“რურუას და მელიას გამოშვება იყო ის ზღვარი, სადამდეც მე არ ვმონაწილეობდი პარლამენტის მუშაობაში და რომლის შემდეგაც ვუბრუნდები პარლამენტს მიშელის დოკუმენტის შესაბამისად” – დავით ბაქრაძე

  •  

გიორგი რურუას და ნიკა მელიას გამოშვება იყო ის ზღვარი, სადამდეც მე არ ვმონაწილეობდი პარლამენტის მუშაობაში და რომლის შემდეგაც ვუბრუნდები პარლამენტს პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.

როგორც მან აღნიშნა, რურუას და მელიას გათავისუფლებამ შექმნა მოცემულობა, რომ არა მხოლოდ მან, არამედ მთლიანად საპარლამენტო ოპოზიციამ სრულფასოვნად დაიწყოს საპარლამენტო საქმიანობა.

„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მე განვაცხადე, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩავერთვებოდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც გათავისუფლდებოდნენ პოლიტპატიმრები. დღეს ნიკა მელია და გიორგი რურუა თავისუფლები არიან. მუშაობის ეს ეტაპი დასრულებულია და მათმა თავისუფლებამ შექმნა იმის პირობები, რომ საპარლამენტო ოპოზიცია და არა მხოლოდ მე სრულფასოვნად ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში ყველა იმ საკითხზე სამუშაოდ, რაც დღეს აწუხებს მოსახლეობას,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

მსგავსი თემები