პოლონეთში საქართველოს 50 წლამდე მოქალაქეს ეძებენ

პოლონეთში საქართველოს 50 წლამდე მოქალაქეს ეძებენ. მამაკაცი 18 აპრილის შემდეგ კონტაქტზე არავისთან გასულა. არსებული ინფორმაციით, პაატა ჩიქობავა ემიგრაციაში სამუშაოდ იმყოფებოდა. ისინი რაიმე ტიპის უთანხმოებას ან კონფლიქტს გამორიცხავენ. დახმარებისთვის უკვე მიმართეს საკონსულოს, დაკარგულს ეძებს ადგილობრივი პოლიცია. მამაკაცი პოზნანში ცხოვრობდა. 

მეტი...

“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ტურისტებს ევროპაში მოგზაურობის უფლება უნდა ჰქონდეთ” – ევროკომისიის რეკომენდაცია

ევროკომისიის რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ტურისტებს მოგზაურობის უფლება უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის მიერ 3 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. ეს არის პირველი შემთხვევა, პანდემიის დაწყების შემდეგ, როდესაც ევროკომისია აძლევს რეკომენდაციას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ ის მოქალაქეები, რომელთა მოგზაურობა გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში მოგზაურობა დაშვებული უნდა იყოს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესებულია და ასევე იმ პირთათვის, ვისაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული. ამასთან, მოგზაურობის ნებართვა შესაძლოა, გავრცელდეს იმ პირებზეც, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ვაქცინით არის აცრილი. ამასთან, ევროკომისიაში გამოდიან რეკომენდაციით, რომ კორონავირუსის ახალი…

მეტი...

“ეს არის პანდემიის 100-პროცენტიანი დასასრული” – თენგიზ ცერცვაძე

ვაქცინას პლუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული, – ასე ეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას, რომ წლის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღდეგო მედიკამენტი მზად იქნება. ამასთან, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საეჭვოა წლის ბოლომდე მედიკამენტის კვლევის სამივე ფაზის გატარება მოახერხონ. „პფაიზერის აღმასრულებელმა დირექტორმა პირდაპირ განაცხადა, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება ორი ფორმა მედიკამენტის, ინტრავენური, ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის და ტაბლეტური, სახლში დარჩენილი პაციენტებისთვის. ეს ძალიან თამამი განცხადება იყო, რადგან სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევებს რომ ჩავეძიეთ, ჯერჯერობით ეს მედიკამენტი მხოლოდ პირველ ფაზას გადის. თუ წლის ბოლომდე მართლა მოახერხებს სამივე…

მეტი...

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეზღუდვებიდან გამომდინარე, პოლიციამ სასულიერო პირებს სასაფლაოებზე შესვლისა და საფლავების კურთხევის ნება არ მისცა” – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პოლიციამ სასულიერო პირებს სასაფლაოებზე შესვლისა და საფლავების კურთხევის ნება არ მისცა. “როგორც ირკვევა, აღნიშნული გაუგებრობა კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. ამჟამად პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია გაათავისუფლეს

მოძრაობა ” საქართველოსთვის” წევრი ნიკა ნარსია გაათავისუფლეს. ნარსია მის დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. მისი თქმით, აღდგომას დის და მამის საფლავზე მისვლას ცდილობდა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. მისივე თქმით, პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა. მომხდარზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მეტი...

სუს-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყოფენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხურვალეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. მათივე ინფორმაციით, ინციდენტის ადგილი არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია, არამედ, ოკუპირებული ტერიტორია იყო. ცნობისთვის, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, გუშინ, ოკუპირებული ტერიტორიიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 4 პირი რუსი სამხედროების მანქანით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა, რასაც პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

მეტი...

კორონავირუსით ბათუმში 34 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში 34 წლის კოვიდპაციენტი გარდაიცვალა – ახალგაზრდა ქალი კლინიკა “”ბიემსიში”” მკურნალობდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში 8 აპრილს შეიყვანეს. პაციენტს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭირო გახდა მისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა. 34 წლის ქალს თავის ტვინის ინფარქტი განუვითარდა. პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

“ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს, ამის ერთადერთი ბერკეტი ევროკავშირის გირაოა” – სერგო ჩიხლაძე

ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფდეს, ამის ერთადერთი ბერკეტი არის ევროკავშირის გირაო, სხვა ბერკეტი არ არსებობს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არც „ქართულ ოცნებას“ და არც არავის არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ მედიატორების საშუალებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებიდან რომელიმე პუნქტი მაინც ჩავარდეს. „ეს არის სწორი პოზიაცია, დიახ, ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფდეს, ამის ერთადერთი ბერკეტი არის ევროკავშირის გირაო, სხვა ბერკეტი არ არსებობს. იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება და ნიკა მელია თავისუფალი იქნება. ამნისტიის კანონზე ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, ავიღეთ პასუხისმგებლობა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გიდასტურებთ, რომ ამნისტიის კანონზე…

მეტი...

“ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის „ვაქცინა“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ” – კარლ ჰარცელი

ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის „ვაქცინა“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომლის წლევანდელი თემა არის „ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა“, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა. „დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით Covid-19-თან დაკავშირებულ „ინფოდემიას“ ეხება. აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის „ვაქცინა“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თქვენი ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას…

მეტი...

ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა შეჩერებული იქნება

ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა შეჩერებული იქნება. არ გაიმართება პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები, რაც მიმდინარე კვირის საპარლამენტო აქტივობა უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ, არც მომავლი კვირისთვის ჩასატარებელი პლენარული სხდომა. შეგახსენებ, კორონავირუსთან დაკავშირებით, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.

მეტი...

“რუსული სამხედრო მანქანით, მოვიდნენ ზედა სასაფლაოზე, გადმოკვეთეს საოკუპაციო ხაზი” – დავით ქაცარავა

ხურვალეთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ პირები, რომელთაც საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს, სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები, იარაღი არ ჰქონდათ და ქართულ- ოსურად საუბრობდნენ. მათივე შეფასებით, გადმოსულები რუსი სამხედროები არ უნდა ყოფილიყვნენ.  “ოთხი ადამიანი გადმოვიდა იმ სასაფლაოდან ქვემოთ, ჩვენს სასაფლაოზე აპირებდა შემოსვლას, ეტყობა და უფრო ქვემოთ შეიძლება ჩამოსულიყვნენ, რადგან, აშკარად ლაპარაკობდნენ ქართულად და ოსურად და რუსები არ იყვნენ. შეუიარაღებლები იყვნენ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები, მაგრამ ვინ იყვნენ, ვერ დავადგინეთ,”- განაცხადა ხურვალეთის ერთ-ერთმა მკვიდრმა.  ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, გადმოსულებს მხარს რუსული საოკუპაციო ძალები უჭერდნენ და ისინი რუსული სამხედრო მანქანით გადადგილდებოდნენ.  “სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები რომლებიც გადაადგილდებოდნენ ე.წ. ტაბლეტკით,…

მეტი...

ხევში გადაჩეხილი ტურისტი გარდაიცვალა

მესტიაში, გულის უღელტეხილიდან ტურისტი ხევში გადაიჩეხა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებთ გაცხადებას ავრცელებს. “შევიდა ინფორმაცია, რომ მესტიაში, გულის უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოში აშშ-დან შემოვიდა, სპეციალური ზარი კომპანიიდან, სადაც დაფიქსირდა მესტიაში მყოფი ტურისტების SOS სიგნალი და კოორდინატები. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, იყო გარდაცვლილი. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მოქალაქეების დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით და სპეციალური აღჭურვილობით გავიდნენ სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად იპოვეს…

მეტი...

რეგულაციების დარღვევისთვის 277 პირი დააჯარიმეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 277 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 65 პირი დააჯარიმა. უწყების ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.  „გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 185 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 27 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში, 68 აჭარაში, 38 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარაში – 68, იმერეთში – 15, ქვემო ქართლში – 15, შიდა ქართლი – ოთხი, გურიაში – სამი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 38, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – ხუთი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ორი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 513, საიდანაც: 4 114 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 298, აჭარაში – 483, იმერეთში – 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 801…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 4 163 შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 200 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

ინფიცირების 509 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 200 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 476 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 111 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 365 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  312 954-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.0%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.6%.  ბოლო 24 საათში ვისურისგან გამოჯანმტღელდა, 1 200  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 294…

მეტი...

„წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება…“ – გიორგი ფხაკაძე

კარგი ამბავი არის ის, რომ ამერიკაში და ევროპაში სექტემბრისთვის ეპიდემია იქნება კონტროლქვეშ მეტ-ნაკლებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დალაგდება ამერიკაში და ევროპაში სიტუაცია და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოსაც მიხედავენ. „მე მაინც იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება. საიდან, როგორ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ, ალბათ, დააკვირდით, რომ როცა რაღაცას ვამბობ, ახდება ხოლმე. გაგიმხელთ, მე მინდა, რომ ჩამოვიდე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ ჩამოვალ საქართველოში. სექტემბერ-ოქტომბერში ევროპის ქვეყნები უკვე მიხედავენ თავიანთ სამეზობლოს და ჩვენც მოვყვებით ამ პროცესში. მანამდე როგორმე გავიტანოთ თავი და ბევრი სისულელე არ გავაკეთოთ, მე…

მეტი...

„ვულოცავ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ვულოცავ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს,- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს. მთავრობის მეთაურის თქმით,ქალბატონი ნონას განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ ჩვენს ქვეყანას მრავალი წარმატება მოუტანა, მისი სახელი მხოლოდ გამარჯვებასთან არის დაკავშირებული და ეროვნული სიამაყის გრძნობით ავსებს ყველა ქართველს. “მსოფლიოს უდიდესი მოჭადრაკისა და საქართველოს ნამდვილი პატრიოტის ღვაწლი ჩვენი საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით არის დაფასებული. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ ნონას დაბადების დღეს და ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და გამარჯვებებს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

„ღმერთს შევპირდი, თუ ფეხმძიმე მეუღლეს გადამირჩენდა, ჩავბარდებოდი“ – მამა სერაფიმეს მძიმე ისტორია და კავშირი ეკლესიასთან

ქანდის მონასტერში, ასურელი ბერის მამა სერაფიმეს გალობის მოსასმენად სხვადასხვა ქალაქებიდან დღემდე ბევრი მორწმუნე ჩადის. ბერს წარმოშობით მესოპოტამიიდან, არასდროს უფიქრია, რომ ის ღმერთს მიუძღვნიდა საკუთარ ცხოვრებას, თუმცა, შექმნილმა ჯანმრთელობის პრობლემამ და ორსული მეუღლის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხმა ღმერთთან მიიყვანა. „1999 წელს, უცებ გავხდი ცუდად. გულზე შემექმნა პრობლემები. საკმაოდ მაღალი წნევა მაწუხებდა და სასწრაფოს ხშირი გამოძახება მიწევდა. შედეგ დადგინა, რომ ნევროზი მქონდა. ახლობელმა მითხრა, ეკლესიაში იარე და უკეთ იქნებიო. ერთხელ, როცა ეკლესიიდან ვბრუნდებოდი, ისეთი ძლიერი გულის შეტევა მქონდა, აუტანელი იყო. სულ წამლებით დავდიოდი. ამის შემდეგ, დავვარდი მუხლებზე, ხელები აღვმართე ზეცისკენ და უფალს ვთხოვე დახმარება“…

მეტი...

„ვფიქრობ მაისის პირველ ნახევარში გვექნება პოსტკოვიდური გართულებები ბავშვებში“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

“პოსტკოვიდური გართულებები, სრულ სინქრონშია კორონავირუსის მატებასთან, 68 პაციენტია იაშვილის კლინიკაში გატარებული პოსტკოვიდური გართულებებით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. პროფესორის ვარაუდით მაისი დასაწყისში შესაძლოა დაფიქსირდეს პოსტკოვიდური გართულებების მატება: ახლა ეს შემთხვევები უკვე მომატებულია, მომატებულ შემთხვევებს სამწუხაროდ ველოდებით, 1000 ინფიცირებულში ბავშვების რაოდენობა არის 10%, სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ მაისის პირველ ნახევარში გვექნება პოსტკოვიდური გართულებების მატება, ამიტომ მშობლებს ვთხოვთ 38 გრადუს ტემპერატურაზე მიმართონ ექიმს, ამასთან თუ ამას ახლავს ხველა, მუცლის ტკივილი და გამონაყარი, რადგან ვფიქრობთ, რომ…

მეტი...

რუსეთმა უკრაინასთან დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ისევ დაარღვია

რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ იუწყება უკრაინული მხარე. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილის 7 საათის მონაცემებით დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერთხელ დაირღვა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ უკრაინამ უკვე ეცნობა ეუთოს წარმომადგენლობას.

მეტი...

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მუშაობს

აკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 3 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება.  3-12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება. ამასთან, არ ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა. ამასთან, ორი კვირის განამვლობაში მთავრობამ უქმე დღეები გამოაცხადა.

მეტი...

“მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება” – კელი დეგნანი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეხმიანება და ჟურნალისტების თავისუფლად მუშაობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.  “შეერთებული შტატებსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებს და არცერთია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვფიქრობთ პრესაში მომუშავე ქალებსა და კაცებზე, რომლებიც თავისი სიცოცხლისა და კარიერის ფასადაც კი დიდ ძალისხმევას იჩენენ იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ და ინსტიტუტები და ლიდერები ანგარიშვალდებულნი გახადონ. ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები. თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა…

მეტი...

დაზიანებული სახლები, განადგურებული მოსავალი და ინფრასტრუქტურა – სტიქია კახეთში  

კახეთში, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან, წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ 200-ზე მეტი სახლი დააზიანა, მოსავალი სრულიად გაანადგურა და საგზაო ინფრასტრუქტურაც აღსადგენია.   დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.   გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზიანებულია 200-მდე სახლი. ზარალს ითვლიან კაჭრეთსა და სხვა მუნიციპალიტეტებშიც, სადაც სეტყვამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. სოფელ კაბალში ჯებირებიდან მდინარეც გადავიდა, რომელმაც საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამ დროის მონაცემებით, კაჭრეთში განადგურებულია 350 ჰექტარამდე ფართობი, სადაც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები იყო მოყვანილი. როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ხელისუფლება ზიანის ანაზღაურებაზე მუშაობს და სახლებიც გადახურვაც დაიწყება.

მეტი...