ოპოზიცია ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს

ქუთაისში, ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც სიტყვით გამოდიან. მათ განცხადებით, დამაგვირგვინებელი აქცია დედაქალაქში იმართება, სადაც მხარდამჭერები ყველა რეგიონიდან ჩავლენ.    როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ აქციაზე განაცხადა, მოსახლეობას თავისუფლებას ვერავინ წაართმევს. „ყველა ადამიანს, არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში ვაჩვენოთ, რომ არაფერია ჩვენთვის იმაზე დიადი, ვიდრე თავისუფლება, რომელსაც ცდილობენ, რომ ჩამოგვართვან. არ შევეგუებით მოპარვას, გაყალბებას, მიშას საპყრობილეში ყოფნას,” – განაცხადა დეკანოიძემ.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქს მადლობას უხდის, თუმცა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პატრიარქის წერილი წაიკითხა და პასუხიც დაუბრუნა. მესამე პრეზიდენტი პატრიარქის მზრუნველობით კმაყოფილია, თუმცა, შიმშილობას აგრძელებს, რადგანაც ეს მისი პრინციპული გადაწყვეტილებაა. მიხეილ სააკაშვილს პატრიარქის წერილი ილია მეორის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა გადასცა. ციხიდან პასუხიც დეკანოზმა გამოიტანა.     „გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს  მისი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ის წუხს იმის გამო, რომ ამდენ ხანს შიმშილობა. ბატონმა მიხეილმა მადლობა და გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას და ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს მის…

მეტი...

„პატრიარქი მას ვერ შეიწყალებს“ – დეკანოზი მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საკნიდან გამოსულმა პატრიარქის მდივანმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პატრიარქს მისი შეწყალების უფლებამოსილება არ გააჩნია. „პატრიარქს არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ის შეიწყალოს, მისმა უწმინდესობამ უნდა მიმართოს პრეზიდენტს. მისი და ეკლესიის შუამდგომლობით, ასეთი შემთხვევები ყოფილა მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში და მინდა შეგახსენოთ, რომ საპატრიარქოში არსებობს ასეთი განყოფილება, სადაც ამა თუ ინ პატიმარზე ხდება შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანა და ამ საბუთების განხილვის შემდეგ ეს გადაიგზავნება იუსტიციის სამინისტროში, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. არ ვიცი, ამას უფლებადამცველები როგორ გაიგებენ, ყოველ შემთხვევაში მინდოდა ამის დაზუსტება…

მეტი...

„რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მაგრამ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს“ – კახა კალაძე

„საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და მან ამ ყველაფრის გამო, პასუხი უნდა აგოს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააჩნია, რომლის შესახებაც არაერთხელ ისაუბრა.  „ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ იქნა გაჟღერებული. როდესაც ადამიანს აქვს ძალიან მძიმე დანაშაულები, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს. რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა?! რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ…

მეტი...

პატრიარქი პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მესამე პრეზიდენტს წერილს უგზავნის და შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. პატრიარქის წერილი ციხეში პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა მიიტანა. „წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა”, – აღნიშნა საპატიმრო დაწესებულებასთან მისულმა დეკანოზმა მედიასთან.

მეტი...

კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებზე, მიღებული შედეგებსა და გამოწვევებზე შეხვედრა იმართება

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიცირებით, სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს თემაზე – კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, მიღებული შედეგები და გამოწვევები. სემინარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ორგანიზებით იმართება. ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა; სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ; ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ; დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა; AA Facility-ის პროექტის ხელმძღვანელმა, იოლანტა ტაჩინსკამ და სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა,…

მეტი...

„ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აგზავნის. როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერს, მას მოქმედი პრეზიდენტის შეწყალების იმედი არ აქვს და ხსნას მხოლოდ ქართველი ხალხისგან ელის. „მივესალმები მთელ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ერთიანობის და აქტივობის პროცესს. ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, როდესაც ყველა ქალაქში დაამარცხა „ოცნება“ და ის, რომ გამყალბებლებით, სიის მაგიდის ქალბატონებით და „ძველი ბიჭებით“ თქვენ ეს გამარჯვება მოგპარეს, სულაც არ მოქმედებს რეჟიმის სიძლიერეზე. რეჟიმს, რომელსაც სიტყვა „რევოლუციაზე“ აკანკალებს, სიმტკიცის მარაგი მთლიანად ამოწურული აქვს და ახლა ჩვენი გამოსვლებით ყველგან ვაჩვენებთ მსოფლიოს და ივანიშვილს, რომ ჩვენი გამარჯვება მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის და ასეთი…

მეტი...

დავით ნინიაშვილი მოგარბეთა საუკეთესო ათეულში მოხვდა

ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვინც ბრიტანული გამოცემის –  „მირორმა“ მორაგბეთა საუკეთესო ათეულში მოხვდა, დავით ნინიაშვილია. საუკეთესო ათეულიდამ 9 მორაგბე პირველი რანგის ქვეყნებიდანაა – რაფი ქუირკი (ინგლისი), ჯოშ ლორდი (ახალი ზელანდია), ქრისთ ჩიუნზა (უელსი), რორი დარჯი (შოტლანდია), მატეო კარერასი (არგენტინა), ტანი ვილი (საფრანგეთი), ჯანმარკო ლუკეზი (იტალია), ჯეიმი დობი (შოტლანდია). დავით ნინიაშვილი კი ერთადერთია მეორე რანგის სარაგბო ქვეყნდან, რომელიც „ტოპ ათეულში“ მოხვდა.

მეტი...

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში დღეს მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობაზე. გაგრძელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია და მარათონი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში მობილური ბრიგადების ჩასვლას და აცრის მსურველი მოქალაქეებისთვის სერვისის ადგილზე მიწოდებას გულისხმობს. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს „მწვანე პასპორტის“ გამოყენებასთან დაკავშირებული წინადადებები, რომელთა შესახებ დეტალური მსჯელობა გაიმართება და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საბჭოს სხდომა დამატებით ჩაინიშნება. ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა…

მეტი...

„ყოველდღიურად 50 ადამიანი გვიკვდება, ეს თემა იქნებ ჩამოვაშოროთ პოლიტიკას“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვალებულთა მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებს და ფიქრობს, რომ ეს თემა პოლიტიკას უნდა ჩამოშოირდეს. „ქალბატონმა პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, ასევე პრემიერმა შესაბამისი დავალებები გასცა, რომ ამ კამპანიაში ყველა პირველი პირი უნდა იყოს ჩართული. პანდემიამ 10 000 ადამიანის სიცოცხლე წაიღო უკვე საქართველოში, ყოველდღიურად 50 ადამიანი გვიკვდება, ეს თემა იქნებ ჩამოვაშოროთ პოლიტიკას როგორმე და ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. მოვიყვანე დღეს მე მაგალითი, ჩვენ 23 500 დღიური აცრა გვქონდა აგვისტოში, 19 000-ზე ოდნავ მეტი გვქონდა სექტემბერში, ოქტომბერში ჩამოვედით 5 000 აცრაზე საშუალოდ.…

მეტი...

„ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში“ – პაატა იმნაძე კორონავირუსით გარდაცვლილებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ვირუსით გარდაცვლილთა  99% აუცრელი პაციენტები იყვნენ იყო. მისივე განმარტებით, თუ ვაქცინაცია ნულოვანი ტემპით გაგრძელდება, კორონავირუსი მუდამ იქნება.     „გარდაცვლილებში 99% აუცრელია, 1%  –  ორჯერ აცრილი იყო, ეს არის 57 ადამიანი – პირველი არის ასაკი. ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში… არსებული ტემპით თუ ავიცრებით, კორონავირუსი სულ იქნება. სამწუხაროდ, ასეთი ტალღები ჩვენ კიდევ გვექნება. ეს ციკლურობა იქნება, მოიმატებს. კლება როდესაცაა, იკლებს 2-3 ათასამდე და არა ისე, როგორც ადრე ჩამოდიოდა ასეულ შემთხვევებამდე. შეზღუდვები აღარ იქნება, ეკონომიკა იმუშავებს. ქვეყნები, სადაც ბევრი…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭო „მწვანე საშვის“ ამოქმედებისთვის ემზადება

თამარ გაბუნიას განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღევანდელ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, ე.წ. მწვანე საშვის კონცეფციაა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. „დღევანდელ სხდომაზე, საბჭომ განიხილა წინადადებები, რომლებიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „მწვანე საშვის“ გამოყენების წესთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა, რათა მიღებულ იქნას საბოლოო გადაწყვეტილება. „მწვანე საშვის“ კონცეფცია არის არაპირდაპირი რეგულირება და სავალდებულო მოთხოვნა, რომელიმე ერთი პარამეტრის, რაც აღწერს პირის ეპიდუსაფრთხოების სტატუსს. ეს არის ვაქცინაცია, ანტიგენ ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში ან პისიარ ტესტირება 72-საათიან რეჟიმში და ასევე, გადატანილი ინფექცია 14…

მეტი...

ვაქცინაციასთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩაერთო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო კანცელარიის შენობაში გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, პრეზიდენტის მონაწილეობა საკმოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.   „საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მისი მონაწილეობა… საბჭოზე ვიმსჯელეთ ყველა პარამეტრის, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის  კუთხით, ბიზნესაქტივობებეზე ზემოქმედების კუთხით, ყველა ამ მიმართულებით გარკვეული საკითხები დაზუსტდება და ამ საკითხების განსახილველად საბჭო შეიკრიბება დამატებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება არ მოხდება; სახელმწიფომ სავალდებულო ვაქცინაცია უნდა შემოიღოს; აუცრელებისთვის მკურნალობა ფასიანი უნდა გახადოს…

მეტი...

ელენე ხოშტარიამ შიმშილობის 24 საათი პარლამენტში გაატარა

დეპუტატი ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში რჩება და შიმშილობის აქციას აგრძელებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, მისი ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი სოლიდარობაა. როგორც დეპუტატი განმარტავს, მას დაუკავშირდნენ ამერიკის საელჩოდან და მისი მოთხოვნები მოისმინეს. მმართველი გუნდიდან კი მას, ამ ეტაპისთვის არავინ შეხმიანებია. დეპუტატი პარლამენტის შენობაში მანამ აპირებს დარჩენას, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. დეპუტატი მხოლოდ წყალს სვამს.      

მეტი...

ვირუსით 53 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 648 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 678 288. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 238 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარა – 193, იმერეთი – 979, ქვემო ქართლი – 360, შიდა ქართლი – 428, გურია – 142, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 378, კახეთი – 530, მცხეთა-მთიანეთი – 118, სამცხე-ჯავახეთი – 157, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36.

მეტი...

ვირუსით 5 206 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, 48 615  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 648 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.71%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  738 171-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.71%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.34% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.77%.

მეტი...

„ბრავო… ელისაშვილს ზურაბიშვილის სალანძღავი სიტყვები უკან მიაქვს“ – ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატს პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები უკან მოაქვს და მის ყველა განცხადებას მხარდაჭერას უცხადებს.     „ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა გუშინდელ ბრიფინგზე! ბრავო! ცოტაც და ყველა საძაგელ სიტყვას უკან წავიღებ და ყველა სიტყვაზე ბოდიშს მოვიხდი, რაც წლების მანძილზე მასზე მითქვამს. ქართული პოლიტიკური ზიზღის პინგპონგის ფონზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა ჯერჯერობით!“, – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება არ მოხდება; სახელმწიფომ სავალდებულო ვაქცინაცია უნდა შემოიღოს; აუცრელებისთვის მკურნალობა ფასიანი უნდა გახადოს და…

მეტი...

პრეზიდენტი ანტივაქსერ სასულიერო პირებს აკრიტიკებს და საპატრიარქოს მოუწოდებს ვაქცინაციის კურთხევა გასცეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიმართვის ერთ-ერთი ობიექტი, ხელისუფლების გარდა, საპატრიარქო და სასულიერო პირები გახდა. პრეზიდენტი სამღვდელოებას მოუწოდებს, ვაქცინაციის კურთხევა გასცეს.    „დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, სახელმწიფო, პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც, მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი,”  – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

შედეგი გაუარესებულია, წონის 10% დაკარგულია – როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად მძიმდება. „წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო დაახლოებით ერთი კვირის წინ, „რეზულტატები“ უარესია. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია, ვიდრე იყო ადრე და ა.შ. საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთას დადგეს. ზუსტად ვერ გეტყვით, ძალიან არასტაბილური სიტუაციაა. შეიძლება, საგანგაშო სიტუაცია დადგეს 10 წუთის მერე, ხვალ, ან ზეგ. გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კონსილიუმი პარასკევს დავნიშნოთ.  შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა უკვე მისი წონის 10% დაიკლო, რაც საკმაოდ საშიშია”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

მეტი...