“იგივეა, მგლებმა შექმნან კომისია, თუ რატომ შეჭამეს ირემი” – შალვა ნათელაშვილი საგამოძიებო კომისიაზე

„იგივეა, მგლებმა შექმნან კომისია, თუ რატომ შეჭამეს ირემი“ – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს იგივე ვარიანტია, მგლების შემადგენლობით შეიქმნას კომისია, თუ რატომ შეჭამა მთავარმა მგელმა ირემი. ეს სისულელეა, ეს ხომ დაცინვაა? ვინ იძიებს, თალაკვაძე, მდინარაძე, კუჭავა, ჟვანია და მოღალატე ელისაშვილები იძიებენ გაყალბდა თუ არა არჩევნები?“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები