კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,79 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,79 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,43 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,56 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 776 პირს დაუდასტურდა, 1 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები