარია მისი გათავისუფლება.   „სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა. განსაკუთრებით კი მომდევნო კვირებში, რადგან, არ შეიძლება მოდუნება. საავადმყოფოში გადაიყვანა საკმარისი არ არის დიდი ბრძოლისთვის და ცვლილებების მისაღწევად, მის გასათავისუფლებლად“  – განუცხადა ლიზა იასკომ ჟურნალისტებს.  იასკომ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქმეში უკრაინელი ადვოკატები ჩაერთონ და ისინი ქვეყანაში შემოუშვან. „მოხარული ვართ, რომ საბოლოოდ, ადვოკატს მისცეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიმართლე გითხრათ, არ გვჯეროდა, რომ…

მეტი...

„თუ პირბადეს ვატარებთ, იანვრამდე 200-300 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავათ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტირს ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ რთული რჩება. მისივე შეფასებით, პროცესს ვერაფერი შეაჩერებს მასობრივი აცრის გარდა. გამყრელიძე აქცენტს ისევ და ისევ პირბადის ტარების აუცილებლობაზე აკეთებს და აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია. „უნდა აღინიშნოს, რომ მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მუშაობს. უკვე ორი წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ ის, რომ ეს უმარტივესი პირბადე როგორმე, ყველამ ვატაროთ. ჩვენ ყველა რომ ვიყოთ სოლიდარული და პირბადე ვატაროთ, მოსახლეობის 90-95 პროცენტმა, იანვრამდე დავზოგავთ კიდევ დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს, ხომ შეიძლება ეს შევიგნოთ, გავითავისოთ…

მეტი...

„კოვიდის“ გადატანის შემდეგ, ადამიანს „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნება

„კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ ჩამკეტი აღარ არის და ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად“, – ამის შეახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი. „კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14…

მეტი...

სად იქნება საჭირო „მწვანე პასპორტის“ წარდგენა?!

„სად გვჭირდება მწვანე სტატუსის წარდგენა? – ეს არის რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცე. ეს არის კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები“ – ამის შეახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით მწვანე სტატუსი საჭირო იქნება ასევე სამორინეებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

მეტი...

სახმელეთო საზღვრით შემომსვლელები PCR ტესტისგან თავისუფლდებიან

„საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან“ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მეტი...

მაყურებელთა რაოდენობა 30% დან 50% მდე გაიზრდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა 30% დან 50% მდე გაიზრდება.ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში 30% დან 50% მდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა”,-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება?!

„მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე“, – ამის შეახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.  „კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა…

მეტი...

„მწვანე სტატუსის“ რესტორნებსა და კაფე-ბარებში დროის ლიმიტი უქმდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ რესტორნებსა თუ კაფე-ბარებს რომლებსაც ე.წ. მწვანე სტატუსს მიიღებენ, საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ და შეეძლებათ იმ დრომდე იმუშაონ, სანამ თავად ჩათვლიან საჭიროდ. ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რასაც რესტორატორები და არა მხოლოდ ისინი მთავრობისგან ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, „მწვანე სტატუსი“ აზრს კარგავდა.  

მეტი...

25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთი ორმხრივად ჩაიკეტება

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების გამო, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი, 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორმხრივად ჩაიკეტება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა. ამ ეტაპზე კი, იწყებს საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშ ჩატანისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს ასფალტის ახალი საფარის დაგებას, გზის გაფართოებასა და ტროტუარების მოწესრიგებას. აღნიშნული სამუშაოების გამო, აუცილებელია სამანქანო გზის ორმხრივი მოძრაობის აკრძალვა, რის გამოც 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი – N90-დან N100-მდე,  ორმხრივად ჩაიკეტება. ამასთან, შეიცვლება N57 და N80 ავტობუსების სამოძრაო სქემაც. ისინი ორთაჭალის…

მეტი...

იაგო ხვიჩიას განცხადებით მიხეილ სააკაშვილს უკრაინისთვის ამზადებენ და ჩვენ გვაპარებენ

პარლამენტის წევრი, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინისთვის ამზადებენ. მისი შეფასებით, ხელისუფლება  მოსახლეობას ამ ყველაფერს ნელ-ნელა აპარებს. „მიხეილ სააკაშვილთან დადებული პირობის შესასრულებლად და იქ გასაშვებად ემზადებიან, სადაც არჩევნებამდე იყო. ასე ნელ-ნელა გვაპარებენ. პოლარიზაციის შემცირების გზად ეს გამოდგება“ – აცხადებს იაგო ხვიჩია. მას არაერთხელ გაუჟღერებია, რომ კარგი იქნება, თუ სააკაშვილს უცხოეთში გაუშვებენ სამკურნალოდ. ხვიჩია ამჯერადაც ამ აზრს ემხრობა და ამბობს, რომ ამ არჩევანს მხოლოდ მიესალმება.

მეტი...

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს ლიზა იასკო ხვდება

ამ წუთებში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილს მისი უკრაინელი მეუღლე, რადას დეპუტატი ლიზა იასკო ხვდება. ადგილზე  იმყოფება უკრაინელი ადვოკატიც, რომელსაც სურს, მიხეილ სააკაშვილის პროცესში ჩაერთოს. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილის დახმარების რამდენიმე საშუალება არსებობს.     „კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მოგვეცა. ამ გზით უკეთესად შევძლებ გავარკვიო, როგორ დავეხმაროთ მას. მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური საქმეა. მსგავსი საქმეებით უკრაინის ციხეში ვერავინ მოხვდება. მნიშვნელოვანია მიხეილთან შეხვედრა, დახმარების სხვადასხვა საშუალება არსებობს, თუმცა, ეს მის გარეშე ვერ გადაწყდება“ – განაცხადა უკრაინელმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ დღეს არის ბოლო…

მეტი...

სუნთქვის აპარატზე 377 ინფიცირებული იმყოფება

ამ ეტაპზე, კორონავირუსით  ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 923-ია. აღნიშნული მაჩვენებლიდან 6 611 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 592, აჭარაში – 525, იმერეთში – 1 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 691 პირი, მათ შორის, თბილისში – 663, აჭარაში – 126, იმერეთში – 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი,  მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 44, იმერეთში – 39. 1 084 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 – თბილისში, 212 – აჭარაში. 39 228 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 49, ხოლო აჭარაში – 9. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე…

მეტი...

მწვერვალზე გარდაცვლილი ბიზნესმენი ჩამოასვენეს

ბიზნესმენ ილია კოკაიას ცხედარი მწვერვალიდან ჩამოასვენეს. ყაზბეგში, მწვერვალ „დედაენაზე“ ილია კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას  ფეხი დაუცურდა და  თავი ძლიერად დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. კოკაიას ცხედარი მწვერვალიდან მაშველებმა უკვე ჩამოასვენეს. ილია კოკაია ფლობდა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და სასტუმროების ქსელს გუდაურში.

მეტი...

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მკვლელობის მრალდებით 1985 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.  „ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ლ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული დ.მ. და ბრალდებული გ.ლ. მეგობრებთან ერთად, თბილისში, მათსავე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ქუჩაზე იმყოფებოდნენ. დ.მ-სა და გ.ლ.-ს კონფლიქტი მოუხდათ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც გ.ლ.-მ მეგობარი –…

მეტი...

ვირუსით 64 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 679 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 383 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 536, ქვემო ქართლი – 187, შიდა ქართლი – 244, გურია – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 263, კახეთი – 155, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 098 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 098 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 64 პაციენტი. ამასთან, 23 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 428 პაციენტი, გარდაიცვალა 62.

მეტი...

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, ის ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მეტი...

“ნამდვილი გმირობაა, რაც ქართველმა ექიმებმა ჩაიდინეს” – ირაკლი კობახიძე

ათასი მადლობა, ყოველდღე მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, ეს ნამდვილი გმირობაა, რაც ქართველმა ექიმებმა ჩაიდინეს, ძალიან ბევრმა ქვეყანამ, ჩვენზე ბევრად უფრო წინ წასულმა და განვითარებულმა ქვეყანამ უბრალოდ ვერ გაუძლო ინფიცირებულთა იმ რაოდენობას, რომელიც ჩვენ გვქონდა, მაგრამ ჩვენ შევძელით ეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვაში“ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს შეძლეს ექიმებმა და ყველაფერი გაკეთდება, რათა მათი თავდადება მაქსიმალურად დაფასდეს. „კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაფასდეს მათი ეს თავდადება და გმირული შრომა. რა თქმა უნდა, ხარვეზები…

მეტი...

“საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება” – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ შეიცვალოს დღის წესრიგი და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის წევრები ევროპარლამენტარებს ხვდებიან. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილეს. „ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც, მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას. ვისაუბრეთ ზოგადად შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე. ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის…

მეტი...

ისრაელში 5-დან 11 წლამდე ბავშვების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ისრაელში 5-დან 11 წლამდე ბავშვების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, დიდი წილი სწორედ ბავშვებზე მოდის. ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი შვილის, ცხრა წლის დეივიდის აცრის პროცესს დაესწრო. „ვაქცინა იცავს როგორც ჩვენს შვილებს, ასევე მშობლებს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ისრაელში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილია 8 100 ინფიცირებული.

მეტი...

„300 00 შრომისუნარიანი ადამიანი სოციალური დახმარების მძევალია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ირაკლი ღარიბაშვილი – 300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე აბსოლუტურად არ მონაწილეობს ქვეყნის განვითარებაში, ეს ადამიანები გავხადეთ სოციალური დახმარების მძევლები,  მათ აქვთ შიშის განცდა, რომ თუ ის გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს,  სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშილი სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაწყებულია იდენტიფიცირება, შექმნილია  სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემირი ხელმძღვანელობს, ასევე რამდენიმე დღეში პრემიერის დავალებით სამუშაო ჯგუფი გაემგზავრება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სადაც აღნიშნულ საკითხზე შეხვედრებს გამართავენ. „მთავარი გამოწვევები ჩვენი მოსახლეობის წინაშე, ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ამ საკითხებზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და ერთ-ერთი ინიციატივა,…

მეტი...

“მედიკამენტების ფასებს აუცილებლად დავარეგულირებთ ევროპული ქვეყნების მსგავსად, ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება არ შეიძლება” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტების ფასები დარეგულირდება იმგვარად, როგორც ეს ევროპაში ხდება.  პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა დეკემბერში პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს და პარლამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობით დეკემბერ-იანვარში ახალ კანონს მიიღებს. “მოვისმინე კონკურენციის სააგენტოს შუალედური ანგარიში და უკვე მივეცი მსვლელობა. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვექნება პარლამენტთანაც და მინდა, რომ ეს კანონი გავიტანოთ. წლის ბოლომდე თუ არა, იანვარში მაინც მინდა, რომ მოვასწროთ ბაზრის რეგულირება ისე, როგორც გაკეთდა ევროპაში. მე, რა თქმა უნდა, ახლის გაკეთებას არ ვგულისხმობ, არ ვცდილობ რაღაც ახალი მოვიგონო, უნდა გაკეთდეს ისე, როგორც გაკეთდა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში. ძალიან ბევრი მანკიერი, უკვე პრაქტიკაში…

მეტი...

„დეოკუპაცია თავისით არ მოხდება. ეს რთული საკითხია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

 „ჩვენ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გამკლავება იმ გამოწვევასთან, რომელიც უკავშირდება ე.წ ბორდერიზაციას და მავთულხლართების ინსტალაციას, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების გატაცებას“ – აცხადებს რაკლი ღარიბაშვილი და განვარტავს, რომ დეოკუპაცია თავისით ვერ მოხდება. „არაერთი ძალადობრივი ფაქტი, მათ შორის მკვლელობაც დაფიქსირდა და ბუნებრივია, ჩვენ ამ ყველაფერზე გვაქვს მყისიერი რეაგირება და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მიმართებაში ძვრა არ გვაქვს და ეს საკმაოდ რთული საკითხია. რუსეთთან მიმართებაში ჩვენი მთავარი პრეტენზია თუ მთავარი პრობლემა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთი არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების…

მეტი...

“რუსეთი არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს  და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა ძალიან ბევრი სტრატეგიული აქტივების და ობიექტების გადაცემა, მიყიდვა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიებზე. მისი თქმით, რუსეთი არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. სწორედ ეს არის მთავარი ბარიერი ჩვენს ურთიერთობებში. „გავიხსენოთ, რა მდგომარეობა გვქონდა 2012 წელს, როდესაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მაშინ იყო აბსოლუტურად გაწყვეტილი ყოველგვარი კონტაქტი, მათ შორის არც ეკონომიკური, არც კულტურული მიმართულებით არავითარი ძვრები არ ხდებოდა, ერთადერთი, ყველას შევახსენებ, რომ მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ იყო მცდელობა იმისა, რომ გახსნილიყო თუნდაც რუსული ბაზარი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღდგენილიყო,…

მეტი...