ცხრა დეპუტატი შიმშილობას იწყებს

საკანონმდებლო ორგანოს ცხრა წარმომადგენელი დეპუტატ  ელენე თევდორაძეს უერთდება და პარლამენტი შენობაში შიმშილობას იწყებს. განცხადება შიმშილობის დაწყების შესახებ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ კოლეგებთან ერთად გააჟღერა. მათი მოთხოვნა უცვლელია – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.       პარლამენტში მოშიმშილე ელენე თევდორაძეს შემდეგი დეპუტატები უერთდებიან: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა,სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ნიკა მაჭუტაძე და აბდულა ისმაილოვი.

მეტი...

„გირჩმა“ მჩხიბავს შსს-სთვის ჯადოს რიტუალი შეასრულებინა

„გირჩი-მეტი თავისუფლებამ“  დღეს მორიგი წარმოადგენა მოაწყო. ზურა ჯაფარიძის გუნდის წევრები დღეს ზაჰესში, შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეიკრიბნენ და თურქეთიდან ჩამოყვანილ მჩხიბავს სპეციალური რიტუალი ჩაატარებინეს.    მათი განცხადებით,  მჩხიბავმა სტელამ, რომელიც სპეციალურად სტამბოლიდან ჩამოიყვანეს, შსს-ს ამ დაწესებულაბას ჯადო გაუკეთა. აღნიშნული ქმედებით „გირჩელები“ იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებას ელიან, რომლებიც, მათივე თქმით, უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯადოს მოხსნას არ აპირებენ. “ქ-ნი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით ჯადო დავაგეგმინეთ. იგი მეოთხე თაობის მჩხიბავია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის. ჩვენი მოთხოვნა არის “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით. გთხოვთ…

მეტი...

„პატიმრის მონახულება მაცხოვარმა დაგვავალა“ – მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილის ზიარებაზე

მეუფე ნიკოლოზის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ზიარებასთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ჟურნალისტების კითხვას პასუხობს და აცხადებს რომ ეს ქრისტიანული საქმეა. მისივე შეფასებით, არის შემთხვევები, როცა ადამიანი მარხვას არ იცავს, თუმცა, სასულიერო პირი მას მაინც აზიარებს.   ,,მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი. ის უშუალოდ წყვეტს, როცა ადამიანს სულიერ თემაზე ესაუბრება, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს, თუ არა. გააჩნია კონკრეტულ ვითარებას. როცა ადამიანი საგანგებო,  განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ან ავად არის, ან რაიმე სხვა უკიდურესად რთული გარემოა, შეიძლება მაშინ ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს.…

მეტი...

კატასტროფული მაჩვენებელი – ვირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 277 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 716 382. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 975 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა, აჭარა – 135, იმერეთი – 598, ქვემო ქართლი – 240, შიდა ქართლი – 307, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 236, კახეთი – 327, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

მეტი...

ვირუსით 3 700 ადამიანი დაინფიცირდა

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 817 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 277 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.53%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  784 091-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.

მეტი...

„გვერდზე დავუწვე პრეზიდენტს? ალბათ, ასე დამთავრდება ეს ყველაფერი და თავს მოვიკლავ“ – ნიკოლოზ ყიფშიძე

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსული მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ყოფილი პრეზიდენტის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თავის მოკვლა დარჩა, სხვა არაფერი.    „მინდა გითხრათ, რომ დრო არ გვაქვს. კონსილიუმი თუ გვინდა გავაკეთოთ, დღესვე უნდა გავაკეთოთ და ის უკვე ხვალ დილით უნდა შეხვდეს 9 საათზე ერთმანეთს. ასე ყველაფრის გადადება არ შეიძლება, დრო არ გვაქვს, ეს ადამიანი უკვე დიდი ხანია შიმშილობს. ჩვენ რაღაც სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ. ეს რაღაც საგიჟეთია. მე არ ვიცი რატომ არ შედის მასთან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმი, მათთან კომუნიკაცია ბოლო დღეებში არ მქონია. „ვოთსაფის“ ჩათიდან ვაწვდით ინფორმაციას. არ…

მეტი...

„სააკაშვილი საწოლიდან არ ამდგარა, სასიცოცხლო მედიკამენტები მიიღო“ – პირადი ექიმი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ქვემოთ ჩამოსვლა ვერ შეძლო და მასთან საკანში ავიდა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშილი ძალიან სუსტადაა და საუბარიც უჭირს.    „პირველი დღეა, რაც არ ამდგარა ლოგინიდან, აქვს ძალიან ძლიერი სისუსტე და წევს. საკანში ვესტუმრე, რადგან მას ქვემოთ ჩამოსვლა არ შეეძლო. დასუსტებულია. არაფრის ტკივილი არ აქვს. კალიუმის მაჩვენებელი დღესდღეობით დაბალ ნორმაშია. პრაქტიკულად მთელი დღე არ ამდგარა. საუბარი ცოტა უჭირს. უყურებს ტელევიზიის გადაცემებს, მაგრამ ძალიან, ძალიან სუსტადაა. შიმშილობა არ დამთავრებულა. მასთან კიდევ არის ერთი ექიმი, რომელსაც არ ვიცნობ. თუ გადაუდებელი დახმარება დასჭირდება, დამირეკავენ და…

მეტი...