“ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება” – შსს-ს განცხადება 

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოწოდებული ინფორმაციით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. საჯარო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ორგანიზატორების წერილობითი მომართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან კომუნიკაციისას განიხილა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და ღონისძიებების ჩატარების…

მეტი...

საყოველთაო ინტერნეტიზაცია მთელ საქართველოში გაგრძელდება და 2025 წელს დასრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2025 წელს დასრულდება. საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამაზე მან გურიაში ისაუბრა. „ივლისიდან დაიწყება მშენებლობა 50 კმ ქსელის 13 დასახლებული პუნქტისთვის და ეს არის 10 500 ადამიანი, ხოლო მომავალი წლის გაზაფხულიდან ამას დაემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ რვა დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 11 000 ადამიანი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე განმარტებით,  სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში 5 000 კმ. ოპტიკური ქსელი აშენდება, რომლითაც მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას მიიღებს საქართველოში მცხოვრები 500 000-ზე მეტი ადამიანი. „მომავალი…

მეტი...

დაუდგენელია, მოკლეს თუ არა „ჰამასის“ ლიდერები

ისრაელმა „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაურების საცხოვრებელ სახლებზე შეტევა განახორციელა. მთავარი სამიზნე „ალყასაბამის ბრიგადის“ მეთაური გახდა.    ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცრების განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე „ჰამასის“ სამხედრო ფრთის, „ალ-ყასამის ბრიგადის“ მეთაური და მისი მოადგილე გახდა. შეტევა ღაზას ალ-ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში განხორციელდა. ამ ეტაპისთვის უცნობია, ისრაელმა გაანადგურა თუ არა „ჰამასის“ ლიდერები.

მეტი...

ცოლის დის გაუპატიურების ორ ეპიზოდზე პროკურატურამ ყაზახეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა

26 წლის აისელ აიტპაევას გაუპატიურების ფაქტთან დაკაშირებით, საქართველოს პროკურატურამ ყაზახეთის მოქალაქე მ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ორჯერ დაამყარა. „მ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ასევე, ა.ა.-ს გაუპატიურების და…

მეტი...

„კომენდანტის საათის” გადაწევაზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს „კომენდანტის საათის” გადაწევასთან დაკავშირებით. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქება არ იგეგმება. „პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა. აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია”,-აცხადებს გაბუნია.

მეტი...

ისრაელი სახმელეთო ოპერაციას იწყებს – გაფრთხილების დრო იწურება

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, სამხედრო ექიმი, მამუკა დავარაშვილისოციალურ ქსელში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს ეხმაურება და წერს, რომ რამდენიმე წუთში ისრაელი სახმელეთო შეტევას პალესტინის წინააღმდეგ იწყებს. ის ასევე, ფოტო მასალას აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ემზადებიან ისრაელელები შეტევისთვის და რა სამხედრო ტექნიკას გამოიყენებენ. მზადდება სახმელეთო შესვლა 30 წუთის განმავლობაში. განადგურებული იქნა “ჰამასის” 150 ობიექტი, გაშვებული იქნა სხვადასხვა კალიბრის 1 200 ყუმბარა”ჰამასის” ობიექტების მიმართულებით, განადგურებულია რაკეტების გამშვები 14 დანადგარი ტერორისტებთან ერთად, მოკლული იქნა “ჰამასის” 14 მეთაური. ზავს იხვეწებიან, არავითარი ზავი, არავითარი დანდობა არასდროს… ისრაელის ჯარი მშვიდობიან მოსახლეობას არ ესვრის -მხოლოდ წერტილოვანი დარტყმები. სამაგიეროდ… არაბების მთავარი სამიზნე…

მეტი...

“სახელმწიფოს საზიანო გადაწყვეტილება საზღვრის დამდგენი კომისიის მხრიდან არ მომხდარა” – დავით გარეჯის საქმეზე დაკითხული მომწეები

საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ბრალდების მხარის ორი მოწმის, ზურაბ გუმბერიძისა და გელა დუმბაძის დაკითხვა დასრულდა. გუმბერიძე 2007 წლამდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, დუმბაძე კი მისი მრჩეველი იყო. როგორც ირკვევა, ორივე მათგანი ბაქოში საზღვრის დამდგენი კომისიის ორმხრივი სხდომის ოქმის ხელმომწერები არიან.  მოწმეებმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადეს, რომ რასაც ახლა პროკურატურა სწავლობს, სახელმწიფოს საზიანო გადაწყვეტილება საზღვრის დამდგენი კომისიის მხრიდან არ მომხდარა.  მოწმეები ასევე აცხადებენ, რომ ისინი მათი წარსული საქმიანობის გამო დაკითხეს, მათივე თქმით, კითხვები მათი კომპეტენციის ფარგლებში იყო დასმული.  “კომისია მოდიოდა შედეგებით, რასაც შემდეგ ვიხილავდით, გამორიცხულია ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები,”- აცხადებს საქართველოს ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ…

მეტი...

“ჰამასს” ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ “ჰამასი” ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის მომხდარის გამო. “მე განვაცხადე, რომ “ჰამასს” ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა”, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. საჰაერო იერიშების პარალელურად ისრაელი “ჰამასს” ხმელეთიდანაც უტევს. გრძელდება მოძრაობა “ჰამასის” სარაკეტო დარტყმები ისრაელის ქალაქებზეც.

მეტი...

შევა თუ არა “ენმ” პარლამენტში? – პარტია გადაწყვეტილების მიღებას მოსახლეობას ანდობს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია. როგორ მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრაგმატული და რაციონალური იქნება. „კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს, შესაძლებელია მეც მქონდეს მიღებული, წინ შეიძლება ბევრი არაფერი მედგეს, რომ დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება ან ჩემ თავზე ავიღო ის, რაც თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, რასაც პასუხისმგებლობას ვეძახით, მაგრამ ამას განგებ არ ვაკეთებ და გეტყვით რატომ, არაერთხელ ვთქვი და მიხარია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას…

მეტი...

ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი ახალ მასშტაბებს იძენს – ისრაელმა ღაზის სექტორზე შეტევაში არტილერია და ტანკები ჩართო. უწყვეტ საომარი მოქმედებებთან ერთად ვითარებას ამწვავებს დაპირისპირება რიგით მოქალაქეებს შორის, ერთნიკურად არაბი და ებრაელი მოსახლეობა ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდება. სწორედ მსგავსი თავდასხმის დროს დაშავდა ისრაელში, ქალაქ აკოში მცხოვრები ქართველი-ებრაელი, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო.

მეტი...

ირაკლი კობახიძეს შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გააკეთა, დაკმაყოფილდეს – დაგველოდოს ბატონი ირაკლი! – ნიკა მელია

ირაკლი კობახიძეს შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს ბატონი ირაკლი, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება. მანვე აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აღარ შერჩა რესურსი, ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთოს. „შეიძლება გაუმართლოს ირაკლი კობახიძეს და ეს განცხადება, რომელიც მან გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს, ბატონი ირაკლი! ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური, პოლიტიკური უპირატესობა და ბევრი სხვა უპირატესობა უკვე მოპოვებული გვაქვს. მესმის მათი მღელვარების, დარდის… უბრალოდ, აღარ შერჩათ რესურსი ღირსეული, დამაჯერებელი,…

მეტი...

“მიხარია, რომ პროექტს Log in Georgia ვიწყებთ სწორედ ბახვის საჯარო სკოლიდან, სადაც დღეიდან ინტერნეტი სრულად ხელმისაწვდომია” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეიდან ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროექტი Log in Georgia, რომელიც „ოუფენ ნეტის“ მიერ ხორციელდება და რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სკოლაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და დღეიდან 49 დასახლებულ პუნქტში 29 000 მოქალაქეს უკვე შეუძლია, ისარგებლოს სხვადასხვა სერვისით. „მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა და სწორედ ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი გურიიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ. ამ პროგრამის განხორციელებით 49 დასახლებული პუნქტის 29 000-მდე ჩვენს მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა, ისარგებლონ ისეთი…

მეტი...

ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინების 15 000 დოზა დაამტკიცა

ლიეტუვამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინების 200 000 დოზა დაამტკიცა, მათ შორის საქართველოსთვისაც, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. „სიტყვა შევასრულეთ – მთავრობამ ახლახანს დაამტკიცა 200 000 ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ – უკრაინას 100 000 ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი ვაქცინა და მოლდოვას – 11 ათასი. ეს მცირე ნაბიჯია ლიეტუვასგან. იმედია, ჩვენი ევროპელი პარტნიორები სოლიდარობით შემოგვიერთდებინ“, – წერს ლანდსბერგისი ტვიტერზე.

მეტი...

“ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას” – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას და შემდეგ, თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა, თუ არა.  “მე ვფიქრობ, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს, სად იმყოფება. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ გავაგრძელეთ საგამოძიებო კომისიის ვადა, რომელიც მუშაობს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და გახსოვთ თქვენ, ოპოზიციამ იქ ისაუბრა, რომ ეს კომისია რაღატომ არის საჭირო, ხომ არსებობს 19 აპრილის შეთანხმება და მოდით წინ გავიხედოთო, 6 თვე თუ მეტი,ოპოზიციამ ეს ქვეყანა აჯანჯღარა იმით, რომ იყო არჩევნები გაყალბებული და ახლა როცა აქვს შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, მტკიცებულებები…

მეტი...

“ბოიკოტს აზრი აღარ აქვს – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს” -პეტრე ცისკარიშვილი

ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება, მე-10 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ახლა ის მოცემულობაა, როდესაც ბოიკოტს აზრი აღარ აქვს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები, მსჯელობენ და პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. „პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, რამდენიმე დღეა რაც საპყრობილედან გამოვიდა. მას დამატებითი კონსულტაციები სჭირდება სხვადასხვა ჯგუფებთან, პარტიის წევრებთან და ამ გადაწყვეტილებას უახლოეს ხანებში მივიღებთ. ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება, მე-10 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს,…

მეტი...

“ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნება, თუმცა რა შეიცვლება და რა არა, ამას პარლამენტი გადაწყვეტს” – ირაკლი კობახიძე

კონსულტაციები გვექნება, თუმცა რა შეიცვლება და რა არა, ამას საბოლოოდ პარლამენტი გადაწყვეტს, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ამით კობახიძემ კომენტარი გააკეთა 20 ივნისის დაზარალებულების მოთხოვნაზე, რომ ამნისტიის კანონპროექტის უკან გაწვევა მოხდეს. „ამნისტია საერთოდ არ იყო ჩვენი ინიციატივა და ჩვენი იდეა, ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა და ამ ინიციატივის საფუძველზე ჩაიდო ის მიშელის დოკუმენტში. აქ საუბარია, რომ ამნისტია უნდა შეეხებოდეს ორივე მხარეს, იგულისხმება როგორც შეტევის განმახორციელებლები, ასევე შეტევის მომგერიებლები. ეს იყო ელჩების იდეა. მოგვიანებით გაჩნდა საპირისპირო პოზიცია და ამასთან დაკავშირებით ჩვენი რეაქცია იყო ის, რომ…

მეტი...

საქალაქო სასამართლო “რუსთავი 2-ის” საქმეზე მსჯელობს – საქმე ეხება დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელს

საქალაქო სასამართლო “რუსთავი 2-ის” საქმეზე მსჯელობს. საქმე ეხება ტელევიზიის დამფუძნებლების – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელს. მოსარჩელე მხარე დღეს მტკიცებულებების გადაცემას და საკუთარი მოწმეების დამატებას მოითხოვს. “რუსთავი 2-ის” ამჟამინდელი დირექტორი პაატა სალია საქმესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სხდომის დასრულების შემდეგ დააფიქსირებს. სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა “რუსთავი 2”-ის სამოც პროცენტიანი წილი. მას შემდეგ დღემდე, ამ საქმეზე სასამართლოს არც ერთი სხდომა არ გამართულა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მოსარჩელეებმა “მედიაცენტრ მთავარში” კონფერენცია გაამრთეს, სადაც სარჩელის დეტალებზე ისაუბრეს.

მეტი...

კოვიდაფეთქება 51-ე სკოლაში – ინფექციას ერთ-ერთი მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა

51-ე სკოლაში კორონავირუსი გავრცელდა. ინფიცირებულია რამდენიმე პედაგოგი, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაიღუპა. გარდაცვლილი მასწავლებელი 71 წლის ქალია, რომელიც სკოლაში ბიოლოგიას ასწავლიდა. ვირუსის გავრცელების მიუხედავად, განათლების სამინისტრო სკოლის ადმინისტრაციას სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაციას არ აძლევს.

მეტი...

“სასწრაფოდ შემოვიდნენ, გვაკლია, გვენატრება – 35 ოპოზიციონერზე უარის თქმის ფუფუნება პარლამენტში არ გვაქვს” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, პარლამენტში სასწრაფოდ შევიდნენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 35 დეპუტატზე უარის თქმის ფუფუნება არ აქვთ. „გვაკლია. გვენატრება, 35 ოპოზიციონერზე უარის თქმის ფუფუნება ამ პარლამენტში არ გვაქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მეტი...

“არა მხოლოდ “ლელოსთან”, არამედ სხვა პარტიებთანაც ვაპირებ შეხვედრას” – კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ფრაქციას “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ხვდება.  პარლამენტის თავმჯდომარე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც გეგმავს შეხვედრას. “გაცნობითი სახის შეხვედრაა, რადგან ზოგს ვიცნობ, ზოგს არ ვიცნობ. მაქვს სურვილი, არა მხოლოდ “ლელოს”, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შევხვდე. რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად არიან პარლამენტის წევრები, თუ რამე დახმარება სჭირდებათ, ტექნიკური იქნება თუ სხვა სახის, ჩემი მხრიდან მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერა. ამიტომ არა მხოლოდ “ლელოსთან”, არამედ სხვა პარტიებთანაც ვაპირებ შეხვედრას. ყველა საკითხზე ვისაუბრებ, რაც მათთვის აქტუალურია,” – აღნიშნა კახა კუჭავამ. ლელოს წევრის დავით უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად შარლ მიშელის დოკუმენტში…

მეტი...

“ქართული დემოკრატისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი” – ირაკლი კობახიძე

უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არა, მნიშვნელოვანი არ არის. „ეს არა არის არც სუბიექტურად, არც ობიექტურად საინტერესო არავისთვის, მათ შორის არც ჩვენთვის. მთავარია, რომ პარლამენტი სათანადოდ არის დაკომპლექტებუყლი, ოპოზიცია არის სათანადოდ წარმოდგენილი, ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ხელოვნური კრიზისი უვე წარსულს არის ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არ შემოვა, ამას არავისთვის, არც სუბექტურად და არც ობიექტურად, აღარ აქვს…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ჩინური Sinopharm-ით აიცრა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. ის ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. ირაკლი კობახიძემ ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 790, იმერეთში – 168, აჭარაში – 117

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 790, იმერეთში – 168, აჭარაში – 117, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 651 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 817 PCR ტესტით. „ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 390 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 327 831-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.35%,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 070 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 468 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 651, „პისიარ“ ტესტით – 10 817. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 3,61%, ბოლო 14 დღის – 5,35%, ბოლო 7 დღის – 4,4%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 327 831 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 307 334 გამოჯანმრთელდა, 4 397 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 81 076 ადამიანი, დღიურად…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 397 -ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 1 390 პირს დაუდასტურდა, 1 070 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 13 მაისს საქართველოში კორონავირუსის 776 შემთხვევა გამოვლინდა, 1 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

მეტი...

ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით იუსტიციის სამინისტროს თავად მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ადეშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს იუსტიციის სამინისტროშიც, სადაც განმარტეს: “მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მომართა ზურაბ ადეიშვილმა (წარმომადგენლის მეშვეობით) და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული…

მეტი...

ბათუმში ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. ქალი ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ნახეს გარდაცვლილი, მამაკაცი კი კორპუსის ეზოში. მეზობლების ინფორმაციით, დილის 6 საათზე, მე-19 სართულიდან ხმაური შემოესმათ, რის შემდეგაც კორპუსის ეზოში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი და მამაკაცი სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არ არიან. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

თბილისში დიდი ოდენობით “ჰეროინი” ამოიღეს – ფაქტზე დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს”. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს,” – ნათქვამია განცხადებაში. 

მეტი...

რას ითხოვენ 20 ივნისს დაზარალებული დიმპლომატებისგან – ადრესატები კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი

20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში წერილს მიიტანენ, რომლის ადრესატები კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი არიან. დაზარალებულები ითხოვენ მედიატორებისგან დახმარებას რათა პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტების იმპლემენტირება არ მოხდეს.

მეტი...

ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ისრაელში „ჰამასის“ დრონი ჩამოაგდეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ისრაელში შეჭრილი „ჰამასის“ დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის დაპირისპირება არ წყდება. ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები განახორციელა. „ჰამასმა“ კი ისრაელის ქალაქების აშდოდის, აშკელონისა და ბეერ-შევას მიმართულებით რაკეტები ისროლა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა აშკელონში 7-სართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც 60 წლის მამაკაცი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქალაქზე დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

მეტი...

“როდესაც ხელმოწერა და განხილვა იყო კაციშვილს ხმა არ ამოუღია” – ირაკლი ზარქუა ამნისტიის პროექტზე

მმართველი გუნდის განმარტებით, 20 ივნისის მოვლენებზე შემუშავებული კანონპროექტი ზუსტად ასახავს შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაწერილ პუნქტებს. მათივე განმარტებით, იმედი აქვთ ოპოზიციური სპექტრი გაიაზრებს, რომ მათი დოკუმენტი არასამართლიანია და მხარს უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ პროექტს დაუჭერენ. “რაღაცა ინიციატივა, რომ არის, ხომ უნდა იყოს არგუმენტირებული. ერთ მხარეს ვკითხოთ და მეორე მხარეს არ ვკითხოთ, ეს სადაური წესია, ან რა სამართლიანობას ეფუძნება? როდესაც ხდებოდა ხელმოწერა და იყო განხილვა, კაციშვილს ხმა არ ამოუღია. დაეფიქსირებინათ იქ, რომ იცით, რა ჩვენ არ გვაწყობს ეს ფორმულირება. ეთქვათ და იქ ხომ პასუხს გასცემდა, როგორც ჩვენი ევროპელი შუამავალი, ან ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს…

მეტი...