“მე და ნიკა მელია შევთანხმდით მზიან საქართველოში შეხვედრაზე, როგორც კარგი მეგობრები, რომლებსაც უყვართ თავისუფლება” – ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ტელეფონით ესაუბრა.

მელიასთან კომუნიკაციის შესახებ პავილიონისი სოციალურ ქსელში თავად წერს.

„მე ტელეფონით ვესაუბრე ციხიდან გათავისუფლებულ, საქართველოს ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას, რომელმაც გულწრფელად მადლობა გადაუხადა ლიტვას მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა ზოგადად ევროკავშირსა და აშშ-ს უმაღლესი დონის პროცესის მობილიზებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო არის დასავლეთის დედაქალაქების ყურადღების ცენტრში. ჩვენ შევთანხმდით ზაფხულში, მზიან საქართველოში შეხვედრაზე, როგორც ძველი, კარგი მეგობრების, რომლებსაც უყვართ თავისუფლება და სჯერათ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

მსგავსი თემები