მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ ძვირდება

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განმარტავს, რომ მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება. როგორც ქ. თბილისში შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, ასევე რეგიონებში – შპს „სოკარ ჯოარჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“ დ შპს „ინტერ გაზის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მოქმედი ტარიფები დადგენილია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „ინტერ გაზის“  მიერ გავრცელებული განცხადება ბუნებრივი გაზის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს. ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკი არ ადგენს ბუნებრივი გაზის მიწოდება/მოხმარების ტარიფებს. კომისია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ადგენს…

მეტი...

„თუ არ გინდა აცრა, შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის, ვინც რეგულაციებს არ ექვემდებარება და აცრაზე უარს აცხადებს, დისკომფორტისთვისაც მზად უნდა იყოს, რაც ერთგვარი იძულების მექანიზმი იქნება. „შეზღუდვების გამკაცრებას არ ველოდები და პირადად მე, არ ვემხრობი. . უფრო ხშირად ისმოდა ასეთი ფრაზა, „რა მნიშვნელობა აქვს კოვიდისგან დავიღუპები თუ შიმშილით“.  ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას. ამაში მე პირადად ვსაყვედურობ ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას. ვემხრობი ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას.  არავინ აიძულებს აიცრას, ეს ადამიანის თავისუფლებაა, მაგრამ შეიძლება არაპირდაპირი მექანიზმები ამოქმედდეს. ის, ვინც წარმოადგენს ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტს, რომ ის…

მეტი...

„დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული“ – ევროკავშირი იუსტიციის უმაღეს საბჭოში წევრების დანიშვნაზე

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პროცესს გაუმჭვირვალესა და არაკონკურენტულს უწოდებს. ელჩის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ: „31 ოქტომბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია. ეს დანიშვნები მოხდა ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს; როდესაც მხოლოდ ოთხი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდა. ამ თანამდებობებზე აქამდე მომუშავე ორმა ქალბატონმა თავიანთი თანამდებობები მოულოდნელად, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დატოვა. დანიშვნებამდე კანდიდატების გამოცხადება არ მომხდარა. დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ის მოჰყვა 12 ივლისს, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, რომელსაც ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა 7 სექტემბერს; დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50- ე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა. ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს,  რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვალდებულება აიღეს. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი – საქართველოს სამომავლო უთრიერთობებისთვის. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი –საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

მეტი...

„ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე“ – ნიკა მელია

ბათუმში ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია გრძელდება. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა მელია აცხადებს, ბრძოლა იქნება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. „ფიცს ვდებ თქვენ წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ, რადგან მე უკვე ვგრძნობ, რომ შეიძლება შემრცხვეს ჩემი 6 წლის სანდროსი. მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საკანში ვიჯდე, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო“ – განაცხადა მელიამ აქციაზე. მისივე თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მათი ვალდებულებაა. „იბადება შეკითხვა, რას აპირებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით? პირდაპირ გეტყვით,  ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე. როგორც ღირსეული საქართველოს მოქალაქის, რომელიც არის გამოკეტილი ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში უკანონოდ. როგორც ჩვენი თანამებრძოლისა და…

მეტი...

„ჩვენ უნდა დავიბრუნოთ წართმეული არჩევნები“ – ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმში ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. აქციაზე პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აჭარაში იმყოფებიან ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია  და სხვა ოპოზიციური ლიდერები. „არ ვეგუებით უსამართლობას არც ბათუმში, არც რუსთავში და არც ქუთაისში, ჩვენი მოწოდება არ არის ქუჩაში ბრძოლა, თუცა არ ვეგუებით სახეში სილის გაწნას. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ წართმეული არჩევნები. სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ, სიურპრიზებსაც მოგიმზადებთ, რომელიც გაგაკვირვებთ,“ – აცხადებს ნიკანორ მელია რომელიც ამ წუთებში სიტყვით გამოდის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.  

მეტი...

„ისეთი ტალღა აიწევა, რომელიც ივანიშვილს აიძულებს დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ გზავნილს ავრცელებს, სადაც საუბარია საპარლამენტო მანდატების დატოვებასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. „ჩემთან, ციხეში შემოსასვლელად და მუდმივი კონტაქტისთვის საპარლამენტო მანდატია საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ტალღა აიწევა, რომელიც ივანიშვილს აიძულებს დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ამისთვის, საკონსტიტუციო კენჭისყრებისთვის, კონკრეტულ მომენტში საჭიროა ხალხის მანდატით აღჭურვილი ჩვენი წარმომადგენლების პარლამენტში ყოფნა. ამიტომ, ბოიკოტი რჩება ძალაში და მიმდინარე საპარლამენტო საქმიანობაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ, „ქართულ ოცნებას“ მარტო დატოვებენ. ასევე მივესალმები ბოიკოტს „ლელოს“ მხრიდან. ტაქტიკური ამოცანების გადაჭრის შემდეგ მანდატებს ყველანი აუცილებლად ჩავაბარებთ და ახალი, დემოკრატიული და კოალიციური პარლამენტის მანდატებზე…

მეტი...

საქართველოს პარლამენტმა სემეკის წევრად მეორე ვადით გიორგი ფანგანი ხმათა უმრავლესობით აირჩია

          საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გიორგი ფანგანი აირჩია. იგი კომისიის წევრის თანამდებობას მეორე ვადით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დაიკავებს.    სემეკის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში გიორგი ფანგანის კანდიდატურა შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის წარდგინებით, კომისიის წევრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრი აირჩია რეგლამენტით დადგენილი წესით.   გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია. მას აქვს  სემეკში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს 2005 წლიდან. წლების განმავლობაში…

მეტი...

„სუსტადაა, თუმცა, საოცარი სიმხნევე და რწმენა აქვს“ – ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა, როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა ერთ-ერთი სასაუბრო თემა ვადამდელი არჩევნები იყო. „სუსტად არის, მაგრამ, გამორჩეულად მხნედ და შემართებით. ამდენ დღიანი შიმშილობა მის სახის ფერზე და ზოგად სისუსტეზე აისახება. საოცარი რწმენა და სიმხნევე აქვს, თუმცა სუსტადაა. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. პირველ რიგში, სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს საკითხზე – მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე. მის თავისუფლებაზე ნამდვილად გადის ამ ქვეყნის მომავალი. ის შიმშილობს და პუტინის საპყრობილეშია. ვისაუბრეთ არჩევნების შედეგებზე, რომ მნიშვნელოვანი წარმატება მოვიპოვეთ, თუმცა, ეს წაგვართვეს. უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ესეც იყო ერთ-ერთი საკითხი“ – განაცხადა დეკანოიძემ…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო მანდატების დატოვების წინააღმდეგია

საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა ხერხეულიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც ხერხეულიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო მანდატების დატოვების წინააღმდეგია. „ვიზუალურადაც ეტყობა, რომ უკვე რომ სერიოზული სისუსტე აღენიშნება. შიმშილობასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია. რაც შეეხება მიმდინარე საკითხებთან, პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით მის პოზიციას, იგივენაირად ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ მორალურად და სამართლებრივადაც კარგი იქნება, პარლამენტი დატოვოს, მაგრამ სააკაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს. მე რომ დღეს მასთან ვიყავი და ახლა გამოვედი, მხოლოდ იმის მეშვეობით შევძელი, რომ მე მაქვს საქართველოს პარლამენტის მანდატი. ეს შესაძლებლობა მთლიანად კვდება და ის…

მეტი...

„მედპერსონალის გადაღლილობას ვერაფერს ვშველით, პერსონალი ძალიან გადაღლილია“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც კოვიდ-კლინიკების წინაშე დგას, არის მედპერსონალის გადაღლილობა და არასაკმარისი კადრი, რომელიც 2 წლიანმა 24 საათიანმა მუშაობამ მოიტანა. როგორც „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა,  ადამიანურ რესურსის შემცირებას ვერაფერი შველის.     „მეხუთე ტალღა” აჩვენებს, რომ ძალიან ცვალებადია ასაკობრივი მაჩვენებელი. არ მინდა პანიკის დათესვა, თუმცა რეალობა ასეთია – მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს მხოლოდ ასაკოვან პაციენტებს. მითია, რომ ეს ვირუსი მხოლოდ ასაკოვან პაციენტებზე ახდენს მძიმე ზემოქმედებას და ცუდ გამოსავალს იძლევა. პრაქტიკულად თანაბარია გამოსავლის თვალსაზრისით. ზუსტად ისევე თანაბარი პროცენტული მაჩვენებლით შეიძლება იყოს მძიმე მიმდინარეობა და ცუდი…

მეტი...

„აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ არ ვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს“ – ნოკანორ მელია

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად საპროტესტო აქციებს აანონსებს. როგორც მელია განმარტავს, პრეზიდენტი დასახსნელია ბოროტი ხელისუფლების კლანჭებიდან. „ყველაზე დიდი დანაშაულია, დამარცხებულებს გამარჯვებულებად აცხადებ და პირიქით. ეს, არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი.  საქართველო იწყებს პროტესტს, სამართლიან პროტესტს. ეს დღეს იწყება ბათუმში, ველოდებით ბათუმელებს და არამხოლოდ ბათუმელებს, 17:00 საათზე, აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, რუსთავის ციხესთან, 18:00 საათზე ველოდებით მოსახლეობას, ვისაც ანაღვლებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ვისაც ანაღვლებს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა. მინდა ეს ავლგამოთ“ – აცხადებს ნიკანორ მელია. მისივე თქმით,  აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტული…

მეტი...

„ქურდი, დამნაშავე და ქვეყნის მოღალატე უნდა იყოს ციხეში“ – ფრიდონ ინჯია

„თუ სამართლიანობა არ აღდგება, ძალიან მძიმე პერიოდი მოგველის წინ“,-ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ფრიდონ ინჯიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები  შეაფასა. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები. „ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ყველა მხრივ. იმედია შესაბამის დასკვნებს გააკეთებს მმართველი პარტია და გააკეთებს ისე, რომ ეს იყოს უმტკივნეულო, პირველ რიგში მოსახლეობისთვის, მაგრამ ამავდროულად ქურდი, დამნაშავე და ქვეყნის მოღალატე უნდა იყოს ციხეში, იმ ადგილზე, სადაც მას ეკუთვნის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მეტი...

ციხიდან დახსნიდან 10 დღეში მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის ბეჭებზე დადების პირობას იძლევა

„ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე“ – ეს გახლავთ ამონარიდი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილის მორიგი წერილიდან, რომელიც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო. საქართველოს  მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს მასობრივი გამოსვლებისკენ მოუწოდებს.   „ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა უკლებლივ ყველა ქალაქში. ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი დამარცხებული! [ქართველ ხალხს] მანამდე ეუბნებოდნენ რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო, მერე როცა მოიგეს უბრალოდ გააბათილეს მოგება და ახლა არწმუნებენ, ახლა რა აზრი აქვს ქუჩაში გამოსვლას, მაინც არაფერი გამოვაო. არადა, ერთადერთი, ივანიშვილს და მის…

მეტი...

„კლინიკა 100%-ით დატვირთულია, პაციენტების მდგომარეობა მძიმეა“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ იმ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა, რაც დღეს ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მხრივ არსებობს. როგორც მან განმარტა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებასთან ერთად, ყველა კლინიკაში იძაბება მდგომარეობა და თუ არსებული რეალობა გახანგრძლივდა, შედეგი არაკეთილსაიმედო იქნება. „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის პროპორციულად, დადასტურებული შემთხვევების მატებასთან ერთად, ყველა კლინიკაში იძაბება მდგომარეობა. ამ მხრივ, არც ჩვენი კლინიკაა გამონაკლისი.  თითქმის 100%-ით კლინიკა დატვირთულია, საწოლფონდის 90% სრულად არის ათვისებული და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საკმაოდ მძიმე პაციენტები არიან. ქვეყანაში არსებული სიტუაცია ძალიან მძიმეა. უფრო დრამატული მოლოდინიც გამაჩნია, რადგან ვხედავ სიტუაცია როგორ ვითარდება.…

მეტი...

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო მუშაობას წყვეტს

საპარლამენტო ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო მუშაობა დაასრულა. პროტესტის ნიშნად, ფრაქცია  სხდომების მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხია. „გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის  სიცოცხლის საფრთხე არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. ისტორიას არ რჩება დეტალები, არავის ემახსოვრება რა ბრალდებებით არის დღეს დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩვენს ძალიან რთულ პოლიტიკურ ისტორიას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიას შავ ფურცლად დარჩება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება და საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება“ – განაცხადა სამადაშვილმა.…

მეტი...

ვირუსს 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 136 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 794 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 1 189, ქვემო ქართლი – 317, შიდა ქართლი – 512, გურია – 132, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 448, კახეთი – 657, მცხეთა-მთიანეთი – 149, სამცხე-ჯავახეთი – 123, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 83. 

მეტი...

ვირუსით 4 223 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 901  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 223  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  11.36%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  726 941-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.06%.

მეტი...

„კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება“ – ამერიკის პრეზიდენტი

გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე ჯო ბაიდენის გზავნილები საკმაოდ მკვეთრი და მკაცრი იყოს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უქმად ყოფნისა და ერთმანეთში კამათის დრო აღარ არის, რადგან კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება. ამერიკის პრეზიდენტმა მსოფლიოს ლიდერებს მიმართა და  გლობალური დათბობის შესაჩერებლად გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. „უქმად ყოფნისა და ერთმანეთში კამათის დრო არ არის. ეს ჩვენი კოლექტიური ცხოვრების წინაშე არსებული გამოწვევაა. კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება და ყოველი გადადებული დღით, უმოქმედობის საფასური იზრდება“ – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქვეყანამ 2030 წლისთვის, 2005 წელთან შედარებით, სათბური აირების გამოყოფა 50-52%-ით უნდა შეამციროს. „ჩემი ადმინისტრაცია გადაჭარბებით მუშაობს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ…

მეტი...

მასაჟის ცენტრში მომხდარი მკვლელობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ადამიანი, რომელმაც ჩინეთის მოქალაქე მოკლა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე – ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ვ.ც. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი…

მეტი...