პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახური მიხეილ სააკაშვილის ტესტის პასუხს ავრცელებს და აცხადებს, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჩატარებული პისიარტესტის შედეგად „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილს, პრევენციის მიზნით, პისიარტესტირება დღეს, 15 ნოემბერს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი ჩაუტარდა, ტესტის პასუხს ელოდებიან

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ტესტის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. ტესტის ჩატარება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, კორონავირუსი დაუდგინდა. “ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა თუ არა კონტაქტი #18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ კი ჰქონდა და არაერთხელ. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი.  დღეს დილით აუღეს მას PCR ტესტი და ახლა ველოდებით ამის პასუხს. აქამდე მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ PCR ტესტის აღება მოხდა, რადგან #18 დაწესებულების დირექტორს დაუდასტურდა კოვიდი“ – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში ორ მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტის სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში ორ მინისტრის მოუსმენენ. დეპუტატების წინაშე, მიმდინარე კვირას საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანი წარსდგებიან. “მინისტრის საათი“ 18-19 ნოემბერს გაიმართება. მინისტრების ანგარიშის შემდეგ კი დეპუტატები მათ კითხვებით მიმართავენ.

მეტი...

„თავისუფლება მიშას“ – ოპოზიციის აქცია პრეზიდენტის სასახლესთან დასრულდა

ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულებულია. აქციის ბოლო ლოკაცია პრეზიდენტის ორბელიანის სასახლე გახდა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის წინ, გზაზე წარწერა დატოვეს  – „თავისუფლება მიშას“ პრეზიდენტის სასახლესთან უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები. ქციის მონაწილეებისგან ისმოდა შეძახილი: „თავისუფლება მიშას“, „მონა“. რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, როგორც პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ ხვალინდელი გრაფიკი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

მეტი...

წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანები გორგასლის ქუჩაზეა მობილიზებული

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და სახანძრო-სამაშველო სპეციალურ მანქანა. ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია კი დაახლოებით 40 წუთი გრძელდება. აქციის მონაწილეები ავლაბრის მეტროდან მსვლელობით დაიძრნენ. გზის  სავალი ნაწილი დაიკავეს და ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე ასევე მობილიზებულია სამართალდამცველები, კერძოდ, სხვადასხვა დანაყოფები. ასევე, გზაზე განლაგებულია სხვადასხვა ტრანსპორტი, მათ შორის სამარშრუტო ტაქსები.  შეგახსენებთ, რომ შსს-ს განცხადებით, გზის გადაკეტვის უფლებას არავის მისცემენ, რადგანაც ეს გამოიწვევს კოლაფსს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში ე.წ. შუშის ხიდის მიმდებარედ იმყოფებიან. მათ იუსტიციის სახლთან სატრანსპორტო გზა გადაკეტეს.  შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, როსტომ მეფის სასახლეში მმართველი გუნდი პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. არ არის…

მეტი...

ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

ავლაბრის მეტროსთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები ამ წუთებში, ავლაბრის მეტროდან ბარათიშვილის დაღმართის მიმართულებით დაიძრნენ. ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, მსვლელობა 17:00საათამდე გაგრძელდება და მტკვრის ორივე სანაპირო გადაიკეტება. ადგილზე მობოლიზებულები არიან პოლიციელები, რომლებიც აცხადებენ, რომ გზის გადაკეტვის შესაძლებლობას არავის მისცემენ. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს და “სკანდირებენ” – “მიშა”… “მიშა”…     

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ციხეში არ ჩატარდება

ე.წ. პიჯაკების საქმის განმხილველი მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ციხეში არ გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე, რომელზე დასწრების შესაძლებლობაც მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს, ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს. როგორც მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა განმარტა, ამ საკითხს წერტილს აქვე დაუსვანს.     „დაცვის მხარის მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესების პენიტენციურში ჩატარებას აპირებს, რომ თითქოს, ფარსში მონაწილეობს, ამას აქვე დავუსვამ წერტილს.  სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას. პენიტენციურშიც შეიძლება ჩატარდეს პროცესები, კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა, მეც მქონია სხდომა ციხეში, მაგრამ, ამისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს.  ეს ბრალდებულის იმგვარი მდგომარეობაა, რაც ეტაპირების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ბრალდებული…

მეტი...

საპარლამენტო კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძისთვის დეპუტატობის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატს მიმდინარე თვეს შეუწყვეტენ. პარლამენტის სხდომამდე კი ამ საკითხზე  საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საპარლამენტო საქმიანობის ვადაზე ადრე შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს თავად ჯაფარიძემ  მიმართა. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, დადგენილებას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს. უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ჯაფარიძეს ჰერმან საბო ჩაანაცვლებს, რომელიც „გირჩის“ სიაში შემდეგია, ვისაც პარლამენტში შესვლა უწევს.

მეტი...

„სააკაშვილის მიმართ მოპყრობა შეიძლება შეფასდეს წამებად და სასტიკ მოპყრობად“ – უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა საქართველოში მეორედ ჩამოფრინდა, თუმცა, ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ვერ ახერხებს. როგორც უკრაინელი ომბუდსმენი მედიასთან აცხადებს, მას ასევე სურვილი აქვს შეხვდეს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს.    „მიხეილ სააკაშვილმა წერილი მომწერა, მას უნდა რომ შევხვდე ციხეში, ამიტომ ჩამოვედი. ყველა საჭირო წერილი გაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში, ასევე, ნოტა ჩვენს საელჩოში, ველოდები პასუხს. ველოდები მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, ჯერ პასუხი არ ვიცი. შიმშილობის 46 დღეა და სტრასბურგის სასამართლოსაც მოთხოვნილი აქვს მისი გადაყვანა სათანადო კლინიკაში. რაც ჩვენ ვნახეთ, საერთაშორისო სამართლის ნორმებში არ ჯდება. სააკაშვილის მიმართ მოპყრობა შეიძლება შეფასდეს წამებად და სასტიკ მოპყრობად.…

მეტი...

„როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს“ – ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს,  სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ორგანიზმში ინტოქსიკაციის გამო, გადასხმას დათანხმდა. „გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემს ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა. მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ. აქედან გამომდინარე, დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს. როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს. თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე!…

მეტი...

წალენჯიხას NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი ეწვევა

17 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, ოფიციალური ვიზიტით  პირველად ეწვევა NDI-ის ოფისის დირექტორი ალან გილამი. სტუმარი  არჩეულ ერთადერთ ოპოზიციონერ მერს –  გიორგი ხარჩილავას შეხვდება. ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტის( USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამით თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მიზნად მიქალაქეებისადმი ანგარიშვალდებულების გაზრდას ისახავს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაასწრებენ

რამდენიმე წუთში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ საკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. საუბარა ე.წ. პიჯაკების სამეზე, სადაც მიხეილ სააკაშილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავებიან. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კი მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე უარი უთხრა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა…

მეტი...

ვირუსით 82 ინფიცირებული გარდიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 82 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 057 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 820 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 375, ქვემო ქართლი – 128, შიდა ქართლი – 87, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი – 86, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -10.

მეტი...

ვირუსით 1 820 დამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 166  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 6 017   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.03%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  785 911-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.97% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.52%.

მეტი...

3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა – შსს პროტესტის მონაწილეებს აფრთხილებს

დღეს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცადებას ავრცელებს. უწყება ოპოზიციას მოუწოდებს, არ გადაკეტონ მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები, რადგანაც ეს გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე. „თბილისში, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დაგეგმილია საპროტესტო აქცია, რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო კვანძების, კერძოდ, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მოძრაობის გადაკეტვა იგეგმება. აღნიშნული აქციის გაცხადებული მიზანია, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი…

მეტი...

პოლიტიკოსი, მსჯავრდებული, მოქალაქე და პატიმარი მიხეილ სააკაშვილი – ყოფილი პრემიერის შეფასებები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ოთხი მიმართულებით განიხილავს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის დამამცირებელი ვიდეოკადრების გავრცელება  ქართულ ადათ-წესებთან თავსებადი არ არის. პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი; მსჯავრდებული მიხეილ სააკაშილი; მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი და პატიმარი მიხეილ სააკაშვილი  – ეს ის მიმართულებებია, რასაც კვირიკაშვილი საკუთარ შეფასებას აძლევს. „პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, მასში აღმართებს (რომლებიც უდავოდ იყო) ბევრად ჭარბობს დაღმართები, რომელთა შორის ყველაზე, ყველაზე მძიმე მაინც გახლავთ ის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ ააცილა ქვეყანას რუსული ოკუპაცია. შედეგი, რაც დატოვა მიხეილ სააკაშვილმა,…

მეტი...

„პიჯაკების საქმეზე“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მზადაა, დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწროს. ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს 11:00 საათზეა ჩანიშნული. მისცემენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს პროცესზე დასწრების უფლებას, ამ ეტაპისთვის უცნობია. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, პრეზიდენტს სურვილი აქვს, სასამართლო პროცესში თავად მიიღოს მონაწილეობა. „მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში რამდენიმე დღეა გაიგზავნა. მას აქვს სურვილი პროცესს დაესწროს. ყველანაირი სამართლებრივი და პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის თაობაზე არსებობს“ – აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატიც აცხადებს, რომ პრეზიდენტს პროცესზე დასწრების სურვილი აქვს. „გამოიყურება სუსტად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მზად…

მეტი...

“ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე”, – მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს. ოჯახის წერილი კი მკვლელობაში ბრალდებულთა მშობლებს ეხება. „არცერთი მშობელი არ უნდა მოესწროს შვილის სიკვდილს. მითუმეტეს უდანაშაულო შვილის სასტიკ მკვლელობას! ჯერ ჩვენ უნდა მივდიოდეთ და მერე ჩვენი შვილები! საჯარო განცხადებების კეთება არ არის ჩვენთვის სასიამოვნო პროცესი, თუმცა წარმოუდგენელი ტკივილია, როდესაც ხვდები, რომ ბრალდებულთა ადვოკატები არ ჩაუღრმავდნენ მომხდარს, აუხსნელი დანაშაულის სიმძიმეს და საკმაოდ უკადრისი ხერხებით ცდილობენ მართლმსაჯულების პროცესის სანახაობად ქცევას. ამდენად, მივმართავთ ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის მშობლებს, კიდევ იმ ოჯახებს და მათ შვილებს ვინც ჩართული იყო მკვლელების სტუმარ-მასპინძლობის და მკვლელობის დაგეგმვის ხელშეწყობის პროცესში –…

მეტი...