საქართველოს პატრიარქი ისრაელ-პალესტინას შორის საომარ მოქმედებებს ეხმიანება

„წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან“ – ბრძანებს კათოლიკოს პატრიარქი.

ილია მეორე ყველას მოუწოდებს, ილოცონ ისრაელისთვის.

„ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის. „ღმერთი მშვიდობისაჲ იყავნ ყოველთა თანა, ამინ!“, – ვკითხულობთ მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს

მსგავსი თემები