„ინდური შტამი, რაღაც დროს, ალბათ საქართველოშიც გავრცელდება“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი საქართველოში ჯერ დაფიქსირებული არ არის, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჩვენთან არ შემოვა. „ინდური შტამი“ საქართველოში შესაძლებელია გავრცელდეს, მაგრამ,  საბედნიეროდ, ჯერ  არ გავრცელებულა. შეუძლებელი არაფერია,  რაღაც დროს, ალბათ გავრცელდება. ბრიტანულ, სამხრეთ აფრიკულ და ბრაზილიურთან შედარებით, ინდური შტამის შესახებ მწირი ცოდნაა. ინდურ შტამთან დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ ცოტა მეტი მუტაციაა, ვიდრე იყო ბრიტანულ შტამში. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ როგორც ბრიტანული შტამი, ისიც უფრო მარტივად გადამდებია, უფრო სწრაფად ვრცელდება“ – აცხადებს ცერცვაძე. მისივე ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ნახევარზე მეტი ბრიტანულ…

მეტი...

ვაქცინაციის მიუხედავად, საქართველოში რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა

თბილისის  ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდგომ, საქართვლოს რამდენიმე მოქალაქეს ვირუსი დაუდასტურდა. „ჩვენთან რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იცის, მაგრამ ათიდან თხუთმეტ შემთხვევაზე მეტი არ არის, რაც  ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც, რადგან ნახევარზე მეტი ჩვენთან ინგლისური შტამია და რეინფიცირებას სულ ათი თუ თხუთმეტი შემთხვევაა, მეტი არა. რაც შეეხება, ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებას, ასეთი შემთხვევები არის. არის რამდენიმე, ორი თუ სამი შემთხვევა სულ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მეტი...

რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი გააშავა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი რუსეთის „შავ სიაში“ ირიცხება. რუსეთი  ევროკავშირს ქვეყნის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ისევ აგრძელებს უკანონო შემზღუდველი ზომების გატარებას რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში. „მათი მიზანია ჩვენი ქვეყნის განვითარების შეჩერება და ამას ნებისმიერ ფასად აკეთებენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდება ამერიკის შეერთებული შტატების წახალისებით“- აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში. ამ დროის მონაცემებით, რუსეთს, ევროკავშირის პრეზიდენტის გარდა, „შავ სიაში“ შეყვანილი ჰყავს ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქე.

მეტი...

პეკინზე არასრულწლოვანს თავს დაესხნენ

თბილისში, პეკინის გამზირზე არასრულწლოვანზე თავდასხმა მოხდა. დაშავებულია 17 წლამდე ახალგაზრდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მეტი...

„უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის, დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს“ –  საკოორდინაციო საბჭო

„უქმე დღეების დროს, რომელიც დღეიდან 12 მაისის ჩათვლით იქნება, არის ორი დამატებითი შეზღუდვა. პირველი- ეს არის 2 დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და მეორე, 2 დან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვა დამატებითი შეზღუდვა მიღებული არ არის და ყველა ოპერირებს იმ რეჟიმით, რომლითაც ოპერირებდა დღემდე“ – ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა  გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შემოღებული იქნება ქვეყანაში, დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, ნებისმიერი ახალი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს მთავრობა, უპირველეს ყოვლისა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზით იქნება განპირობებული.  გიორგი…

მეტი...

“მაისის პირველ ნახევარში, ბავშვებში, პოსტკოვიდური სინდრომის მატება გვექნება” – გაფრთხილება მშობლებს 

„როგორც ცნობილია, იაშვილის კლინიკა ძირითადად  პოსტკოვიდურ გართულებებს მართავს. რაც სრულ სინქრონშია, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან. ამ ეტაპზე, იაშვილის კლინიკაში, პოსტკოვიდური სერიოზული გართულებებით 68 პაციენტია გატარებული“, – ამის შესახებ, „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.  მისივე თქმით, თუ თებერვალ-მარტში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, ბოლო დღეების განმავლობაში პაციენტების რიცხვმა მოიმატა. მაისის პირველ ნახევარში კი, შესაძლებელია კიდევ უფრო გართულდეს მდგომარეობა.   „კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტი ბავშვია. სამწუხაროდ, ვფიქრობთ, მაისის პირველ ნახევარში შემთხვევების მატება გვექნება. მშობლებისთვის აუცილებლად საყურადღებოა რომ,…

მეტი...

სამებაში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის ტრადიციული რიტუალი შესრულდა. გარდამოხსნა საკურთხევლიდან მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა. შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. როგორც მეუფე შიომ ბრძანა, ყველა ადამიანი უნდა ეცადოს, საკუთარი თავი იპოვოს. „ქრისტესმიერ საყვარელო მორწმუნენო, დღეს ჩვენ, კიდევ ერთხელ ჩვენს ცხოვრებაში, ვდგავართ უფალი იესო ქრისტეს ცხოველმყოფელ წიაღში და მე ვფიქრობ მისი ჯვარცმის, მისი ბრწყინვალე აღდგომის საიდუმლოს შესახებ, თუ რაოდენ მიუწვდომელია ის ადამიანის გულისთვის. მაგრამ, ამავე დროს, საკმაოდ ბევრი მოგვეცა ჩვენ იმისთვის, რომ ჩავწვდეთ და შევიმეცნოთ ეს საიდუმლოება. უფალმა იესო ქრისტემ, როგორც ღმერთკაცმა, მოგვცა ჩვენ…

მეტი...

“21:00 საათამდე მუშაობა და შაბათ-კვირას არ მუშაობა, უზრუნველყოფს მობილურობის შემცირება” – საკოორდინაციო საბჭო

“ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საბჭო ღებულობს, ყოველთვის არის განპირობებული არსებული ვითარებით და მიზნად ისახავს, უპირველეს ყოვლისა, ეპიდემიის გავრცელების სიჩქარის შემცირებას” – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მან ისაუბრა უქმე დღეებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ  აღნიშნულის განხორციელების მთავარი მიზანი იყო შემცირებულიყო მობილობა და ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე. გიორგი ღიბრაძის თქმით, კარგი ამინდები და გარეთ ყოფნა, გარკვეულწილად, ასუსტებს  ეპიდემიის გავრცელებას. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ასევე ისაუბრა, თუ რატომ არ მუშაობენ რესტორნები და კაფე-ბარები შაბათ-კვირას და რატომ არ აქვთ მეტი დრო მუშაობისთვის. „ყველა ის რეგულაცია, რომელიც არსებობს ქვეყანაში და…

მეტი...

ინდოეთში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე კორონავირუსით დაინფიცირდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი აცხადებს, რომ ინდოეთში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე კორონავირუსით დაინფიცირდა.  “ყველამ კარგად ვიცით, რომ ინდოეთში რთული მდგომარეობაა, საელჩოს თანამშრომლები აგრძელებენ დისტანციურად მუშაობას. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ინდოეთში არიან, კოორდინაციაში არიან ჩვენთან და მათ ყურადღებას ვაქცევთ. ცხელი ხაზიც ამოქმედებულია. ორ მათგანს აქვს კოვიდი, საელჩო ეხმარება მათ და ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ,”-აღნიშნა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

მეტი...

30 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო 45 338 აცრა ჩატარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო 45 338 აცრა ჩატარდა. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 6064 ადამიანი. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეები უნდა შევიდნენ booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 1522,“- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

მეტი...

რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. რუსთაველის თეატრში სამოქალაქო პანაშვილი 19:00 საათამდე გაგრძელდება. კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან ხვალ, ორ საათზე გამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, მსახიობს საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა. რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება. ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავსა და ყველასთვის საყვარელ მსახიობს – შაბათს, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. კახი…

მეტი...

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება

საქართველოს მთავრობა 3-12 მაისის ჩათვლით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულ პერიოდში არაერთი შეზღუდვა იქნება დაწესებული, მათ შორის ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები. „3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება; სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები; საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი; გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, იმოქმედებს…

მეტი...

3-12 მაისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება; სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი. გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, იმოქმედებს 23:00-04:00 საათამდე.  როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად;შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს…

მეტი...

იერუსალიმის საპატრიარქო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების წესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იერუსალიმის საპატრიარქო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების წესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების მსურველები უნდა მივიდნენ შაბათს, პირველ მაისს 09:00 საათიდან 10:00 საათამდე ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიცია და საპატრიარქოს წარმომადგენლები კორონავირუსზე ვაქცინირებულ პირებს ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში შეუშვებენ. ისინი, ვისაც არ აქვთ გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, დარჩებიან წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე.

მეტი...

“თუ მელია იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება” – ლევან იოსელიანი

“ოპოზიციაში ხან ერთმანეთს ედავებიან, ხან ეფერებიან, ეგ არ არის ჩემი საქმე – ვიცი, რომ თუ მელია იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება”, – ასე ეხმიანება “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ნიკა მელია ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი. მისი თქმით, არ იცის ოპოზიციაში რა პროცესები მიდის, რადგან დიდი ხანია მათთან “მოქალაქეები” აღარ არიან. “ხან ერთად არიან, ხან – იყოფიან, ხან ერთმანეთს ედავებიან, ხან – ეფერებიან, ეგ არ არის ჩემი საქმე. ერთადერთი, ვიცი ის, რომ მელია თუ იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი პარტიის მხარდაჭერა მას არ ექნება,”- განაცხადა იოსელიანმა.

მეტი...

რატომ აიღეს ქანდაკება “ყირამალა” – ბულვარის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

ბათუმის ახალ ბულვარში ქანდაკება “ყირამალას” აღებასთან დაკავშირებით განცხადებას ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქანდაკება სრულად ამორტიზირდა და მისი მოხსნის მიზეზიც ეს გახდა. ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, მომდევნო წლისათვის აღნიშნული ქანდაკების ზუსტი ანალოგი დამზადდება: “ვეხმაურებით მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, ახალ ბულვარში მდებარე ქანდაკების “ყირამალა” დაზიანების შედეგად მოხსნასთან დაკავშირებით. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, აღნიშნული ქანდაკება  ბათუმის ბულვარში 2009 წელს განთავსდა, რომლის ავტორიც გახლავთ მოქანდაკე გელა წულაძე. ვინაიდან, წლების მანძილზე ქანდაკება სრულად ამორტიზირდა, ფაქტობრივად მისი რესტავრირება აღდგენას არ ექვემდებარებოდა, რის შედეგადაც  კონსტრუქცია ადგილიდან მოიხსნა და დასაწყობდა. ავტორთან მოლაპარაკების საფუძველზე, მომდევნო წლისათვის აღნიშნული ქანდაკების ზუსტი ანალოგი დამზადდება, რომლის ხარჯთაღრიცხვაც სსიპ “ბათუმის ბულვარის” 2022…

მეტი...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ათეულობით საფლავი გაძარცვეს

ვანდალიზმი გურიაში – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჩოჩხათსა და გრიგოლეთში ათეულობით საფლავია გაძარცვეს. ჩოჩხათში მსგავსი ფაქტი ბოლო თვეში რამდენჯერმეც კი დაფიქსირდა. საფლავებიდან, ძირითადად, მოპარულია ალუმინის, დურალუმინისა და რკინის კონსტრუქციები. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევები, სავარაუდოდ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.

მეტი...

„პატარძლის არ იყოს, მეც არ ამცდა… “ – შალვა ნათელაშვილი ვირუსზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს. სოციალურ ქსელში ნათელაშვილი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, რომ მას ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და ამჟამად გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნება. შალვა ნათელაშვილი FB ლაივ ჩართვაში კორონავირუსის შესახებ ხუმრობს კიდეც. „უჩვეულო ამპლუაში ვარ, 40 წელი არ ვუნახივარ ოჯახში არავის მუდმივ რეჟიმში, ჩემები მადლობას უხდიან კოვიდს, პატარძლის არ იყოს არ ამცდა, გავიტანე თავი მიტინგებზე, მაგრამ მაინც შემხვდა,“ – ამბობს ნათელაშვილი.

მეტი...

მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე, შსს-ს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, პოლიციის მიერ მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  “2021 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამეტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო…

მეტი...

რეგულაციების დარღვევისთვის შსს-მ 24 საათში 1239 ჯარიმა გამოწერა 

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 239 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 121 პირი დააჯარიმა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.  „გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 952 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 166 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები,…

მეტი...

რეგიონების მიხედვით, კორონავირუსის გამოვლინებით ისევ თბილისი ლიდერობს

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ დედაქალაქშია. შემდეგ მოდის აჭარა და იმერეთი. რეგიონების მიხედვით განაწილება კი შემდეგია: თბილისში გამოვლენილია 923 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 48, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 47, სამცხე-ჯავახეთი – ექვსი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 407, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 106, აჭარაში – 427,…

მეტი...

სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია

საქართველოს მეზობელ სომხეთში კორონავირუსის 536 შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 24 საათში 21 პაციენტი გარდაიცვალა. 30 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 216 064 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 198 135 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 108 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 018 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 5,29 პროცენტია

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,85 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,29 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,7 პროცენტი. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 791 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 923 თბილისში გამოვლინდა, 107 აჭარაში, 104 სამეგრელო-ზემო სვანეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 895 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 791  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 895 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 090 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 805 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 476 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  310 310-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 791 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 090, „პისიარ“ ტესტით – 16 805. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,29% ბოლო 14 დღის – 4,7%, ბოლო შვიდი დღის – 4,85%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 310 310 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 290 767 გამოჯანმრთელდა, 4 110 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 45 338 ადამიანი, დღიურად აცრილია 1…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 110-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 791 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 29 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 1 433 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 160  პაციენტი, 18 კი გარდაიცვალა.

მეტი...

“პოლიციამ გაფრთხილების გარეშე ესროლა და ფიზიკურად გაუსწორდა” – დაჭრილის დედა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ზუგდიდის საავადმოყოფოში განმარტავენ, დაშავებულებს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები, სხეულის სხვადასხვა ნაწილში აქვთ მიყენებული. “კლინიკაში შემოიყვანეს მამა-შვილი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. შვილს აქვს გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩის მოტეხილობა, ზურგის ტვინის დაჟეჟილობა. მამას ტერფის არეში ნაფლეთ- ნაგლეჯი ჭრილობა. ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, გრძელდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა,”- აცხადებენ ზუგდიდის საავადმყოფოში.  დაჭრილის დედის განცხადებით, მის შვილს და მეუღლეს კონტრაბანდული სიგარეტი ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა მათ პოლიციამ გაფრთიხლების გარეშე ესროლა და შემდეგ ორივეს ფიზიკურად გაუსწორდა.

მეტი...

გიორგი ვაშაძე თბილისის მერის არჩევნებზე ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

რას პასუხობს გიორგი ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზებას, რომ თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია იყოს. ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა კომენტარი გააკეტა. გიორგი ვაშაძის თქმით, დიდი ალბათობით, ნიკა მელიას მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ ექნება: “ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ის არის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი. ამიტომ დიდი ალბათობით, გადაწყვეტილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს და მე შევეცდები, რომ სხვაგან ვეძიო კანდიდატები, რომელიც საინტერესო იქნება თბილისისთვის. აქ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემზე არაა საუბარი, ყველაზე ნაკლებად ჩემზე ვფიქრობ. მე უფრო მინდა ვითამაშო როლი, რომ გადავწიო ჩემი პერსონალური ამბიცია,” – განაცხადა…

მეტი...

“ინდოეთის სიტუაცია შესაძლოა ყველგან მოხდეს” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ინდოეთის შემთხვევა, შესაძლოა, ნებისმიერ ქვეყანაში განმეორდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. როგროც ჰანს კლუგე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას რეგიონში, ორი თვის განმავლობაში პირველად, ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ “ძალიან მაღალია“. ჰანს კლუგემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპის ქვეყნების რამდენიმე ლიდერმა კორონავირუსთან დაკავშრებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა. ჰანს კლუგე ამბობს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებამ შესალოა „შტორმი გამოიწვიოს“.

მეტი...

“შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქებამ ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება შეიძლება გამოიწვიოს” – ჰანს კლუგე

დამცავი ზომების ნაადრევად შემსუბუქებამ, როდესაც უფრო გადამდები ვარიანტები არსებობს და ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია, შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში იდეალური შტორმი გამოიწვიოს. ინდოეთის სიტუაცია შესაძლოა ყველგან მოხდეს,“- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას რეგიონში, ორი თვის განმავლობაში პირველად, ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ “ძალიან მაღალია”. ჯანმო-ს წარმომადგენელმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ცხოვრების ნორმალური რიტმის დაბრუნებისთვის საჭიროა ვაქცინაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძლიერი ზომების ერთობლიობა. ჰანს კლუგემ აღნიშნული განცხადება…

მეტი...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონს ვენეციის კომისია ეხმაურება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონს ვენეციის კომისია ეხმაურება და ქართული მხარის მიერ კომისიის რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებას მიესალმება. ამასთან, ევროპის საბჭოს საკონსულტატციო ორგანოს შეფასებით, კიდევ არის საკითხები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება ფუნდამენტურად შეცვლის მართლმსაჯუჯებაში არსებულ პრობლემებს.

მეტი...

“საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო” – აშშ-ის საელჩო

ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო, ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. „ქართულ ოცნებას“, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭრვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ…

მეტი...

ზუგდიდში მამა-შვილი, სავარაუდოდ პოლიციელებმა დაჭრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მამა სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლებმა დაჭრეს. ამის შესახებ თვითმხილველები ყვებიან. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცს, სავარაუდოდ, ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდა. დაჭრილი ქუთაისშია გადაყვანილი. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...

„ჩემს მეხუთე შვილს – ქართულ ჯარს ვულოცავ 30 წლის იუბილეს“ – ოქრუაშვილი არმიის იუბილეზე

„მთელი დღე ვფიქრობდი ამ თემაზე რამე მეთქვა თუ არა, 30 წელი შესრულდა, მაგრამ დღეს რა მოგილოცოთ არ ვიცი.,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი წერს დ ქართველ ჯარისკაცებს მიმართავს: „შეიარაღებული ძალებიდან თავდაცვის ძალებად, რომ გადაგაკეთეს ეგ მოგილოცოთ თუ ფორმას საკუთარი ფულით რომ ყიდულობთ ეგ?, 2 წელი მაგ საქმეს შევალიე და მიხარია, ამაყი ვარ. ყველა ჯარისკაცს გილოცავთ იმას რისთვისაც ერთად ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ. ყველა ჯარისკაცის ხსოვნა იყოს ვინც დაფასებული თუ დაუფასებელი დარჩა ჩვენი საზოგადოების უმადურების გამო,“ – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“სისულელეებს რატო წერთ” – გიორგი ფხაკაძე ჟურნალისტების ნაწილს მიმართავს

ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე „ფეისბუქ“ ლაივში იმ ჟურნალისტებს მიმართავს, რომლებიც მისი ნათქვამის ინტერპრეტირებას ცდილობენ და არასწორად ავრცელებენ ინფორმაციას. „დავიწყოთ პრესის მიმოხილვა:„ტვ პირველმა“ გამომიყვანა ანტივაქსერი. სასაცილოა ეს, არაუშავს. საერთოდ მიკვირს ამ კომპანიის ამბავი, სხვათაშორის მათთვის არაერთი ინტერვიუ მიმიცია და ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. არ ვიცი, საერთოდ რა დაგემართათ ხალხო. პატივს გცემთ ყველა ჟურნალისტს, მაგრამ რა მიმართულებით მიდიხართ ვერ გავიგე. მაგალითად ვიღაცას რომ გავლანძღავ კარგად, გემრიელად , სიმართლეს როცა ვამბობ, ჩნდება ჩემ წინააღმდეგ სტატიები. ან ოცნების მხარეს ჟურნალისტები ან ნაციონალების. მოკლედ, ვერ გაარკვიეს ვის მხარესაა გიორგი ფხაკაძე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავის მხარეს არა ვარ.…

მეტი...

დღეს წითელი პარასკევია – ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანული სამყაროსთვის

დღეს წითელი პარასკევია – ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანული სამყაროსთვის. მორწმუნეები დღეს სიმბოლურად, კვერცხებს წითლად ღებავენ. მართლმადიდებელ ტაძრებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, გარდამოხსნის და დატირების რიტუალები შესრულდება. სამების ტაძარში ელოდებიან საქართველოს პატრიარქს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში ყველა საჭირო რეკომენდაცია სრულდება.

მეტი...