“შეიძლება, მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება” – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის ყველა წევრი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაყვანა სჭირდება. 9 ექიმისგან შემდგარი ჯგუფი დასკვნას ცოტა ხანში მოამზადებს.   „ჯერ საბოლოო დასკვნამდე არ მივსულვართ. დაახლოებით ნახევარი საათი გვჭირდება, მაგრამ კარგი არის ის, თითქმის ყველა ერთ აზრზე ვართ და ცოტა ხანში ნახავთ, დასრულების ტექსტს ვწერთ“, – განაცხადა გრიგოლიამ ჟურნალისტებთან. ექიმები ერთხმად აცხადებენ, რომ საჭიროა ინტენსიური თერაპია. „რეანიმაციას სააკაშვილი ჯერ არ საჭიროებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია, სადაც უნდა მკურნალობდნენ არა მხოლოდ რეანიმატოლოგები, არამედ თერაპევტები, ენდოკრინოლოგები, გასტოენტეროლოგები და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი არის შიმშილობის იმ სტადიაში, როდესაც შეიძლება, მომენტალურად…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გავრცელებული კადრები პრეზიდენტისთვის ღირსების შემლახავი იყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილი წელს ზევით შიშველია და ის  რამდენიმე ადამიანს ძალით შეჰყავს გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, დამამცირებელია.    „მინდა, ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ამ სერიოზულ საკითხთან მიმართებაში გავაცნო ჩემი შეხედულება. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის დამამცირებელი კადრები არ უნდა გავრცელებულიყო

საფრანგეთიდან დაბრუნებულმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებასა და მის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე პირველი განცხადება გააკეთა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, გავრცელებული კადრები არის ღირსების შემლახავი, რაც მიუღებელია. „გარეთ თუ შიგნით, ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან, უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს, მის სტაბილურობას, ერთიანობასა და წინსვლას. სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, დღესაც ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა. დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას…

მეტი...

ევროკავშირის ელჩი მიესალმება ომბუდსმენის მიერ კონსილიუმის შექმნას

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინიციატივას და ალტერნატიული კონსილიუმის შემნას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დადებითად აფასებს და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს. „მივესალმები ომბუდსმენისა და მისი გუნდის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შეფასების მიზნით შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს, როგორც მისი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური მანდატის შესრულების ნაწილს, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას”, – წერს ელჩი კარლ ჰარცელი „ტვიტერში“. სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია. ჯგუფს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ ენდობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განცხადება დრეს მედიასთან გააკეთა და ექიმებს პოლიტიკურად მიკერძოებულები უწოდა.…

მეტი...

თუ მიხეილ სააკაშვილს გლდანიდან გადაიყვანენ, თანამშრომლობა შედგება – რა შესთავაზა ელენე თევდორაძემ „ოცნებას“?!

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატი ელენე ხოშტარია იმ საკითხებზე საუბრობს, რაც მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შესთავაზა. როგორც ხოშტარია აცხადებს, არსებობს ვერსიები, რაც შეიძლება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი აღმოჩნდეს. „მზად ვარ აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული. შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა უბრალოდ ვინმეს მოგება ან წაგება და კუნთების თამაში. ამიტომ, ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი პარტიიდან, პირველ რიგში „ქართული ოცნებიდან“, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა. მეორე, ძალიან დეტალურად ვესაუბრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, თუ რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია და ის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც არ გადავუხვევ არც…

მეტი...

„თქვენ, ხუთნი ხართ პოლიტპატრიციები და დანარჩენი საზოგადოება , პლებეები? – კოტე კემულარია ოპოზიციას მიმართავს

„ტრიბუნას“ წარმომადგენელი კოტე კემულარია ოპოზიციას მიმართავს და იმ შეცდომებზე მიუთითებს, რასაც ისინი უშვებენ. ჭიჭინაძე მათ ქმედებებს საერთო საქმის დაზიანებად აფასებს.     „არ შემიძლია გულისტკივილით არ ავღნიშნო საჯაროდ:  როდესაც ხუთი პარტია იკრიბებით და ოფიციალურად აცხადებთ, რომ ჩვენ – “ევროპული საქართველო”, “დროა”, “ლელო”, “ენმ”, “გირჩი” 19 ნოემბერს ვატარებთ აქციას და საზოგადოებამ და დანარჩენმა პარტიების წარმომადგენლებმა კეთილი ინებეთ და შემოგვიერთდითო, ეს არის შეურაცხმყოფელი როგორც, ზოგადად საზოგადოებისთვის, ისე სხვა ოპოზიციური მოძრაობების მრავალრიცხოვანი მხარდაჭერებისთვის.    თქვენი მუდმივი პოზიციიდან თუ გადმოსახედიდან, თქვენ, ხუთნი ხართ პოლიტპატრიციები , წამყვანები და დანარჩენი საზოგადოება და პარტიები “და სხვა”(თქვენი გაგებით, პლებეები)“ –…

მეტი...

„მან გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას“ – დეკანოზი ანდრია მიხეილ სააკაშვილზე

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა პოლიტიკური ინსტრუმენტია და საპატრიარქო პოლიტიკურ ნაწილში ვერ ჩაერევა.   „ბატონი მიხეილი შიმშილობს პოლიტიკური მოთხოვნით, მას არ აშიმშილებენ. ეს არის პოლიტიკური მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზა. ამიტომ, ამაში საპატრიარქოს მხრიდან აქტიური ჩარევა იქნება შეფასებული აუცილებლად პოლიტიკურად. მან გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას. ჩვენ მას მოვუწოდეთ და ნებისმიერ მოშიმშილეს მოვუწოდებთ, რომ ეს არის მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო. საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება არ არის ქრისტიანულად გამართლებული“ – განმარტავს დეკანოზი.  

მეტი...

„შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და ამის შემდეგ მას არანაირი  მაღალტექნოლოგიური ჩარევა არ დასჭირდება. „შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მგონი მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მისივე შეფასებით, შიმშილობის შეწყვეტის  შემთხვევაში,  მას მკურნალობა საერთოდ არ დასჭირდება. „შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, არავითარი მაღალტექნოლოგიური ჩარევა არავის სჭირდება. გარდა ამისა, ერთადერთი კლინიკა საქართველოში, რომელსაც აქვს მოშიმშილეებთან მუშაობის გამოცდილება, სწორედ გლდანის ციხის საავადმყოფოა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

მეტი...

ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის შერჩეულ კონსილიუმს არ ენდობა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, არც ნინო ლომჯარია და არც მისი შერჩეული კონსილიუმი ნდობას არ იმსახურებს. „იცით, ზოგადად, როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ და ნდობას რომ არ იმსახურებს ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავთ, რომ ამ ჯგუფის ყველა წევრი არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება მათი არაერთი საჯარო განცხადებით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან ძალიან ნათლად იკითხება, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს“, – განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ექიმების შემადგენლობით კონსილიუმი შექმნა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში მოინახულა. აღნიშნულ კონსილიუმს მაღალი ნდობა…

მეტი...

„მგონია, ვერ მოიტაცებენ“ – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, რადგანაც ეს რისკთან არის დაკავშირებული.     „სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ უწყებები, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, რა თქმა უნდა, სერიოზული დილემაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. თან, არ არსებობს ამის საჭიროება და უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული და საუბარია რისკებზე, რომელიც…

მეტი...

„გააჩნია, რა შევუნდოთ, ვის შევუნდოთ და როდის შევუნდოთ“ – დეკანოზი მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას

დეკანოზი ადნრია ჯაღმაიძე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბრისას შენდობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ქრისტიანული თვალსაზრისით სრულიად გასაგებია, თუმცა, მნიშვნელოვანია თანასწორობის ზღვარი. „შევუნდოთ ერთმანეთს, ეს ქრისტიანული თვალსაზრისით სრულიად გასაგებია, თუმცა, გააჩნია რა შევუნდოთ? ვის შევუნდოთ? როდის შევუნდოთ? რას ნიშნავს ეს შენდობა? ასე საყოველთაოდ სხვა ველზე გამოსატანი არ არის ეს საკითხი. ადამიანებს შეხედულებები განსხვავებული აქვთ. მე შემიძლია თქვენ შეგინდოთ, მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ მე იმდენივე შემინდოთ? გააჩნია მე რამდენის მოთმენა და შენდობა შემიძლია და სხვას რამდენი. სად უნდა გაივლოს თანასწორობის ზღვარი. სამართლიანი არ იქნება მე მეტი შეგინდოთ და თქვენ ნაკლები“ – აცხადებს…

მეტი...

„პრობლემა ზიარებაში კი არა, შიმშილობის მარხვასთან გატოლება იყო“ – დეკანოზი ანდრია მიხეილ სააკაშვილის ზიარებაზე

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე ნიკოლოზის განცხადებებზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ პრობლემა არა სააკაშვილის ზიარებაში, არამედ, შიმშილობის მარხვასთან გათანაბრება იყო.   „მეუფე ნიკოლოზის ემოციურ კომენტარში და განცხადებაში ვნახეთ შიმშილობის განმარტება როგორც მარხვა. კიდევ სხვა რაღაცეები, რომელიც ეკლესიას არ ეხებოდა. ამან გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათაღელვა. დღეს ისეთია გარემო, შეუძლებელია ყველაფრის გათვალისწინება. ჩვენ რომ დავადგეთ იმ გზას, რომ გარე ვითარებების მიხედვით შიდა გადაწყვეტილებების პრინციპების შეცვლა დავიწყოთ, ხვალ და ზეგ ეკლესიის სწავლებისგან არაფერი დარჩება და გავხდებით პოლიტკური ველის შემადგენელი ნაწილი“ – განაცხადა დეკანოზმა.   მისივე…

მეტი...

„გადამწყვეტი უნდა იყოს კონსოლიდირებული პოზიცია და არა პოლიტიკური პოზიცია“, – სერგეენკო სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე

პარლამენტის ვიცე სპიკერის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს შეფასებით, თუ ექიმების კონსოლიდირებული პოზიცია იქნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პირობები არ არის და მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია, უნდა მოხდეს მისი გადაყვანა. „აქამდე ასეთი კონსოლიდირებული პოზიცია არ მინახავს. ვნახულობ ცალკეულს. პირობითად, ადრინდელი კონსილიუმის წევრების ნაწილის, გუშინდელი კონსილიუმის წევრების ნაწილის და ცალკე  სასჯელაღსრულების სისტემის ექიმების. გადამწყვეტი უნდა იყოს კონსოლიდირებული პოზიცია და არა პოლიტიკური პოზიცია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან. დეპუტატი არასწორად მიიჩნევს ამ საკითხში პოლიტიკური აზრის დაფიქსირებას და გათვალისწინებას. „რაც შეეხება კონსილიუმს, რომლის ორგანიზებაც სახალხო დამცველმა გააკეთა, კლინიკურ მედიცინაში ალტერნატიული კონსულტაცია მიღებულია. ამ კონსილიუმის მონაწილე ექიმებს პრაქტიკულად…

მეტი...

19 ნოემბერს ოპოზიცია თბილისში მსვლელობას გამართავს

ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს 19 ნოემბრიდან განაახლებს. აქცია  სამი მეტროსადგურიდან დაიძვრება და სხვადასხვა ლოკაციას მოიცავს. კერძოდ, აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „ავლაბრის“, „ვაგზლის მოედნისა“ და „უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით,  ავლაბრიდან მსვლელობას „ნაციონალური მოძრაობა“ უხელმძღვანელებს,, ვაგზლიდან – „ლელოს“, „უნივერსიტეტიდან“ კი  „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროა“. „ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ვალია, განურჩევლად პროფესიისა, სტატუსისა, ყველას გვაქვს ერთი მიზანი და ამოცანა, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთსა და ბელარუსში – რუსული ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას. ამიტომ ვაგრძელებთ, საპროტესტო, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას“ – განაცხადა ნიკა მელიამ

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქციები განაახლა

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 118-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) . როგორც ვეტერანების საქმეტა სახელმწიფო სამსახურსი აცხადებენ, ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში…

მეტი...

„როდესაც ამა თუ იმ შეტყობინებაზე არ იქნება სწრაფი რეაგირება, პასუხს გამგებლები აგებთ“ – კახა კალაძის გაფრთხილება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა იმ გამგებლებს, რომლებიც მომდევნო ოთხი წელი კვლავ რაიონული გამგეობების ხელმძღვანელობას განაგრძობენ და აღნიშნა, რომ ყველა გამგებელი პასუხისმგებელია, როგორც უშუალოდ მერის, ასევე, თითოეული მოქალაქის წინაშე. კახა კალაძის თქმით, აუციელებელია მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და როდესაც ამა თუ იმ შეტყობინებაზე არ იქნება სწრაფი რეაგირება, პასუხს კონკრეტულ თანამშრომელთან ერთად, გამგებლებიც აგებენ. „რაც შეეხება იმ გამგებლებს, ვინც თქვენს რაიონებში მუშაობას განაგრძობთ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო ოთხი წელი, რადგან საზოგადოება ჩვენგან კიდევ უფრო მეტს ელოდება. განსაკუთრებული კომუნიკაცია უნდა გქონდეთ თქვენს რაიონში მცხოვრებლებთან, არ უნდა იყოს ბარიერები, თუნდაც გამგებლებთან…

მეტი...

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინდივიდუალური საცხოვრებლების მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მოიხსნა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება, ხოლო უკვე დაჯარიმებულ ნებართვის მფლობელებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ, გაუუქმდათ ჯარიმა. „პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამარტივებს სამშენებლო პროცედურებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის. კერძოდ, მოიხსნა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება. რაც შეეხება არაინდივიდუალურ სახლებს, ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმების წარუდგენლობაზე პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდნენ 2022 წლის 1 იანვრამდე, თუმცა მათ დარჩათ ვალდებულება წარადგინონ საეტაპო ოქმები და საჭიროების შემთხვევაში დასკვნები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.…

მეტი...

თბილისს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ემატება

20 ნოემბრიდან მგზავრებს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. „ახალი მარშრუტები ემატება იმ უბნებს, იმ ქუჩებს, იმ რაიონებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ეს არის  N421, N441, N443, N446 მიკროავტობუსების მარშრუტები. ესენია- მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ ზღვისუბანთან დამაკავშირებელი, სოფელი დიღმის შიდა ქუჩების, ასევე, სოფელ თელოვანთან და დიდგორთან დამაკავშირებელი მარშრუტები. ასევე, როგორც გუშინ ვთქვი, ახლადრეაბილიტირებულ ინგუშეთისა და მაისურაძის ქუჩებზე ინიშნება მარშრუტი, რომელიც ამ ქუჩებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ დააკავშირებს. გარდა ამისა, მარშრუტები N454 და N494 ჩაანაცვლებს აქამდე არსებულს N54 და N104 მარშრუტებს. ყველა მარშრუტზე იმოძრავებს…

მეტი...

დედაქალაქში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად, ტენდერი გამოცხადდა

თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად, სამი ტენდერი გამოცხადდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „წელს საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად სამი ტენდერი გამოვაცხადეთ. მათ შორის, ორი საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი – საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვას ემსახურება. სამივე ტენდერის ღირებულებაა 207 000 ლარია“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით არ გამოცხადებულა. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი ტენდერი არ გამოცხადებულა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით, რაც ე.წ. კრიტიკულმა მედიამ გაავრცელა. ეს არის მორიგი…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 884, იმერეთში – 878, შიდა ქართლში – 425

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 884 შემთხვევა, იმერეთში – 878, შიდა ქართლში – 425, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 707 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 426 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 281 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 732 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 795 847-ს. რაც შეეხება დადებითობის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 212-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 732 პირს დაუდასტურდა, 4 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 16 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 204 შემთხვევა გამოვლინდა, 4 785 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 83 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 732 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 812 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 732 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 812 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 72 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 707 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 426, „პისიარ“ ტესტით – 19 281. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 9,33%, ბოლო 14 დღის – 9,77%, ბოლო შვიდი დღის – 9,11%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 795 847 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 731 996 გამოჯანმრთელდა, 11 212 კი გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 066 15…

მეტი...

„ფაიზერი“ სხვა მწარმოებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბების გამოშვების უფლებას მისცემს

ფარმაცევტულმა კომპანია „ფაიზერმა“ გაერო-ს მიერ მხარდაჭერილ ჯგუფთან ერთად ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, „ფაიზერი“ სხვა მწარმოებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბების გამოშვების უფლებას მისცემს. „ფაიზერის“ განცხადებით, ანტივირუსული აბების გამოშვების ლიცენზიას ჟენევაში მდებარე მედიკამენტების საპატენტო ფონდს მისცემს, რომელის საშუალებითაც, ამ კომპანიებს საშუალება ექნებათ, აბები 95 ქვეყანაში გამოსაყენებლად გამოუშვან, რაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 53%-ს შეადგენს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძლებთ, 4 მილიარდზე მეტ ადამიანს მივცეთ წვდომა წამალზე, რომელიც, როგორც ჩანს, ეფექტურია და ახლახან შეიქმნა“, – განაცხადა მედიკამენტების საპატენტო ფონდის წარმომადგენელმა, ესტებან ბურონემ. რამდენიმე კვირის წინ კომპანია „ფაიზერში“ განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის…

მეტი...

“ერთი სამედიცინო მუშაკიც ვერ იტყვის, რომ ეს საავადმყოფო არის პოლიპროფილური” – ოპოზიცია სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე პროტესტს არ წყვეტს

ოპოზიცია პროტესტს განაგრძობს. მოთხოვნები უცვლელია – დროულად გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულება შესაბამისად აღჭურვილი არ არის. მათივე მტკიცებით, მოთხოვნების შესრულებამდე წინააღმდეგობა არ შეწყდება. “ერთი სამედიცინო მუშაკიც არ არის, რომელიც იტყვის რომ ეს საავადმყოფო არის პოლიპროფილური და მაღალტექნოლოგიური. თუ პოლიპროფილურია, შარშან 585 პატიმარი რატომ არ გადაიყვანეთ ამ სამკურნალო დაწესებულებაში და რატომ გადიაყვანეთ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში?!” – ამბობს”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილ გენადი ბესტაევს ოპერაცია ჩაუტარდა

ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილ გენადი ბესტაევს ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპილტალში აცხადებენ, რომ ოპერაცია 4-5 საათს გაგრძელდა. ექიმ გიორგი გვარამაძის თქმით, პაციენტი იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში, მისი მდგომარეობა მძიმე და არასტაბილურია. „პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომის ევაკუაცია. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და არასტაბილურია. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და კრიტიკულია სიტუაცია. ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტი გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. მისი დიაგნოზია ჰემორაგიული ინსულტი, სისხლის პარკუჭებში გაჟონვით“, – განაცხადა ექიმმა გიორგი გვარამაძემ. უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ოკუპირებული ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა. „ცხელი ხაზით“…

მეტი...

“ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი“, – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა ციხის სამკურნალო დაწესებულება გვიან დატოვეს. როგორც  ანესთეზიოლოგ – რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექსპერტის შეფასებით, მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა რამდენიმე დღეში დამძიმდება. „სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს. მდგომარეობა ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება. მის ანალიზებში არის ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას“ – განაცხადა ექიმმა. რაც შეეხება ციხის სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურას, ექიმი აცხადებს, რომ  ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. „ეს არის შექმნილი ორი კვირის წინ. არის ინტენსიური თერაპიის…

მეტი...