პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების ვიდეოს ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტებს ასაჯაროებს. ვიდეოში ჩანს, მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ოთახში, სადაც მედპერსონალთან ერთად, გარკვეულ ფაფას იღებს.    

ასევე, პენიტეციური სამსახური ასაჯაროებს იმ პროდუქტებს, რომელიც მესამე პრეზიდენტმა მიიღო.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ვიდეომასალაში ჩანს ხილის ფაფები და ნატურალური წვენები.

მსგავსი თემები