„გირაოს ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას თავად მელია არ ფლობდა“ – კახა ოქრიაშვილი

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი  კახა ოქრიაშვილი, რომელიც საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდა, აცხადებს, რომ გირაოს ჩარიცხვის შესახებ თავად ნიკანორ მელია ინფორმაციას არ ფლობდა. ოქრიაშვილის თქმით, საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთო ოპოზიციური ფრონტისა და ორ პარტიას შორის თანამშრომლობა.      „მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა. არიან „მოქალაქეები“, არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ და აქ უდიდესი  კითხვის ნიშანია დასმული – არიან თუ არა ისინი ნამდვილი ოპოზიციონერები. ჩვენ, ანუ ნამდვილი, რეალური ოპოზიცია ჩამოვიშორებთ ყველანაირ რბილ ნაწილებს და ერთიანად შევუდგებით მზადებას შემოდგომის პლებისციტისთვის, ანუ ადგილობრივი არჩევნებისთვის. 2012 წლიდან ოპოზიცია ერთიანი და მონოლითური არასდროს ყოფილა. ჩვენ გვინდა…

მეტი...

მელიას გირაოს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში საიამ ჩარიცხა – ორგანიზაცია განმარტებებს აკეთებს

საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკანორ მელიას გირაოს თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და განმარტავს, რატომ ჩაერთო საია ამ პროცესში. ნიკა სიმონიშვილი ადასტურებს, რომ 40 000 ლარი ბიუჯეტში საიამ ჩარიცხა. „დღეს საქართველო არის მნიშვნელოვან პოლიტიკურ კრიზისში“ – ასე ხსნის სიმონიშვილი პროცესში ჩართვის მიზანშეწონილობას. „თქვენ ნახეთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომ გადახდილია ნიკა მელიას გირაო, ხოლო ჩვენ გადავრიცხეთ ბიუჯეტში ეს თანხა იმისთვის, რომ გირაოთი შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ეს თანხა წამოვიდა „ევროპული ფონდიდან დემოკრატიისთვის“, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფუძნებული. ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ეს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე. ეს არ იყო საია-ს…

მეტი...

ევროკავშირმა მელიას 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ნიკანორ მელიას გირაოს თანხა გადახდილია.   „დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების…

მეტი...

ბესიკ თორდუას, ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებასა და თვითმკვლელობისთვის პატიმრობა შეუფარდეს

26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს – ბესიკ თორდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. საუბარია ყაზახეთის მოქალაქეზე, ახალგაზრდა ქალზე, რომელიც საქართველოში ქართულ-ყაზახურ კომპანიაში მუშაობდა. ამავე კომპანიაში მუშაობდა მოძალადეც.   პროკურატურის ინფორმაციით, ბესიკ თორდუამ  2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 26 წლის ქალი გააუპატიურა. ბრალდებულის ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს საქმეში 10 დარღვევა გამოვლინდა

„კოვიდ 19“ ით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, თეკლა თორდიას  საქმეში დარღვევები გამოვლინდა. 19 წლის თეკლა თორდია კორონავირუსის დიაგნოზით 2020 წლის 29 ნოემბერს თბილისში „გერმანულ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა. პაციენტის გადარჩენა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო ვერ მოხერხდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა თეკლა თორდიას საქმეზე რეაგირების მიზნით თბილისის პროკურატურას და ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიმართა. რეგულირების სააგენტოს უკვე დაწყებული ჰქონდა მოკვლევა, მაგრამ გარდაცვლილის მშობლებს გამოვლენილი დარღვევევა-ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმეში ჩართვამდე არ მიუღიათ. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თეკლა თორდიას საქმეზე გამოვლენილია 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება. „რეცენზენტ-ინფექციონისტის დასკვნით, დაავადების…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა

„ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად, საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“  – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერი ზაზა გახელაძის ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ზაზა გახელაძის…

მეტი...

ვირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 263 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 900 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 162, ქვემო ქართლი – 72, შიდა ქართლი – 52, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 115, კახეთი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

მეტი...

ერთ დღეში, ვირუსით 1564 ადამიანი დაინფიცირდა

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 564 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  320 830-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.71%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 693  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 299 500-მდე.

მეტი...

საქართველო „წითელი ჯვრისგან“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ მიიღებს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონკრეტულად როდის მიიღებს საქართველო დამატებითი ვაქცინის დოზებს, დამატებით დაზუსტდება. „იგეგმება კონკრეტულად „სინოფარმის“ ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის „წითელი ჯვრის“ საშუალებით. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც „წითელი ჯვარი“ შემოგვთავაზებს“, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა თორმეტ ქვეყანას „მწვანე სტატუსი“ მიანიჭა და აკრძალვა მოუხსნა

გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას კარანტინს უხსნის და სრულ თავისუფლებას აძლევს. 17 მაისიდან, ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ ინგლისის ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილება. მათ კარანტინის გავლა არ მოუწევთ. ე.წ. მწვანე სიაში მოხვდნენ: პორტუგალია, ისრაელი, გიბრალტარი, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ირლანდია, გიბრალტარი,  ფერარის კუნძული, ბრუნეი და კიდევ რამდენიმე კუნძული.    რაც შეეხება თურქეთს, მალდივებს და ნეპალს, მათ ინგლისი 12 მაისიდან „წითელ სიაში“ შეიყვანს.  ამ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებს 10 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.  

მეტი...

გააუპატიურა, თვითმკვლელობამდე მიიყვანა და მერვე სართულიდან გადახტა

გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბესიკ თორდუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. დაკავებულის ქმედების გამო, მსხვერპლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საუბარია 26 წლის ყაზახ გოგონაზე, რომელიც საქართველოში სამუშაოდ იყო ჩამოსული. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პროკურატურიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბესიკ თორდიამ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბესიკ თორდუას ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  „სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე…

მეტი...