მინისტრის მტკიცებით მიხეილ სააკაშვილი იკვებება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საკვებს იღებს. მისი მტკიცებით, ეს არის სხვადასხვა სახის ფაფა და ნატურალური წვენები.  

„სააკაშვილმა საპატიმროში შემოსვლისას როდესაც მიიღო საბანკო ბარათი, ორი დღის თავზე შეიძინა გარკვეული პროდუქტები. შემდგომში განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე. გავიდა გარკვეული პერიოდი, ისევ დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო როგორც ფაფები, ასევე ნატურალური წვენები. ასევე აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა. თითოეულ ჩვენს სიტყვას ამაგრებს მტკიცებულებები და ფაქტები, ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით სიმართლეს“ – განმარტავს რატი ბრეგაძე და დასძენს, რომ საუბარია საკვებზე და არა სამედიცინო დანიშნულების დანამატებზე.

მსგავსი თემები