საქართველოს პატრიარქი ისრაელ-პალესტინას შორის საომარ მოქმედებებს ეხმიანება

„წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან“ – ბრძანებს კათოლიკოს პატრიარქი. ილია მეორე ყველას მოუწოდებს, ილოცონ ისრაელისთვის. „ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის. „ღმერთი მშვიდობისაჲ იყავნ ყოველთა თანა, ამინ!“, – ვკითხულობთ მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს

მეტი...

ისრაელი სახმელეთო სამხედრო ოპერაციებისთვის ემზადება

ისრაელი ადასტურებს, რომ ღაზას საზღვართან ძალების მობილიზებას ახდენს. ეს კი სახმელეთო ოპერაციისთვის მომზადებას ნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ჰიდაი ზილბერმანმა გააკეთა. „ღაზას საზღვართან შეიარაღებულ ძალებს ვაგროვებთ. ვემზადებით. ისინი გარემოს სწავლობენ და მათ მაშინ გამოვიყენებთ, როცა გადავწყვეტთ. ინიციატივა ჩვენია, დროც ჩვენს მხარესაა“, – აცხადებს სპიკერი ადგილობრივ მედიასთან. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო იერიში მიიტანეს „ჰამასის“ სადაზვერვო ობიექტზე, სადაც საიდუმლო აგენტები იმყოფებოდნენ.

მეტი...

ისრაელ-პალესტინის საომარი მოქმედებების დარეგულირებაში აშშ ჩაერთო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის,  კელი განცხადებით, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების საუკეთესო გამოსავალი დიალოგია. „საკმაოდ რთულია ვითარება შექმნილი. პრეზიდენტ ბაიდენს და ადმინისტრაციის წამყვან წევრებს ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია. ჩვენ მიმართული ვართ, რომ მოხდეს პროცესების დეესკალაცია.  დიალოგი არის ერთადერთი გამოსავალი და ჩვენ ამას მოვუწოდებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მეტი...

ისრაელის განცხადებით, „ჰამასი“ თვითმკვლელი დრონებით უტევს

ისრაელის არმიის განცხადებით, „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით „თვითმკვლელი დრონების“ გამოყენება დაიწყო. აღნიშნულის დასადასტურებლად ისრაელმა ვიდეომასალაც გაავრცელა სადაც ჩანს,  „F-16“-ის ტიპის გამანადგურებელი როგორ აგდებს ე.წ. თვითმკვლელ დრონს. ისრაელი საზღვარს კიდევ უფრო ამკაცრებს და რეზერვისტების მობილიზებას ახდენს. სულ, ამ ეტაპისთვის, მობილიზებულია 3 000 რეზერვისტი. ​ჰამასის ნასროლი რაკეტები საცხოვრებელ სახლებსა და საბავშვო ბაღებს ეხება. რაკეტების წვიმა ამ დრომდე არ წყდება.  ისრაელში დღეს 300-ზე მეტი რაკეტა აფეთქდა.

მეტი...

კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნება” დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება” დატოვოს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ის მმართველი გუნდიდან გავა, არცერთ სხვა პარტიას არ შეუერთდება. კითხვაზე: რა შეიძლება გახდეს მისი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი, კახიშვილმა განმარტა, რომ გუნდს გამოეყოფა იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განხილვებში ვერ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ სხვისი გამზადებული განცხადების მხარდაჭერა ევალება. „ნამდვილად სხვადასხვა პარტიებში გადახტომებს არ ვაპირებ, ეს გუნდი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ საიმისოდ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს მივყვე. ამ ცხოვრებაში არაფერი არ შეიძლება…

მეტი...

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო შეუსაბამო, უხერხულია” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლო თავისი გადაწყვეტილებებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე წარსულს ახსენებს ხოლმე. მდინარაძის თქმით, ამის გამო იმდენად რცხვენიათ, რომ მელიამ ევროსასამართლოში შესულ საქმეზე დაწერა „ნიკა მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“ მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში მომჩივანი არის ქვეყნის წინააღმდეგ. „გეტყვით, როგორი შეუსაბამო და უხერხული რამ არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო. იმდენად რცხვენიათ სტრასბურგის ხსენება, რადგან დღე არ გავა, მათი ნამოქმედარის შეფასება არ ჩამოვიდეს ევროპული სასამართლოდან, მათ მძიმე წარსულს ახსენებს ხოლმე სტრასბურგი, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს, ჩვენ რომ გვაბრალებენ, სტრასბურგი აკეთებს ამას. საქართველოს უწევს პასუხისგება…

მეტი...

საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს – თავდაცვის მინისტრს პარლამენტში უსმენენ

საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს – სიახლის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში თითქმის ორი საათია იმყოფება. მინისტრმა სიტყვით გამოსვლაში თავდაპირველად ყურადღება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე გაამახვილა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია რეგიონში. სწორედ ამ კუთხით, მან ხაზი გაუსვა სამთავრობო პროგრამას, რომელიც ტოტალურ თავდაცვას გულისხმობს. ამ კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ პარტნიორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ისაუბრა, კერძოდ საფრანგეთთან, რომელიც წლის ბოლომდე საქართველოს ახალ ტექნიკას გადმოსცემს. მინისტრმა ასევე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლომდე ასევე ამოქმედდება ქართულ-ებრაული ცენტრი, რომელიც M4-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების წარმოებას დაიწყებს. მოხსენების…

მეტი...

მორიგი სარაკეტო შეტევა თელ-ავივზე – „ჰამასმა“ ისრაელზე იერიში განაახლა

მორიგი სარაკეტო შეტევა თელ-ავივზე – „ჰამასმა“ ისრაელზე იერიში განაახლა. დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. არიან დაშავებულები, ცნობა დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა. კონფლიქტის ესკალაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა საპასუხო ზომების ფარგლებში ღაზის სექტორში 600-მდე სამიზნე გაანადგურა.

მეტი...

“მნიშვნელოვანია, ეს პროცესი განვითარდეს და ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის  ნიკა მელიას გათავისუფლებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. როგორც დეგნანი აცხადებს, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა მისასალმებელია. მისივე თქმით, მოლაპარაკებებში სასამართლო სისტემის რეფორმა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო. „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ბატონი მელიას გათავისუფლებით, რომელიც ერთ-ერთი ბირთვი იყო იმ შეთანხმების, რომელიც 19 აპრილს იქნა ხელმოწერილი. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი განვითარდეს და ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და პარლამენტის წევრობა მიიღონ. ვიცი, რომ საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარეობს მუშაობა, მისასალმებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, იმუშაონ მხარეებმა იმისათვის, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლთა სრული ნდობის პირობებში…

მეტი...

“გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიკვეთება, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული „ნაციონალური მოძრაობა“ შევა თუ არა პარლამენტში ან მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს. მისი თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული თემაზე ვერ ისაუბრებს. „ვარიაციებზე ვერ ვისაუბრებ. ეს ხომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიკვეთება, შევა „ნაციონალური მოძრაობა“- ბლოკი პარლამენტში ისე, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერს, თუ შევა და დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, საერთოდ არ შევა პარლამენტში, თუ შევა კონკრეტული დათქმით ან გარკვეული პერიოდის შემდეგ. უამრავი სხვადასხვა ვარიაციაა. თუ რამე შეიძლება მოსაწყენი გახდეს საზოგადოებითვის, ეს ყოველდღიური ბანალური კითხვებია, რას ვაპირებთ და ჩემგან იგივე იდენტური პასუხები ყოველდღიურ რეჟიმში“,…

მეტი...

“გავრილოვებო, ღოღეთიც საქართველოა, დაიცავით” – საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართა

აქცია საოკუპაციო ხაზთან – სოფელ ღოღეთთან მცოცავი ოკუპაცია და საოკუპაციო ქმედებების უკანონო ქმედებები “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და აქტივისტებმა გააპროტესტეს. ადგილზე შეკრებილებმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები ჰქონდათ მიტანილი სხვადასხვა წარწერით, მათ შორის წარწერით: “გავრილოვებო, ღოღეთიც საქართველოა, დაიცავით!”

მეტი...

“15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა ნელია აცხადებს, რომ 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამართვის მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. „ვითარება სრულიად შეცვლილია, ამ ეტაპზე რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. მე მგონი, ეს ისადაც ცხადი იყო“, – განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მეტი...

ოპოზიციამ 15 მაისს დაგეგმილი აქცია გააუქმა

ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ 15 მაისს აქცია არ უნდა ჩატარდეს, რადგანაც, პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და აქციის საჭიროებაც არ არსებობს.    როგორც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  ნიკანორ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაგეგმილი აქცია არ გაიმართება. „დღეს ვითარება სრულიად შეცვლილია. რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს. 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა არ არსებობს. ეს ისედაც ცხადი იყო“, – განაცხადა ნიკანორ მელიამ მედიასთან.

მეტი...

ასკილის, მაყვლის, ჟოლოს ტყიდან გამოტანა არ იკრძალება  – როგორია ტყით სარგებლობის ახალი რეგულაციები?!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ, ახალი „ტყითსარგებლობის წესით”, მოსახლეობისთვის არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ჟოლო და სხვა, სარგებლობა დაშვებულია. ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსით სარგებლობას არ კრძალავს. დამატებით, კერძო სექტორის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ასეთი რესურსით კომერციული საქმიანობაც, რაც, ახალი რეგულაციის მიღებამდე, აკრძალული იყო. „ქვეყანაში არ არსებობდა არამერქნული რესურსის მოპოვების ლეგალური გზა, რის გამოც, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ კანონიერი ბიზნესი ეწარმოებინათ, განეხორციელებინათ რეალიზაცია, მათ შორის,  ექსპორტი, რაც დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.  ახალი „ტყითსარგებლობის წესით”, კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება გაიცემა…

მეტი...

დასახიჩრებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი წამების, ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. დ.ა.-ს ბრალი უკვე წარუდგინეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ა. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრ მ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ეჭვიანობის მიზეზით, დასახიჩრებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. „19 მარტს, ქ.თბილისში, დ.ა.-მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მ.ა. ჩაკეტა ბინაში და მის მიმართ უწყვეტად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.ა. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა იძულებით არასასურველ კომუნიკაციას. მ.ა.-ს ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული…

მეტი...

„შევთანხმდით ზაფხულში, მზიან საქართველოში შეხვედრაზე“ – ლიეტუველი პოლიტიკოსი

​ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ნიკანორ მელიასთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ შეხვედრა მზიან საქართველოში შეხვდება. „ტელეფონით ვესაუბრე ციხიდან გათავისუფლებულ, საქართველოს ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას, რომელმაც გულწრფელად მადლობა გადაუხადა ლიტვას მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა გადაუხადა ზოგადად ევროკავშირსა და აშშ-ს უმაღლესი დონის პროცესის მობილიზებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო არის დასავლეთის დედაქალაქების ყურადღების ცენტრში. ჩვენ  შევთანხმდით ზაფხულში, მზიან საქართველოში შეხვედრაზე, როგორც ძველი, კარგი მეგობრების, რომლებსაც უყვართ თავისუფლება და სჯერათ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

მეტი...

„შეწყდეს პოლიტიკური დევნა“ – აქცია სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები არინ შეკრებილები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ.  „შეწყდეს პოლიტიკური დევნა“ – ასეთია მათი მოთხოვნა. „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები სამართალდამცველების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ. საუბარია 19 თებერვალს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დაკავებული 19 აქტივისტებზე, რომლებიც ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებიან.

მეტი...

“მე და ნიკა მელია შევთანხმდით მზიან საქართველოში შეხვედრაზე, როგორც კარგი მეგობრები, რომლებსაც უყვართ თავისუფლება” – ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ტელეფონით ესაუბრა. მელიასთან კომუნიკაციის შესახებ პავილიონისი სოციალურ ქსელში თავად წერს. „მე ტელეფონით ვესაუბრე ციხიდან გათავისუფლებულ, საქართველოს ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას, რომელმაც გულწრფელად მადლობა გადაუხადა ლიტვას მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა ზოგადად ევროკავშირსა და აშშ-ს უმაღლესი დონის პროცესის მობილიზებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო არის დასავლეთის დედაქალაქების ყურადღების ცენტრში. ჩვენ შევთანხმდით ზაფხულში, მზიან საქართველოში შეხვედრაზე, როგორც ძველი, კარგი მეგობრების, რომლებსაც უყვართ თავისუფლება და სჯერათ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

მეტი...

სემეკმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „ენერგო პრო ჯორჯიაზე“ ახალი ლიცენზიები გასცა

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახელზე ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია, ხოლო სს  „ენერგო პრო ჯორჯიას“ სახელზე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია გასცა.  ლიცენზიები გაიცა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, – ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის ლიცენზის შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უფლებამოსილია განახორციელოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მისი ტრანსასაზღვრო გადადინებისთვის, განაწილების ან/და საბოლოო მოხმარების მიზნებისათვის,  შეასრულოს ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები, მათ შორის გადამცემი სისტემის ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება, აგრეთვე,…

მეტი...

“იგივეა, მგლებმა შექმნან კომისია, თუ რატომ შეჭამეს ირემი” – შალვა ნათელაშვილი საგამოძიებო კომისიაზე

„იგივეა, მგლებმა შექმნან კომისია, თუ რატომ შეჭამეს ირემი“ – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა. „ეს იგივე ვარიანტია, მგლების შემადგენლობით შეიქმნას კომისია, თუ რატომ შეჭამა მთავარმა მგელმა ირემი. ეს სისულელეა, ეს ხომ დაცინვაა? ვინ იძიებს, თალაკვაძე, მდინარაძე, კუჭავა, ჟვანია და მოღალატე ელისაშვილები იძიებენ გაყალბდა თუ არა არჩევნები?“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მეტი...

ამირან გამყრელიძის განცხადებით, აცრის დაჯავშნის საიტზე დაფიქსირებული ხარვეზების მიზეზებს აიტი სამსახური შეისწავლის

კოვიდვაქცინის დაჯავშნისას საიტზე დაფიქსირებული ხარვეზის მიზეზებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების (ე.წ. აიტი) სამსახური სწავლობს. ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა. მისი თქმით, ამ ეპატზე ხარვეზი გამოსწორებულია და თუ მსგავსი ხარვეზი კიდევ იქნება, მის გამოსწორებაზე ასევე აიტი სამსახური იზრუნებს. „ჩვენი აიტი სამსახური ინტენსიურად მუშაობს. მინდა მოსახლეობა დავამშბიდო, არავის დაეკარგება სინოფარმის აცრა და ვაქცინა დაეჯავშნებათ. ტექნიკასთან გვაქვს საქმე და სამწუხაროდ, ხდება. ვსწავლობთ ხარვეზის გაჩენის მიზეზებს. რამდენიმე თვეა ეს პორტალი მუშაობს და ამ ტიპის დაბრკოლება არ ყოფილა, ეს შესასწავლია,“ – განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, თუ ხარვეზი ასტრაზენეკას ვაქცინის…

მეტი...

40 წელი ისტორიული გამარჯვებიდან – 1981 წლის 13 მაისს თბილისის “დინამომ” ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო

40 წელი ისტორიული გამარჯვებიდან – 1981 წლის 13 მაისს თბილისის “დინამომ” იენის “კარლ ცაისი” 2-1 დაამარცხა და პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. ფინალური შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, ანგარიში გერმანელებმა 63-ე წუთზე გახსნეს, თუმცა დინამოელებმა ზუსტად 4 წუთში ვლადიმერ გუცაევის გოლით გაათანაბრეს. 87-ე წუთზე კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა. ისტორიული შეხვედრა დიუსელდორფში მდებარე რაინშტადიონზე გაიმართა, შეხვედრას ოფიციალური მონაცემებით 8 400 მაყურებელი დაესწრო.  

მეტი...

“ეშმაკმა წაიღოს ყველა ჩინმენდალი” – შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას კვლავ პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესულ ოპოზიციას კვლავ პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. “მე მინდა მთელი გულით, მეგობრული გრძნობითა და კოლეგიალობით მოვუწოდო პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს, ძვირფასო მეგობრებო ახლა დადგა ჟამი, როდესაც როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო გვიყვარს ჩვენს თავში და არა ჩვენი თავი საქართველოში. ამიტომ, ვინც არ შევედით პარლამენტში, გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ იქ, ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი, მან დაუყონებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე, დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის რეჟიმის ნასახი და ნაკვალევიც აღარ იქნება პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ ისტორიამ მოგვცა შანსი გადავარჩინოთ საქართველო ხმლის, ომის,…

მეტი...

“რურუას და მელიას გამოშვება იყო ის ზღვარი, სადამდეც მე არ ვმონაწილეობდი პარლამენტის მუშაობაში და რომლის შემდეგაც ვუბრუნდები პარლამენტს მიშელის დოკუმენტის შესაბამისად” – დავით ბაქრაძე

გიორგი რურუას და ნიკა მელიას გამოშვება იყო ის ზღვარი, სადამდეც მე არ ვმონაწილეობდი პარლამენტის მუშაობაში და რომლის შემდეგაც ვუბრუნდები პარლამენტს პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. როგორც მან აღნიშნა, რურუას და მელიას გათავისუფლებამ შექმნა მოცემულობა, რომ არა მხოლოდ მან, არამედ მთლიანად საპარლამენტო ოპოზიციამ სრულფასოვნად დაიწყოს საპარლამენტო საქმიანობა. „პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მე განვაცხადე, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩავერთვებოდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც გათავისუფლდებოდნენ პოლიტპატიმრები. დღეს ნიკა მელია და გიორგი რურუა თავისუფლები არიან. მუშაობის ეს ეტაპი დასრულებულია და მათმა თავისუფლებამ შექმნა იმის პირობები, რომ…

მეტი...

“ეპიდემიური ვითარება მხოლოდ ციფრებზე არ არის დამოკიდებული, როგორც კი მოგვეცემა საშუალება, რეგულაციები შემსუბუქდება” – გიორგი ღიბრაძე

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, დღეიდან მოიხსნა ყველა ის რეგულაცია, რომელიც უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებით იყო შემოღებული. „ეს ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებს. ყველაფერი დანარჩენი, რაც უქმე დღეების მიღმა იყო, ჯერჯერობით ძალაში დარჩა“, – განმარტა გიორგი ღიბრაძემ. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. „საბჭოზე ხდება ერთიანი ინფორმაციის გაანალიზება. ეპიდემიოლოგიური ვითარება მხოლოდ ციფრებზე არ არის დამოკიდებული, უამრავი სხვა კომპონენტია, რომლის გათვალისწინებაც ხდება გადაწყვეტილების მიღების დროს. როგორც კი კომპონენტების ერთობლიობა მოგვცემს საშუალებას, ცხადია, მოხდება რეგულაციების შემსუბუქება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

“ამნისტია უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ეს ფურცელი” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თქმით, ამნისტიის პროექტი  უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ფურცელი, რომელიც ყველაზე დიდი დაპირისპირების საგანი იყო. როგორც თალაკვაძე აცხადებს, ოპოზიციის მიერ ინიცირებული პროექტი აღნიშნულ მიზნებს არ პასუხობს. “პროექტი, რომელიც მომზადდა ჩვენს მიერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებით, რასაკვირველია მთლიანად არის თანხვედრაში და იზიარებს იმ სულისკვეთებას და პრინცპებს,  რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებაში გახლავთ მოცემული. მთავარი საკითხი გახლავთ, რომ ამნიასტია უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ფურცელი, რომელიც ყველაზე დიდი დაპირისპირების საგანი იყო და ამით ხელი შეუწყონ მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ვერსია, რომელზეც ოპონენტები საუბრობდნენ,…

მეტი...

“კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს” – კახა კალაძე

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილების პროცესში 16 გამარჯვებული კომპანია არის ჩართული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გამარჯვებული კომპანიებიდან ექვსს სამშენებლო ნებართვები უკვე მოპოვებული აქვს და მშენებლობაც მიმდინარეობს, ხოლო ათ პროექტთან დაკავშირებით, სამშენებლო ნებართვების მოპოვების პროცედურები გრძელდება. „ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დაპირება კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართებით ეტაპობრივად დაკმაყოფილება იყო. თბილისში, ჯამში, 3 000-მდე პირი არის დარეგისტრირებული, რომლის წინაშე ვალდებულება სახელმწიფოს აღიარებული აქვს. ეს პრობლემა დედაქალაქში ათეული წელია არსებობს. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით,…

მეტი...

კახა კალაძემ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს 13 მაისი მიულოცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ „დინამოელებსა“ და ქართველ გულშემატკივრებს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე 13 მაისი მიულოცა. 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა. კახა კალაძის განცხადებით, 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული გამარჯვება საქართველოსთვის დიდი წარმატება იყო. „მე კიდევ ერთხელ მინდა „დინამოელებს“, ქართველ გულშემატკივარს, ბიჭებს, ამ თაობას, ყველას, ვინც 1981 წლის 13 მაისმა გაახარა, მივულოცო ეს დღე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ისინი ჩემი უფროსი მეგობრები არიან და ნამდვილად მეამაყება, რომ თბილისის „დინამომ“ შეძლო თასების მფლობელთა თასზე ფინალში გამარჯვება. რა თქმა უნდა, თბილისის „დინამო“ ისტორიაში ოქროს…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა. ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფეროებია და ირაკლი სესიაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა. ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მე-X მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მას აქვს, როგორც კერძო და არასამთავრობო სექტორში, ისე – აკადემიურ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ირაკლი სესიაშვილს, სხვადასხვა სპეციალობით, უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგისა და ბამბერგის უნივერსიტეტებში, არის ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის უსაფრთხოების კვლევის…

მეტი...

“ლელომ” პირველი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა, რომელსაც სხვა ოპოზიციური წევრებიც შეუერთდნენ

პარტია “ლელომ” პირველი ოპოზიცური ფრაქცია შექმნა, რომელსაც სხვა ოპოზიციური წევრებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.  ფრაქციას სხვა ოპოზიციური პარტიებიდან წამოსული რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა – სალომე სამადაშვილი და შალვა შავგულიძე, ასევე არმაზ ახვლედიანი. “მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მე-10-ე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია – ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის”. ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას წარდგენილი პარლამენტში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში, რომელიც მძაფრად დგას ჩვენს წინაშე. ასევე, იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი უწყვეტი იქნება. მე მინდა დიდი სიხარულით დავადასტურო ფრაქციაში სალომე სამადაშვილის, არმაზ…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,79 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,79 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,43 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,56 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 776 პირს დაუდასტურდა, 1 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 379 -ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 776 პირს დაუდასტურდა, 1 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 12 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 409 შემთხვევა გამოვლინდა, 1 256 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 982 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 394, „პისიარ“ ტესტით – 11 588. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:  2,43%, ბოლო 14 დღის – 5,56%, ბოლო 7 დღის – 4,79%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 326 441 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 306 264 გამოჯანმრთელდა, 4 379 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 77 343 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 056. კარანტინის რეჟიმშია 73, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 278 ადამიანი…

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 510 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 510 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 93 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1 188 ფიზიკური პირი…

მეტი...

“რას ვწვალობთ საყვარელი ძაღლის კუდისმჭრელი პატრონივით, ნაწილ-ნაწილ რომ აჭრის სიბრალულის გამო და ვერ ხვდება, რომ მეტ ტკივილს აყენებს? ან შედიხარ პარლამენტში, ან არა!” – რომან გოცირიძე

რას ვწვალობთ საყვარელი ძაღლის კუდისმჭრელი პატრონივით, ნაწილ-ნაწილ რომ აჭრის სიბრალულის გამო და ვერ ხვდება, რომ მეტ ტკივილს აყენებს? არაა საჭირო ზედმეტი თავპატიჟი, ან შედიხარ, ან არ შედიხარ და მორჩა! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს. მისივე თქმით, ხალხს „ყელში ამოუვიდა“ ყოველდღიურად ოციოდე სახის ყურება და მსჯელობა „შევიდნენ თუ არ შევიდნენ“. ,,ქვეყანა ნახევარი წელიწადია დაპაუზებულია. ვის აინტერესებს ან ეკონომიკური გასაჭირი ან პანდემია. ნახევარი წელიწადია ყველა საშუალება, რომლითაც იყურება, რომლითაც ისმინება, რომლითაც იწერება ერთსა და იმავე ამბავს ყვება, ერთი და იმავე ადამიანების მონაწილეობით. ამოუვიდა ხალხს ყელში ოციოდე სახის…

მეტი...

თბილისში 400 რესტორანი მერიისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მომავალი კვირიდან მიიღებს

თბილისში 400 რესტორანი დედაქალაქის მერიისგან, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მომავალი კვირიდან მიიღებს. დღეიდან კი, დოკუმენტების გადამოწმების პროცესი განახლდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, დაფინანსების პროცესი შეჩერებული იყო. „როგორც იცით, დაფინანსების პროცესი შეჩერებული იყო საქართველოში გამოცხადებული უქმე დღეების გამო. 13 მაისიდან განახლდება დოკუმენტების გადამოწმების პროცესი და თანხის ჩარიცხვა განხორციელდება მომავალი კვირიდან”,- აცხადებენ მერიაში. ცნობისთვის, დაანონსებული ფინანსური დახმარება 5 000 ლარია, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, კი დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს. 400 რესტორნისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო.

მეტი...