კონსილიუმის წევრის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი მათ დასკვნას ეთანხმება

სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ალტერნატიული კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი მათ არგუმენტებს სრულად იზიარებს და ეთანხმება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიზანშეწონილი არ არის. „მინისტრი დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა“ – განუცხადა ანესთეზიოლოგმა გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს. მას იმედი აქვს, რომ მინისტრი მხარს დაუჭერს ყოფილი პრეზიდენტის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. „გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა – გადმოყვანის შესახებ რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს. კარგი ის იყო, რომ ორივე ჯგუფმა შესძლო, არგუმენტები მოეყვანა და დაერწმუნებინა, რომ ჯანდაცვის…

მეტი...

გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მიიყვანეს

ამ წუთებში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფება. მას სამინისტროდან დაურეკეს და მისვლა სთხოვეს. როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია ვის უნდა შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ გიული ალასანიას მისვლამდე, ჯანდაცვის სამინისტროში სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრები ხვდებოდნენ.

მეტი...

„ბადრაგებს რომ გაჰყავდათ, მოწყვეტით წაიქცა“ – ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსული ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ექიმებმა იყოჩაღეს და მიხეილ სააკაშვილი გონზე მოიყვანეს.   „ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი იმას ვამბობ. იყოჩაღეს ექიმებმა. განსაკუთრებით უნდა ავღნიშნო ქალბატონი დემურიშვილი. მიხეილ სააკაშვილი რომ შემოვიდა, უკვე მივხვდით, რაც ხდებოდა. დილიდან ცუდად იყო და წამოსვლას ვაპირებდით. ლაპარაკი უჭირდა ძაან. რამდენჯერმე თავი მაგიდისკენ წაიღო, უჭირდა თავის დაჭერა, რომ გამოვდიოდით, ბადრაგს გაჰყავდა და მოწყვეტით წაიქცა. ასეთ ვითარებებში სრული დამბლა მემართება. მოკლედ, მოვიდნენ ექიმები. აიყვანეს, რამდენიმე წუთში მეც ამიყვანეს. როგორც კი სისტემა დაუყენეს, ფერზეც მოსულია. ქვემოთ რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო. რომ წაიქცა, ჩავთვალე, რომ…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში მოათავსეს

ამ წუთებში, ექიმ-რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს აკეთებს. როგორც  რეანიმატოლოგმა ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია.    „მე დღეს მოვედი მის სანახავად და ასეთი რამ მოხდა შემთხვევით. მე დღეს პაციენტთან მოსული ვარ კონსულტაციისთვის, მთხოვეს და მოვედი.  მე შემთხვევით მოვხვდი დაწესებულებაში. ახლახან მოხდა ეს, პაციენტი მოითხოვს გამოკვლევებს, მეც პირადად აქედან არ წავალ, სანამ ყველაფერი არ დასტაბილურდება. იყო მცირეხნიანი გონების კარგვა. რეანიმაციაში წევს ახლა. იქ მუშაობს მორიგი ბრიგადა, აბსოლუტურად კონტაქტურია და პასუხობს ყველა კითხვაზე“ – განაცხადა ექიმ-რეანიმატოლოგმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს გონება დაკარგა და წაიქცა. ამ…

მეტი...

პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია

მიხეილ სააკაშვილის წაქცევასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მდგომარეობა სტაბილურია.   დაწესებულების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ცოტა ხანში გაკეთდება. ამ წუთებში, ციხის საავადმყოფოსთან მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. ადგილზე იკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის ახლობლები, პოლიტიკური ლიდერები და მხარდამჭერები. ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ამ წუთებში შევიდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი. შესასვლელად ემზადება სახალხო დამცველის წარმომადგენელი.   

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს ხვდება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილ ექიმთა ჯგუფს ხვდება.   „ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თავად  მოისურვა ჩვენთან შეხვედრა და ვემზადებით შესახვედრად, ყველა წევრი აქ იქნება“ –  აცხადებს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ექიმი-ანესთეზიოლოგი  გიორგი გრიგოლია. მან, რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილის წაქცევაზეც გააკეთა მოკლე შეფასება და აღნიშნა, რომ საჭიროა ადგილზე პირველადი დახმარების ჩატარება და ეს ასეც იყო მოსალოდნელი. მისივე თქმით,  მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადავიდეს ნორმალურ პოლიტპროფილურ კლინიკაში.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი წაიქცა

ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ის წაიქცა. „მოსხლეტით წაიქცა. ჩამოიტანეს საკაცე , თვალები ჰქონდა.. გადააწვინეს საკაცეზე, ძალიან მძიმედ იყო მიშა.  თვალები ხელით გავუხსენით. უგონოდ იყო… წაიქცააა, წაიქცაააა“ –  განაცხადა ციხიდან გამოსულმა ბექა  ბასილაიამ.   ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ამ წუთებში სამართალდამცველების რამდენიმე დამატებითი მანქანა შევიდა.

მეტი...

„ბუსტერის“ გაკეთება 300 ათასამდე ადამიანს მოუწევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მარტის ბოლომდე, საქართველოში  აცრის მესამე, დამატებითი დოზის გაკეთება 300 000-მდე აცრილ ადამიანს მოუწევს. „ბუსტერი” დაახლოებით 10 დღეა დაწესდა ქვეყანაში. პირველ ეტაპზე ეს იყო 50 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ახლა არის 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის ნებისმიერი ვაქცინით. იცით, რომ 4 ვაქცინა ადმინისტრირდებოდა ქვეყანაში – „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“.  ნებისმიერ ვაქცინაზე 6 თვის შემდეგ შეიძლება აცრა ე.წ. გამაძლიერებელი ბუსტერდოზით. ბევრი კვლევით როგორც ჩვენთან, ასევე მსოფლიოში დადგენილია, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი გრძელდება 6-8-10 თვის განმავლობაში, ამიტომ სასურველია, რომ „ბუსტერი” ძირითადად გაკეთდეს მეორე…

მეტი...

ევროკავშირის ელჩი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე შეშფოთებულია

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მას არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია, კონსილიუმის დასკვნა შეაფასოს, თუმცა, სრულ ნდობას უცხადებს როგორც სახალხო დამცველის ფორმატში შექმნილ ექსპერტთან ჯგუფს, ისე სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურს. „ევროკავშირისთვის ფუნდამენტური ამოსავალი წერტილია ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთება.  ამ ვითარების სათანადოდ მოგვარების საჭიროება, რაც უნდა გაკეთდეს ობიექტური, ჯანსაღი სამედიცინო რჩევის საფუძველზე. შეგახსენებთ იმას, რაც ვთქვი წარსულში პრემიერ-მინისტრის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო კონსილიუმის შესახებ, რომელიც სარგებლობდა ორივე მხარის ნდობით. ამას ძალიან ვუჭერდი მხარს, რადგან განვიხილავდი, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ერთი და იგივე შეფასების გარშემო ყველას გასაერთიანებლად, რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებისთვის ყველა აუცილებელი გადაწყვეტილების მისაღებად.…

მეტი...

„ანტივასერთა“ საყურადღებოდ – მიეცით მედიას თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა“ – „მედიაცენტრი მთავარი“

დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ (WWW.MCM.GE) მორიგი პროვოკაცია განხორციელდა. ე.წ. ანტივაქსერებისგან შემდგარი ჯგუფი შეიჭრა კერძო საკუთრებაში, „მედიაცენტრ მთავარში,“ როცა მედიაცენტრში იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე კორონავირუსთან დაკავშირებით პრესკონფერენციას მართავდა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე, ინფიცირების მაღალ მაჩვენებელსა და სიკვდილიანობაზე საუბრობდა. 4 კაციანი „ანტივაქსერთა“ ჯგუფი პრესკონფერენციის მსვლელობისას შეიჭრა მედიაცენტრში სხვადასხვა შეურაცხმყოფელი შეძახილებით და შეეცადა პრესკონფერენციის ჩაშლასა და ყურადღების მიქცევას. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს არა მხოლოდ მოწვეულ სტუმარს, არამედ, მედიას.    „მედიაცენტრი მთავარისა“ და ჟურნალისტების სახელით მოგიწოდებთ და  გთხოვთ, მიეცით მედიას თავისუფლად მუშაობის საშუალება. ნუ ცდილობთ,…

მეტი...

პატიმარს, სასურველი ჩვენების მისაღებად, მეორე პატიმრის გაუპატიურება აყურებინეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე („ქილერა“), საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე პატიმრობაში მისცა. საუბარია სასურველი ჩვენების სანაცვლოდ, სხვა პატიმრის გაუპატიურების იძულებით ყურებასა და მუქარაზე.    პროკურატურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება,  წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. „სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს…

მეტი...

„გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება“ – სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და მის გადაყვანას ითხოვს. „დიდი მადლობა ყველას! მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით! გადაიყვანე“, – წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას აქვეყნებს.

მეტი...

გარდაცვალების შემთხვევები ორსულებშიც საკმაოდ მაღალია

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა ორსულებში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ „მედიაცნეტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეტალობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. „ლეტალობის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია. მიმდინარე წელს ჩვენ კორონავირუსით გარდაცვლილი 17-18 ორსული გვყავს, ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ასეთი მონაცემები ჩვენ 2009-2010 წელს გვქონდა „ღორის გრიპის“ დროს. ძალიან მაღალი ლეტალობა იყო მაშინაც, 34-მდე გარდაცვლილი გვყავდა. ვაქცინაციამ და მედიკამენტებით მართვამ ეს რაოდენობა შეამცირა.  გართულებების ტემპი და სიმძიმე ორსულობის მეორე ნახევარში გაცილებით მეტია, ვიდრე პირველ ნახევარში. აქედან გამომდინარე, კიდევ მეტი ყურადღება გვჭირდება. მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან, რათა…

მეტი...

„100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით 100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია. აღნიშნული განცხადება პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“ გაკეთა.    „ყოველი 100 ბავშვიდან 9 ბავშვს საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ყოველი 100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია. ბავშვებზე ხელაღებით თქმა, რომ არაუშავს მსუბუქია და გადაიტანოს, არასწორია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, კორონავირუსზე არანაკლებ საშიშია პოსტკოვიდური გართულებები. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 8 ბავშვი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, ყოველი 100 ბავშვიდან 9 ბავშვს სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება. ძალიან დიდი ციფრია. ასეთი მაჩვენებელი…

მეტი...

„დეკემბერი და იანვარი საგანგაშო პერიოდია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავრში“

„მაღალი რჩება ინფიცირების და გარდაცვლილების მაჩვენებელი, ჩვენი მოლოდინი, რომ თანდათან შემცირდებოდა ინფიცირების მაჩვენებელი სურვილად რჩება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძე ვაქცინაციის დაბალ ტემპზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გრიპის ვირუსის მოახლოებასთან ერთად მდგომარეობა საგანგაშოდ შეიცვლება: „ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისი არის ის პერიოდი, როცა გამოჩნდება გრიპის ვირუსებიც, რომელიც პიკს დეკემბერ – იანვარშიც მიაღწევს, ყველა ქვეყანას აქვს მიღებული გაფრთხილება, რომ წელს გრიპი იქნება მეტი, ვიდრე აქამდე იყო, ამიტომ დეკემბერი და იანვარი საგანგაშო პერიოდია, როგორც გრიპის, ასევე ვირუსის…

მეტი...

„ღუდუშაურის კლინიკაში ერთი ინფიცირებული ორსულია, – ვირუსი იწვევს ნაყოფის ზრდის შეფერხებას“ – პაატა ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“

„ამ ეტაპზე ყველა მონაცემით დედიდან ბავშვზე გადაცემის ფაქტები არ დასტურდება, ეს გამოწვეულია მხოლოდ ინფიცირებული დედიდან დაბადების შემდეგ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა. ჟორჟოლიანი განმარტავს თუ, რამდენად მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია ორსულობის პერიოდში, მისივე თქმით ვირუსის არსებობის დროს ფიქსირდება ნაყოფის ტემპის ზრდის შეფერხებაც: „ვაქცინირებულ დედებში გაცილებით დაცულები არიან ბავშვები, ამიტომ აუცილებლად უნდა მოვუწოდოთ მომავალ დედებს, რომ აიცრან, დასტურდება კვლევებით, რომ ორსულობის ნებისმიერ ვადაზე შესაძლოა აიცრას ქალი, სასურველია ფაიზერით, სამწუხაროა, რომ ვაქცინა არის და ჩვენ არ ვიცრებით. ორსლობის გართულებები ყველაზე მეტია მეორე ნახევარში, მუდმივი მონიტორინგისჭირდბა ნაყოფის ზრდას,…

მეტი...

„17 – 18 გარდაცვლილი ორსული, ეს საკმაოდ ბევრია“ – პაატა ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“

„მცირედი კლება ინფიცირების, იმედის მიზეზს არ გვაძლევს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა. მედიკოსი თვლის, რომ ორსულების ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის იმ სტატისტიკაზეც საუბრობს, რაც კოვიდპანდემის დროს ორსულებში დაფიქსრიდა:  „დიდხანს გავჩერდით იმ რაოდენობაზე, რაც ცდება 4000 -სს, მინდა ავღნიშნო, რომ ლეტალობა საკმაოდ დიდია საქართველოში იმ ფონზე რა რაოდენობის მოსახლეობაც ცხოვრობს. ძალიან დაბალია ვაქცინაციის ტემპი, 17 – 18 გარდაცვლილი ორსული, ეს საკმაოდ ბევრია. ორსულებში გვაქვს დიდი პრობლემა და აზრთა სხვადასხვაობა, ყველა ექიმმა უნდა მიაწოდოს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჩვენ 17 თუ 18 გარდაცვლილი…

მეტი...

თბილისში დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული ვ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გლდანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.მ.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლის 1- ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,89 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,05 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,05 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,89 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –9,63 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 4 446 პირს დაუდასტურდა, 5 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 77 კი გარდაიცვალა. გუშინ, 17 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 732 შემთხვევა გამოვლინდა, 4 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 289-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 446 პირს დაუდასტურდა, 5 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 17 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 732 შემთხვევა გამოვლინდა, 4 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 320 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 320 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 77 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 026 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 072, „პისიარ“ ტესტით – 18 954. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 8,89%, ბოლო 14 დღის – 9,63%, ბოლო შვიდი დღის – 9,05%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 800 293 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 737 316 გამოჯანმრთელდა, 11 289 კი გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 074 270…

მეტი...

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტზე, პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რომელშიც, საბაჟო კონტროლის შედეგად, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაწარმი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 565 000 ლარს აღემატება“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით,…

მეტი...

“პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა – ეგეთი რაღაც თუ არსებობდა, პირველად გავიგე, ყველა პატიმარი არის პატიმარი” – კახა კალაძე

პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში – “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო მულტიფუნქციურია და ექსპრეზიდენტის მკურნალობა სრულყოფილადაა შესაძლებელი. უმრავლესობაში, ასევე განმარტავენ, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე, სწორედ ციხის კლინიკას აქვს შესაბამისი ცოდნა, როგორ უმკურნალოს როგორც შიმშილობის, ასევე პოსტშიმშილობის პერიოდში პატიმარს. რაც შეეხება პატიმრის პრივილეგიებს, თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა პატიმარი თანასწორუფლებიანია და ყველანაირ პრივილეგიაზე საუბარი ზედმეტია. “პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა, პირველად გავიგე, ეგეთი რაღაც თუ არსებობდა… ყველა პატიმარი არის პატიმარი. ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი და რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება იმ ვადით, რაც აქვს მინიმუმ მისჯილი. მათ აქვთ უფლება, გამოიყენონ პროტესტის სხვადასხვა ფორმა, მაგრამ კიდევ ერთხელ…

მეტი...

სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა

დღეს უკვე ოფიციალურად მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ სახალხო დამცველი ჩაგვრთოს მესამე მხარედ მიმდინარე დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, თუ თხოვნა არ დაკმაყოფილდება, კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა დავაყენეთ დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილების პროცესში. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სტრასბურგი გაიზიარებს ჩვენს თხოვნას, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უშუალოდ წარმოვუდგინოთ სასამართლოს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია პაციენტ და პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვფიქრობ, რომ კონსილიუმის დასკვნა მაინც…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილს ხელი რომ მოჰკიდო და კანზე გადაუსვა, არის თეთრი, იფცქვნება ადამიანი” – ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილი არის სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, სააკაშვილის მონახულების დროს ჰიპერტონიული კრიზის შემსწრე გახდა. ამასთან, ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილს მეხსიერების პრობლემაც აქვს. „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაუმჯობესდება ამ პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ უკვე იწყება 49-ე დღე მისი შიმშილობიდან. თუ კი ის დარჩება ამ პირობებში გლდანის ციხეში, თავისთავად ყოველი მომდევნო დღე მისი შიმშილობის იქნება უარესი და უარესი. დღეს შევესწარი მის ჰიპერტონიულ კრიზს, რომელსაც დაესწრო ექიმიც. ის იყო შეშფოთებული, რადგან 170-110 ზე დაუფიქსირდა…

მეტი...

„ციხეში სამედიცინო პერსონალის დააქმება 3 კვირის წინ დაიწყო“ – რა წერის ექსპერტთა დასკვნაში

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის მუშაობა დაახლოებით 5 საათი გაგრძელდა. სამედიცინო ჯგუფის დასკვნით, ციხის საავადმყოფოში სამედიცინო აპარატურის ნაწილი არის ფუნქციური, ნაწილი გადის ტესტირების რეჟიმს. სამედიცინო პერსონალის დასაქმება კი დაიწყო 3 კვირის წინ.  „აღნიშნული რისკების მქონე პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს: 1. შესაბამისი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა; 2. მულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალი; 3. რთული პაციენტის მართვის გუნდური გამოცდილება; 4. პოლიპროფილური სამედიცინო მომსახურების 24 საათიანი და გადაუდებელი ხელმისაწვდომობა. პაციენტის განთავსების სამკურნალო დაწესებულების სიტუაციური ანალიზი: 1. ყველა ჩვენ მიერ ნანახი ფაქტობრივი მონაცემი მიუთითებს, რომ კლინიკა ამჟამად არის ფორმირების ეტაპზე. სამედიცინო…

მეტი...

ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს

გულის უკმარისობა; ვერნიკეს ენცეფალოპათია; პერსისტენტული ჰიპოკალემია; პერსისტენტული ჰიპოკალემია;  ანემია; გასტრო ინტესტინალური სისხლდენა – ეს იმ რისკის განმსაზღვრელი ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოამზადა. ექიმები რეკომენდაცას იძლევიან, პაციენტის მკურნალობა გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში მოხდეს. „პაციენტის მდგომარეობის შეფასება:  მიმდინარე სტატუსი – კრიტიკული. რისკის განმსაზღვრელი ფაქტორები: 1. შიმშილობის 48 დღე დასტურდება; 2. ვერნიკეს ენცეფალოპათია; 3. პერსისტენტული ჰიპოკალემია; 4. ანემია – თალასემია + გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა; 5. სრულყოფილ მკურნალობაზე უარის თქმა; 6. მაღალი სტრესული გარემო მოსალოდნელი გართულებები უახლოეს მომავალში 1. ვერნიკეს ენცეფალოპათიის…

მეტი...

სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სამედცინო ექსპერტთა ჯგუფმა მუშაობა გვიან ღამით დაასრულა და პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნაც გამოაქვეყნა. როგორც ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. „მედიაცენტრი მთავარი“ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას სრულად გთავაზობთ: „2021 წლის 16 ნოემბერს, განხორციელდა ექსპერტთა ვიზიტი #18 დაწესებულებაში შემდეგი სპეციალისტების შემადგენლობით: აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გრიგოლი ხურციძე, გიორგი გრიგოლია, გიორგი პაპიაშვილი. ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, გაეცნენ #18 დაწესებულების სამედიცინო შესაძლებლობებს, ესაუბრნენ მთავარ ექიმს და გაეცნენ…

მეტი...