„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო შეუსაბამო, უხერხულია” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლო თავისი გადაწყვეტილებებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე წარსულს ახსენებს ხოლმე.

მდინარაძის თქმით, ამის გამო იმდენად რცხვენიათ, რომ მელიამ ევროსასამართლოში შესულ საქმეზე დაწერა „ნიკა მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“ მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში მომჩივანი არის ქვეყნის წინააღმდეგ.

„გეტყვით, როგორი შეუსაბამო და უხერხული რამ არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო. იმდენად რცხვენიათ სტრასბურგის ხსენება, რადგან დღე არ გავა, მათი ნამოქმედარის შეფასება არ ჩამოვიდეს ევროპული სასამართლოდან, მათ მძიმე წარსულს ახსენებს ხოლმე სტრასბურგი, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს, ჩვენ რომ გვაბრალებენ, სტრასბურგი აკეთებს ამას. საქართველოს უწევს პასუხისგება მათი ცოდვების გამო და ახლა ცდილობენ, ამის ჩამორეცხვას. იმდენად რცხვენიათ ამ ყველაფრის, რომ მელიამ დაწერა, სასამართლოში საქმე შევიდა „მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგო“, როცა მთელ მსოფლიოში დამკვიდრებულია, რომ თუ სტრასბურგის სასამართლოში არის მომჩივანი, ის არის თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მელია საქართველოს წინააღმდეგაა, მაგრამ იმდენად რცხვენიათ, ვერც წერენ ამას, ალბათ მათი ქვეცნობიერი ამაში ხელს უშლით. სტრასბურგი თავისი გადაწყვეტილებებით არის მათი ლუსტრაციის ძალიან მკაფიო გამოხატულება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები