„მე არ მინახავს ფაფის ჭამა“ – სააკაშვილის ექიმი მის კვებას უარყოფს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი აცხადებს, რომ მას არასდროს უნახავს ციხეში სააკაშვილის კვება. როგორ ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, ყველგან კამერებია და ფაქტის გადამოწმება შეიძლება.  

„არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. არ მინახავს მე ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, ექთნებს. ბევრი ხალხია, ყველგან კამერებია იქ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, მიხეილ სააკაშილი არ შიმშილობს და მიირთმევს როგორც ფაფებს, ისე ნატურალურ წვენებს.

მსგავსი თემები