“ლელომ” პირველი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა, რომელსაც სხვა ოპოზიციური წევრებიც შეუერთდნენ

  •  

პარტია “ლელომ” პირველი ოპოზიცური ფრაქცია შექმნა, რომელსაც სხვა ოპოზიციური წევრებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

ფრაქციას სხვა ოპოზიციური პარტიებიდან წამოსული რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა – სალომე სამადაშვილი და შალვა შავგულიძე, ასევე არმაზ ახვლედიანი.

“მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მე-10-ე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია – ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის”. ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას წარდგენილი პარლამენტში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში, რომელიც მძაფრად დგას ჩვენს წინაშე. ასევე, იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი უწყვეტი იქნება. მე მინდა დიდი სიხარულით დავადასტურო ფრაქციაში სალომე სამადაშვილის, არმაზ ახვლედიანის, შალვა შავგულიძისა და დავით უსუფაშვილის შემოერთება,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

მსგავსი თემები