„ვისაუბრეთ ისეთ სენსიტიურ თემაზე, რაც დაკავშირებულია საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხთან“ – ზალკანიანი დავით გარეჯზე

„ორივე მხრიდან არის ნება, იმისა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ისე, როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ისე, რომ არ დაზიანდეს არც ქართული მხარის და არც აზერბაიჯანული მხარის ინტერესი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, შეხვედრებზე აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გამოითქვა მზაობა მისი უსწრაფესად მოგვარების შესახებ და მხარეები შეთანხმდნენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. „ვისაუბრეთ ისეთ სენსიტიურ თემაზე, რაც დაკავშირებულია საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხთან. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრის დროს გამოითქვა ორივე მხრიდან…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრის 110-ე საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

8 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, ბენეფიციართა მიღება 10:00 საათიდან დაიწყება. მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი აღდგომიანთკარი – საბავშვო ბაღის შენობა. „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო…

მეტი...

მერობის ერთიანი კანდიდატი და ოპოზიციის ერთიანი სია „რესპუბლიკელებისთვის“ მიუღებელია

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სია გამართლებული არ არის და ოპოზიციას არც მერობის ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყავდეს.   ,,აუცილებელია, ყველა ოპოზიციური ძალა კოორდინირებულ რეჟიმში გეგმავდეს, რა და როგორ უნდა მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების დროს. ჩემი პოზიციაა, პირველ რიგში,  დაველოდოთ ნიკა მელიას გათავისუფლებას, ამის შემდეგ, ყველა ოპოზიციური პარტია უნდა დავსხდეთ და დაპირისპირების მიუხედავად ვისაუბროთ როგორ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებზე. არ ვფიქრობ, რომ ერთიანი სია უნდა არსებობდეს, ან ერთადერთი კანდიდატი, პირიქით ახლა მრავალფეროვნებაა გამოსავალი, მაგრამ კოორდინაცია მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღოს 43% და მივიღოთ რიგგარეშე…

მეტი...

“განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ, ასევე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი. ბუნებრივია, შევეხეთ ამ საკითხს, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები. „მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მთ შორის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია და…

მეტი...

“სახმელეთო საზღვრის გახსნაზე ვმუშაობთ – ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ახერხებს, რომ ინფიცირებულთა ოდენობის ზრდის ფონზე, პანდემია ბიზნესის ჩაკეტვის გარეშე მართოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. “ჩვენ დღეს ვახერხებთ ძალიან რთული ამოცანის ამოხსნას – ჩვენ შარშან ასეთ დროს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი იყო შედარებით მაღალი, ამას ვარეგულირებდით ბიზნესების ჩაკეტვით, საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვები იყო, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიულ ობიექტებს ეს არ ეხებოდა. წელს ჩვენ იმავე ამოცანას ვახერხებთ, რომ მივაღწიოთ, ანუ ვმართოთ ეპიდემია ჩაკეტვის გარეშე. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ რომ გაიხსნას და აღდგეს ტურისტული ინდუსტრია და პარალელურად ვმართავთ ეპიდემიას. ეს კეთდება ჩაკეტვის გარეშე. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ შესაძლებელი და…

მეტი...

“ჩვენ კი არ ვისწავლეთ კოვიდის პირობებში ცხოვრება, არამედ ვისწავლეთ კოვიდისგან დამალვა” – შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, გამოწვევებს შორის კვლავ დასახელდება არსებული შეზღუდვები, რომელთა შემსუბუქება სფეროს არსებობისთვის მნიშვნელოვანია. შოთა ბურჯანაძის თქმით, აცრებს მნიშვნელობა დაეკარგება თუ სფერო აღარ იარსებებს. „გინდ ვაქცინა გაგიკეთებია, გინდ არ გაგიკეთებია, თუ სფერო აღარ იარსებებს. დღეს შეზღუდვები გვაქვს 21:00 საათის შემდეგ და შაბათ-კვირას მუშაობის უფლება არ გვაქვს. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ეკონომიკის მინისტრთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან აუცილებლად დაისმება. ამ თემაზე დღეს არ ვმსჯელობთ, დიდი ხანია ვმსჯელობთ. გარკვეულწილად ვაქცინაცია შეიძლება დაეხმაროს ამ ნაბიჯის გადადგმისთვის სახელმწიფოს – აღნიშნულ სფეროში თუ ვაქცინირებულთა რაოდენობა დიდ პროცენტს მოიცავს, მარტივი…

მეტი...

“ივერი მელაშვილი ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მსხვერპლია” – სალომე სამადაშვილი

ივერი მელაშვილი არის მის წინააღმდეგ ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მსხვერპლი, ვაპირებ, რომ გარეჯის საქმეზე გამოვიყენო ყველა შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტი, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, რომ დავიცვა ბატონი მელაშვილის და ქალბატონი ილიჩოვას უფლებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ აღნიშნულ საქმეზე სიმართლე უნდა გაიგოს. „პირველ რიგში მინდა ვთქვა, ეს არის რუსეთის დღის წესრიგი, ჩვენს ქვეყანაში პოლარიზების გაზრდა, სწორედ მსგავსი ფაქტების უზრუნველყოფა, რომ უბრალოდ ქუჩაში ადამიანებს თავს ესხმოდნენ და ფიზიკური შეხლა-შემოხლაც იყოს. რაც შეეხება ივერი მელაშვილს, რა თქმა უნდა, ის არის მსხვერპლი, მსხვერპლი ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მის წინააღმდეგ და მე მინდა, განსაკუთრებით…

მეტი...

“მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა გააგრძელოს” – კარლ ჰარცელი

როგორც ვიცით, ახლა პარლამენტში ორი პროექტია, რომელიც უნდა განიხილონ. ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პარლამენტში მიმდინარე მსჯელობა გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, 19 აპრილის შეთანხმებაზეც იმსჯელეს. კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირი მზად, გირაო გადაიხადოს, ელჩმა უპასუხა, რომ ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს. „ამ საკითხებზე მსჯელობა ამჟამად მიმდინარეობს. ვნახავთ, როგორ გაგრძელდება მომდევნო დღეებში“, – აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, აუცილებელია ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების განხორციელების პირველი ნაბიჯები რაც შეიძლება მალე გადაიდგას, რაც ქვეყანას მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებამდე…

მეტი...

„რევოლუციას თუ აკეთებ, ადექი და ბოლომდე მიიყვანე… ვაი თქვენს პატრონს, უბედურს” – გიორგი ფხაკაძე ოპოზიციას მიმართავს

რევოლუციას თუ აკეთებ, ადექი და ბოლომდე მიიყვანე, რა უბედურებაა, – ასე მიმართა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ოპოზიციას. ფხაკაძის თქმით, ოპოზიციიდან ყველა, ვინც მიტინგებზე გამოდის კორუმპირებულები არიან. „ საქმე საქმეზე რომ მიდგება გეგონება, არაფერი არ ხდება. რევოლუციას თუ აკეთებ, ადექი და ბოლომდე მიიყვანე, რა უბედურებაა. თუ აჯანყებას აპირებ, აიღე და დაამთვრე რა. თუ ოპოზიცია ხარ, ოპოზიცია იყავი. არაფრის გამკეთებლები. ვერ გავიგე ამათ რა უნდათ. ოპოზიციის ვერაფერი ვერ გავიგე. თუ მაგრები ხართ გამოდით და გააკეთეთ. ამდენი ხალხი გამოიყვანეთ ქუჩაში და მიგეყვანათ საქმე ბოლომდე. რა იყო ეს ორ საათიანი მიტინგი. მერე დაიშლებით და პურ-მარილზე…

მეტი...

“პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი მიუღებელია” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ამნისტიის პროექტზე

“აბსოლუტურად მიუღებელია აგდებული დამოკიდებულება ქართველი პოლიციელის მიმართ!” – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლიციელის დისკრიმინაციის მცდელობა მიუღებელია და ყურადღების მიღმა არასდროს უნდა დარჩეს. “წარმოუდგენელია, ვის მოაფიქრდა, რომ ამნისტიის პირობა იყოს დაზარალებულის თანხმობა, ოღონდ ისე, რომ თუ დაზარალებული პოლიციელია, მისი აზრი და თანხმობა არავის აინტერესებს. ცუდი არ იქნება, ალტერნატიული ამნისტიის პროექტის ავტორები მიხვდნენ, რომ პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი აბსოლუტურად მიუღებელია, აღარაფერს ვამბობ მათი პროექტის სხვა ხარვეზებზე – პროექტი არ შეესაბამება…

მეტი...

“მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის, ყველა ინიციატივა წარმატებულ ამბავს წერდა ჩვენს ისტორიაში” – ილჰამ ალიევი

ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. როგორც ალიევმა აღნიშნა, საქართველოს და აზერბაიჯანს ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია აკავშირებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენს ძმურ ურთიერთობას გააძლიერებს ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული საფუძვლიდან. ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ძალიან მოხარული…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივად განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენს ძმურ ურთიერთობას გააძლიერებს, ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული საფუძვლიდან. ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ძალიან მოხარული ვართ,…

მეტი...

“ამ კვირაში ამცრელი პუნქტების დამატებას ვგეგმავთ” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტების რაოდენობა გაიზრდება. „ვაქცინაციის ჩვენთვის სასურველი მაჩვენებელი დღევანდელ ეტაპზე უნდა იყოს სულ მცირე 3 000 მოქალაქის აცრა და შემდეგ, სექტემბრისთვის 5 000, 10 000, რათა წლის ბოლომდე მოვიცვათ მოსახლეობის 60 პროცენტი. მიმდინარე პერიოდში კარგია ის, რომ „სინოფარმზე“ აქტივობა მაღალია. ვგეგმავთ, კიდევ  დავამატოთ ცენტრები, რადგან აქამდე რაც გამოვყავით, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სრულად არის შევსებული. შესაბამისად, ამ კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება ამცრელი პუნქტები და შევუწყობთ ხელს ესენციურ სერვისებში დასაქმებულ პირებს, რომ მათ პრიორიტეტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. ეს არის: პოლიცია, პედაგოგები, ტურიზმის სფეროსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულები.…

მეტი...

კარლ ჰარცელი პარლამენტში კახა კუჭავას ხვდება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პარლამენტში მივიდა. კარლ ჰარცელი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ხვდება. ამ ეტაპზე უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ ეს, ევროკავშირის ელჩთან, კახა კუჭავას თავმჯდომარის რანგში რიგით პირველი შეხვედრაა.

მეტი...

“საქართველოში მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი დეკემბერში ექნება, როცა მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი არა ივნისში, არამედ დეკემბერში ექნება, როცა მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება. გაბუნიას ინფორმაციით, უწყება სექტემბრიდან დღიურად 5-დან 10 ათას პირამდე აცრას გეგმავს. “ივნისი პოპულაციური იმუნიტეტისთვის ძალიან ადრეული პერიოდია. რა თქმა უნდა, ეს ასე სწრაფად ვერ მოხდება. პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად 60% მაინც უნდა იყოს აცრილი მოზრდილი მოსახლეობის და ეს გეგმა არის დეკემბრისთვის, ანუ წლის ბოლომდე. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, ჩვენთვის სასურველი ვაქცინაციის მაჩვენებელი დღევანდელ ეტაპზე უნდა იყოს სულ მცირე 3 ათასი მოქალაქის აცრა და შემდეგ ამის გაზრდა – 5 ათას, 10 ათას მაჩვენებელზე,…

მეტი...

შინაგან საქმეთა მინისტრი „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ვახტანგ გომელაურთან ერთად, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაქცინაცია ჩაუტარდათ მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელ პირებს და პოლიციის თანამშრომლებს. “გავიკეთე აცრა “სინოფარმის” ჩინური წარმოების ვაქცინით. „მინდა ყველას მოვუწოდო პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, წავახალისო ისინი, ასევე მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიკეთონ ვაქცინა. რასაც ვხედავთ ჩვენ მსოფლიოში, რაც ხდება, სამწუხაროდ, წელიწადზე მეტია ველოდებით, თუმცა არაფერი არ შეიცვალა. უარესდება დღითიდღე მდგომარეობა, მსოფლიოში ყველგან და ჩვენთანაც, მათ შორის და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. რასაც ვხედავთ, რასაც გვეუბნება…

მეტი...

“მაისის პირველი ნახევარი თუ განვვლეთ ისე, რომ შემთხვევების კატასტროფული მატება არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულში ავადობის მეტნაკლებად ნორმალური რიცხვებით შევალთ” – პაატა იმნაძე

მაისის პირველი ნახევარი თუ განვვლეთ ისე, რომ შემთხვევების კატასტროფული მატება არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულში ავადობის მეტნაკლებად ნორმალური რიცხვებით შევალთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, სამწუხარო რეალობაა, რომ შემთხვევების მატება გრძელდება. „შემთხვევები 1 000-ზე ნაკლები იყო, მაგრამ ის რომ ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოდ 1 500 არის ძალიან დამაფიქრებელია. ერთი გზა იმისა, რომ თავი დავიცვათ არის პირბადე, დისტანცია, თავყრილობების არიდება და შემდეგ კი, ვაქცინაცია. ვხედავთ, რომ ადამიანები, საბედნიეროდ, აქტიურად იცრებიან. ამ ეტაპზე მთავარია ის, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, განსაკუთრებით რისკის მქონე ადამიანები მით…

მეტი...

“ამნისტიის შესახებ“ კანონის მისაღებად პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ გამოვრიცხავ” – ირაკლი ქადაგიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

“როგორც ხელმოწერილი შეთანხებით არის გათვალისწინებული, ამნისტია შეეხება ყველას,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში”, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის განმარტებით, როგორც კი უქმე დღეები დასრულდება, საპარლამენტო საქმიანობა განახლდება – მოწვეული იქნება ბიუროს სხდომა და დაიწყება პროექტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე განხილვის პროცესი. “როგორც ხელმოწერილი შეთანხებით არის გათვალისწინებული, ამნისტია შეეხება ყველას, ვისაც, რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნება. ყველას ინდივიდუალური სურვილია, ამნისტია შეეხოს თუ არ შეეხოს. ის არ შეეხება ისეთ მუხლებს, სადაც საუბარია განძრახ ჩადენილ დანაშაულზე. “ამნისტიის შესახებ“ კანონის მისაღებად პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ გამოვრიცხავ…

მეტი...

“მოვემზადოთ პიკისთვის!” – თამარ გაბუნია

„მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი“, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. „წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მეტი...

Sinopharm-ის ვაქცინით 4 მაისს 793 ადამიანი აიცრა – NCDC

NCDC-ის ინფორმაციით, Sinopharm-ის ვაქცინით გუშინ 793 ადამიანი აიცრა. ჩინური წარმოების ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში სწორედ გუშინ დაიწყო. აცრის ჩატარება 18 წელს გადაცილებულ ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა. დღეისათვის ქვეყანაში 17 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული. ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და 21 დღის ინტერვალით კეთდება. აღსანიშნავია, რომ Sinopharm-ის 100 000 დოზა ქვეყანამ აპრილის თვეში მიიღო. Sinopharm-ი ჯერ კიდევ ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, თუმცა საქართველოში ეს ვაქცინა ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა.  ჯანმოს მიერ Sinopharm-ის ვაქცინის ავტორიზაციის საკითხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. Sinopharm-თან დაკავშირებით, ჯანმომ უკვე გამოაქვეყნა ექსპერტების შეფასებაც, რომელიც ორგანიზაციაში 29 აპრილს განიხილეს. დოკუმენტის თანახმად, ამ ვაქცინის ორი დოზა 18-დან…

მეტი...

AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია დღეს 20:00 საათიდან დაიწყება

Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეებს დღეს, 20:00 საათიდან  შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. აცრის პროცესი  10 მაისიდან დაიწყება – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  დოზებს შორის ინტერვალი 4-12 კვირაა. სამედიცინო დაწესებულებას კი მოქალაქეების საკუთარი სურვილით ირჩევენ. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით ჩაიტარა. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა წვიოთ პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე.

მეტი...

„სააკაშვილის განცხადებები არის “გიჟური“ – ირაკლი ქადაგიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე პროცესებს „მედიაცენტრ მთავარიდან“ პასუხობს. ქადაგიშვილი, სააკაშვილის რეპლიკებს არასერიოზულად აღიქვამს: „სააკაშვილზე რა გადაწყვეტილებებიც მიიღო სტრასბურგმა, დღემდე, ეს არის მძიმე განაჩენები. სამწუხაროდ, ეს სიმძიმე დაეტყო ქვეყანას. არ შეიძლება, მის რეპლიკებს სერიოზულად შევხედოთ”. კითხვაზე, თუ რას იტყვის სააკაშვილის ბოლო დროინდელ რეპლიკებზე, რომ მას გიჟური მხარდაჭერა აქვს, ქადაგიშვილი პასუხობს: – “მისი განცხადებები არის გიჟური.“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მეტი...

“გირაოს თემა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მელიას დილემად ექცა” – გია ვოლსკი

გირაოს თემა დილემად ექცა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მელიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა მხარემ გარკვეულწილად უნდა გადადგას ნაბიჯი და გარკვეულ კომპრომისზე წავიდნენ. „ჯერ ამბობდნენ, რომ კატეგორიულად მიუღებელია, ოდესმე ვინმემ გადაიხადოს გირაო და ამაზე მელიას არ ჰქონდეს თანხმობა. ახლა შეცვალეს პოლიტიკა და წარმოუდგენიათ ვითარება ისე, რომ მელიას პოლიტიკური სიდიადის წინაშე ქედმოხრილი პროკურატურა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, აღებს კარებს და მელია, რომელმაც არ იცის რაშია საქმე, არც გირაოს გადახდა უნდა (ამავე დროს, უნდა, მაგრამ ისე, რომ მან არ იცოდეს), გარეთ გამოდის და ამ პოლიტიკური ძლევამოსილების შარავანდედით უერთდება დესტრუქციულ სტრატეგიას.…

მეტი...

„ყველას აქვს მესამე ძალის პრეტენზია, მათ შორის გახარიასაც“ – ირაკლი ქადაგიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ყველას მოუწევს მძაფრი კონკურენცია ერთმანეთთან, რათა თავი აჩვენოს მოსახლეობას, რომ არის ალტერნატიული ძალა, მათ შორის გახარიასაც,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილი თვლის, რომ 7 თვის მანძილზე ოპოზიციამ ამომრჩევლის მხარდჭერა დაკარგა: „ვის რა გამოუვა, ამას ქართველი ამომრჩეველი გამოავლენს. ოპოზიცია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. მათ 7 თვე ამომრჩეველი დაივიწყეს, მათ ამ დროის მანძილზე ჰქონდათ მხოლოდ ერთი მიზანი, როგორ შეეცვალათ ხელისუფლება არაკონსტიტუციური გზით, ოპოზიციამ დაკარგა გარკვეულწილად ნდობა მისი ამომრჩევლის. ჯერ მათ ის ამომრჩეველი უნდა დაიბრუნონ, რომლებმაც 3% მიანიჭეს და შემდეგ იფიქრონ, როგორ…

მეტი...

„ამნისტია არ შეეხება ბრძანების გამცემ პირებს“ – ირაკლი ქადაგიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„როგორც არის შეთანხმებაში ასახული კანონპროექტი შეეხება ყველას, ვინც 20 ივნისის მოვლენების მონაწილეები არიან, გარდა იმ მუხლების, რომელიც ითვლება არაჰუმანურ მუხლებად და ადამიანის ღირსების შემლახავად,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილი განმარტავს, რომ ამნისტია არ შეეხება ბრძანების განგებ გამცემ პირებს. მისივე ინფორმაციით თუ ასეთი გამოვლინდა აღიძრება სისხლის სამართლის საქმე: „ასევე, არ შეეხება განზრახ ბრძანების გამცემ პირებს, თუ ასეთი ფაქტები გამოვლინდა, მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა ჩვეულებრივად გაგრძელდება. სხვა შემთხვევაში, ამნისტია შეეხება ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება. ჩვენ 7 თვე ვხედავთ მხოლოდ დესტრუქციას,…

მეტი...

“ეს საპარლამენტო არდადეგები არ არის, ეს არის სახელმწიფო უქმეები“ – ირაკლი ქადაგიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“  

„ეს იყო შესვენება პანდემიის ჯაჭვის გაწყვეტის მიზნით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის ინფორმაციით პარლამენტი მომდევნო კვირიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას:   „ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, ამიტომ ყველა საჯარო სამსახური ამ გადაწყვეტილების ფარგლებში მოქმედებს. ზოგადად ახლაც პარლამენტარები ვმუშაობთ სხვადასხვა ფორმატში. მომავალი კვირიდან დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება სრულფასოვნად, გაიმართება სესია, რომელზეც ამნისტიის კანონის დარეგისტრირება მოხდება,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მეტი...

“არ მჯერა, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება სახეში ესროლეთ ადამიანებსო” – მეგრელიშვილი 20 ივნისის საქმეზე

მე ამნისტიის იდეას ვემხრობი. ოპოზიციასა და ხელისუფლების კანონპროექტებს შორის განსხვავება ფუნდამენტური არ არის, – ამის შესახებ  „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მეგრელიშვილი ამბობს, რომ მას არ სჯერა, რომ 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლისას ვინმემ დამიზნებით სახეში სროლის ბრძანება გასცა. „არ მჯერა, რომ ეგეთი ბრძანება იყო, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება, დამიზნებით ესროლეო. მე უბრალოდ, არ მჯერა, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება სახეში ესროლეთ ადამიანებსო. ხომ უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ გვაქვს უნარი გამოძიების და სამართლიანობის აღსრულების?ამ ქვეყანაში უბრალოდ, ეგ გამოცდილება არ გვაქვს. არასდროს გვქონია. პირველად უნდა ვცადოთ ყველაზე მწვავე საკითხზე, რომელიც…

მეტი...

შსს-მ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 835 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 835 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 61 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 698 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 75 ფაქტი გამოვლინდა.…

მეტი...

“ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია ნიკა მელიას უნდა შეეხოს” – ვახტანგ გომელაური 20 ივნისის საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს სამართლიანს უწოდებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე მუხლი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აქვს წაყენებული და „თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს [ამნისტია], უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“ „მე, როგორც შს მინისტრი ამნისტიას, ალბათ, წინააღმდეგობას გავუწევდი. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩართული იყვნენ ევროპის პოლიტიკოსები, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ მიეღოთ ამნისტია. მე არ ვთვლი, რომ ეს უსამართლოა. რა თქმა უნდა, პოლიციელებსაც ეხება. არა იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე ვიცავ პოლიციელებს, არამედ, იქედან გამომდინარე, რომ…

მეტი...

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად სამდღიანი ვიზიტით ბერლინში იმყოფება

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, სამდღიანი ვიზიტით ბერლინში იმყოფება. პარლამენტარებს შეხვედრები ექნებათ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრებთან, ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერთან და კომიტეტების ხელმძღვანელებთან. მოლაპარაკებები იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში და ეუთოს საპარლამენტო ანსამბეის გერმანიის დელეგაციასთან.  საუბრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იქნება, რა მექანიზმები შეიძლება არსებობდეს, რომ ქვეყანა მალე დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, გერმანიის და საქართველოს პარლამენტებს შორის ურთიერთობების გააქტიურებაა. შეხვედრები უკვე დაწყებულია და პირველი მოლაპარაკებები, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან იმართება.

მეტი...

“დავაკავებთ, ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება” – ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბანკზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბადრი ესებუას დაკავება მას უნდა, თუმცა, ამას შესაძლოა წლები დაჭირდეს, რაც „ჩვეულებრივი თემაა“. „დავაკავებთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად. ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება… შეიძლება წლებიც გავიდეს, ამაზე ასჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული და რამდენჯერ გავაკეთო. შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ, არა მე, არამედ, მეოთხე მინისტრმა ჩემ შემდეგ, ან მეორე მინისტრმა. ეს…

მეტი...

„დაისჯებიან კანონის შესაბამისად“ – ვახტანგ გომელაური

“ყველანაირი ძალადობა მიუღებელია” – აღნიშნული შინაგან საქმეთა მინისტრმა დავით გარეჯში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში “სინოფარმით” აცრის ჩატარების შემდეგ უპასუხა. „დავით-გარეჯში მომხდარ გუშინდელ ფაქტზე გამოძიების გადაკვალიფიცირების შესახებ, მე დაწვრილებით ვერ მოგახსენებთ, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურამ უნდა იმსჯელოს კვალიფიკაციის შეცვლაზე. გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ, იცით. მე ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მნიშვნელობა არა აქვს ვის მიმართ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჟურნალისტებზე, მით უმეტეს, მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან კანონის შესაბამისად,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

ვირუსით 24 ადმიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 207 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 135, იმერეთი – 202, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 82, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 118, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 70, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

მეტი...

ვირუსით 2 171 ადამიანი დაინფიცირდა – შემთხვევები მატულობს

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 736 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  315 913-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.27%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა…

მეტი...

“შერეკეს ოპოზიცია პარლამენტში, ბოქლომიც ჩამოუკიდეს, მასხარა პოლიტიკოსები” – დავით ჭიჭინაძე

„ხომ  შერეკეს ოპოზიცია პარლამენტში, ბოქლომიც ჩამოუკიდეს და ახლა დასცინიან კიდეც, მაგრამ ჯერ სად არიან“ – აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში შესულ ოპოზიციასთან დაკავშირებით. მისი  თქმით, ოპოზიცია ნიკა მელიას ბოლომდე წიხლს აჭერს. „ჯერ კიდევ არ იციან პარლამენტში შესულებმა, რომ არცერთი მათი ინიციატივა გათვალისწინებული არ იქნება, რადგან გამორიცხულია ტვინგადატრიალებულ კობახიძეს რამე გააგებინო საკუთარი ინტერესის გარდა,  თუ რა თქმა უნდა გარიგებაში არ შევიდნენ მასთან. შესაბამისად გვაქვს რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ციხეშია გამოკეტილი და ესენი გარეთ, ნიკა ბოლომდე ცდილობს კორექტული იყოს, პარლამენტში შესული ოპოზიცია კი,  ბოლომდე დაუნდობლად აჭერს მას წიხლს, რადგან…

მეტი...