შესაძლოა, მაისის ბოლოს ე.წ. კომენდანტის საათი მოიხსნას

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგის ცერცვაძის გაცხადებით, შესაძლოა, მაისის ბოლოსკენ ე.წ. კომენდანტის საათი მოიხსნას. ეს კი დამოკიდებულია პანდემიის მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესებაზე. „ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ უკვე გვექნება რეალური საფუძველი, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას. ის ამისთვის მზადაა. მთავარი შეზღუდვა არის „კომენდანტის საათი“, სხვა შეზღუდვები არის დროებითი და ის სერიოზულ გავლენას არ მგონია რომ ახდენდეს. ზაფხულში დიდი იმედი მაქვს, რომ „კომენდანტის საათი“ არ იქნება. საუბარია მაისის ბოლომდე. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება, ეს ჩემი აზრია“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

„მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალია“ – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ნიკანორ მელიას  შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალს უწოდებს. როგორც მმართველი გუნდის ლიდერი განმარტავს, მის გმი რობაზე სერიოზული საუბარი შეუძლებელია. „ნიკა მელია თუ გმირია, ეს ყველაფერი და ასეთი განცხადებები აჩვენებს ამ პოლიტიკური პარტიის ბუნებას. მანდელასთან შედარებები და ეს რაღაცები არის ღიმილისმომგვრელი და ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. ყველამ იცის, რომ ნიკა მელია არის პოლიტკრიმინალი, შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალი, რომლის ადგილი წესით პოლიტიკაში არ უნდა იყოს, თუმცა ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

მეტი...

„თუ მერობის კანდიდატი მელია იქნება, არჩევნებს მოვიგებთ 2/1-ზე“ – ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია იქნება, მმართველი გუნდი არჩევნებს 65%-ით მოიგებს. „ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, ამ შემთხვევაში, დაახლოებით პროპორციას ვგულისხმობ, მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ ამ არჩევნებს. შემიძლია, ეს თამამად გითხრათ. 2/1-ზე დაახლოებით 65 პროცენტს ნიშნავს, შეგვიძლია, ეს თამამი განცხადება გავაკეთოთ. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რაც შეიძლება, ოპოზიციას ჰქონდეს, იქ შეიძლება, სხვანაირი პროცენტები დალაგდეს. გარწმუნებთ, ასეც და ისეც, ჩვენი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

მეტი...

„ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI  საზღვრები გაარღვია და აშშ-ში შეაღწია

„დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ“ – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, Pulsar AI ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar შეისყიდა. „ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI  საზღვრები გაარღვია,  ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა! 2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტოს (GITA) შექმნით,  ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ,  რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკო-სისტემა სწრაფად განვითარდა. Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას! ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის …

მეტი...

ოკუპანტები ე.წ. საზღვრის მონიშვნას ისევ აგრძელებენ – სუს-ი განცხადებას ავრცელებს

ოკუპანტების მხრიდან სხვადასხვა დროს განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  განცხადებას ავრცელებს „გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს ოკუპაციის შედეგს, მისი პირველი ნიშნები 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2011 წლიდან უკანონო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 149 კმ-ია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 350 კმ-ზე მეტი. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ორივე მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის…

მეტი...

“ლაშას მამა სამწუხაროდ არ აცრილა და…”- არჩილ არველაძე მის შესაძლო კავშირს პოლიტიკასთან იუმორით პასუხობს

არჩილ არველაძე, “სინოფარმით” ვაქცინაციის შემდგომ “დღის კურიერის” ეთერში ჩაერთო. ვაქცინაციის გარდა ფეხბურთელს შეკითხვა, მისი და მისი ძმების პოლიტიკაში მოსვლასთან და “ლაშას მამის გარდაცვალების” შესახებ ცნობილ ხუმრობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს, როგორც ცნობილია ეს ფრაზა უხერხული საუბრის თავიდან აცილებას მიზნით გამოიყენება. სწორედ ამ ფრაზით უპასუხა პოლიტიკაშ მოსვლასთან დაკაშირებით წინა ჯერზე შეკითხვას არჩილ არველაძემ. “ლაშას მამა სამწუხაროდ არ აცრილა და… ვიხუმრე რა..ზოგი ვერ ხვდება, რომ ეს ხუმრობა არის ვიდეოს ნაწილი, რომელიც წლების წინ იყო გამოქვეყნებული,” რაც შეეხება შოთა არველაძის სტატუსს, რომ მას პოლიტიკაში მოსვლისა და თბილისის მერობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ ტაქსების თეთრ ფერზეც უსვამენ კითხვას, არჩილ არველაძემ კვლავ ხუმრობით უპასუხა და განაცხადა,…

მეტი...

„ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა „კოვაქს პლატფორმიდან“, სავარაუდოდ, ივლისში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა „კოვაქს პლატფორმიდან“, სავარაუდოდ, ივლისში შემოვა. როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი კარგია, აცრის მსურველი მოქალაქეები კი საკუთარ დოზებს უნდა დაელოდონ. „შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე რეკავს და ვაქცინა არ არის, მაგრამ მოკლე ხანში გვექნება „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზების შესაძლებლობა, „სინოვაკიც“ დაგვეხმარება, ასევე „კოვაქსიდან“ მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან „ნოვოვაქსი“ და „ჯონსონი და ჯონსონი“ უნდა დაემატოს. მანამდე პროცესი საკმაოდ აქტიურია. აცრის დღიური 5 ათასი მაჩვენებელი საკმაოდ კარგია. მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციისთვის არიან განწყობილნი, უნდა…

მეტი...

„ჩვენ ჯერ შორს ვართ იმ ციფრებისგან, რაც დამშვიდების საშუალებას მოგვცემს” – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. როგორც მან ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განმარტა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი უალტერნატივო გზა მოსახლეობის ვაქცინაციაა. „ჩვენ ჯერ შორს ვართ იმ ციფრებისგან, რაც დამშვიდების საშუალებას მოგვცემს, პირიქით, ბოლო კვირების განმავლობაში თუ 3 კვირის წინანდელ მდგომარეობას შევადარებთ, ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგებულია. შესაბამისად, ერთადერთი უალტერნატივო გზა არის ვაქცინაცია და ამისთვის ყველა ადამიანი მზად უნდა იყოს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვერ ვთავაზობთ მოსახლეობას, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ეფექტურ ანტივირუსულ საშუალებას. კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის…

მეტი...

„ქოცებისგან” რით განსხვავდები?“ – ზურა ნადირაძე გიორგი ვაშაძეს

გიორგი ვაშაძის და ოპოზიციის დაპირისპირება სოციალურ ქსელში გრძელდება. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ ნადირაძე აცხადებს, რომ ვაშაძის მითითებით საზოგადოებას სოციალურ სივრცეში შეურაცხყოფას აყენებენ: „გოგიტა ვაშაძეს და მის ადმინისტრატორებს (გოგიტას დავალებით) საქმე ისე დაუდგათ, რომ კრიტიკულ კომენტარებს (ზრდილობიანს) შლიან, საზოგადოებას კი ფანატიკოსებს და ტროლებს ეძახიან, ქოცებისგან რით განსხვავდება გამაგებინეთ?! არადა საჯარო პოლიტიკოსი ვარო თავს იკლავს, პასუხისმგებლიანიო, ძალიან გაუჭირდა გოგიტას პასუხისმგებლობის აღება ამნისტიაზე როგორც ჩანს და საზოგადოების გახშირებულ სუნთქვასაც ზურგსუკან მწვავედ გრძნობს . საერთოდ, საჯარო პოსტებზე კომენტარების წაშლა (მით უმეტეს პოლიტიკოსის) უბანძესი საქციელია და Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე მიხედე ადმინისტრატორ…

მეტი...

26 წლის ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ქალბატონმაც დაასახელა, რომ არსებობდა მეორე პირი საქმეში, თუნდაც იმ ოთახში, საიდანაც მოხდა გოგონას გადმოგდება. ჯერჯერობით გამოძიება რა კუთხით წარიმართება, არ ვიცით, ეს ყველაფერი გამოძიებამ არ გააჟღერა. ეს ქალი თვითნებურად არ გადმოვარდნილა, ვფიქრობთ, რომ ეს იყო გამიზნულად ჩადენილი დანაშაული“, – აცხადებს „საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი. გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს. „გასული ღამე ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამოცნობაზე ვიყავი და დავადასტურე, რომ ის ნამდვილად ჩემი შვილია. დარწმუნებული ვარ, რომ ის მოკლეს. 9 საათი მიმდინარეობდა გამოძიება. გამაცნეს ჩანაწერი, რომელიც თქვენთვისაც ცნობილია.…

მეტი...

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით 45 წელს ზემოთ პირებიც აიცრებიან

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზიციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ხვალ დღის ბოლოდან შეძლებენ. „საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე“, – განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ იმუნიზაციის საბჭოს მიერ 8 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია აქამდე მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოსახლეობას შეეძლო.

მეტი...

ვასაძე და კეკუტია ერთმანეთს ზუგდიდში შეხვდნენ

ლევან ვასაძე ზუგდიდში თანამოაზრეებთან შეხვედრებს მართავს. ეს მეორე ქალაქია, სადაც ვასაძე მას შემდეგ ჩავიდა, რაც პოლიტიკური ორგანიზაცია – “ერთობა, რაობა, იმედი” –  დაარა და პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა. “თითოეულ ასეთ ჩასვლაზე გვაქვს ორმაგი ამოცანა – პირველი, ჩვენ ვეკითხებით რა სტკივა ქალაქს და რა პრობლემები აქვს, რა გამოსავალს ხედავენ და მეორე, ჩვენ ვუზიარებთ ჩვენეულ შეხედულებებს რა ხდება ქვეყანაში. გუნდის წარვადგენთ ამ დღეებში. 16-ში ყველას გელოდებით ალექსანდრეს ბაღში, იქ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ. თვითმმართველობაში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას, ამას ცოტა მოგვიანებით გადავწყვეტთ იმიტომ რომ მიგვაჩნია ეს მეორად თემად, ტექნოკრატიულ თემად ძირითად თემასთან,…

მეტი...

“არის მცდელობა, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლი გააღვივონ, ასე არასოდეს მოხდება” – ნიკა მელია

ხშირად არის მცდელობა, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლი გააღვივონ, ასე არასოდეს მოხდება, რადგან გააზრებული გვაქვს, რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, სხვანაირად იმართება, პარტიას ჰყავს ელექტრონული წესით არჩეული პარტიის თავმჯდომარე, აღმასრულებელი რგოლი, პოლიტსაბჭო, რომელიც მსჯელობს და ისე იღებს გადაწყვეტილებას. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან დეპრესიაში და აქვთ ყოფითი პრობლემები, დრო არ რჩებათ, თავიანთი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირონ, ტაპობრივად ჩავრთოთ ამ პროცესში. ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის როლი, მან…

მეტი...

“არჩევნებზე არანაირი შანსი არ ექნება მელიას” – ალეკო ელისაშვილი

არანაირი შანსი არ ექნება არჩევნებზე მელიას, დარწმუნებული ვარ, ყველა მიხვდა, რომ ცრუ რევოლუციური ძალისხმევა ამ ქვეყანას არ სჭირდება,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ნიკა მელია თუ ის ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატი იქნება. მისი თქმით, შესაძლოა, ის საერთი კანდიდატადაც არ დასახელდეს, რადგან ოპოზიციის ერთობა “ბლეფია”. “არანაირი შანსი არ ექნება დარწმუნებული ვარ და ვერც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იქნება, ისეთი პირი უჩანს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტია ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, რომ გვყავდეს კანდიდატი, შესაძლოა, მე ვიყო კანდიდატი, ამაზე ვფიქრობთ. საერთოდ, არ მაინტერესებს რას ფიქრობს და რა დასკვნები გამოაქვს მას (მელიას).…

მეტი...

“შეცდომა იყო შეთანხმების დიდ, ეროვნულ გარღვევად გამოცხადება” – გიგა ბოკერია

დიდი შეცდომა იყო ამ შეთანხმების დიდ, ეროვნულ გარღვევად გამოცხადება, ეს ასე არ არის და სასამართლოში გიგი უგულავას საქმის გაგრძელება ამის დადასტურებაა, – ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია გიგი უგულავასთვის სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. გიგა ბოკერიას შეფასებით, გიგი უგულავას პროცესის ჩანიშვნა არის შეხსენება ყველა ოპოზიციონერისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონცენტრირება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე. „ეს შეხსენებაა ყველასთვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, ვისთანაც აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა, სად ვართ ჩვენ დღეს და რამდენად მნიშვნელოვანია კონცენტრირება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე წარსული შეცდომების გათვალისწინებით. ივანიშვილის რეჟიმის სპიკერებმა შეთანხმების ხელმოწერის დღესვე თქვეს, ყველა სხვა საქმეებს ვაგრძელებთო. შეცდომა იყო ამის წარმოჩენა, თითქოს რაღაც გარღვევა მოხდა.…

მეტი...

ჭიათურაში სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში სამმა ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და  პირი ამოიკერა. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები  კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მიყენებულ ზარალს აპროტესტებენ.  მათი თქმით, კომპანიის მუშაობით მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. მათივე ინფორმაციით, შეთავაზებული კომპენსაცია მიზერულია და მიყენებულ  ზარალს არ  შეესაბამება, ამიტომ ისინი ზარალის კერძო  აუდიტის მიერ დათვლას მოითხოვენ და დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალურ ზომებს სხვებიც შეუერთდებიან. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში მათ კომპანაიების გაცემა დაწყებული აქვთ და ადგილობრივების ნაწილთან შეთანხმება შედგა. მასივე თქმით, მოლაპარაკებაზე უარს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი  აცხადებს და რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

მეტი...

სკოლებში სასწავლო პროცესი 13 მაისს განახლდება

სკოლებში სასწავლო პროცესი 13 მაისს განახლდება. სწავლის დასაწყებად სკოლები სრულ მზადყოფნაში არიან. ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფექციაზე მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.   გაფართოებული ტესტირების პროგრამაში, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული, მათ შორის თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, სადაც დღეს მორიგი ტესტირება სამინისტროს წარმომადგენელთა მეთვალყურეობით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.  სკოლაში როგორც მასწავლებლების, ასევე, მანდატურების, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ტექნიკური პერსონალის შემოწმება, PCR ტექნოლოგიითა და სწრაფი ტესტებით მიმდინარეობს.  სწავლის განახლების პარალელურად, ტესტირება სკოლებში კვლავ უწყვეტად განახლდება.  

მეტი...

“არ ვიცი, გახარია სწორად როგორ მოიქცა?! პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას, სწორად როგორ იქცევა“ – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია პოსტიდან წასვლით პასუხისმგებლობას გაექცა. ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა. „არ ვიცი, ბატონი გახარია სწორად როგორ მოიქცა?! პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას, სწორად როგორ იქცევა“, – აცხადებს მელია. კითხვაზე, გაექცა თუ არა გახარია პასუხისმგებლობას თანამდებობის დატოვებით, მელია პასუხობს რომ „რა თქმა უნდა”. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნდა ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

მეტი...

„დაავადება უფრო სწრაფად და მარტივად გავრცელებადი გახდა“ – ლიკა მულაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„თავშეყრის ადგილას, თუ მოხდა გავრცელება თითქმის იქ მყოფი ყველა ადამიანი ინფიცირდება, არიან მთლიანად დაინფიცირებული ოჯახებიც,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – მცხეთის „კოვიდ კლინიკის“ – „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მისივე თქმით გაიზარდა ინფიცირება ახალგაზრდებში: „დაავადება ერთდროულად უდასტურდება ერთად მყოფ, 30 -40 პაციენტს და ვფიქრობთ ეს ბრიტანული შტამია, ჩვენთან ბავშვების მიღება არ ხდება, თუმცა , როგორც მაქვს ინფორმაცია ბავშვებშიც მაღალია ბავშვებშიც გავრცელება, გაიზარდა საშუალო ასაკიდან პაციენტების მძიმე მიმდინარეობა, 40 წლიდან დაახლოებით, რაც ძალიან მაშფოთებს. რაც უფრო მეტია დადასტურებული შემთხვევა ლეტალობის გაზრდაც მით უფრო მოსალოდნელია, მე პირადად მაქვს…

მეტი...

„დღევანდელი მონაცემებით 106 პაციენტი გვიწევს კლინიკაში და საკმაოდ მძიმე კონტიგენტია“ – ლიკა მუმლაძე “მედიცანტრ მთავარში”

„იყო დღეები სრულად იყო ათვისებული საწოლფონდი, ამ ეტაპზე 30 პაციენტის მიღება შეგვიძლია, თუმცა პაციენტების მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“,-  მცხეთის „კოვიდ კლინიკის“ – „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაცით პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას გადიან საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან. „რეანიმაციაში არის 15 პაციენტი, აქედან 5 არის მართვით სუნთქვაზე, ყველა მათგანს სჭირდება ჟანგბადი ინტენსიურად. კლასტერებზე საუბარი უკვე ძალიან ძნელია, დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება, დაავადება უფრო სწრაფად და მარტივად გავრცელებადი გახდა“ – ლიკა მულაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მეტი...

“პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება” – თამარ გაბუნია

ბოლო პერიოდში ნახტომისებური მატება არ არის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, გუშინდელი მონაცემით, 31 გარდაცვალების შემთხვევა 2 კვირის წინ შემთხვევების მატების ეფექტია. “გარკვეულწილად კარგია ის, რომ ბოლო პერიოდში არ არის ნახტომისებური მატება და საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ მდგომარეობაში, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სამწუხაროდ, გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებული იყო. გუშინდელი მონაცემით, 31 გარდაცვალებაა, რაც ასევე ეფექტია 2 კვირის…

მეტი...

“სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რაც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ, შემდეგ უნდა დაიწყოს კლება, ასეთი მოლოდინი გვაქვს” – თამარ გაბუნია

სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა დაიწყოს კლება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მესამე ტალღის დროს ისეთი მაღალი არ იქნება, როგორც ეს გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთ მაღალ ზრდას, რომელიც იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში არ უნდა ველოდოთ. თუნდაც, იმ მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე ჩამოყალიბებული აქვს იმუნიტეტი, ნაწილი იმუნიზაციის შემდეგ დაემატა. სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა…

მეტი...

შეზღუდვები ტრანსპორტზე და სააღმზრდელო დაწესებულებებზე 13 მაისიდან მოიხსნება

მუნიციპალური ტრანსპორტი 13 მაისიდან აღდგება. “ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია. შეზღუდულია სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება, ასევე შეზღუდულია ტრანსპორტი. 13 მაისიდან აღნიშნული შეიზღუდვები მოიხსნება. საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესი ამ მიზნით გაიზრდება ამცრელი ბრიგადების პუნქტები,”-აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობარსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს

მეტი...

“ზღვის ძალა და მთების სიმაღლე მოგცეს ღმერთმა, სულ წინსვლას და გამარჯვებას გისურვებ“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი ნიკა მელიას

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ნიკა მელიას სოციალური ქსელიდან თავისუფლება მიულოცა: „ნიკა მელიას ვულოცავ თავისუფლებას ასევე გისურვებ ამ მახინჯ და ძალზედ ბოროტ სისტემაზე გამარჯვებას რასაც ჰქვია ქართული ოცნება ზღვის ძალა და მთების სიმაღლე მოგცეს ღმერთმა სულ წინ სვლას და გამარჯვებას გისურვებ,“ – წერს მაჩალიკაშვილი და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.

მეტი...

“13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს” – გიგი უგულავა

13 მაისს ოპოზიციონერ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გიგი უგულავა ავრცელებს. მისი თმით, პროცესი აეროპორტში ძიუდოისტის, საბა გავაშელიშვილის ცემის საქმეს ეხება. “რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე. მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე”, – წერს გიგი უგულავა. 

მეტი...

“თუ უნდათ, რომ ნავალნივით დამაპატიმრონ, მე არ მეშინია” – მიხეილ სააკაშვილი

“თუ უნდათ, რომ ნავალნივით დამაპატიმრონ, მე არ მეშინია” – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსულ არხს Дождь-ს განუცხადა. “ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას, რომელიც სუპერ წარმატებულად ითვლებოდა და რომლის რეფორმების შესახებ დღესაც მონოგრაფებსა და დისერტაციებს წერენ. ამის მაგივრად, ჩვენ უეცრად შუასაუკუნეების ფეოდალური ოლიგარქატი მივიღეთ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. რაც შეეხება ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას, მიხეილ სააკაშვილმა რუსულ არხს განუცხადა, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელიც ადასტურებს, რომ მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 251 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 532 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 349, „პისიარ“ ტესტით – 8 183. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 6,07%, ბოლო შვიდი დღის – 6,35%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 324 256 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 303 679 გამოჯანმრთელდა, 4 336 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 67 136 ადამიანი, დღიურად აცრილია…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 336 -ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 1 788 პირს დაუდასტურდა, 1 251 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 10 მაისს საქართველოში კორონავირუსის 549 შემთხვევა გამოვლინდა, 1 439 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

მეტი...

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული მ. ტ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: ქარხნული წესით დამზადებული, NORINCO MODEL 213 მოდელის პისტოლეტი, ასევე, ამავე იარაღისთვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული რვა ცალი ვაზნა. ხოლო, მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ტოკარევის TT კონსტრუქციის…

მეტი...

“ჩაფიძის გულის ცენტრი, ვეტერანებისთვის 111-ე საქველმოქმედო სამედიცინო აქციას, ხარაგაულში ჩაატარებს

ვეტერანებისთვის მიმდინარე წლის 15 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები,ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი. დევდარიანის ქ. N 41. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები,…

მეტი...

ბათუმში დიდი ოდენობით “სუბოქსინი” და ფული ამოიღეს – დაკავებულია ნარკორეალიზატორი

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 2 პირი, მათ შორის რეალიზატორიც – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით “სუბოქსინი”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “ბათუმში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა ორი პირი, მათ შორის რეალიზარიც. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს თ.ქ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი. პოლიციამ თ.ქ.-ის მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 115 აბი და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო. რაც შეეხება კ.ჩ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო…

მეტი...

სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა

სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა. დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილნი. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, ასევე გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაზე.

მეტი...

“მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა არ უნდა აეკრძალოს” – იაგო ხვიჩია

საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს ერთ-ერთი ძირითადი საკითხი საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვაზე სანქციების გამკაცრება იყო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეების ჩართვა საარჩევნო პერიოდში ქვეყნის სუვერენიტეტზე ცუდად აისახება, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მიმართული ინიციატივაა.  პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უცხო ქვეყნაში მცხოვრებ პირებს ქართულ პოლიტიკაში ჩართვა არ უნდა აეკრძალოთ. “მე მიმაჩნია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას”, მიხეილ სააკაშვილს არ უნდა აეკრძალოს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა. მეტი კონკურენცია ნიშნავს, უკეთესს ხარისხს,”- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია “მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი კი აღნიშნავს,…

მეტი...

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულია სამი პირი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 10 338 კოლოფი, ხოლო თბილისში, 1 477 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 50 000 ლარს აღემატება. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულ იქნა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით…

მეტი...

აშშ-მ „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას იძლევა, „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება მოზარდებშიც მოხდეს. საუბარია 12-15 წლის ასაკზე. „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დაცულობა უფრო გაიზრდება. “მშობლებსა და მეურვეებს შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ სააგენტომ ყველა არსებული მონაცემის მკაცრი და საფუძვლიანი განხილვა განახორციელა,” – განმარტავენ „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში“. კვლევაში, რომელიც აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა,  2 260 ადამიანი მონაწილეობდა და დაინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მეტი...