„დამთავრდება ერთით – სიკვდილით, სხვა გამოსავალი აქ არ არის“ – მიხეილ სააკაშვილის ექიმი

ციხის საავადმყოფოდან გამოსული მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მისივე შეფასებით, თუ დროზე არ გადაიყვანეს სამოქალქო კლინიკაში, ლეტალური შედეგი დადგება.     „მედიკამენტებს არ ღებულობს. ტესტების გარკვეული ნაწილი არის უარესი, რაც მოსალოდნელი იყო. მდგომარეობა არ არის კარგი და ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ ისეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი მკურნალობა. ჩვენ ვაკეთებთ იმიტაციას ამ მოძრაობების, ვითომ კონსილიუმს ვხდებით, ვლაპარაკობთ მის ჯანმრთელობის შესახებ, ტელევიზიები დღე და ღამე აშუქებენ, რა იქნება. ამ დროს ყველამ მშვენივრად იცის, რითი დამთავრდება ეს…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ადასტურებს რომ მას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა გლდანის ციხის საავადმყოფო დატოვა. როგორც საპატიმროდან გამოსულა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური დაზიანების კვალი ატყვია. „ახლა ტარდება სამედიცინო კვლევები, ჯერ არ დამთავრებულა. მე ადრე გამოვედი, რადგან ჩემი საქმე დასრულდა. სხვებიც მალე გამოვლენ. გარეგანი დათვალიერება უტარდება. აქვს დაზიანებები, რა დაზიანებები აქვს, არ ვილაპარაკებ ამაზე. სხვადასხვა ნაწილებში შევამჩნიე დაზიანებები ჩემი თვალით. ერთს გეტყვით, რომ სუსტად არის, მაგრამ ემზადებოდა დღევანდელი სასამართლოზე გამოსვლისთვის, ფიქრობდა, რომ მისცემდნენ უფლებას გამოსულიყო, არ გამოვიდა ეს და უკმაყოფილოა“ – განუცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს.

მეტი...

„მზად ვარ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის“ – აცხადებს წალენჯიხის მერი, რომელიც პრემიერთან შეხვედრაზე არ მივიდა

„ვადასტურებ, რომ მივიღე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბ-ნ ი.ღარიბაშვილის, მოწვევა ღონისძიებაზე. წალენჯიხის მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით ამირჩია წალენჯიხის მერად, რითაც დამისახა მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად სწრაფი და ეფექტური გზების ძიება. ამ გზაზე,რასაკვირველია, სრული დატვირთვით მზად ვარ თანამშრომლობისთვის საქართველოს ხელისუფლებასთან“ -აცხადებს წალენჯიხის ერთადერთი ოპოზიციონერი მერი და იმ მიზეზებსაც განმარტავს, რის გამოც ის პრემერ-მინისტრთან შეხვედრას არ დაესწრო. „აქვე მოვუწოდებ საერთაშორისო, არასამთავრობო, დონორ ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობასთან ერთად მხარდაჭერილი იქნეს ის ხედვები და პროექტები, რითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წარსდგება თავისი კომპეტენციის განხორციელების პერიოდში. ამასთან, ვაცხადებ, რომ მე არ(ვერ) დავესწრები დღევანდელი საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის…

მეტი...

ოპოზიცია ხვალ აქციას ვაჟა ფშაველას ძეგლთან გამართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ხვალ ვაჟა ფშაველას მეტროს მიმდებარედ გაიმართება. როგორც ნიკა მელიამ დააანონსა, მსგავსი აქციები ყოველ დღე, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. „ისინი იძულებული არიან, ყოველდღიურად მეტი და მეტი ძალადობა გამოიჩინონ უკიდურესად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ. ამ წუთის მდგომარეობით, მათივე ინფორმაციითაც 46 მშვიდობიანი აქციის მონაწილეა დაკავებული. ისინი გადაყვანილი ჰყავთ სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის საკრებულოს დეპუტატები, პოლიტიკოსები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები. მინდა, რომ დავაანონსო მორიგი აქცია – ხვალ 14:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს“ – განაცხადა ნიკა მელიამ.  

მეტი...

ნივთმტკიცების სახით მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმელსაც ამოიღებენ

სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებლის განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის დასადასტურებლად მისი ტანსაცმლის ამოღებაც მოხდება. „ტანისამოსის ამოღება უნდა განხორციელდეს, თუ ის დააფიქსირებს აღნიშნულის თაობაზე გამოკითხვის ოქმში. თუ განაცხადებს იგი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ ამ ტანსაცმელთან მიმართებით, აუცილებლად განხორციელდება მისი ამოღება ნივთმტკიცების სახით“ – განმარტა გიორგი მიქელაძემ ჟურნალისტებთან. საუბარია მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. 

მეტი...

დღეს, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება  

სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელი მიხეილ სააკაშვილს დღეს გამოკითხავს. პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს დღესვე ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელმაც მასზე განხორციელებული ძალადობა უნდა დაადასტუროს ან უნდა გამორიცხოს. ექსპერტიზას სააკაშვილის პირადი ექიმიც დაესწრება. „დღეს განხორციელდება გამოკითხვა, შეთანხმებული ვართ პენიტენციურ დაწესებულებასთან. ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია. პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და გამომძიებელი ჩაატარებს გამოკითხვას. ასევე, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. მას დაესწრება მიხეილ სააკაშვილის სურვილით მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე ნიკოლოზ ყიფშიძეზე გვაქვს საუბარი. განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და აღნიშნულის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცეს შესაბამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას,“- განუცხადა სახელმწიფო ინსპექტორის…

მეტი...

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ტელეფონის სარგებლობა შეუზღუდა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სატელეფონო კომუნიკაციით ისევ შეზღუდულია. როგორც საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მედიას განუმარტა, აღნიშნული შეზღუდვა არ მოხსნილა და ძალაში რჩება. „პატიმრობის კოდექსის“ შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლება. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებისთვის“ – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით“ – საქმის პროკურორი

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, რის გამოც, სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან და 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება ფაქტობრივ მოცემულობას არ ცვლის. „ვინაიდან, იგი მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, შესაბამისად აგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი იყო, მათ შორის ის გარემოება რომ ბრალდებული თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას და იყო ძებნაში. ვინაიდან, იგი დაკავებულია და მოთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, სასამართლომ…

მეტი...

“ჩვეულებრივი სატელეფონო ზარის უფლება წაართვეს, ამაზეც უარია, ყველაფერზე უარია. ეს არის ჩვეულებრივი კარტელი, დანაშაულებრივი კარტელი” – გიგი უგულავა

დედამიწის ზურგზე არსად ხდება, რომ სასამართლოზე მოსვლა როცა უნდა ადამიანს, პატიმარს უარს ეუბნები გამოგონილი მიზეზების გამო. სამმა მოსამართლემ გვითხრა, რომ სასამართლოს შეუძლია ბრალდებულის გარეშე გააგრძელოს პროცესი, ბუნებრივია, ამაზე მქონდა რეაქცია, – ამის შესახებ გიგი უგულავამ მას შემდეგ განაცხადა, რაც დაატოვებინეს საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობდა. ამასთან, როგორც უგულავა ამბობს, სასამართლომ უარი თქვა, რომ პროცესი საჯარო ყოფილიყო. გიგი უგულავას განცხადებით, პირველ რიგში, გამჭვირვალობა და საჯაროობა უზრუნველყოფს სასამართლოს მიმართ მიუკერძოებელ დამოკიდებულებას. „ეს პროცესი არის ზუსტად იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ დღეს თბილისის ქუჩებში ვუყურებდით, 50-მდე კაცი დააკავეს,…

მეტი...

ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია – DER SPIEGEL

გერმანიის ყველაზე გავლენიანი ყოველკვირეული ჟურნალი SPIEGEL-ი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ შიმშილობის 39-ე დღეს, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ყოფილი პრეზიდენტი შიშობს, რომ მიზანი მისი ლიკვიდაციაა. აქვე აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღწერს, თუ როგორ მიიყვანეს ის ციხის საავადმყოფოში – მცველები მას სასტიკად მოეპყრნენ, კისერში დაარტყეს და თმით იატაკზე გაათრიეს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 8-წლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნდა და 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების გასაპროტესტებლად კი მან იმავე დღიდან შიმშილობა დაიწყო. გამოცემა წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაქტს 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ “მისი…

მეტი...

ადვოკატი ბექა ბასილაია “სააკაშვილის საქმეზე” სამივე მოსამართლის აცილებას ითხოვს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის განმხილველი სამივე მოსამართლის აცილებას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილის საქმეს სამი მოსამართლე, ნინო ელეიშვილი (თავმჯდომარე), ლია ორკოდაშვილი და მაია ქოქიაშვილი განიხილავენ. ბექა ბასიალაიამ მათი აცილების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მოსამართლეებს სთხოვა, ყველა ღონე ეხმარათ იმისთვის, რომ პენიტენციურ სამსახურს ყოფილი პრეზიდენტისთვის საკუთარ პროცესში მონაწილეობის უფლება მიეცა და იგი სასამართლო სხდომას დასწრებოდა. “თქვენ უნდა იყოთ აცილებული, იმიტომ რომ თქვენი გადაწყვეტილებები არის არაჰუმანური. თქვენ მონაწილეობას იღებთ ადამიანის წამებაში”, – უთხრა ბექა ბასიალაიამ მოსამართლეებს. ის მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაუყოვნებლივ უნდა იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უფლების…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა გურიის მუნიციპალიტეტების მერებს მიმართა, მაქსიმალურად კონცენტრირდნენ მოქალაქეთა საჭიროებების მოგვარებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ესწრებოდა. მთავრობის მეთაურმა მერებთან შეხვედრაზე გურიის რეგიონში არსებული გამოწვევები მიმოიხილა და მათ უმოკლეს ვადაში, ეფექტიანად გადაჭრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. პრემიერ-მინისტრის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი მოქალაქე და მათი პრობლემების ეფექტიანი გადაჭრა უნდა იყოს, რაშიც მერებს ცენტრალური ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა ექნებათ. შეხვედრაზე გურიის რეგიონში დაგეგმილი პროექტები და მათი განხორციელების ვადებიც განიხილეს.

მეტი...

“არავის იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა”- მამუკა მდინარაძე

არავის, არც ერთ გაშიფრულ თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთეს და დღესაც აკეთებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და საკუთარ ფეისბუქგვერდზე აზიარებს „ქართული ოცნების“ მიერ ატვირთულ ვიდეოს – #ნაცობასირცხვილია. მდინარაძის თქმით, ძალიან ყალბია მათი „სიბრაზე“ და ის „ანტირუსული კამპანია“, რომელსაც ისინი განახლებული ენერგიით აწარმოებენ. „არავის, არც ერთ გაშიფრულ თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს, იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთეს და დღესაც აკეთებენ! ამიტომ ძალიან ყალბია მათი „სიბრაზე“ და ის…

მეტი...

გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. როგორც საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის საჯაროობასთან და მიხეილ სააკაშვილის დასწრებასთან დაკავშირებით და ამაზე მისი რეაქციის შემდეგ გამოაძევეს. „ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ „პირველმა არხმა“ სიგნალი აწიოს და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა. სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. აქ სასამართლომ გვითხრა, რომ მას ფეხზე ჰკიდია. „პირველი არხის“ ჟურნალისტმა განუმარტა და უთხრა, რომ ამ მასალის ტარებას და შემდეგ გაშვებას უნდა დრო, შეუძლებელია, მაგრამ მოსამართლისთვის მთავარი…

მეტი...

“პროცესამდე ვიმყოდებოდი პენიტენციურ დაწესებულებაში და მოვთხოვე მათ განმარტება, რა მიზეზით არ მოჰყავდათ აქ მიხეილ სააკაშვილი” – ბექა ბასილაია

სააკაშვილს პროცესზე მონაწილეობის მიღების სურვილი აქვს და მას უნდა, აქ მოვიდეს, ჩვენ ვითხოვთ სასამართლოსგან, უზრუნველყავით მიხეილ საააკშვილის სასამართლოში გამოცხადება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისივე თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა პროცედურები დაარღვია. „მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არ არის თქვენ წინაშე წარმოდგენილი, მეტიც, მიხეილ სააკაშვილს ეს მოთხოვნა არ გააცნეს. დღეს მე პროცესამდე ვიმყოდებოდი პენიტენციურ დაწესებულებაში და მოვთხოვე მათ განმარტება, რა მიზეზით არ მოჰყავდათ აქ მიხეილ სააკაშვილი და გააცნეს თუ არა თქვენ მიერ გაგზავნილი მოთხოვნა. მესამე, თქვენ წინაშე…

მეტი...

“ევროკავშირს შესასრულებელი აქვს როლი, მნიშვნელოვანი როლი” – შარლ მიშელი

კრიზისულ სიტუაციებზე პრაგმატული ევროპული რეაგირების მრავალი მაგალითი არსებობს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად თანმიმდევრულები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 2021 წლის ბერლინის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გლობალური საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ გლობალური თანამშრომლობით არის შესაძლებელი, გავლენის მოხდენის საუკეთესო გზა არის დიპლომატიური წარმომადგებლობა და დიპლომატიური ჩართულობა. შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს მეზობლების, კონკურენტებისა და მოწინააღმდეგეების ცოდნას და უკეთესად გაგებას. „დიპლომატია ასევე ნიშნავს შესაძლებლობების გამოყენებას. გასულ გაზაფხულს, როდესაც ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში, საქართველოში ვიმყოფებოდი ვიზიტით, მე დავინახე დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შუამავლობის…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად რუსეთის დროშას ფეხით გადაუარეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა, სასამართლოს ეზოში რუსეთის დროშა მიიტანეს, ძირს გაფინეს და ფეხებით შედგნენ, შემდეგ კი ნაგვის ურნაში ჩააგდეს. მათი განცხადებით, ეს არის პასუხი რუსეთის პირველი არხის ეთერში გუშინ გასულ ეთერზე, სადაც სტუდიის იატაკზე საქართველოს დროშა იყო გამოსახული და მასზე დადიოდნენ. აქცის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ვერასდროს შეძლებს საქართველოში შემოსვლას. ამასთან, მომიტინგეთა მეორე ნაწილმა ფურცელზე წარწერები გააკეთა.

მეტი...

“პოლიციელებო, საჯარო მოხელეებო, გახსოვდეთ, სისხლი გაქვთ ხელზე” – კობა ხაბაზი

ყველა, ვინც ბოროტების სამსახურში ხართ ჩამდგარი, პოლიციელებო, საჯარო მოხელეებო და ასე შემდეგ, გახსოვდეთ, სისხლი გაქვთ ხელზე. თქვენ გინდათ, მოკლათ პრეზიდენტი, გინდათ, მოკლათ თავისუფლებისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კობა ხაბაზმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა. მისივე თქმით, წინააღმდეგობა გაგრძელდება და მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდება. „აუცილებლად აგებენ პასუხს. შეუძლებელია, ბოროტებამ დიდხანს იზეიმოს. ეს არის დაუწერელი წესი. მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი. მალე გამოვა გარეთ და ეს რეჟიმი დასრულდება. ასეთი პროცესები შეუქცევადია, აუცილებლად დასრულდება. ყველა, ვინც ბოროტების სამსახურში ხართ ჩამდგარი პოლიციელებო, საჯარო მოხელეებო და ასე შემდეგ, გახსოვდეთ, სისხლი გაქვთ ხელზე. თქვენ…

მეტი...

“მიშა, მიშა”, “ივანიშვილის მონებო” – აქცია საქალაქო სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები “მიშა, მიშა”, “ივანიშვილის მონებო”- სკანდირებენ. ისინი საყვირებით ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავენ. შეკრებილების მოთხოვნაა – “თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს”. ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზე დასწრების საშუალებაც სააკაშვილს არ მიეცა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს – გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი…

მეტი...

“სააკაშვილის სასამართლოში ესკორტირების შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა დესტრუქციულ ქმედებებს” – სპეციალური პენიტენციური სამსახური

რატომ არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება – სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ არსებობდა საფრთხე, ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებისთვის მიემართა.  “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს არ დაესწრება

მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანენ, ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს იუსტიციის სამინისტროსგან არ მიუღია ცნობა, რომ პროცესი ჩანიშნული იყო, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მას მხოლოდ ადვოკატებისგან ჰქონდა.  ბასილაიას თქმით, სასამართლოში დააყენებენ შუამდგომლობას, რომ მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების საშუალება მიეცეს.  რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბასილაიას თქმით, მისი მდგომარეობა დამძიმდა, დაეწყო შინაგანი ორგანოების ტკივილიც, თუმცა, ამის მიუხედავად, მზად არის სასამართლოში წავიდეს.  სააკაშვილის დაცვის მხარისთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ აძლევენ მას სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებას. 

მეტი...

“ადამიანთა დაკავებები თავმოყვარე საზოგადოებაში მუხტის აწევაზე აუცილებლად იმოქმედებს, დანარჩენში ვერ გეტყვით” – ეკა ხერხეულიძე

ყველა ქვეყანაში, სადაც დიქტატურაა, ასე ცხოვრობენ მონობასა და თავისუფლებას შორის ბრძოლაში, სწორედ ასე გვიწევს ჩვენც ცხოვრება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციაზე განაცხადა. როგორც ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა, ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ ადამიანებს და ეს სრულიად მიუღებელია. „მინდა, ყველას ვთხოვო, ამ კადრების შემყურე, როდესაც ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ ადამიანებს, აი მართლა რა გაჩერებთ მაინტერესებს. რა აზრი აქვს რამეს ცხოვრებაში, როდესაც არ არსებობს ელემენტარული უფლება ჩვენი არსებობის, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი აზრების ხმამაღლა გაჟღერების შესაძლებლობა არ გვაქვს. განსხვავებულზე უკვე აღარ არის ლაპარაკი. ვითხოვთ ერთადერთ რამეს, დგომის უფლება არ გვაქვს დღეს, ხვალ…

მეტი...

პრემიერი ახლადარჩეულ მერებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახლადარჩეულ მერებს ხვდება. ვის რა გეგმა აქვს და როგორ ხედავს საკუთარი მუნიციპალიტეტის თუ ქალაქის განვითარებას – შეხვედრებს, რომლებსაც სახელმწიფო რწმუნებულებიც ესწრებიან, მთვარობის ადმინისტრაცია მასპინძლობს. შეხვედრები კანცელარიაში რეგიონების მიხედვით მთელი დღის განმავლობაშია გაწერილი.

მეტი...

“სამწუხაროდ, ველოდებით, რომ კოვიდის მაჩვენებელი კიდევ მაღალი იქნება, ვერ ვხედავ მექანიზმს, რამ უნდა შეამციროს” – ივანე ჩხაიძე

ინფიცირების მაჩვენებელი, ბოლო დღეებია, 6 ათასის ფარგლებშია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 7 ათეულს აჭარბებს. ექიმების თქმით, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პოზიტიური პროგნოზის გაკეთება რთულია: “მე ვერ ვხედავ მექანიზმს, რამ უნდა შეამციროს ინფიცირების რაოდენობა. ამის უკან შეიძლება იყოს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის ზრდა, რაც, ბოლო კვირების განმავლობაში, პირიქით, დაბალ ციფრზე იყო და ამ მხრივ, მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს. მეორე შესაძლო მექანიზმია ეპიდსაწინააღმდეგო მექანიზმების დაცვა, ნიღბის ტარებას ვგულისხმობ, სულ 35% მაჩვენებელი. სამწუხაროდ ჩვენ ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ მაღალი იქნება, სანამ ამ ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მივიღებთ,” – აცხადებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე…

მეტი...

საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, სუს-თან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს. ვაჟა სირაძეს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენი მხარდამჭერის დაკავება მოხდა სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს. დაპირისპირება პოლიციასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის ამ დრომდე გრძელდება. ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება „მოქალაქეების უკანონო მიყურადება“.

მეტი...

პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის, ზვიად კუპრავა და ბადრი შუბლაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, ხმაურია. “კურიერის” ინფორმაციით, დაკავებულია 7 პირი. მათ შორის არიან, ზვიად კუპრავა და ბადრი შუბლაძე. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს არ დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიცია ადგილიდან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის გაყვანასაც ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 662-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 751 პირს დაუდასტურდა, 3 647 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 9 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 6 021 შემთხვევა გამოვლინდა, 3 792  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 75 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 647 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 647 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 046 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 082, „პისიარ“ ტესტით – 21 964. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,08%, ბოლო 14 დღის – 9,95%, ბოლო შვიდი დღის – 10,41%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 766 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 700 568 გამოჯანმრთელდა, 10 662 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2…

მეტი...

“ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვის პასუხად სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. „ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას, აქამდე – ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაკავებას და ახლა – მისდამი მოპყრობას, მათ შორის, საქართველოს ომბუდსმენის განცხადებას, რომელიც იწვევს შეშფოთებას პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ განცხადების ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ…

მეტი...

“დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება” – სახალხო დამცველი გიგი უგულავას განცხადებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2021 წლის 9 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რაც საფრთხის შემცველია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის და არღვევს მის საუკეთესო ინტერესს – დაცული იყოს ნებისმიერი ფორმით ძალადობისგან, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება. „ამგვარი ქმედება არამხოლოდ არღვევს კონკრეტული ბავშვის უფლებას, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ზოგადად ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვას ქვეყანაში. დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმის ფსიქო-ემოციური ძალადობისგან და ამის გათვალისწინების ვალდებულება, უპირველესად,…

მეტი...

ელენე ხოშტარიას მამა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საელჩოს და Human Rights Watch-ს მიმართავს

ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამის ერთ-ერთი აღმაშფოთებელი გამოვლენაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ელენე ხოშტარიას მამის, გოგი ხოშტარიას დასავლელი პარტნიორებისადმი გავრცელებულ მიმართვაში. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საელჩოს საქართველოში, Human Rights Watch-ის ჰელმანისა და ჰამეტის ფონდის წარმომადგენლობას, საქართველოს მეორე რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, Human Rights Watch-ის 1995 წლის გრანტის მფლობელის, გიორგი ხოშტარიას მიმართვა: როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობის ერთ-ერთი პირველი გამკვალავი, როგორც კეთილი ნების ადამიანი, თავს მოვალედ ვთვლი, განვაცხადო საქართველოში შექმნილ მწავაე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით: ქვეყნის ამჟამინდელი…

მეტი...

7 ნოემბრის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. ადვოკატების და თავად ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად, რომ სხდომა სასამართლოში ჩატარდეს, პროცესის ადგილი ამ დრომდე უცნობია. უფლებადამცველების განმარტებით, სასამართლომ დაწესებულებიდან პატიმრის გადაყვანა გუშინ მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია პენიტენციური დაწესებულების პოზიცია. პენიტენციური სამსახურის თანხმობის შემთხვევაში, რამდენიმეწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დასწრებას პირველად შეძლებს. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის…

მეტი...

ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროპარლამენტის წვერმა ერთ-ერთ ვებინარზე განაცხადა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი მონაწილეობდნენ. ვებინარის თემა საქართველოში არსებული პოლიტიკურ ვითარება, ჩატარებული არჩევნები და ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა იყო. “ყოფილ პრეზიდენტს სააკაშვილს მოვუწოდებ შეწყვიტოს შიმშილობა, ჯანმრთელობა მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამე. მოვუწოდებ ოპოზიციას ღრმად ჩაიხედონ თავიანთ სტრატეგიაში, მათ უნდა გაიაზრონ ხალხის გული როგორ მოიგონ. ვაღიაროთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ისინი წარმატებულები არ იყვნენ. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი შიმშილობის შეწყვეტაში, ან მის ექტრადირებაშია,” – აცხადებს ევროპარლამენტარი.

მეტი...

ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისში გაიმართოს

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები შესაძლოა, ერთმანეთს მომავალი წლის დასაწყისში შეხვდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „კომერსანტის“ ცნობით წლის ბოლოს ლიდერები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართავენ შეხვედრას, ახალი წლის დასაწყისში კი, პირისპირ შეხვედრას გამართავენ. „დეტალები ჯერ ბოლომდე შეთანხმებული არ არის, ამიტომ არც კრემლში და არც თეთრ სახლში ინფორმაციას გახმაურებას არ ჩქარობენ“, – აღნიშნავს გამოცემა „კომერსანტის“ წყარო. ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის პირველი შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართა.

მეტი...

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვაო ვიზიტით მყოფ აშშ-ის ხომალდ Mount Whitney-ზე ოფიციალური მიღება გაიმართა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის სამეთაურო ხომალდზე – USS Mount Whitney (LCC 20) ოფიციალური მიღება გაიმართა. ბათუმში აღნიშნულ ხომალდზე გამართულ მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ მაიორი ნიკოლოზ შარაძე დაესწრო. სტუმრებს მეექვსე ფლოტის უფროსმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილემ – ვიცე-ადმირალმა ეუჯინ ბლექმა, ხომალდ Mount Whitney-ის მეთაურმა – დანიელ პროჩაზკამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში – კელი დეგნანმა უმასპინძლეს. ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე,…

მეტი...