„არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, თუ როდის მოკლავენ მიხეილ სააკაშვილს“ – ნიკა მელია

„არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, თუ როდის მოკვდება და მოკლავენ მიხეილ სააკაშვილს,  როდის მოკლავენ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და როდის გადაისვრიან მთელ ქვეყანას თავისი მოსახლეობით დესტაბილიზაციის მორევში“ – აცხადებს  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და მხარდამჭერებს ხვალ დაგეგმილ აქციაზე ეპატიჟება. მისი განცხადებით, ერთადერთი, ვინც სავსეა ზიზღითა და სიძულვილით,  არის ხელისუფლება. „ეს არის არაკაცების ხელისუფლება, დიახ, არაკაცებისა ხელისუფლება, როდესაც ისინი 35 დღის განმავლობაში, მესამე პრეზიდენტს დასცინიან. არაკაცობაა, როდესაც შენ შეგიძლია შეჯიბრი გამართო ხელისუფლებაში, ვინ უფრო მწვავე და შეურაცხყოფილად გააკრიტიკებს, დასცინის ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. დიახაც, თითოეული მათგანი არიან არაკაცები, არაკაცობაა ეს ყველაფერი…

მეტი...

„ტარიელ გვილავა და მიშიკო მდივანი მაღიარებენ თუ არა მღვდელმთავრად, ეს მე ნაკლებად მაღელვებს“ – მეუფე

სალხინოს მამათა მონასტერში დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მეუფე სტეფანე ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება. როგორც მეუფე განმარტავს, ის ადამიანები არიან განკვეთილები და არავის აქვს უფლება მათ მღვდლები უწოდოს. „როცა დასჯილია მღვდელი, ის არ არის მღვდელი, ის არის ტარიელ გვილავა და არა მღვდელი. ის არის ერისკაცი და ამის შესახებ ბრძანება თქვენთვის ცნობილია. ჩვენ მათ არ ვაღიარებთ როგორც სასულიერო პირებს, არც მე და არც საპატრიარქო. ეკლესიის ნორმებში ნუ ჩაერევით და ეკლესიის ნაცვლად ნუ ეძახი იმას, რაც არ არის. ტარიელ გვილავა და მიშიკო მდივანი მაღაირებენ თუ არა მღვდელმთავრად, ეს მე ნაკლებად მაღელვებს“ – განმარტავს…

მეტი...

ციხეში სასწრაფო დახმარება მიხეილ სააკაშვილის გამო არ შესულა – უწყების განმარტება

​პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შევიდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, სასწრაფო ციხეში ვაქცინაციის გამო შევიდა.     უწყების ინფორმაციით, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა ვიზიტორებს, №16 დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობს №12 დაწესებულების მომიჯნავედ, მიმდინარეობდა გეგმური რევაქცინაციის პროცესი. „განვმარტავთ, რომ აღნიშნული დაწესებულებების ცენტრალური შესასვლელი არის ერთი ინფრასტრუქტურის ნაწილი და ამ ფაქტის გამოყენება სურდათ გარკვეულ მედიასაშუალებებს მორიგი არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის დაწესებულებაში დილიდან ხვდება ვიზიტორებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

„აქციების მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შაბათს, მთელ საქართველოს თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდებს. მისი გზავნილის მიხედვით, საჭიროა მუდმივი შეტევა, რომ შედეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მისი ციხიდან გათავისუფლება იყოს. „საჭიროა განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ მმართველებზე და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება და რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის ერთი დღე საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ. მე მხარს ვუჭერ ოპოზიციის ლიდერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ და არ დავიშალოთ, ასევე, გზა და გზა ცხადია იქნება ბევრი იმპროვიზაცია. ახლა მთავრია მრავალრიცხოვნობა და თქვენ,…

მეტი...

რკინის გალია აჭარის მთავრობასთან

ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან ამ წუთებში ხმაურია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მთავრობის შენობასთან მეტალისგან დამზადებული გალია მიიტანეს, რომლის განთავსებასაც ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა, პროტესტის მონაწილეებს ე.წ. გალიის შენობის წინ დადგმის საშუალება არ მისცეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის სიმბოლური აქცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას გულისხმობს. აქციის მონაწილების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ციხის კარებს საკმაოდ მალე ქართველი ხალხი გააღებს.  სამართალდამცველებმა რკინის გალია პერიმეტრიდან გაიტანეს. 

მეტი...

„მთელი საქართველო უნდა  დაიძრას თბილისში“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მორიგ წერილს აგზავნის და საქართველოს მოსახლეობას მობილიზებისკენ მოუწოდებს. „მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით“ –  აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და შაბათს დაგეგმილ აქციას ელოდება. „დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზადაა ძირეული  ცვლილებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ. ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია, ბევრად ერთიანია, ვიდრე მაშინ. ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია. ახლა საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარ კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას“ – წერს სააკაშვილი. ყოფილი პრეზიდენტი აქციების სხვადასხვა…

მეტი...

„როდესაც ბაზარზე კატაკლიზმები ხდება, უცებ იზრდება პურის ფასიც“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხორბალსა და ფქვილზე ფასების კატასტროფულ მატებაზე ისაუბრა. როგორც ლევან სილაგავამ განმარტა, ხორბლის ფასები მსოფლიოში საკმაოდ პრობლემურია, რაც ბუნებრივად საქართველოზეც აისახება. „მარაგის მხრივ დღეს კატასტროფა არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საყურადღებო ვითარება. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, საით წავიდეთ. რამდენიმე წისქვილკომბინატმა უკვე დაიწყო ფქვილის შემოტანა ხორბლის შემოტანის შემცირების ხარჯზე – გადავიდა იმპორტზე. ეს კი ძალიან საყურადღებოა.  მთავრობის ყველა შტო საქმის კურსშია და უახლოეს მომავალში ველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. წისქვილკომბინატები არჩევანის წინაშე არიან – გადაამუშავონ ხორბალი, თუ ფქვილის იმპორტზე გადაერთონ.…

მეტი...

„თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე“ – მოშიმშილე ელენე ხოშტარია

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატ ელენე ხოშტარიას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა შეხვდა. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, პროტესტის ორმა უფრო მწვავე იქნება. „ეს მაინც კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი სხვებისგან განსხვავებით ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი რჩება და სახეზეა, ამ თემის გადაჭრაზე და გამოსავალზე საუბარი არ გვქონდა.  ეს უბრალოდ ადამიანურად მონახულება იყო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. რაღაც დროის შემდეგ თუ არ იქნება რეაგირება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე. მერე გეტყვით, ჯერ ვერ გეტყვით. არის ფორმები, რომელზეც ნაფიქრი მაქვს…

მეტი...

კატასტროფული მაჩვენებელი – ვირუსით 62 ადამიანი გარდაიცავალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 631 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 681 919. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 300 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 956 შემთხვევა, აჭარა – 217, იმერეთი – 1 059, ქვემო ქართლი – 413, შიდა ქართლი – 446, გურია – 130, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 328, კახეთი – 492, მცხეთა-მთიანეთი – 109, სამცხე-ჯავახეთი – 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -71.

მეტი...

ვირუსით 5 340 ადამიანი დაიფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 301 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 340  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 631   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.66%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  743 511-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.45% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.99%.

მეტი...

რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

მარტვილში, სალხინოს მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ის სასულიერო პირები, რომლებიც მეუფე სტეფანემ განკვეთა, დღეს დილით, ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ. პოლიციაში გადაიყვანეს.   არსებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში 4 სასულიერო პირი იმყოფება და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს. დაპირისპირების მიზეზი კი ის გახდა, რომ განკვეთილ სასულიერო პირებს, ეპარქიის ტერიტორია გუშინ უნდა დაეტოვებინათ.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სასულიერო პირთა ნაწილი ისევ ტაძრის მიმდებარედ რჩება და აცხადებენ, რომ საკუთარი სურვილით ტერიტორიას არ დატოვებენ, რადგან, ეპარქიაში მათი დიდი წვლილია. შეგახსენებთ, რომ მეუფე სტეფანემ ეპარქიიდან 15-მდე სასულიერო პირი განკვეთა და მათ ეპარქიაში ცხოვრებაც აუკრძალა. როგორც ბალდის მონასტრის…

მეტი...

სალხინოს მამათა მონასტერში ხმაურია, სასულიერო პირები პოლიციაში გადაიყვანეს

ამ წუთებში, სალხინოს მამათა მონასტერში მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე ხმაურია. გამთენიისას, 06:00 საათზე, როცა ლოცვა მამაოები ტაძარში ლოცვას ატარებდნენ, ადგილზე მივიდა მეუფე სტეფანე ჩოხოსნებთან ერთად, რომლებმაც სასულიერო პირები, ტერიტორიიდან გააძევეს. საუბარია იმ სასულიერო პირებზე, რომლებიც მეუფე სტეფანემ ტაძრიდან განკვეთა, გააძევა და რომელთაც ტაძრის დატოვების ვადა გუშინ ამოეწურათ. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდმცველები არიან მობილიზებულები. სალხინოს მონასტრის ეზოში ამ ეტაპისთვის არავის უშვებენ, შიგნით იმყოფება მეუფე სტეფანე. რამდენიმე სასულიერო პირი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.

მეტი...

საზღვრიდან ორ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა. „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის“ ინფორმაციით,  მიწისძვრა თბილისის დროით 02:56 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერემ 3.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. მას ნგრევა არ მოჰყოლია.

მეტი...

„ნელ-ნელა მძიმდება, უფრო მეტი პრობლემა გვექნება წინ“ – მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყოფშიძის განცხადებით, ყოფილი პრზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდება. როგორც ნიკოლოზ ყოფშიძე აცხადებს, პრობლემები მეხსიერებაშიც აისახება და ეს ბუნებრივია.   „ტესტებში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი იყო, თუმცა, რაღაც-რაღაცები იყო გაუარესებული. არ ვიტყვი, რომ რაღაც დრამატული ცნობები ვნახეთ. შემდეგ გავესაუბრეთ პრეზიდენტს, მისი მდგომარეობა იგივეა, რაც გუშინ იყო. ნელ-ნელა მძიმდება. შიმშილობის დროს ადამიანი უარესად ხდება და უფრო მეტი პრობლემა გვექნება წინ. ამისთვის საჭიროა, ჰოსპიტალიზაცია. შიმშილობის დროს მარტო ღვიძლი არ ზიანდება, არამედ მთელი ორგანიზმი. ასე რომ, სანახავია ბევრი სპეციალისტის მიერ. რაში გჭირდებათ მრავალპროფილური საავადმყოფოო? იმიტომ, რომ ნახოს ბევრმა სპეციალისტმა.…

მეტი...