აზერბაიჯანში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია 14 ადამიანი

აზერბაიჯანში უბედური შემთხვევა მოხდა. სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვერტმფრენი სასაზღვრო სამსახურს ეკუთვნოდა, დაღუპულებიც სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.   ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ხიზის რაიონში, სამხედრო პოლიგონზე, საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა.

მეტი...

„ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ევროკავშირისა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია. რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მივესალმები ჩვენს დისკუსიებს ირაკლი ღარიბაშვილთან, დენის შმიგალსა და ნატალია გავრილიცასთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინში რეფორმების შემდგომი გაღრმავების…

მეტი...

„ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობას უხდის. „ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ასოცირების ტრიოს ფორმატში ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობას ვუხდი”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სასამართლოსთან პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დღეს, საქალაქო სასამართლოსთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისა და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ,  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო, 2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის…

მეტი...

„პინოქიო” ან „ბურატინო” – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ტყუილებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რაც მან სასამართლოზე ქართველების ემიგრაციასთან დაკავშირებით თქვა, ტყუილია. „არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო” ან „ბურატინო” უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით. „შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში იყო, ათი ათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა და შემცირდა მოსახლეობა. იწყება 2014 წლიდან დინამიკის ცვლილება და აქედან მოყოლებული არ გვაქვს ჩვენ ვარდნა მოსახლეობის რაოდენობაში. აქაც თქვა მარტივი ტყუილი მიხეილ სააკაშვილმა. არ ვიცი რა დავარქვა, “პინოქიო” ან “ბურატინო” უფრო მოუხდება, იმდენ…

მეტი...

„შიდა ცოლი და გარე ცოლი, სხვა ახსნა ვერ მოვძებნე “ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ იმ ხარვეზებსა თუ აბსურდულ ვითარებაზე ისაუბრა, რაც ე.წ. მწვანე პასპორტებს უკავშირდება და რომელიც ძალაში ხვალ შევა. როგორც ბურჯანაძემ განმარტა, არსებულ რეგულაციებში არაერთი აბსურდი არსებობ, რომელიც უნდა შეიცვალოს.    „პარადოქსულია, რომ საქართველოში იარსებებს 2 მწვანე ბარათი. ერთი შიდა მოხმარებისთვის და მეორე – გარე მოხმარებისთვის. მე ამ პრინციპს ასე დავარქვი – შიდა ცოლი და და გარე ცოლი. სხვა დასახელება ვერ მოვუძებნე ასეთ აბსურდს. თუ „მწვანე ბარათის“ მფლობელი ხარ საქართველოში და ეს არ არის აღიარებული საერთაშორისო მასშტაბით, ამ შემთხვევაში, მას ძალა ეკარგება.     ვფიქრობ, რომ ეს ვითარება…

მეტი...

„თუ დავკარგავთ კავშირს სარისკო სფეროებში,  ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც“ – შარლ მიშელი საქართველოზე  

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში  დაგეგმილი რეფორმები ბოლომდეა მისაყვანი. როგორც შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გამოწვევები ერთად უნდა დაძლიონ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობით. „საქართველოში ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე დაგეგმილი რეფორმები თანმიმდევრულად და დამაჯერებლად, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ დავკარგავთ კავშირს სარისკო სფეროებში, ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც. აღმოსავლეთ პარტნიორებთან მიმართებაში გამოწვევები ერთად უნდა დავძლიოთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობით. ინიციატივების მეტად მხარდაჭერა გააძლიერებს თანამშრომლობას პარტნიორებს შორის. მათ შორის სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა“ – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.   …

მეტი...

„პარადოქსულია, როცა მომსვლელი უნდა აკმაყოფილებდეს „მწვანე სტატუსს“ დამხვედრი კი არა“  – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

ხვალ, 1-ელი დეკემბრიდან ძალაში შედის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით. რა შეღავათებით ისარგებლებენ ე.წ. მწვანე სტატუსით მოსარგებლეები, როგორ გაკონტროლდება სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, როგორ იმუშავებს ახალი რეგულაციები – ამ საკითხებზე „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, პარადოქსული არის ის, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას „მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს. „პირველი დეკემბრიდან „მწვანე ბარათების“ ვალდებულება იქმნება გარკვეულ სფეროებში და ამ სფეროებს წარმოადგენს: კაფე-ბარი, რესტორანი, ფიტნეს დარბაზები, ასევე მოლებში არსებული კაფე-ბარები და ფიტნეს დარბაზები, კაზინოები და აზარტული თამაშების სფერო. აქ შემსვლელი ადამიანი…

მეტი...

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 200 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 200 მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. „წარმატებით დასრულდა მთავრობებს შორის მოლაპარაკება. გერმანიის ფედერაციულ მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის, რომლის საფუძველზეც გაგრძელდება ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა, უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით დაიხარჯება 200 მილიონ ლარზე მეტი და ეს პროექტი შეეხება ისეთ ტერიტორიებს, როგორიც გახლავთ ადლია, აეროპორტი, სამრეწველო ზონა, ჩაქვი, მახინჯაური. შესაბამისად, ყველა ის პერიფერიული ტერიტორია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ როგორც მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს და კერძო სექტორს ჰქონდეს თანამედროვე მიწისქვეშა კომუნიკაციებით სარგებლობის საშუალება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ…

მეტი...

Fodors Travel სვანეთის შესახებ-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გრძელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სამოგზაურო გამოცემა Fodors Travel საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ონლაინ გამოცემას ხუთ მილიონამდე მკითხველს ჰყავს და მოგზაურობის მოყვარულებს საჭირო გამოცდილებას უზიარებს, რეკომენდაციებს უწევს ტურისტული მიმართულებების, სასტუმროების, კულტურული ადგილებისა და კვების ობიექტების შესახებ. „ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლება სულაც არ არის იქ, სადაც თქვენ ფიქრობთ“, – ამ სათაურით სტატიის ავტორი სვანეთის აღწერას იწყებს. „ის კავკასიის მთების სიღრმეშია, ცივილიზაციიდან მოშორებული, იზოლირებული მთის რეგიონი ცაში დაცურავს. იმდენად შორს არის, რომ ბატონი არ ჰყოლია. ამიტომ შემორჩა…

მეტი...

დავით ზალკალიანი რიგაში დაგეგმილ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, 30 ნოემბერს -1 დეკემბერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით,მონაწილეობას მიიღებს ქ.რიგაში დაგეგმილ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს, ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ქ. რიგაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება, მოკავშირეები ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე მათ ხედვებს…

მეტი...

საქსტატი – ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტია. საქსტატის ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

მეტი...

„დიდი ოცეულის“ წევრმა ქვეყნებმა კორონავირუსის ახალი შტამ „ომიკრონთან“ დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართეს

„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებმა ორშაბათს, 29 ნოემბერს კორონავირუსის ახალი შტამ „ომიკრონთან“ დაკავშირებით საგანგებო ონლაინ შეხვედრა გამართეს. ღონისძიების ჩატარების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ წარმატებით საბრძოლველად, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. მინისტრთა შეფასებით, ხალხისთვის ვაქცინების ხელმისაწვდომობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. კერძოდ, „დიდ შვიდეულში“ მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მედიკამენტების გადატანა სწრაფად და უფასოდ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

მეტი...

ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის

იუსტიციის სახლი განმარტავს, რომ ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის. „გაააქტიურე ციფრული კოვიდპასპორტი. ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარაა. გადმოწერე აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდსერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს. აპლიკაციაში QR კოდის გააქტიურების შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ციფრული კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეში გაწევრიანებულ 49-ვე ქვეყანაში მოგზაურობისთვის, მატერიალური კოვიდბარათის ქონა საჭირო აღარ არის. აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაიაქტიურებთ QR კოდს და მიიღებთ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას: ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვაქცინის ტიპს; უკანასკნელად ჩატარებულ PCR და ანტიგენის ტესტის შედეგებს; თქვენი ინფიცირების…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 214 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 80 პაციენტი. ამასთან, 29 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 477 პაციენტი, გარდაიცვალა 47.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 80 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 80 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 050 პირს დაუდასტურდა, 4 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 29 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 954 შემთხვევა გამოვლინდა, 4 477 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  47 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2021-ზე ნიკო ქაჯაია წარადგენს

საბავშვო ევროვიზია 2021, რომელიც წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება, საქართველოს 10 წლის ნიკო ქაჯაია წარადგენს. ნიკო მილიონობით მაყურებლის წინაშე სიმღერით  „Let’s Count The Smiles” – “დავაგროვოთ ღიმილები” წარსდგება. უკვე მეოთხე წელია საბავშვო ევროვიზიაზე პირველი არხის პროექტის “რანინა” გამარჯვებული მიემგზავრება, რომელიც შიდაშესარჩევი კონკურსია. ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით წარდგება. რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

მეტი...

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ გრანტის ოდენობების ფარგლებში

2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების ფარგლებში. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომელიც პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე წარადგინა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული განისაზღვრება 2,250.0 ლარის ოდენობით. მთავრობა აცხადებს, რომ ამ ვალდებულების გაჩენის მიზეზია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პერიოდისთვის უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, კერძოდ კი, არაქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე, განსაკუთრებით, მედიცინის მიმართულებით მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხო ქვეყნის ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწავლის საფასური აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტის…

მეტი...

ხვალიდან „მწვანე პასპორტიანები“ რეგულაციებისგან თავისუფლდებიან

1 დეკემბრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამჯერად, საუბარია ე.წ. მწვანე ზონებსა და „მწვანე პასპორტიანებზე“ რომლებისთვისაც ქვეყანაში არსებული რეგულაციები იხსნება და სრული თავისუფლება ენიჭებათ. რა შეღავათებით ისარგებლებენ ე.წ. მწვანე სტატუსით მოსარგებლეები, რა რეგულაციებს არ დაექვემდებარება „მწვანე ზონები“, როგორ გაკონტროლდება სტუმარ-მასპინძლობის სექტორში თუ სხვა დაწესებულებაში მისული სტუმარი – ამ და სხვა საკითხებზე, 11:30 საათზე „მედიაცენტრ მთავარში“ (WWW.MCM.GE) “რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ისაუბრებს.      

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სურვილია 2 დეკემბერს სასამართლო პროცესს დაესწროს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას სურვილი აქვს, 2 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწროს. ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი გვიან მოინახულა, გორის ჰოსპიტალიდან გამოსულმა ექიმმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს.    „ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს. გადმომეცა მოკითხვა ქართველი ხალხისთვის. ასევე მზად არის შემდეგ სასამართლოზე გამოსვლისთვის. ალბათ, ხვალ კიდევ დატვირთული დღე ექნება, რადგან დამატებით ტესტებია გასაკეთებელი. ასევე მითხრა, რომ დიდი მოკითხვა გადამეცა იმ გუნდისთვის, რომელიც მკურნალობს ეს ბოლო ხანი პრეზიდენტს, ეს არის პირველ კონსილიუმს რომ ვეძახით იმ ჯგუფს და…

მეტი...

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები 10 დეკემბერს აინთება

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. ამჟამად სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან  თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს თბილისის მერი გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთება 10 დეკემბერს იგეგმება. სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ. „საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შემდეგ ნაძვის ხე აეწყობა. 10 დეკემბრისთვის მინდა, რომ ნაძვის ხე და ზოგადად, ქალაქში ილუმინაციები აინთოს. ძალიან ლამაზი იქნება ჩვენი დედაქალაქი, როგორც ყოველთვის. გარდა ამისა,  თბილისის მოსახლეობას და არამარტო, ასევე, ამ ქვეყანაში მცხოვრებ…

მეტი...