„ბიულეტენების გადათვლას შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“ – აცხადებენ ცესკოში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენების გადათვლა დასრულებულად გამოაცხადა. როგორც ცესკოში განმარტავენ, პროცესს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. გადათვლის დეტალური შედეგები კი 2 ნოემბერს გამოქვეყნდება. „გადათვლის ცენტრებში 201 საარჩევნო უბნის კომისიის მონაცემები არის ხელახლა დათვლილი. პროცესი წარიმართა გამჭვირვალედ, რომლის მონიტორინგის შესაძლებლობაც ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს, როგორც მედიას, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. დღეს ვიხილეთ, თუ რაოდენ მაღალი იყო გადათვლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი. უფლებამოსილი პირების აქტიური ჩართულობა კი ასევე მნიშვნელოვანად უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭვირვალობას. აღნიშნული კი კიდევ უფრო ცხადყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასწარი შედეგების სიზუსტეს. საარჩევნო რეფორმის საფუძველზე…

მეტი...

პარლამენტთან კარვების გაშლას ცდილობენ

საქართველოს პარლამენტთან კარვის გაშლის მცდელობისას სამართალდამცველებმა რადენიმე ადამიანი დააკავეს. ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.  გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 2 ადამიანი. დაკავებულები საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც ცდილობდნენ, პროტესტის ნიშნად პარლამენტთან გაეთენებინათ.

მეტი...

სადეპუტატო მანდატს ანი წითლიძეც ტოვებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე მეოთხე დეპუტატია, ვინც საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნასა და მანდატის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც მოქმედი დეპუტატი აცხადებს, პარლამენტში ჯდომის აზრი არ ავს. „,მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა, არც მქონია ისე ვიბრძოდი. „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე“, – აცხადებს ანა წითლიძე. შეგახსენებთ, რომ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება ასევე…

მეტი...

პარლამენტის მანდატს ზურაბ ჯაფარიძეც ტოვებს

პარლამენტის წევრი ოპოზიციონერი დეპუტატების საპარლამენტო მანდატებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. მამუკა ხაზარაძის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ნონა მამულაშვილმა მიიღო, მამულაშვილის შემდეგ კი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ. სამივე შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოზე უარის მიზეზი გაყალბებული არჩევნებია.  

მეტი...

„წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი“ – მიხეილ სააკაშვილი გაბრაზებულია  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მორიგ გზავნილს ავრცელებს, რომელიც არჩევნების მეორე ტურს და გაყალბებულ შედეგებს ეხება.   „მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი, ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებული და შეურაცხყოფილი. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება, გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენ ქვეყნის ბატონ-პატრონი“ – წერს პრეზიდენტი. მისი შეფასებით, გამოსავალი ერთადერთია – ხელისუფლების წართმევა და  რიგგარეშე არჩევნები. „რა უნდა ვქნათ?! მხოლოდ ერთი, ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ –  წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე.…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტის მანდატს ტოვებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი  ნონა მამულაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ემშვიდობება და პარლამენტის მანდატს ტოვებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ ქვეყანას არჩევნები და მომავალი მოპარეს. „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს არა მხოლოდ არჩევნები და მომავალი მოპარა, არამედ ცდილობს, საქართველო დააბრუნოს პრორუსულ ორბიტაზე. ინსტიტუტები გვჭირდებოდა იმისათვის, რომ გამოგვეყენებინა პლატფორმა საუბრისთვის. მაგრამ, ახლა კარგავს აზრს, რადგან ქვეყანა არის მიტაცებული, ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში. პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება. სწორი იყო მამუკა ხაზარაძის  გადაწყვეტილება და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ. პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია – ეს პარლამენტი არის ცირკი, თეატრი და ამ თეატრში მონაწილეობა არის…

მეტი...

მასაჟის კაბინეტში კლიენტი მოკლეს

თბილისში, ვერაზე, ახვლედიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შემთხვევა სარელაქსაციო ცენტრში მოხდა. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი მასაჟის კაბინეტში მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი მოქალაქე, ეროვნებით ჩინელი.   მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მეტი...

„ოპოზიციას აქვს უფლება, ჩაატაროს აქცია, ოღონდ კანონის ფარგლებში“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აქციას გამართავენ თუ არა, ეს ოპოზიციის უფლება. „ოპოზიციას აქვს აქციის ჩატარების უფლება, მთავარია, ეს კანონის ფარგლებში განხორციელდეს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, მე ვაპირებ, მათ  საქმით და კონკრეტული პროექტებით დავუპირისპირდე. ასე ვიმუშავებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსნებეთ, რომ ოპოზიცია, 6 ნოემბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.

მეტი...

„ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე“ – კახა კალაძე

„მე და ჩემს თანაგუნდელებს არასდროს ტაში არ დაგვიკრავს ძალადობისთვის და ეს არ მოხდება“ –  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. თბილისის მერიდ განცხადებით, მას საკუთარ თავზე აქვს ყველანაირი ძალადობა გამოცდილი.  „ვინც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, ძალადობა ყველანაირად მიუღებელია. ყველა სახის ძალადობა – ფიზიკური, ფსიქოლოგიური, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მე საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და წარმომიდგენია, ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უშვრებით. ძალადობას – ფიზიკურს, მორალურს, ფსიქოლოგიურს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ იმ პრობლემებზე…

მეტი...

„მიშამ 20 კილოზე მეტი დაიკლო“ – რუსთავის ციხე რადას დეპუტატმა დატოვა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საკანი მისმა უკრაინელმა მეუღლემ, ლიზა იასკომ დატოვა. როგორც მან მედიასთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა დაახლოებით 20 კილოზე მეტი დაიკლო.     „სირცხვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველ დღე უარესდება. არჩევნები მოპარულია, რაც არასამართლიანი და მტკივნეულია. ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება, თუ როგორ უარესდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. უნდა გათავისუფლდეს პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს ძალიან მნიშვენლოვანია. ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკაზე, საქართველოზე, უკრაინაზე, მის ჯანმრთელობაზე. შედარებით ცუდად გამოიყურება, დაკლებული აქვს დაახლოებით 20 კილოზე მეტი. რაც შეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტი უნდა დაბრუნდეს უკრაინაში, თუცა ეს ყველაფერი ასევე დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე“…

მეტი...

„უბედურება დატრიალდება, მიშა რომ მოკვდეს“ – გიორგი ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, გუნდის მთავარი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაა, არადა დრეს, ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. „მიშა უნდა გადავარჩინოთ, უბედურება დატრიალდება, მიშ რომ მოკვდეს. დღეს შიმშილობის 32-ე დღეა და ის გადასარჩენია. მას მივმართავ და ვთხოვ, შიმშილობა შეწყვიტოს. ექიმები უკვე ამბობენ, რომ ორგანიზმში შეუქცევადი პროცესებია დაწყებული. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს კიდევ ერთი პრეზიდენტი. შიმშილობა რომც შეწყვიტოს, მას რეაბილიტაცია დიდი ხნის განმავლობაში დასჭირდება და ეს უნდა მოხდეს შესაბამის კლინიკაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიშა დავიხსნათ“ – აცხადებს ბარამიძე.     ის მიხეილ სააკაშვილს ეროვნულ გმირს უწოდებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი…

მეტი...

აშშ-საელჩო არჩევნების დღეს, მედიასა და დამკვირვებლებზე თავდასხმის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ერთ-ერთი ნაწილი მედიასა და დამკვირვებლებზე თავდასხმას ეხება. საელჩო შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, ფაქტები გამოიძიოს. „ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია. ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით…

მეტი...

„დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ხმების მოსყიდვა“ – ამერიკის საელჩო არჩევნებზე

„იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს“ – ეს გახლავთ ამონარიდი ამერიკის საელჩოს განცხადებიდან, რომელიც არჩევნების მეორე ტურს ეხება. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. „მედიაცენტრი მთავარი“ საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა…

მეტი...

ქუთაისში აქტივისტები დააკავეს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მსვლელობას აწყობდნენ

სარფიდან მომავალი აქტივისტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ და მსვლელობას მართავდნენ, ქუთაისში დააკავეს. ამ წუთებში, ქუთაისში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. „თავისუფლება მიშას“ სკანდირებენ პროტესტის მონაწილეები. ისინი თბილისში ჩამოსვლას ფეხით გეგმავდნენ.   დაკავება მერიის შენობის მიმდებარედ მოხდა.

მეტი...

„პუტინის მძევლობიდან უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი“  – ადვოკატი

დღეს, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 32-ე დღეა. როგორც მისი ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, ქართველი ხალხის ვალია მისი გათავისუფლება. „ქართველი ხალხის და ქართველი საზოგადოების  ვალია და ეს ვალი უნდა შევასრულოთ, რომ პუტინის მძევლობიდან მიხეილ სააკაშილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტი გავათავისუფლოთ . შიმშილობა უკვე ისეთ ფაზაშია, ძალიან მძიმე პერიოდია. აქედან გამომდინარე, ყოველ მოქმედებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ხელისუფლების გაჯიუტება არის პირდაპირი რევანში და ბოროტი განზრახვა“ – აცხადებს ბექა ბასილაია.      ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილს მას უკრაინელი მეუღლე ხვდება. შემდეგ კი ციხეში მისი უფლებადამცველები შევლენ.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 247 მილიონს აჭარბებს

​კორონავირუსის პანდემიის გლობალური სურათი მზარდია. კერძოდ, მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულია 247 მილიონზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილია  5 მილიონი. მძიმე ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც და ევროპაშიც. კერძოდ, ბოლო 24 საათში რუსეთში ინფიცირებულია 40 ათასზე მეტი ადამიანი. მაღალია მაჩვენებელი თურქეთშიც. იტალიაში დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 5 ათასი ადამიანი იღუპება.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის საქმეში უცხოელი ადვოკატი ერთვება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქართველი ადვოკატები ქვეყანაში ამერიკელი ადვოკატის ჩამოსვლას ელოდებიან. მათი განმარტებით, სწორედ უცხოელი ადვოკატი ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილის დაცვის საქმეში.    „იგეგმება ამერიკელი ადვოკატის საქართველოში ვიზიტი.  იმედია, თავს არ მოიჭრის სირცხვილით და ლაფს არ დაისხამს ხელისუფლება და საერთაშორისო ადვოკატებს მიეცემათ სრულფასოვანი შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილის საქმეებში მიიღონ მონაწილეობა”,- აცხადებს ბექა ბასილაია მედიასთან.

მეტი...

რუსთავის ციხეში რადას დეპუტატი ლიზა იასკო შევიდა

ამ წუთებში, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხვდება. იასკოს ციხეში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. არის მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს გამოგზავნის, რომელსაც მედიას რადას დეპუტატი გააცნობს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. თუმცა, მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ის არ შიმშილობს და დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს.  

მეტი...

ვირუსით 44 ინფიცირებული გარდიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.  ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 089-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 141 პირს დაუდასტურდა, 5 081 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

ვირუსით 2 141 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 8.94%, ბოლო შვიდი დღის – 8.83%.

მეტი...

ყარაჯალაში დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებიც სცემეს

ყარაჯალაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკაშვირებოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაპირისპირებაში 15-მდე ადგილობრივი მონაწილეობდა. „სიტუაციის განეიტრალების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა ასევე გამოიძახეს პოლიციის დამატებითი მორიიგე ჯგუფები. სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება. ასევე, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავებული მოქალაქეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც. დაპირისპირებაში მონაწილე როგორც…

მეტი...