„თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანამდე მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მზადაა, მის მიერ აშენებულ სამხედრო ჰოსპიტალში გადავიდეს და ასევე ამბობს, რომ არ აპირებს, პატიმრობას შეეგუოს. ის მზადაა, წარსდგეს სპეციალურად შექმნილი სასამართლოს წინაშე.    „ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო და თანამებრძოლებო, მინდა მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო სოლიდარობისთვის და ჰუმანურობისთვის. მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ, ჩემი ერის გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ, ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მთლიანად დაკავდით ჩემი საკითხით და მსოფლიოში ასეთი რეზონანსი არასდროს გამოგიწვევიათ.…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, გორის ჰოსპიტალში გადაიყვანონ

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს, ამ წუთებში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასაყვანად ამზადებენ. ცნობილია, რომ თავად მოშიმშილე სააკაშვილმა ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პირად ექიმს, ადვოკატსა და უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა.  

მეტი...

„სახეზე მივიღეთ შიმშილობის ეპიდებია“ – ჯანდაცვის მინისტრი გორის ჰოსპიტალიდან

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაათვალიერა და კონკრეტულად იმ პალატაში იმყოფებოდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოსათავსებლად მომზადდა. როგორც ჰოსპიტალიდან გამოსულმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ სახეზე იყო შიმშილობის ეპიდემია.   „ექიმის პროფესია არის ძალიან რთული პროფესია და ჩვენ არ ვარჩევთ პაციენტებს, ექიმის ხელშეუხებლობა უნდა იყოს დაცული. ეს არის ჩემი პირველი გზავნილი.  პაციენტს, როგორც რუსთავის, ისე #18 დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც მის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა. ჩვენ სახეზე მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, რომელიც იყო დაუშვებელი. გაუარესდა ბერი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გადმოყვანილი…

მეტი...

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯანდაცვის მინისტრი მივიდა

ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. მინისტრი გორში ჰოსპიტლის დასათვალიერებლად და მისი შესაძლებლობების გასაცნობად მივიდა. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც პირად ექიმს, ადვოკატსა და უკრაინის კონსულს გაესაუბრება. გორის ჰოსპიტალში კი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ეტაპირებას ელოდებიან. ადგილზე, უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია დამატებითი ძალები.

მეტი...

ელენე ხოშტარია „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაჰყავთ

ამ წუთებში, ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტიდან „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაჰყავთ. რადგანაც მოშიმშილე ელენე ხოშტარიას გადაადგილება უჭირს, ის პარლამენტის პირველ სართულზე ეტლით ჩამოიყვანეს.  დღეს მისი შიმშილობის მეჩვიდმეტე დღეა. ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა, რადგანაც ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.    

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი მასთან ნიკა გვარამიას და უკრაინის კონსულის მიყვანას ითხოვს

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსული ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მანამ არ მიიღებს, სანამ ნიკა გვარამიასა და უკრაინის კონსულს არ შეხვდება. „როგორც ვვარაუდობდი და როგორც გაფრთხილებული ვიყავი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ის არ გავიდოდა თავისი ნებით მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან ჩემი აქ ყოფნის გარეშე. ასევე, მან მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მოსულიყვნენ აქ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არცერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან. ამიტომ, ნიკა გზაშია, უკრაინის კონსულთან დაკავშირებით შეტყობინებას გადასცემდნენ.…

მეტი...

რესპუბლიკის მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მსვლელობა დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, პოლიტიკური ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით დაიძრნენ. ამ წუთებში, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია – მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.    

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ თუ შიმშილობა და აქციები შეწყდება

იუსტიციის მინისტრი მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს, თუმცა, ამისთვის მან ორ მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. ერთი – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა და მეორე – გორს ჰოსპიტალთან საპროტესტო აქციები არ უნდა გაიმართოს. „ვთავაზობთ, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული… მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეეშალოს პატიმრის გადაყვანას, პატიმარი გადაყვანილი იქნება #12 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს“…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სთავაზობენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მას შემდეგ, რაც ის მკურნალობას დაასრულებს, რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში დააბრუნებენ.    

მეტი...

ელენე ხოშტარია ვერ გადაადილდება, მას ეტლი მიუტანეს

მოშიმშილე დეპუტატს ელენე ხოშტარიას პარლამენტში ეტლი მიუტანეს. მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. პარლამენტში ელენე ხოშტარიას სანახავად ექიმი ვახტანგ კალოიანი მივიდა, რომელმაც აღნიშნა, ორგანიზმში ინტოქსიკაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია მე-17 დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს. მისი ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

მეტი...

ამერიკის ელჩის შეფასებით, სახალხო დამცველი თავის მოვალეობას დიდი ზეწოლის ქვეშ ასრულებს

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახალხო დამცველის მუშაობას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მას საკუთარი მოვალეობის შესრულება დიდი ზეწოლის ქვეშ უწევს. „სახალხო დამცველი და მისი გუნდი აკეთებს ზუსტად იმას, რისი უფლებაც მათ საქართველოს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული. ისინი ადამიანის უფლებების დამცველები არიან.  ისინი ასრულებენ ნამდვილად აღსანიშნავ სამუშაოს ინტენსიური ზეწოლის ქვეშ, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაწოდონ ზუსტი, მიუკერძოებელი, ობიექტური ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მოსახლოებას სჭირდება და რომლის სერიოზული ნაკლებობაც არის. სახალხო დამცველის ოფისი ასრულებს თავის მოვალეობას პროფესიონალურად, მიუკერძოებლად და შთამბეჭდავად და სწორედ ამის გამო გვჯერა იმ ანგარიშების, რომლებსაც მისი გუნდი…

მეტი...

„როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, არ უნდა იყოს არანაირი დებატი და განხილვა“ – ამერიკის ელჩი მიხეილ სააკაშვილზე

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ელჩი აღნიშნავს, ის სრულ ნდობას უცხადებს სახალხო დამცველის აპარატთან შექმნის კონსილიუმს და ამბობს, რომ ადამიანის სიცოცხლე დასაცავია.  „შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, არ უნდა იყოს არანაირი დებატი და განხილვა, საჭირო მკურნალობის მიწოდების კუთხით ყველა შესაძლო ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა სახალხო დამცველისა და მისი მედიკოსების ჯგუფის. მედიკოსების ამ ჯგუფის შეფასებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მას სჭირდება სრული მკურნალობა იმ საგანგებო მდგომარეობასთან გასამკლავებლად, რომელიც როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად შესაძლებელია რომ გამოიკვეთოს, თუ ის…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს აკისრებს. როგორც კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა,  ამ კაცს ელემენტარული კაცობა არ ჰყოფნის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. „ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილი. ეს უპასუხისმგებლო კაცი, მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას. მას კაცობის არაფერი სცხია, მან ეს დაამტკიცა იმ 9 წლის განმავლობაში, როცა იყო მმართველობაში და შემდეგ როცა იყო ოპოზიციის ლიდერი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, სწორედ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. “სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. ამ შეწყვეტაზე…

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მთავრობას მიმართავს.   „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას 1 ოქტომბერს მისი დაკავების შემდეგ. მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის ზედამხედველობით გაწეულ სამუშაოს დამოუკიდებელი სამედიცინო გუნდის ჩამოყალიბებაში, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და საპატიმროს საავადმყოფოში სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობის შეფასების მიზნით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოექცეს, ასევე, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები მის შესაბამის მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის დასწრება მის ყველა სასამართლო სხდომაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბატონ სააკაშვილს აქვს…

მეტი...

„მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, უსაფრთხოების დასაცავად“ – სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით გადაყვანასა და შესაძლო ძალადობას იძიებს, განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საჭიროა აუცილებელი ზომების მიღება. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, გამოძიების დაწყების დღიდან, ინტენსიურ რეჟიმში ატარებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს: მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა, დოკუმენტებისა და ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა, გამოძიებისთვის საინტერესო ადგილების დათვალიერება, ექსპერტიზების დანიშვნა და ა.შ. გამოძიების წარმოების პარალელურად, არსებითად მნიშვნელოვანია დაცული იყოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მისი პატივი, ღირსება და უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის…

მეტი...

დავით სერგეენკო ელენე ხოშტარიას სთხოვს, საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო მოშიმშილე კოლეგას მიმართავს და სთხოვს, საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. „ელენე ხოშტარიას განცხადების შესახებ გავიგე და მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ვნახე, მაშინ უკვე სერიოზულად იყო შერყეული მისი სომატური ჯანმრთელობა. ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები მიიღოს“ – განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან.

მეტი...

მღრნელები საწარმოში – შპს „ნობათი 2018-ს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, ტიმოთე ბელოის (დიდი დიღომი) 16 ნომერში მდებარე რძის, რძისა და რძის პროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „ნობათი 2018“, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, მრავალი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობა, მათ შორის, დარღვეული იყო  სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი, არ ხდებობა რეცხვა-დეზინფექცია, არ ტარდებოდა სადერატიზაციო სამუშაოები, რის გამოც, საწარმოში აღმოჩენილია  მღრნელები. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, გაატარეს კანონით დადგენილი ღონისძიებები – ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა…

მეტი...

“სააკაშვილი გადაყვანილი იქნება იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება” – დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ პირად ექიმთან შეთანხმებით, ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა გაიწერა. “პირადი რეკომენდაცია უკვე გავუზიარე მის პირად ექიმს და ამ დაწესებულების ექიმებს, რომელიც სრულდება კიდეც. დამეთანხმნენ, ეს იყო გადაუდებელი კონსულტაციები ღამის განმავლობაში, რომლებმაც უახლოესი საათების სამოქმედო გეგმა უნდა გაწერონ. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომელიც გაზიარებულია. გეგმაა ასეთი, რომ მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა. აქედან ორი – ნერვოლოგი და გასტროენტეროლოგი, პირველი პრიორიტეტი იყო. ნერვოლოგის კონსულტაცია იყო უკვე, როცა მე წამოვედი,…

მეტი...

“მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე” – Amnesty International

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ twitter-ზე გამოქვეყნებულ მოწოდენაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია.  “მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეს ასრულებს. მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ უნდა შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები, რათა პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა,”- წერია Amnesty International-ის twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მეტი...

“პატიმრებს მოუწოდებენ ხოლმე შიმშილობის შეწყვეტისკენ, სააკაშვილს კი, გარედან ამხნევებენ, რომ არ შეწყვიტოს” – ირაკლი ქადაგიშვილი

პატიმრები რაღაც მომენტში წყვეტდნენ შიმშილობას, მათ ყველა მოუწოდებს ხოლმე ამისკენ, ამ შემთხვევაში კი, გარედან ამხნევებენ სააკაშვილს, რომ შიმშილობა არ შეწყვიტოს, ეს პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ, რომ ქვეყანაში არეულობის გზით ხელისუფლებაში რაღაც ცვლილებას მიაღწიონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებს ჯანმრთელობას, ასევე უსაფრთხოებას, ამიტომ ქადაგიშვილის განცადებით, მიხეილ სააკაშვილი იქნება დაცული და თუ აუცილებლობა დადგა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე რამდენიმე საექიმო მეთვალყურეობა არსებობს. როგორც ვიცი, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მისი მკურნალობა ადგილზე მოხდება, თუ სხვა ჰოსპიტალში, ამ გადაწყვეტილებას ექიმების…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 352-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 278 პირს დაუდასტურდა, 4 154 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 18 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 446 შემთხვევა გამოვლინდა, 5 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 77 გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 154 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 154 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 298 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 273, „პისიარ“ ტესტით – 20 025. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,52%, ბოლო შვიდი დღის – 8,99%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 804 571 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 741 470 გამოჯანმრთელდა, 11 352 კი გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 082 020 აცრა, დღიურად აცრილია 7 099. კარანტინის რეჟიმშია…

მეტი...

“ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ საზღვარგარეთ” – იაგო ხვიჩია

ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს და ახლა თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. “შემდეგ ასეთ დარტყმას, შემდეგ ასეთ კოლაფსში ჩავარდნას მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს, ამ ადამიანის დიდხანს გაჩერება არ შეიძლება ამ დაწესებულებაში. აუცილებელია ამ ადამიანის გადაყვანა სასწრაფოდ, ეს არის პოზიცია, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშეა,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე ხელისუფლებს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გართულებები კვლავ იქნება თუ მიხეილ სააკაშვილი დროულად არ იქნა გადაყვანილი…

მეტი...

“ვიდრე არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში, არაფერს გადავისხამ და მივიღებ” – ელენე ხოშტარია

ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და ვიდრე არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში, არაფერს გადავისხამ და მივიღებ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. „გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაჰყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში, ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე. დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და…

მეტი...

COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტები საქართველოშია

COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტები – 2000 დოზა “ტოცილიზუმაბი” და 500 დოზა “რონაპრევე” საქართველოშია. წამლების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის “Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის” დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა. მედიკამენტები სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება. “ტოცილიზუმაბი” აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიესალმებიან სახალხო დამცველის მიერ სამედიცინო ჯგუფის შექმნას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად, ასევე მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოპყრობას პირველი ოქტომბრიდან, რაც ის დააკავეს. გვინდა, შევაქოთ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაწეული საზედამხედველო სამუშაო, რაც გულისხმობს დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის ჩამოყალიბებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ციხის საავადმყოფოში სამედიცინო აღჭურვილობის მდგომარეობის შეფასებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სააკაშვილის სათანადო მოპყრობასთან…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა” დღეს რესპუბლიკის მოედანზე აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. დღეს საპროტესტო მსვლელობები სხვა ლოკაციელბზე უნდა გამართულიყო, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა, მსვლელობები გააუქმა და საპროტესტო აქციის ლოკაციად რესპუბლიკის მოედანი დაასახელა. „ჩვენ 19 ნოემბერს, დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია – მსვლელობას ვაუქმებთ და ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, – განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ.…

მეტი...

კლინიკამ ოპერაციის შემდეგ გაწერილი პაციენტი ისევ უკან დააბრუნა – ახალციხეში 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ხმაური იყო ღამით ფოკაში, სამცხე-ჯავახეთის ექსპერტიზის ბიუროსთან, სადაც ადგილობრივები 19 წლის მამაკაცის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას მოითხოვენ. ისინი მომხდარში კლინიკას ადანაშაულებენ. ოჯახის ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილს 11 ნოემბერს კუჭის წყლულის ოპერაცია გაუკეთდა, 16 ნოემბერს საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა 17-ში პაციენტის უკან დაბრუნება მოითხოვეს და ის მალევე გარდაიცვალა. “დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სასწრაფო ოპერაცია ჩაატარეს. ოთხი დღის შემდეგ გამოწერეს და სახლში წავიყვანეთ. თავს კარგად გრძნობდა. ამის შემდეგ მისი უკან დაბრუნება მოითხოვეს და თქვეს, რომ 10 დღის შემდეგ გამოწერდნენ. წავიყვანეთ საავადმყოფოში და დღეს დაგვირეკეს, რომ ცუდად გახდა და ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალქალაქის საავადმყოფოში კი გვითხრეს,…

მეტი...