ისრაელის განცხადებით, „ჰამასი“ თვითმკვლელი დრონებით უტევს

ისრაელის არმიის განცხადებით, „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით „თვითმკვლელი დრონების“ გამოყენება დაიწყო. აღნიშნულის დასადასტურებლად ისრაელმა ვიდეომასალაც გაავრცელა სადაც ჩანს,  „F-16“-ის ტიპის გამანადგურებელი როგორ აგდებს ე.წ. თვითმკვლელ დრონს.

ისრაელი საზღვარს კიდევ უფრო ამკაცრებს და რეზერვისტების მობილიზებას ახდენს. სულ, ამ ეტაპისთვის, მობილიზებულია 3 000 რეზერვისტი.

​ჰამასის ნასროლი რაკეტები საცხოვრებელ სახლებსა და საბავშვო ბაღებს ეხება. რაკეტების წვიმა ამ დრომდე არ წყდება.  ისრაელში დღეს 300-ზე მეტი რაკეტა აფეთქდა.

მსგავსი თემები