საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს – თავდაცვის მინისტრს პარლამენტში უსმენენ

საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს – სიახლის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში თითქმის ორი საათია იმყოფება.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლაში თავდაპირველად ყურადღება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე გაამახვილა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია რეგიონში. სწორედ ამ კუთხით, მან ხაზი გაუსვა სამთავრობო პროგრამას, რომელიც ტოტალურ თავდაცვას გულისხმობს. ამ კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ პარტნიორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ისაუბრა, კერძოდ საფრანგეთთან, რომელიც წლის ბოლომდე საქართველოს ახალ ტექნიკას გადმოსცემს.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლომდე ასევე ამოქმედდება ქართულ-ებრაული ცენტრი, რომელიც M4-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების წარმოებას დაიწყებს.

მოხსენების ძირითადი ნაწილი NATO-სთან თანამშრომლობას დაეთმო და ამ კუთხით თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პარტნიორთან ურთიერთობა საკმაოდ გაღრმავდა და სრულიად სხვა ეტაპზე არის გადასული.

მინისტრს ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი და კრიტიკული შეკითხვა დაუსვეს. ამ ეტაპზე პარლამენტში შესვენებაა.

მსგავსი თემები