ჯანმოს ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ჯანმოს ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან “ტვიტერზე” დაწერა. “დღეს ჩემი ჯერი იყო, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრილიყავი. ვაქცინა სიცოცხლეს გადაარჩენს. მნიშვნელოვანია, ვაქცინა სწრაფად მოხვდეს ყველა ქვეყანაში. თუ ჩემსავით ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ხელმისაწვდომია, გთხოვთ გაიკეთოთ ის, როცა თქვენი ჯერი იქნება,” – წერს ჯანმოს ხელმძღვანელი. “ვაქცინები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ეს ესაჭიროება. მთავრობებმა, მწარმოებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა მიიღონ ვალდებულება, რომ გაიზიარონ და აწარმოონ ვაქცინების მეტი დოზა ყველას დასაცავად,” – წერს ტედროს ადჰანომ გებრეისუსი.

მეტი...

“ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს” – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს. „დაგეგმარება არასწორია. ადამიანები დაბნეულები არიან. ერთის მხრივ, შენ აკეთებ შეკრებებს, მეორე მხრივ – აკრძალულია. ყოველთვის ერთი, სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდო. არ უნდა იხტუნაო მარჯვნივ და მარცხნივ. სამწუხაროდ, მთელი ვაქცინაციის პროგრამა და ჩვენი კოვიდის მართვის პროგრამა არის ავხტი, დავხტი. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს.” – ამბობს ფხაკაძე.

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები დღის ბოლოს ღაზის სექტორში სახმელეთო შეჭრის გეგმებს დაამტკიცებენ

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები დღის ბოლოს ღაზის სექტორში სახმელეთო შეჭრის გეგმებს დაამტკიცებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს გეგმები, რომლებსაც ღაზის სამმართველო და სამხრეთის სარდლობა ადგენს, შემდეგ შესაძლოა, ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განსახილველად გადაეცეს. ბოლო დღეების განმავლობაში პოტენციური შეჭრის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მედესანტეების ბრიგადიდან, გოლანის ქვეითი ბრიგადიდან და მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადიდან საზღვართან დამატებითი სახმელეთო ჯარები განალაგა, მაგრამ ასეთი კამპანიის განხორციელების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მეტი...

დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას განაახლებს

უქმე დღეების შემდეგ, დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას განაახლებს. უმრავლესობასთან ერთად საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურად ერთვება ოპოზიციის ნაწილიც. ზურაბ ჯაფარიძე მხოლოდ იმ საკითხების განხილვაში აპირებს მონაწილეობის მიღებას, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. შევლენ თუ არა ისინი პარლამენტში ეს პარტიაში კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მმართველ გუნდში კი იმედოვნებენ, რომ ამნისტიის კანონპროექტზე ერთობლივი პოზიციის შეჯერება მოხერხდება. უმრავლესობის დოკუმენტში ამნისტია ყველას ეხება იმათ გარდა, ვინც თავად უარს იტყვის ამნისტიაზე. ოპოზიციის რედაქციაში კი სამართალდამცავების ამნისტირების წინაპირობად დაზარალებულთა თანხმობაა გათვალისწინებული. მცდელობის მიუხედავად კანონპროექტების ერთ დოკუმენტად ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა.…

მეტი...

იყო ფრენის საშიშროება, თუმცა, ისრაელიდან საქართველოში 166 მოქალაქე ჩამოიყვანეს

საომარი მოქმედებების შემდეგ, ისრაელიდან თბილისის მიმართულებით  პირველი რეისი განხორციელდა. თელ ავივ-თბილისის, საქართველოში 166 მგზავრი ჩამოიყვანეს.  თვითმფრინავის აფრენამდე გამაფრთხილებელი „სირენაც“ ჩაირთო, როს გამოც თვითმფრინავს დაყოვნება მოუწია. როგორც „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია აცხადებს, იყო გარკვეული საშიშროება, თუმცა, რეისი წარმატებით განხორციელდა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მაღალპროფესიონალ მფრინავებს, ხომალდის მეთაურებს და ტექნიკურ სამსახურს, რადგან კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, ამოცანა შევასრულოთ წარმატებით. გუშინ იყო ფრენების საშიშროება, ბენგურიონის აეროპორტი დაიკეტა და არ ვიცოდით, დღეს შევძლებდით თუ არა ფრენის განხორციელებას, მაგრამ ყველას სასიხარულოდ, გაიხსნა აეროპორტი და აღდგა ფრენები. ისრაელში ჩვენმა კოლეგებმა დაგვარწმუნეს, რომ ფრენა არის…

მეტი...

დაღუპულია 17 ბავშვი და 8 ქალი, საომარი მოქმედებები გრძელდება

ღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 75-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 17 ბავშვი და რვა ქალია. გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც, რომელმაც 400-სს გადააჭარბა. მსხვერპლის გაიზარდა ისრაელის მხარესაც. საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა, 20 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. სარაკეტო იერიში ამ დრომდე გრძელდება. შურისძიების მიზნით, არეულობას ისრაელში ადგილობრივი არაბებიც აწყობენ. ისრაელის „პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით,  ისრაელი გააგრძელებს „ჰამასისა“ და ღაზას სექტორში არსებული სხვა ტერორისტული ორგანიზაციების სამხედრო შესაძლებლობების შესუსტების მიზნით მოქმედებებს.

მეტი...