„არის დამჯერი პაციენტი, ფანჯრის გაღების საშუალებასაც აძლევენ“ – რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

„მისი ემოციური მდგომარეობა ნორმალურია და არ აფორიაქებულა არც ერთ პროცედურაზე, რაც მას ჩაუტარდა. ფანჯრის გაღების საშუალებას  აძლევენ და ვფიქრობ, ეს დისკომუნიკაციის თემები არ არის, ყველაფერი მოგვარებულია“ – აცხადებს რეანიმატოლოგი ინეზა სულამანიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულების გარეშეა. „არანაირი გართულება ამ ორი დღის განმავლობაში არ ყოფილა. დაკვირვება გრძელდება. რამდენიმე დღე საყურადღებოა, მაგრამ შეგვიძლია, დამაჯერებლად გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე გართულება არ გვქონია. შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. გაუმჯობესებულია მისი თვითშეგრძნება, ის ძალიან მადლობელია იმ დახმარებისთვის, რასაც იღებს, არის დამჯერი პაციენტი. კომუნიკაცია შედგა და ყველაფერი…

მეტი...

„ექიმების მიმართ მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება არაჩვეულებრივია“ – კონსილიუმის წევრი

სახელმწიფოს ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის ელენე გიორგაძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და ის ექიმის მითითებებს ემორჩილება. გიორგაძე მთელი დღის განმავლობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა და ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას დინამიკაში აკვირდებოდა.   „პირველი სამი დღე ითვლება კრიტიკულად. მერე, ორი დღე არის საყურადღებო. დღეს მეორე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. მთელი დღე აქ ვიყავი. ეს დღე გავიარეთ მშვიდად. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. გუშინ ჰქონდა წნევები. დღეს წნევა ჰქონდა სტაბილური, არც ერთხელ არ დაგვჭირდა პრეპარატის დამატება. დღეს აქ არის მისი პირადი ექიმი, რომელსაც გაცილებით მეტი უფლება აქვს ინფორმაციის გაცემის.…

მეტი...

„ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ“ – ელენე ხოშტარია კლინიკაში რჩება

პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია საკვებს ისევ ვერ იღებს. მოშიმშილე დეპუტატი ამ ეტაპისთვის ისევ სპეციალურ სითხეებს იღებს. კლინიკაში კი დაახლოებით ერთი კვირა მოუწევს ყოფნა. “მეგობრებო, ვაგრძელებ მკურნალობას “ნიუ ჰოსპიტალში”. პროცესი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს. კიდევ ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა. ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, რაღაც სპეციალურ სითხეებს მასმევენ. ალბათ, ზეგიდან შემომაპარებენ საჭმელს ნელ-ნელა”, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 17 დღე იშიმშილა.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასა და თავისუფალ მკურნალობაზე ექიმი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ექიმი  გიორგი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ექიმი კოლეგის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფალ მკურნალობის საფუძველი არ არსებობს. „მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ ჩემი მოსაზრების გამოხატვას გუშინ ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში. ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების…

მეტი...

მარტვილის მონასტერში ისევ დაპირისპირება და ხმაურია

მარტვილში, წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ხმაურია. წირვა-ლოცვა ხმაურის, შეძახილისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მეუფე სტეფანე, რომელიც ტაძარში ჩოხოსნებთან და მრევლთან ერთად მივიდა, განკვეთილი სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები სხვადასხა შეძახილით დახვდნენ. „მეუფე სტეფანეს არც ერთი ადგილობრივი არ ჰყავს, თვით ადგილობრივი სამღვდელოებაც არ ამოჰყვა, აქ არც ერთი ადამიანი არ იღებს მას. დაგვიბრუნონ ჩვენი მამაოები, რომლებიც განკვეთეს ტაძრიდან“, – აცხადებენ ტაძრიდან განკვეთილი ყოფილ სასულიერო პირები.   როგორც განკვეთილმა მამა ათინოგენმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე ტაძარში „კაზაკებთან“ ერთად ამოვიდა. „კაცი, რომელიც არის ცრუ, მატყუარა და ეპისკოპოსობის განცდით მოსული, წირვას ატარებს. “კაზაკები” ჰყავს მოყვანილი. ყველა…

მეტი...

კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

07:48 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 07:48 საათზე, დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით 9 კმ-ში მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

ვირუსით 76 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 498 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა, აჭარა – 106, იმერეთი – 621, ქვემო ქართლი – 173, შიდა ქართლი – 242, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი -260, კახეთი – 253, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24.

მეტი...

ვირუსით 3 357 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 361 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 772  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.77%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  812 246-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.01%.

მეტი...