„საზიზღარი ქმედება“ – ევროპარლამენტარი ქართულ მხარეზე

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სანახავად ჩამოსულმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ციხის საავადმყოფოში შესვლაზე ოფიციალური უარი მიიღო. აღნიშნულ ფაქტს ევროპარლამენტის მეორე წევრი ნეგატიურად აფასებს.    „ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაციისთვის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ვიზიტის შესაძლებლობაზე უარის თქმა არის საქართველოს ხელისუფლების საზიზღარი ქმედება. „ქართულ ოცნებას“ არ სურს დეესკალაცია“ – წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიეჩიენე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ანა ფოტიგა საქართველში სპეციალურად, მიხელ სააკაშვილის სანახავად ჩამოვიდა, თუმცა, როგორც მან, ისე ლიეტუვის დელეგაცია გლდანის ციხეში არ შეუშვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია თავად ანა ფოტიგამაც გამართა.

მეტი...

რატომ არ შეუშვა იუსტიციის მინისტრმა ევროპარლამენტარი ციხეში – მინისტრი დეპუტატს წერილით პასუხობს

ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა გულდაწყვეტილია რომ იუსტიციის მინისტრმა მას ციხეში, მიხეილ სააკაშვილის სანახავად შესვლაზე უარი განუცხადა. მინისტრი რატი ბრეგაძე ანა ფოტიგას წერილით მიმართავს და განმარტავს, რა გახდა უარის მიზეზი.     „ქალბატონო ანა, 2021 წლის 9 ნოემბრით დათარიღებულ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც თქვენ ითხოვეთ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მე-18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, გაცნობებთ შემდეგს: მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ყველა უფლებით, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული. მათ შორის, მასთან განხორციელდა 201 ვიზიტი, რაც მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების გამჭვირვალობაზე. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, მისი პირადი…

მეტი...

„უარი მივიღე იუსტიციის სამინისტროდან და ნამდვილად გული დამწყდა“ – ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავს, სადაც საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე საუბრობს. როგორც ევროდეპუტატი აცხადებს, გულდაწყვეტილია იმ დამოკიდებულებით, რაც მან იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო.    „საქართველოში ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მომენახულებინა მიხეილ სააკაშილი. ძალიან დიდი ხანია ის შიმშილობს და შესაძლებელია ცუდი შედეგები დადგეს. მე მას სოლიდარობას ვუცხადებ. ვეცადე მიმეღო თანხმობა იუსტიციის მინისტრისგან შევხვედროდი მიხეილ სააკაშილს, მაგრამ, მივიღე უარი. ჩემთვის მიუღებელია მსგავსი მიდგომები. დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ ვითარებას საქართველოში და ვარ საქართველოს მეგობარი. ძალიან აქტიურად ვიცნობ საქართველოს მდგომარეობას და ძალიან ვღელავ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობაზე. თავი ვალდებულად ჩავთვალე ჩამოვსულიყავი და შევხვედროდი ბატონ…

მეტი...

„არ მოკლათ ადამიანი ციხეში“ – პარლამენტთან აქციისთვის ემზადებიან

საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ადგილზე აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან, მზადაა სცენა, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები დაიკავებენ და მიხეილ სააკაშვილის სამოქალქო კლინიკაში გადაყვანას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. აქციის სლოგანია – „არ მოკლათ ადამიანი ციხეში.“ ამ ეტაპზე, პარლამენტის წინ სიმღერები ისმის. აქცია კი რამდენიმე წუთში დაიწყება.      

მეტი...

“ჯანმრთელობა ვუსურვე და წამოვედი“ – გიული ალასანია პატრიარქს შეხვდა

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქისთვის სულ ერთი არ არის არსებული მდგომარეობა. „ვიცი, რომ მისთვის სულერთი  არ არის ჩემი შვილის მდგომარეობა. ვიცი, რომ ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად იყო, რომლებიც  ზრუნავენ მასზე. ვილაპარაკეთ ზოგადად, რომ საქართველოში როგორი ტრადიცია იყო, რომ სიცოცხლე ძალიან ფასობდა. ჩვენს სამართალში სიკვდილით დასჯის მუხლი არ არსებობდა, არ იყო ჩვენთან. ჯანმრთელობა ვუსურვე და წამოვედი. არაფერი განსაკუთრებული”, – აცხადებს  გიული ალასანია.

მეტი...

ვირუსით 78 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 711 105. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 894 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 753 შემთხვევა, აჭარა – 151, იმერეთი – 810, ქვემო ქართლი – 330, შიდა ქართლი – 355, გურია – 104, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 413, კახეთი – 318, მცხეთა-მთიანეთი – 146, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.

მეტი...

ვირუსით 4 565 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 018 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 285  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.15%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  780 391-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.77%.

მეტი...

„ყოველი დღე იქნება უარესი და უარესი“ – ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილზე

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა გვიან მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძეს რამდენიმე საათი მოუწია ლოდინი, რომ ყოფილ პრეზიდენტთან საკანში შეეშვათ. როგორც პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოველი დღე უარესია და მდგომარეობა რთულდება.   „პრეზიდენტს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით და ამ საღამოს დარეგულირდა. მაგრამ, ასე გაგრძელება, ასე მკურნალობა შეუძლებელია. ყოველდღე ვამბობ ამას, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას ეს არ ესმის. ყოველდღე იქნება უარესი და უარესი თუ ასე გაგრძელდა. მაღალი წნევა ჰქონდა დღესაც და გუშინაც. ამჟამად დავასტაბილურეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ არ იქნება ეს პრობლემა ისევ. ადამიანი შიმშილობს და…

მეტი...