ოპოზიციამ 15 მაისს დაგეგმილი აქცია გააუქმა

ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ 15 მაისს აქცია არ უნდა ჩატარდეს, რადგანაც, პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და აქციის საჭიროებაც არ არსებობს.   

როგორც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  ნიკანორ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაგეგმილი აქცია არ გაიმართება.

„დღეს ვითარება სრულიად შეცვლილია. რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს. 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა არ არსებობს. ეს ისედაც ცხადი იყო“, – განაცხადა ნიკანორ მელიამ მედიასთან.

მსგავსი თემები