ხვალ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს გადაკეტავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია ხვალ რუსთაველის გამზირზე, საქართვლოს პარლამენტს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი და მისი ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.              როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, მშვიდობიანი აქცია მანამ გაგრძელდება, სანამ რეჟიმი არ ჩამოინგრევა.

მეტი...

პატიმარი პრეზიდენტის მამა მინისტრის მამას მიმართავს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის  მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მამას, გრიგოლ ბრეგაძეს  წერილით მიმართავს. ნიკოლოზ სააკაშვილი კოლეგას იმ წლებს ახსენებს, თუ როგორ წავიდა მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით ამჟამინდელი მინისტრი გერმანიაში სასწავლებლად და სთხოვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.   „მედიაცენტრი „მთავარი“ ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ. „გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას, როგორც მშობელი მშობელს. ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ერთად, ვემსახურებოდით ყველაზე ჰუმანურ იდეას – სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ არასდროს ვარჩევდით პაციენტს მისი შეხედულებების ან რაიმე მიმდევრობის მიხედვით. ჩვენთვის პაციენტი ყოველთვის იყო პაციენტი, იმის მიუხედავად, ის პატიმარი იყო თუ არა. გრიგოლ, კარგად…

მეტი...

„პოლიტიკური თავხედობის პიკია“- მამუკა მდინარაძე

“სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტნიორი ჯგუფები, ყოველგვარ სამართლებრივ და პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებული მოთხოვნების საფუძველზე, პროტესტის სახელით აგრძელებენ არეულობის შექმნის, ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობებს და სახელმწიფოზე თავდასხმებს” – აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. მდინარაძე ოპოზიციის ამაზრზენ მეთოდებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი მხრიდან სახეზეა პოლიტიკური თავხედობის პიკი.    „ამჯერად, როგორც საზოგადოება საკუთარი თვალით ბოლო დღეების განმავლობაში ხედავს, ოპოზიცია ყველაზე ამაზრზენ მეთოდებზე აგებს დისკრედიტაციის კამპანიას და ცდილობს, საკუთარ მიზნებს ჩვენი სამართალდამცავების – იმ ადამიანების ლანძღვისა და შეურაცხყოფის მიყენების მცდელობების საფუძველზე მიაღწიოს, რომლებიც მზად არიან, ქვეყნისა და საზოგადოების დაცულობა ნებისმიერ დროს…

მეტი...

აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

დიდუბეში, ჯანდაცვის სამინისტროსთან ავტომანქანის მოძრაობა შეზღუდულია. გზის სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს, რომლებიც სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომლებიც აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.    საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება და მისი მოთხოვნაა  მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. „რატომ დუმს ეკა ტიკარაძე, რატომ ჰყავთ გადამალული? მისი ვალდებულებაა, იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს ქალბატონი მინისტრი გუშინდელ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ეპყრობიან არა მარტო პატიმარ, არამედ პაციენტ სააკაშვილს“ – განაცხადა აქციაზე ზაალ უდუმაშვილმა. პარალელურ რეჟიმში, ანალოგიური მოთხოვნით აქცია იმართება იუსტიციის სამინისტროსთან. აქაც მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომლებიც…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მისასალმებელია, ჯანდაცვის კი რთული“ – სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

საქართველოში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ციხის საავადმყოფოდან გამოვიდა. როგორ ჯო სენდვიჯი აცხადებს, ის, რისთვისაც სააკაშვილი სასჯელს იხდის, შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულად არ იქნებოდა მიჩნეული. „ყოფილი პრეზიდენტი თავს მხნედ და ძლიერად გრძნობს.  თუცა ის არ იმყოფება სათანადო აღჭურვილობის მქონე დაწესებულებაში. აქ სერიოზული შეშფოთების საგანია მისი უსაფრთხოება. იმ შემთხვევაში, თუ რამე მოხდება, აქ არ არის სათანადო სამედიცინო შესაძლებლობები. ჩვენთვის პრიორიტეტი მისი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნაა. ამ შენობაში პრეზიდენტი უსაფრთხოდ ვერ იქნება, როცა აქვე იმყოფებიან მის მიერ გასამართლებული ადამიანები. შემაშფოთებელია ის გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ეპყრობიან მას. ის, რისთვისაც სააკაშვილი სასჯელს იხდის, შეერთებული შტატების…

მეტი...

აქციის მონაწილეები ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებისკენ დაიძრნენ

თბილისში, ორ სახელმწიფო უწყებასთან საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები. დიდუბეში, ჯანდაცვის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც ოპოზიცია მართავს. აქციის მოთხოვნაა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და სათანადო მკურნალობა.  

მეტი...

თბილისი და რეგიონები პროტესტმა მოიცვა

ამ წუთებში, დიდუბის მეტროს 300 არაგველის მეტროს მიმდებარედ აქციის მონაწილეები იკრიბებიან. დიდუბეში შეკრებილები გეზს ჯანდაცვის სამინისტროსკენ აიღებენ და იქ გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას უკავშირდება. რაც შეეხება 300 არაგველების მეტროსთან შეკრებილებს, ისინი გეზს იუსტიციის სამინისტროსკენ დაიძრებიან, რომ თავიანთი ხმა მინისტრ რატი ბრეგაძეს მიაწვდინონ. „ეს არის მშვიდობიანი აქცია. დიახ მივაკითხავთ ყველა სახელმწიფო უწყებას ყოველდღიურ რეჟიმში“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზაალ უდუმაშვილი. პარალელურად,  საპროტესტო წარმოდგენა მიმდინარეობს  ბათუმში, რუსთავში, გორში, თელავსა და ქუთაისში.

მეტი...

გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი შეუშვეს

ამ წუთებში, ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი ადვოკატი ხვდება. პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ადვოკატი  ჯონ სენდვიჯი საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა. საპატიმრო დაწესებულებაში, ამერიკელ ადვოკატთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ქართველი ადვოკატიც იმყოფება.  

მეტი...

ზურაბ ჯაფარიძე და მისი ავტომანქანა ევაკუატორით სხვაგან გადაიყვანეს

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩახერგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაგვის დაყრის შემდეგ, დრეს, „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ მორიგი აქცია-წარმოდგენა იმართება. ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა, რომ შენობაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდული ყოფილიყო. ზურაბ ჯაფარიძე ავტომანქანას თავად მართავდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც ჯაფარიძეს ავტომანქანის გადაყენება მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც ჯაფარიძისგან უარი მიიღეს, გამოიძახეს ევაკუატორი, ზურაბ ჯაფარიძე და მისი ავტომანქანა მოათავსეს ევაკუატორზე და სხვა ადგილას გადაიყვანეს. “საბურთალო გამომატარეს, ევაკუატორზე ვზივარ, ეხლა იპოდრომთან ჩავიარეთ, სად მივყავარ არ ვიცი” – აცხადებს ჯაფარიძე. ჯაფარიძის აღნიშნული პროტესტი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას ემსახურება. “გირჩი…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის თემაზე ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინიციატივით, პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სასაუბრო თემა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან, ისევე როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა. „საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ, როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. „საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით,…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად” – ​ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა და მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საუბრისას მან აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული. ზელენსკის ცნობით, მან ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილთან დედის, ნათესავებისა დ უკრაინელი ექიმების შეშვების თხოვნით მიმართა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. მივმართე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან დაშვების თხოვნით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ვლადიმირ ზელენსკისა და…

მეტი...

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის მონახულებას მე-4 დღეა ვერ ახერხებს

შეწყვეტს თუ არა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას და რა იქნება პასუხი ექსპრეზიდენტის მორიგ წინაპირობაზე. პატიმარი პოსტ შიმშილობის პერიოდში სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს უკიდურესი ფორმით გააგრძელებს. გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექსპრეზიდენტი დღესაც მნახველებს ელოდება. მასთან სანახავად მისი მეუღლე ლიზა იასკო მივიდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება უკვე მე-4 დღეა არ ეძლევა, მიზეზად კი იუსტიციის უწყება მონახულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის განხილვას ასახელებს “ამ საავადმყოფოში არ არის შესაბამისი პირობები, რომ მას უმკურნალონ. ეჭვი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ ვერ მიიღებს სამედიცინო დახმარებას. უკვე მეოთხე დღეა ველოდები იუსტიციის სამინისტროსგან პასუხს თუ როდის შევძლებ მის მონახულებას,”- განაცხადა…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 816-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 445 პირს დაუდასტურდა, 3 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 11 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 563 შემთხვევა გამოვლინდა, 4 744 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 77 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 508 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 508 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 77 პაციენტი. ამასთან, 11 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 744 პაციენტი, გარდაიცვალა 77.

მეტი...

ამირან გამყრელიძე „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა. გამყრელიძემ აცრა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა. „რატომ მოვედი რესპუბლიკურში. ეს არის ჩემი ალმა მატერი, სადაც გავიზარდე, როგორ ექიმი. ძალიან მიყვარს ეს შენობა. აქ ჩამოვყალიბდი ექიმად, პედაგოგად, მეცნიერად, ყველაფერი აქ შევიძინე, ამ საავადმყოფოში და სამივე დოზა აქ გავიკეთე. მაისში ორჯერ გავიკეთე „სინოფარმი“. იცით, რომ გუშინ წინ ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერი შეიძლება ექვს თვეზე ნებისმიერი ვაქცინით, მაგრამ  ადამიანებს, რომლებიც 60 წელს ზემოთ ასაკის არიან და აცრილი არიან „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“, აცრა შეუძლიათ უკვე სამიდან ექვს…

მეტი...

ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოვიდა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოშია. არსებული ინფორმაციით, ის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს. ანა ფოტიგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით ჩამოფრინდა და ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა. „მნიშვნელოვანი მისია მაქვს და კომენტარს შეხვედრების შემდეგ გავაკეთებ“, – განაცხადა ანა ფოტიგამ. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა შიმშილობს.

მეტი...

“მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება” – ირაკლი ღარიბაშვილი

მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც პრემიერს რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გააცნო, დღეს ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილეს. საბჭოს სხდომაზე მიწვეული იყო კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, რომელმაც ანგარიშის ძირითად დასკვნებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებული გამოწვევის დროულად გადასაჭრელად რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა გადაიდგას. „უკვე წლებია, ასე…

მეტი...

მიტროპოლიტები შიო, დავითი და თეოდორე დაინფიცირებულები არიან

საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე და ასევე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბოდბის დედათა მონასტრის ფეისბუქიდან გახდა ცნობილი, სადაც დაინფიცირებულ მღვდელმთავრებს გამოჯანმრთელება უსურვეს. ვაქცინირებულები არიან თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები, უცნობია.

მეტი...

სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავს და საკუთარი მოქალაქის დაცვას ითხოვს. როგორც ევგენი გრუშოვეცი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის დამამცირებელი და არაადამიანური ვიდეოფაილების გავრცელება არაფერს ექვემდებარება.    „მაინტერესებს, არის თუ არა უკრაინის ციხეში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელსაც ასე ამცირებენ? ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან სად ჩაიდინა მათ წინააღმდეგ დანაშაული“, – აცხადებს ადვოკატი, რომლის ადრესატები უკრაინის პრეზიდენტი, გენერალური პროკურორი და სახალხო დამცველი არიან.

მეტი...

კალიუმის კრიტიკული დონე, წნევა და მილიონი სხვადასხვა რამ – ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც დღევანდელი მოცემულობით პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს აღენიშნება და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. „ერთ-ერთი მაჩვენებელი – კალიუმი იყო ძალიან დაბალი, კრიტიკულ დონეზე. შევძელით მისი აწევა სხვადასხვა საშუალებებით, მაგრამ ეს მოხდა გადასხმის გარეშე. წესით, ამას ვაკეთებთ გადასხმის საშუალებით, მაგრამ იმის გამო, რომ პრეზიდენტი უარს აცხადებს აქ მკურნალობაზე, მოგვიხდა ტაბლეტირებული ფორმების გამოყენება. ასევე პრობლემები აქვს წნევასთან. მაღალი წნევა ჰქონდა. დაგვჭირდა კიდევ საკმაო ხანი, რომ ეს წნევა მოგვეყვანა ნორმაში. რომ შევაჯამოთ, ჩემთვის, როგორც მკურნალი ექიმისთვის, არაფერი არ შეცვლილა“ – განუცხადა ნიკოლო ყიფშიძემ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ასე გაგრძელება არ…

მეტი...

„ამ ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ, სავალალოა“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრი და საქართველოს აქტიური გულშემატკივარი ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოკადრების გავრცელებას  სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ევროპარლამენტარი წერს, ამ  ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ, სავალალოა. „საქართველო შეძრწუნებულია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ციხეში არასათანადო მოპყრობით. ამ ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ, სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – წერს ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტსაც მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა. “სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება, დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს. საქართველომ უნდა…

მეტი...