„შევთანხმდით ზაფხულში, მზიან საქართველოში შეხვედრაზე“ – ლიეტუველი პოლიტიკოსი

​ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ნიკანორ მელიასთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ შეხვედრა მზიან საქართველოში შეხვდება.

„ტელეფონით ვესაუბრე ციხიდან გათავისუფლებულ, საქართველოს ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას, რომელმაც გულწრფელად მადლობა გადაუხადა ლიტვას მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა გადაუხადა ზოგადად ევროკავშირსა და აშშ-ს უმაღლესი დონის პროცესის მობილიზებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო არის დასავლეთის დედაქალაქების ყურადღების ცენტრში. ჩვენ  შევთანხმდით ზაფხულში, მზიან საქართველოში შეხვედრაზე, როგორც ძველი, კარგი მეგობრების, რომლებსაც უყვართ თავისუფლება და სჯერათ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

მსგავსი თემები