„არ გახვიდეთ ქუჩაში“ – საქართველოს საელჩო ისრაელში

საქართველოს საელჩო ისრაელში, საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და სთხოვს, გარეთ გასვლისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი. “ქალაქ ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა – კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის სარაკეტო თავდასხმები გრძელდება. მსხვერპლის რაოდენობაც იზრდება. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და ქალებიც.   

მეტი...

„ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისთვის უნდა მიხვიდეთ შეთანხმებამდე“ – ევროპარლამენტარების მორიგი განცხადება

„საქართველო უნდა გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს. სულ მცირე, სახელმწიფოს ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისთვის, უნდა მიხვიდეთ შეთანხმებამდე და უნდა მოახდინოთ მისი იმპლემენტაცია. მეტი სივრცეა საჭირო ოპოზიციისთვის“ – აცხადებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საერთო ენის გამონახვა აუცილებელია და ამ მხრივ ნაბიჯი ორივე მხარემ უნდა გადადგას. „ოპოზიცია, რომელიც რჩება პარლამენტის მიღმა, მარტივად რომ ვთქვათ, ამცირებს საქართველოს შესაძლებლობებს. ხელისუფლებამ უნდა გახადოს შესაძლებელი და ოპოზიციამ უნდა გამოიჩინოს ნება, რომ გამოინახოს საერთო ენა. ეს აბსოლუტურად აუცილებელია…  ყოველთვის ვიყავი საქართველოსთან, რადგან მე მჯერა საქართველოსი, მჯერა საქართველოს მოსახლეობის, რადგან ჩვენ გვაქვს ურთიერთობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია, რომელიც…

მეტი...

„ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის“ – კრისტიან დანიელსონი

ევროკავშირი საქართველოს პირობის შესრულების აუცილებლობაზე მიანიშნებს და შეახსენებს, რომ საქართველოს დახმარება უპირობო არ არის რეფორმები უნდა განხორციელდეს.    როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი  წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი აცხადებს, ვალდებულებები შესასრულებელია. „შეთანხმება შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელმაც შეიძლება გრძელვადიანი გავლენა იქონიოს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბებაში. დემოკრატია ვერ შედგება კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლის გარეშე. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს იმ გამოწვევების გადასალახად, რის წინაშეც დგას. ამ შეთანხმებით საქართველო შეძლებს ფოკუსირება მოახდინოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პანდემია და მისი ეკონომიკური შედეგები, ასევე გარემოსდაცვითი გამოწვევების გადალახვა“, – აღნიშნა დანიელსონმა. ევროპელმა…

მეტი...

ისრაელსა და პალესტინას შორის დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. რაკეტის სამიზნე გახდა ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის დასახლებებიც. დღეს ისრაელში უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა გაიმართება. ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში, საომარი მოქმედებების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური  ისრაელის განცხადებით კი მათ 6 ადამიანის დაკარგეს. დაღუპულთა შორის 14 ბავშვი და სამი ქალია. არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 320 ადამიანია დაშავებული.

მეტი...

ფაშინიანმა და ღარიბაშვილმა ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სატრანსპორტო კომუნიკაციები, ენერგეტიკა და საგზაო ინფრასტრუქტურა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს და სომხეთს შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ისტორიულ ტრადიციებზეა დაფუძნებული. „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან ფართოა, დაწყებული სატრანსპორტო კომუნიკაციებიდან, ენერგეტიკიდან, გაგრძელებული საგზაო ინფრასტრუქტურით. რა თქმა უნდა, კოვიდთან ბრძოლა ჩვენი ერთობლივი…

მეტი...

“დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრის მიმართულებით” – ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი ავიაიერიშის შესახებ აფრთხილებს – ელჩი “ფეისბუქზე” წერს, რომ დროებითი სიწყნარე პრობლემის აღმოფხვრას არ ნიშნავს და ქალაქები – აშკელონი, აშდოდი და შდეროთი ახლაც იბომბება. “დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრის მიმართულებით. ქალაქები თელ-ავივი, ხულონი, რამლე, ბათ იამი, ლოდი, ჰერცელია, რიშონ ლეციონი, გივატაიმი, ბნეი ბრაკი, რამათ განი და მათი შემოგარენი დასახლებები რეალური საფრთხის ქვეშ იქნებიან. დღეს ბევრი გავიდა სამუშაოდ. გთხოვთ, თავი შეიკავეთ ისეთ მანძილზე გადაადგილებისგან, სადაც თავშესაფარი მიუღწევადია (ძირითადად ტრასებზე). 17:30-მდე დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში, თუ ვერ მოახერხებთ, დარჩით ახლანდელ ლოკაციაზე. თვალყური ადევნეთ ინფორმაციებს.…

მეტი...

ცუდია, როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ “ბროშკა” დარჩება – თაკო ჩარკვიანი სალომე სამადაშვილზე

“ცუდია როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ “ბროშკა” დარჩება” – ასე ეხმაურება სალომე სამადაშვილის განცხადებას საკუთარ ფეისბუკგვერდის მეშვეობით პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი. საუბარია პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებაზე, სადაც ის “ნაციონალურ მოძრაობას” ინტელექტისგან დაცლილ პარტიას უწოდებს. “და ეს “იცოდა” ასე ფიქრობდა და ამ პარტიიდან იყარა კენჭი (სულ ცოტა ხნის წინ), თან გულმხურვალე გინებაც გვახსოვს უშვერი ქუჩური სიტყვებით ( “ინტელექტით გამოთქმული”), სანამ სიაში შეიყვანდნენ, ცუდია როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ ” ბროშკა”, გულქანდა დარჩება,” – წერს საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.

მეტი...

„ვერანაირი მორალური არგუმენტით ვერ გაამყარებს პარტია, გაყალბებული არჩევნებით შემდგარი პარლამენტის გაპრავებას“ – ზურაბ ნადირაძე

„ვერანაირი მორალური არგუმენტით (100/0-თან ) ვერ გაამყარებს პარტია, გაყალბებული არჩევნებით შემდგარი პარლამენტის გაპრავებას, იმ პარლამენტისა, რომელმაც დღე-დღეზე ისეთი ამნისტიის კანონი უნდა მიიღოს, რომელიც 20 ივნისის თვალებისდამთხრელებს და კრიმინალებს პასუხისმგებლობის გარეშე დატოვებს, 20 ივნისი ერთგვარი წითელი ხაზია, ვფიქრობ ახსნა არავის ჭირდება (ქოცების და ხელისმომწერების გარდა) და ასეთი თემების უგულებელყოფას საზოგადოება არავის პატიობს, „ – ასე ეხმაურება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტსაბოს წევრი ზურაბ ნადირაძე „ნაცინალური მოძრაობის“ პარლემენტრში შესაძლო შესვლის საკითხს. ზურაბ ნადირაძე ოპოზიციას ახსენებს „ქართული ოცნების“ “მუქარას”: „საინტერესოა “ქართული ოცნების” რიტორიკის და კობახიძის ბოლო განცხადებების შემდეგ,- “რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გაგრძელდება”, –…

მეტი...

“ახლა, როცა ბატონი მელია გათავისუფლდა, ველოდები, რომ ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, მოაწერენ და დაიკავებენ თავიანთ ადგილებს პარლამენტში” – ჯიმ რიში

მოხარული ვარ, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან გათავისუფლდა. მისი გათავისუფლებით შესრულდა 2021 წლის აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი პირობა,- ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. სენატორის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლას ელოდება. „ახლა, როდესაც ბატონი მელია გათავისუფლდა, ველოდები იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი შეთანხმებისთვის, შეასრულებენ თავიანთ დანაპირებს, მოაწერენ ხელს, დაიკავებენ თავიანთ ადგილებს საქართველოს პარლამენტში და იმუშავებენ სხვა ხელმომწერებთან ერთად იმისთვის, რომ დახურონ ეს უსიამოვნო თავი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში,“- აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.

მეტი...

“უნდა გავაჟღეროთ პოლიტიკური ინიციატივები და მოვემზადოთ საპროტესტო ტალღისთვის, რათა შევქმნათ ისეთი კლიმატი, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება შეიცვალოს” – აკაკი მინაშვილი

უნდა გავაჟღეროთ პოლიტიკური ინიციატივები და მოვემზადოთ საპროტესტო ტალღისთვის, რათა შევქმნათ ისეთი კლიმატი, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება შეიცვალოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მისი თქმით, როდის ჩაინიშნება პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, კონკრეტულ ვადებს ვერ იტყვის. მისივე განმარტებით, ზოგადად პროცესი ვერ იქნება მოკლევადიანი, რადგან პარტია იღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც პარტიისთვის, ისე ქვეყნისთვის. შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ისე, რომ არ მოაწეროს ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს, მინაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის ან არშესვლის ყველა ფორმა განიხილება. თვითონ კი, როგორც განმარტავს, არ შეუცვლია…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას სარჩელები სტრასბურგის სასამართლოში

იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა ფარგლებშიც მიხეილ სააკაშვილი, ნიკანორ მელია და გიგი უგულავა საქართველოს უჩივიან, პროცედურებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა და ახლა იწყება მხარეების მიერ პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა.  უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს. “სამივე მომჩივნის საქმეს – სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ –  სტრასბურგის სასამართლო სტანდარტული პროცედურით განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მომჩივნებისგან და საქართველოს მთავრობისგან მიიღებს 2-2 წერილობით პოზიციას მტკიცებულებებთან ერთად და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. მხარეების მიერ პოზიციების გაცვლას და სასამართლოს მიერ…

მეტი...

“ნაცმოძრაობასთან” რაღა უნდა ვილაპარაკოთ, გაბანძებული პარტიაა” – ალეკო ელისაშვილი

“ნაციონალურ მოძრაობას” სხვისი ხელით უნდა პატიმრების გათავისუფლება, სხვისი ხელით უნდა საარჩევნო რეფორმა და მერე თურმე შემოვლენ პარლამენტში, აი დარდი თუ არ შემოვლენ, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არის „გაბანძებული პარტია“ და მათთან კონსულტაციებს არ აპირებს. “ნაციონალურ მოძრაობასთან” რაღა უნდა ვილაპარაკოთ, არის გაბანძებული პარტია. მთელი ნახევარი წელი ჩვენ გვლანძღავდნენ როგორ შედიან, „უპრავებენ“ პარლამენტს და ახლა თვითონ იძახიან, რომ პარლამენტში უნდა შემოვიდეთო. სამარცხვინოები! სამარცხვინოა მათი პოზიცია, დარჩნენ ქუჩაში, აი დარდი. გინდა შემოსულან გინდა არა, საერთოდ არ მადარდებს ” ნაციონალური მოძრაობა” და არანაირი კონსულტაციებს არ ვაპირებ. ვინ გაათავისუფლა პატიმრები?…

მეტი...

ფოთში ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა

ფოთში, საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი ცენტრის მორიგე ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა. 48 წლის ირმა თოფურიას COVID-19 მეორეჯერ 8 თვის შემდეგ დაუდასტურდა. სასწრაფოს ხელმძღვანელის კესო გელენიძეს განცხადებით, 48 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. “ირმას კორონავირუსი პირველად 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის პარალელურად ფოთის საავადმყოფოშიც მუშაობდა და როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა, მალევე გააგრძელა იქ მკურნალობა, მაგრამ ორ დღეში უეცრად დამძიმდა. მერე გადავიყვანეთ თბილისში ლევან რატიანთან, სადაც დღემდე ათი დღე მკურნალობდა. დღეს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა,” – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორმა, კესო გელენიძემ.

მეტი...

„ცდილობენ, დანაშაულებრივი გზით გადაფარონ რუსთავი 2-ის ქონება, ბრძოლა ბოლომდე“ – ტელეკომპანიის დამფუძნებლები

„ჩვენ დაგვჩაგრეს, ჩვენ მოგვატყუეს, ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი და ვიომებთ. რაც  ხდება, ეს არის შურისძიება“ – განაცხადეს რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა – დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნეს, რომ სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ. მათი კითხვები  რუსთავი 2-ის დღევანდელ მესაკუთრის მიმართ შემდეგია: 1.     დღევანდელი მდგომარეობით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს აღარ აქვს ავტორიზაცია. რუსთავი 2-ის სახელით ავტორიზაცია აქვს სააქციო საზოგადოება ,,მედია ჰოლდინგს“. ასევე ფაქტია, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულებები გაუუქმდათ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან, რაც ჩანაცვლდა მედია ჰოლდინგთან დადებული შრომითი კონტრაქტებით. ამასთან, რუსთავი 2-ის მმართველების საჯარო განცხადების თანახმად,…

მეტი...

“კაი ხნის წინ მოგკლავდი” – ცნობილი ხდება კიდევ ერთი ჩანაწერი ყაზახი ქალის საქმეში

საქართველოში გარდაცვლილი ყაზახი ქალის საქმეში კიდევ ერთი ჩანაწერი ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ასელ აიტპაევასთან კონფლიქტს მის გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ბესო თორდუა თავადაც იწერდა. ჩანაწერის მიხედვით, კაცი ყაზახ ქალს “პროკურორი ძმის” და “დეპუტატი დის” სახელით ემუქრება, თუმცა, როგორც ირკვევა, ბესო თორდუას სინამდვილეში არც და ჰყავს და არც ძმა. “კიდევ ერთხელ გეუბნები, არ გამომიყვანო წყობილებიდან. გთხოვ უბრალოდ, არ გამომიყვანო წყობიდან. შენ ქალი ხარ, კაცი რომ ყოფილიყავი, უკვე კაი ხანია გაგისწორდებოდი. კაი ხნის უკან მოგკლავდი, მაგრამ შენ ქალი ხარ, ხელს ვერ ავწევ. ყველაფერი ჩაწერილია, მე ძაღლებისთვის კი არ ვიწერ, მოწმეებისთვის ვიწერ.…

მეტი...

„ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიომებთ და მოვიგებთ ამ ომს“  – რუსთავი 2-ის დამფუძნებლები „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა – დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და იურისტებმა „მდიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მიუხედევად ყველაფრისა, ტელეკომპანიისთვის დაწყებული ომი მათ სასარგებლოდ დასრულდება. „ადრე თუ გვიან, სტრასბურგში ჩვენ ამ საქმეს მაინც მოვიგებთ“ – ასეთია დამფუძნებლების გზავნილი, რომელიც მათ „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერეს. „ა/წ 14 მაისს იწყება „რუსთავი 2“-ის საქმეზე ტელეკომპანიის დამფუძნებლების მიერ დაახლოებით წლინახევრის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა. ამის პარალელურად ,,რუსთავი 2“-ის მესაკუთრეებმა და მმართველებმა უკვე დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ტელეკომპანიის აქტივები გადასცენ სხვა იურიდიულ პირს, სააქციო საზოგადოება ,,მედია ჰოლდინგს“. მათი მიზანია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დამფუძნებლების 60% წილს…

მეტი...

ისრაელში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებს და გმობს ძალადობას. მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა უალტერნატივოა: „საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

მეტი...

“მელია თუ იქნება ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციის, მოვიგებთ ამ არჩევნებს” – ირაკლი კობახიძე

მელიას შეთავაზებას ოპოზიციური პარტიებისთვის, არჩევნებზე ერთიანი კანდიდატებით წარდგენასთან დაკავშირებით, წინასწარვე უშედეგოს უწოდებს უმრავლესობა. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში “ქართული ოცნება” ოქტომბერში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. “მელია თუ იქნება ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციის, ამ შემთხვევაში დაახლოებით, პროპორციას ვგულისხმობ, 2/1-ზე მოვიგებთ ამ არჩევნებს, ეს შემიძლია თამამად გითხრათ. 2/1-ზე ნიშნავს დაახლოებით 65%-ს ჩვენთვის, ეს თამამი განცხადება შეგვიძლია გავაკეთოთ. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რაც შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, იქ შეიძლება სხვანაირი პროცენტები დალაგდეს, მაგრამ ასეც და ისეც ჩვენი კანდიდატი გარწმუნებთ, დამაჯერებლად მოიგებს თბილისის მერის არჩევნებს,” – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

გიგი უგულავა სტრასბურგში ჩივის

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სტრასბურგში ჩივის. საჩივარი სახელწოდებით – “გიორგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში 2020 წლის 29 მაისს არის შეტანილი. ევროსასამართლოში გიგი უგულავას ინტერესებს იურისტები – სანდრო ბარამიძე, შალვა შავგულიძე და ბექა ბასილაია წარმოადგენენ. საქართველოს სახელმწიფომ, იუსტიციის სამინისტროს სახით, აღნიშნულ სარჩელზე საკუთარი პოზიცია მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს. საჩივარი ეხება გიგი უგულავას მიმართ წარმოებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის ფარგლებშიც მას ბრალი დაედო 5 სხვა პირთან ერთად დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში – ე.წ. “თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდი“. კერძოდ, პროკურატურის თანახმად, 2012 წლის არჩევნებამდე უგულავამ…

მეტი...

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები 4%-ით შემცირდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 5.5 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 4%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი -2 738 957 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 5%-ით მეტია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია 423 438 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ტოლია, მესამე ადგილზეა შეერთებული შტატები 334 784 ახალი შემთხვევით, წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 3 %-ითაა შემცირებული, მეხუთე და მეექვსე ადგილზე კი თურქეთი ( 166 733 ახალი შემთხვევა) და…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 363 -ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 1 409 პირს დაუდასტურდა, 1256 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 11 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 788 შემთხვევა გამოვლინდა, 1 251 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 256 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 275 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 699, „პისიარ“ ტესტით – 12 576. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,5%, ბოლო 14 დღის – 5,82%, ბოლო შვიდი დღის – 5,48%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 325 665 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 304 935 გამოჯანმრთელდა, 4 363 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 71 570 ადამიანი, დღიურად…

მეტი...

სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე მასწავლებლებს სავალდებულო ტესტირება უტარდებათ

13 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, კორონავირუსზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება გრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვირუსის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით ტესტირება თბილისის N11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა. როგორც „პისიარ“, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტით კოვიდინფექციაზე შემოწმდა თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის, მასწავლებლები, მანდატურები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. „მე-11 სკოლაში ტესტირების პროცესი თბილისის „ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ უკვე მეშვიდედ ჩატარდა და ადგილზე ვირუსის გამოვლენის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც სკოლის მიერ კოვიდინფექციის შიდა გავრცელების პრევენციისთვის გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგია“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მეტი...

საქართველოში, დღეს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის და ამავდროულად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება

საქართველოში, დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის – იმედის დღე და ამავდროულად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ჩატარდება წირვა. ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა 2018 წლის 27 დეკემბერს დააწესა. ამასთან, 12 მაისს საქართველოში წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის…

მეტი...

„ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში 4-6 კვირიანი “ლოქდაუნი” შემოვიღოთ” – გამყრელიძე

„დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში ოთხიდან ექვს კვირამდე ძლიერი “ლოქდაუნი” შემოიღო და ზაფხულს შეხვდე კარგი მაჩვენებლით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ასეთი მკაცრი “ლოქდაუნის” გამოცხადება ძალიან რთული იქნება ყველა მიმართულებით. „ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, განსხვავებით წინა გაზაფხულისა, როდესაც იყო რეზერვები, დახმარების მეტი მოლოდინი, საშუალება და ხალხის დამყოლობა ძლიერი იყო. დღეს ეს სამივე კომპონენტი, სამწუხაროდ, ვერ იმუშავებს. ამიტომ ახლა არის ე.წ. ოქროს შუალედი და დანის პირზე სიარული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

45 წელს ზემოთ მოქალაქეები „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

45 წელს ზემოთ მოქალაქეები „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ. როგორც ცნობილია, გუშინ იმუნიზიციის საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, დღის ბოლოდან შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ აქამდე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია აქამდე მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოსახლეობას შეეძლო.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში მსხვერპლით დასრულდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს სოფელ იყალთოში მოხდა. მსუბუქ მანქანას მამაკაცი თავად მართავდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

ორივე მხარეს დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი, ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის საჰაერო დარტყმები გრძელდება, ვითარება უმძიმესია. დარტყმები განხორციელდა თელ-ავივის მიმართულებითაც. დაღუპულები არიან ბავშვებიც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, ისრაელის მიმართულებით კი დაახლოებით  5 ადამიანი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისივე განცხადებით, „ჰამასს“ და „პალესტინურ ისლამურ ჯიჰადისტურ ტერორისტულ დაჯგუფებას“ ძვირად დაუჯდება ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები, „სისხლი მათ ხელზეა“.

მეტი...

ისრაელზე სარაკეტო შეტევა გრძელდება – საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის  მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა, თელ-ავივის მიმართულებით გასროლილია 130 რაკეტა. შექმნილი ვითარების გამო, ბენ გურიონის აეროპორტი დაიხურა. საქართველოს საელჩო კი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ისრაელში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. “განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების…

მეტი...