ისრაელი სახმელეთო სამხედრო ოპერაციებისთვის ემზადება

ისრაელი ადასტურებს, რომ ღაზას საზღვართან ძალების მობილიზებას ახდენს. ეს კი სახმელეთო ოპერაციისთვის მომზადებას ნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ჰიდაი ზილბერმანმა გააკეთა.

„ღაზას საზღვართან შეიარაღებულ ძალებს ვაგროვებთ. ვემზადებით. ისინი გარემოს სწავლობენ და მათ მაშინ გამოვიყენებთ, როცა გადავწყვეტთ. ინიციატივა ჩვენია, დროც ჩვენს მხარესაა“, – აცხადებს სპიკერი ადგილობრივ მედიასთან.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო იერიში მიიტანეს „ჰამასის“ სადაზვერვო ობიექტზე, სადაც საიდუმლო აგენტები იმყოფებოდნენ.

მსგავსი თემები