ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით კმაყოფილია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილთან მყოფი კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ მკურნალობით და შედეგით კმაყოფილია და მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის. „კალორაჟი გაფართოვდა, რაციონიც გაფართოვდა. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით მისი ორგანიზმი გვაძლევს ამის საშუალებას. გავდივართ მშვიდად, წყნარად. ჯერ არანაირი გართულებები კვებასთან დაკავშირებული არ გვქონია. კრიტიკული პერიოდი გავლილია. ახლა არის კვების გაფართოების რეჟიმი, რომელიც დადებითია. ვცდილობთ, რომ ცოტა ხანში იყოს ნორმალური, ფიზიოლოგიური კვება. უკეთესობისკენ მივდივართ. მე მას ვაფასებ ჩემს დარგში, ენდოკრინოლოგიური მიმართულებით. როგორც ენდოკრინოლოგი, ვარ კმაყოფილი“ – განაცხადა ელენე გიორგაძემ ჟურნალისტებთან.   

მეტი...

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში  შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ცვლილების აუცილებლობა, პანდემიიდან გამომდინარე, ჯანდაცვის ხარჯებს უკავშირდება. „შემოსავლების ნაწილში გვაქვს ზრდა საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე. კერძოდ,  300 მლნ ლარით იზრდება საგადასახადო შემოსავლები. ნაერთი ბიუჯეტის კუთხით 349 მლნ ლარია ზრდა“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, იცვლება სესხის აღების მაჩვენებელიც 133, 9 მლნ ლარით მცირდება სესხის აღება საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოცემის ხარჯზე, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ხარჯზე, დაახლოებით, 16 მლნ ლარით…

მეტი...

“თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე”- მიხეილ სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი პირად Facebook-ზე წერს, რომ მასთან მოსანახულებლად არ უშვებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და სხვა დეპუტატებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, თუ არ შეწყდება მსგავსი ქმედებები, უარს იტყვის ყველა საჭირო მკურნალობის კურსზე. “უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუს-ის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები. თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე…

მეტი...

გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის აუდიოჩანაწერების მედიაში გავრცელების ფაქტზე ენმ-ის წევრებს გამოკითხავენ

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულ იქნენ გარდაცვლილი ოჯახის წევრები, რომლების ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან: გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი.

მეტი...

„და თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, ამაზე პასუხი მოკითხოს იმას, ვინც ეს მცდარი ილუზია გაუჩინა“ – კობა კობალაძე

„მე მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრის დასახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთქმედების, ამ ურთიერთ თანამშრომლობის წყალობით, ვეტერანთა 70 000-იან პირად შემადგენლობას, ჩვენსბენეფიციარებს, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მიეცათ,“ – ამის შესახებ კობა კობალაძემ განაცხადა. „დღეს, 22 ლარზე ვინც სპეკულირებენ, თავად არიან ამ 22 ლარის შემოქმედები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სახელმწიფოს ურთიერთქმედებით, ერთიანი მიდგომით და პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, დაწყებულია რამოდენიმესაპილოტე პროგრამა აგრარული მიმართულებით, რომლებზეც ჩვენ, ასევე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს საკმაოდ საინტერესო საუბარი. ამ თემებზე შეხვედრები ხორციელდებასოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მინისტრებთანაც. რაც შეეხება ონ-ლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ პრემიერის ინიციატივას – რა თქმა უნდა, ჩვენამას მივესალმებით,…

მეტი...

“შესაძლებელია, დაშვებული იქნას ორი ვარიანტი, ორი ე.წ. მწვანე საბუთი” – ამირან გამყრელიძე

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მწვანე პასპორტის ძირითადი დანიშნულებაა, ადამიანებს ექმნებათ ე.წ. სტიმული, რომ აიცრან. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, არის ორნაირი მწვანე პასპორტი. ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც არის აღნუსხული, რომ ადამიანს თუ ოდესმე გადატანილი აქვს კორონავირუსი, ჩაითვლება, რომ შეუძლია, შესვლა რესტორანში, სხვადასხვა დაწესებულებაში. მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით, იმ „ქიუარ კოდი“, რომელიც საზღვარზე გადამოწმდება, იქ სხვა საკითხია, იქ ითვლება, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი. ახლა მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. შესაძლებელია, დაშვებული იქნას ორი ვარიანტი, ორი ე.წ. მწვანე საბუთი, რომელსაც ექნება შიდა მოხმარება და მხოლოდ გარე მგზავრობისთვის იქ ჩვენი „ქიუარ კოდი“ უნდა ჰარმონიზირდეს. ბევრ ქვეყანაში არის ე.წ. შიდა მოხმარების საბუთები. არის ქვეყნები,…

მეტი...

ნინო ლომჯარია პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმირებას, მანამდე კი, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მორიგი პროცესი დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები შექმნა და აპირებს მიმდინარე კვირას მოუსმინოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხივე კანდიდატს, რის შემდეგაც კანდიდატები ასარჩევად პლენარულ სხდომას წარედგინება.

მეტი...

“სააკაშვილის მდგომარეობა არის გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელი, ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომაროება დღეს გაცილებით გაუმჯობესებულია. მისივე თქმით, ვერ ხედავს ვერანაირ საჭიროებას, რომ მან უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა. „პაციენტი დღესღეობით მკურნალობს თერაპიულ საწოლზე, თერაპიული კოდით. ჩვენს ექიმებს აქვთ სრული გამოცდილება იმის, თუ როგორ უნდა მართონ მსგავსი პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებითი პროტოკოლი, რომელიც არის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობლი და ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დღეს არის ჩვენგან რეკომენდირებული გორის ჰოსპიტალზე, ისევე როგორც პენიტენციურ სამსახურზე, აქტიურად მართავენ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს. მისი მდგომარეობა დღესდღეობით არის გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელი. პირადად მე ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას…

მეტი...

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ERRA-ს შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე, მაია მელიქიძე უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში ERRA-ს ორგანიზებით ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრებთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით წარდგა. მაია მელიქიძემ ისაუბრა ჭკვიანი აღრიცხვის სისტემის მნიშვნელობაზე ენერგეტიკის სექტორში, საქართველოში ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის პროცესსა და ტენდენციებზე. ქ. ბუდაპეშტში ERRA-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდა ესწრებოდა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, ERRA-ს ელექტროენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად გაჩეჩილაძე. ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების…

მეტი...

“საქართველოსნაირი ქვეყანა არსად არ არაა, ჩვენ ვართ განსაკუთრებულები 2 “მწვანე პასპორტით” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სიკვდილიანობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია.  ამასთან, მინისტრმა “მწვანე პასპორტზეც” გააკეტა განმარტება. “საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 “მწვანე პასპორტით”, უვადო პასპორტი – ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ ვართ ქართველები და არა მგონია ვინმეს ეს უკვირდეს, ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

“უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში” – მიხეილ სააკაშვილი​ს მორიგი წერილი

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მორიგი წერილს პირად “ფეისბუქზე” ასაჯაროებს და საზოგადოებას მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი თანამოაზრეებს პერმანენტული აქციებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. “რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს – მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში. 29-ში ჩანიშნულ “სასამართლო” პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა…

მეტი...

“სააკაშვილს ძალიან სტრესული გარემო აქვს, განუწყვეტლივ აქვს ციხეში ყოფნის შეგრძნება – არ მაქვს განცდა, რომ ამ დღეების განმავლობაში რაიმე გაუმჯობესდა” – ლიზა იასკო

სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვერ ვხედავ განსხვავებებს იმ შეხვედრებს შორის, რაც ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მქონდა. ვხედავ, რომ არსებობს ექიმების მხრიდან ყურადღება, მაგრამ ზუსტად არ ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომელმაც დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ლიზა იასკოს თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება. „ეს ძალიან ცუდია. ვიცი, რომ ძალიან სტრესული გარემო აქვს. განუწყვეტლივ აქვს ციხეში ყოფნის შეგრძნება. დღეს რამდენჯერმე შეგვაწყვეტინეს შეხვედრა, გვეუბნებოდნენ, რომ გასვლის დროა. როგორც ვიცი, გუშინ ერთი დეპუტატი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან შესვლას და არ შეუშვეს. როგორც ვიცი, არა მხოლოდ…

მეტი...

“მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა პარტიასთან, რომელიც საკრებულოშია წარმოდგენილი” – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ის მზადაა დედაქალაქის საკრებულოში შემავალ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად იყო ამისთვის 2017 წელსაც, თუმცა, თანამშრომლობის ნაცვლად, ოპოზიციამ „პოლიტიკური შოუების“ მოწყობა დაიწყო. „2017 წელს, თუ გახსოვთ, გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვიყავი თანამშრომლობისთვის და მართლა დავიწყე თანამშრომლობა. მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომებს ესწრებოდნენ ოპოზიციური გუნდის წარმომადგენლები, თუმცა, პოლიტიკურმა ფიგურებმა, კონკრეტულად, ლევან ხაბეიშვილმა დაიწყო თავისი პოლიტიკური შოუების მოწყობა. ჩვენ არ გვქონდა ამის დრო. ჩვენ შეკრებილები ვიყავით საქმისთვის, კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის და მაშინვე გაწყდა ეს ურთიერთობა“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, თანამშრომლობისთვის მზად არიან მისი თანაგუნდელებიც. „მზად ვარ თანამშრომლობისთვის…

მეტი...

“სააკაშვილის გათავისუფლება, „ფრი მიშა“ არის მისი მხარდამჭერების კამპანია, ეს არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი” – ხათუნა სამნიძე

მიშას გათავისუფლება, „ფრი მიშა“ არის მისი მხარდამჭერების კამპანია, ეს არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისივე თქმით, როგორც ჩანს, ამას ძალიან კარგად ხედავს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული კამპანია უნდა იყოს ცალკე, ხოლო პოლიტიკური დღის წესრიგი ცალკე. „მიშას გათავისუფლება, კამპანია „ფრი მიშა“ არის მისი მხარდამჭერების კამპანია, ეს არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი. როგორც ჩანს, ამას ძალიან კარგად ხედავს მესამე პრეზიდენტი და თვლის, რომ ეს კამპანია უნდა იყოს ცალკე, ხოლო პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა იყოს ცალკე, მე ეს წავიკითხე…

მეტი...

“მსოფლიო არ იყო მზად ამ გამოწვევისთვის, 21-ე საუკუნე შეიძლება გახდეს ახალი ინფექციების საუკუნე” – ამირან გამყრელიძე NCDC-ის 2 წლიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2 წლის მუშაობის ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრიც ესწრება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსი 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად იქცა, მათ შორის საქართველოსთვისაც.  მისი თქმით, მნიშვნელოვანია სისტემაში არსებული პრობლემები აღმოიფხვრას და საზოგადოება დაცული იყოს ჯანდაცვითი რისკებისგან. “რეალური ომი არის დღეს მიკროსამყაროსთან. მსოფლიო არ იყო მზად ამ დიდი გამოწვევისთვის და დგება ახალი გეგმები 21-ე საუკუნეში, იმიტომ, რომ ეს არ იქნება პრეცედენტი. 21-ე საუკუნე შეიძლება გახდეს კიდევ ახალწარმოშობილი სხვა ვირუსული ან არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე. ჩვენი მთავარი მისიაა, რომ…

მეტი...

“თუ ცენტრი “ემპათია” გასცემს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას, შესაბამის იურიდიულ ნაბიჯებს გადავდგამთ” – ბექა ბასილაია

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და ყოველდღიურად უმჯობესდება. 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ის რეაბილიტაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის, სადაც მისვლას აგრძელებენ მისი თანაგუნდელები და ოჯახის წევრები. ადგილზე დილიდან მივიდა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე ლიზა იასკო. ის ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფება. გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ცოტა ხნის წინ მივიდნენ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველებიც. მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტის მონახულების საშუალება მიეცეთ ცენტრ “ემპათიას” წარმომადგენლებს.  “მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის საშუალება მიეცეს ცენტრ “ემპათიას” წარმომადგენლებს და თუ ისინი გასცემენ იმ ტიპის დასკვნას, რომ ეს რეაბილიტაცია მოხდეს უფრო მაღალტექნოლოგიურ და…

მეტი...

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოები შეზღუდვებს აწესებენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 259 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღემატება. კვლავ რთული მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოები შეზღუდვებს აწესებენ. 2 კვირიანი ლოქდაუნი გამოცხადდა სლოვაკეთში. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისები იქნება. შეზღუდვების დაწესებას გეგმავს იტალიაც. 6 დეკემბრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე წვდომა მხოლოდ ვაქცინირებულ ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ექნებათ. ამასთანავე აცრა სავალდებულო ხდება სამართალდამცველებისთვის, სამხედროებისა და სკოლაში მომეშავე პერსონალისთვის. შეზღუდვების დაწესებას გეგმავს საფრანგეთიც. კონკრეტულად რა რეგულაციები ამოქმედდება ხვალ გახდება ცნობილი.

მეტი...

“თუ სააკაშვილს ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, მოვითხოვთ, რომ 29-ში პროცესს დაესწროს” – ადვოკატები

სააკაშვილის ადვოკატის,  ბექა ბასილაიას თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცენ. როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში დაბრუნების შემდეგ სასამართლო პროცესებზე არ ასწრებდნენ, რადგან “მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს თვე-ნახევრის განმავლობაში ემალებოდა” “10 ნოემბრის პროცესზე, როდესაც მას ჰქონდა ფიზიკურად ძალა და ენერგია, რომ გამოცხადებულიყო, არ მოიყვანეს სრულიად პარტიზანულად, კანონდარღვევით და დაუსაბუთებლად, რაც შეეხება 29 ნოემბრის პროცესს, 29-ში თუ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური შესაძლებლობა ექნება და იმედი მაქვს, რომ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის…

მეტი...

“ჩვენ მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველსა და მისი ოფისს” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, სახალხო დამცველის როლი ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მნიშვნელოვანია. როგორც ელჩმა განაცხადა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სახალხო დამცველსა და მის ოფისს. „როდესაც საუბარია სახალხო დამცველის როლზე, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ აქამდეც გვითქვამს, რომ მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველსა და მისი ოფისს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როლი ზოგადად ადამიანის უფლებების მდგომარეობის მიმოხილვისთვის, ბატონი სააკაშვილის საქმეში მონიტორინგისთვის, შეფასებისა და რეკომენდაციების გაცემისთვის. მჯერა, რომ მან პოზიტიური წვლილი შეიტანა“, – განაცხადა ჰარცელმა.

მეტი...

“მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლოზე” – კარლ ჰარცელი სააკაშვილზე

მივესალმები იმ ქმედებებს, რაც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განხორციელდა. ასევე მოხარული ვარ ინფორმაციით, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია. „ეს არის ფუნდამენტური საკითხი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის…

მეტი...

“მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა ხანში საკუთარ თავს გამოუცხადებს ბოიკოტს, მილევად რეჟიმში არიან, ფაქტი ეს არის” – ანრი ოხანაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული წარმომადგენლები დღეს იქნებიან კომიტეტის სხდომაზე და შეკითხვებს დასვამენ. თუ რამე შეკითხვა აქვთ შეუძლიათ კანდიდატს დაუსვან, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების დღევანდელი მოსმენის შესახებ საუბრისას განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან და მათ კითხვის დასმის საშუალება ექნებათ. „სხვა საკითხს რაც შეეხება, ეს ერთმანეთში შეუძლიათ, გაარკვიონ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რა პოზიციას აჟღერებს. ფაქტი ერთია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან სხდომაზე წარმოდგენილნი და მათ გარანტირებულად ექნებათ კითხვების დასმის საშუალება. შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აცხადებს ბოიკოტს. მგონი,…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 57 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 57 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 736-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 331 პირს დაუდასტურდა, 4 804 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 201 შემთხვევა გამოვლინდა, 4 098 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 64 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 804 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 804ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 57 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 826 714 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 768 559 გამოჯანმრთელდა, 11 736 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 122 856 აცრა, დღიურად აცრილია 9 398. ამასთან, 23 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 098 პაციენტი, გარდაიცვალა 64.

მეტი...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს, გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ. პროცესს უნდობლობას უცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, მიზანმიმართულად არ აჩერებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს და არ ატარებს სასამართლო რეფორმას. მმართველ გუნდში არ იზიარებენ ოპონენტების მოსაზრებას და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული პროცედურა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით უპრეცენდენტოდ გამჭირვალეა და გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდენციები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტის სხდომა იქნება საჯარო და ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ანრი ოხანაშვილი ასევე ამბობს, რომ მოსამართლეთა…

მეტი...

“იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე, დღეს არ ვიცი, ამას კონსენსუსი სჭირდება, რასაც ახლა ვერ ვხედავ” – მარინა კალიურანდი

იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე დღეს არ ვიცი, ამას პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება, რასაც ამ წუთას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის წევრები ევროპარლამენტარებს ხვდებიან. ამასთან, კალიურანდი იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი შესაძლოა ცვლილებების ფურცელი და თანამშრომლობის ახალი თავი გახდეს. “პრინციპი მეტი მეტისთვის და ნაკლები – ნაკლებისთვის“ რეალობაა. თითოეული პარტნიორი სახელმწიფო წყვეტს თუ რა გზას ირჩევს, რამდენად ახლოს სურს ევროპასთან ყოფნა. ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი შესაძლოა გახდეს ცვლილებების ფურცელი, თანამშრომლობის ახალი თავი. იქნება თუ არა…

მეტი...

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა ორი პირი, მათგან ერთი დაკავებულია

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული ორი პირი, მათგან ერთი დაკავებულია.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მონაწილეობა მიიღეს ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ავანსის სახით მიიღეს 757 ათასი ლარი, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 305 ათას ლარს და არ შეასრულეს სამუშაოები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით რაც, 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებს პოლიტიკური მუხტის აწევისკენ და აქციებისკენ მოუწოდებს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკმაყოფილოა პოლიტიკური მუხტის დაწევითა და ქუჩის აქციების შეწყვეტით. როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი წერს, პოლიტიკური მუხტი ასაწევია, სხვანაირად არაფერი გამოვა.    „შეგახსენებთ, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში. ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით, ივანიშვილი, ვფიქრობ, არამხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი.…

მეტი...

“უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა” – მიხეილ სააკაშვილის წერილი

„საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს. ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის“ – წერს მიხეილ სააკაშილი და გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მხარდამჭერებს მისი გათავისუფლების ორგანიზებისკენ მუწოდებს. “დიდი მადლობა ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის. პუტინი, ივანიშვილის ხელით, ყველაფერს იზამს ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციისთვის, ამაში დარწმუნებული ვარ. რომ არა თქვენი მრავალრიცხოვანი აქციები, ნინო ლომჯარიას გამბედაობა და კომპეტენტურობა, რომ არა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნება ქვეყნის დასავლური ორიენტაციის დაცვის მიმართულებით, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, არაფერი გამოვიდოდა. ჩემი მძევლობით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სრულად აკრძალვით, ყველა ჩემი კანონიერი უფლების მიზანმიმართული დარღვევის გზით,…

მეტი...