ჯემალ გამახარია აფხაზებს გონივრული გადაწყვეტილებებისა და ერთად დგომისკენ მოუწოდებს

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთის მოსახლეობას მიმართავს, რომ  21 მაისის გაკვეთილები  გაიხსენოს და მოუწოდებს, ყველამ შეიგნოს, რომ ერთად დგომის დრო დადგა. „მედიაცენტრი მთავარი“ უმაღლესი საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „რუსეთ-კავკასიის ომის სახელწოდებით არის ცნობილი რუსეთის მიერ 1817-1864 წლების მანძილზე კავკასიის ანექსიის მიზნით წარმოებული სისხლისმღვრელი ბრძოლები. 1864 წლის მაისში რუსეთის ჯარმა მდინარე მზიმთის სათავეში მთიელთა წინააღმდეგობის უკანასკნელი კერები დაიკავა. 21 მაისს კბაადას ველზე (კრასნაია პოლიანა) “გამარჯვების“ აღლუმი გაიმართა. ეს დღე კავკასიის ომის დასასრულად ითვლება. სეპარატისტულად განწყობილი აფხაზი მეცნიერები – ისტორიის გაყალბების უბადლო დიდოსტატები – ცდილობენ ისე წარმოაჩინონ ვითარება,…

მეტი...

ევროკავშირი 100 მილიონ ვაქცინას შეჭირვებულ ქვეყნებს აჩუქებს

დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნები ევროკავშირისგან საჩუქრად ვაქცინებს მიიღებენ. ევროკავშირი აპირებს, კორონავირუსის საპრევენციო ვაქცინა შეჭირვებულ ქვეყნებს დაურიგოს. საუბარია 100 მილიონი დოზა ვაქცინაზე, რომელიც განაწილება წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

მეტი...

„ილონ მასკის სისტემამ, ხომ გაჭედა? ამერიკაშიც გაჭედა, ჩეხეთშიც გაჭედა“ – პაატა იმნაძე

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ სისტემა არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან ჭედავს. პაატა იმნაძის განმარტებით, არ არის საჭირო ცარიელ ადგილზე ხელოვურად ზვავის აგორება. „ცარიელ ადგილზე ნუ ავაგორებთ ზვავს, რომ გაჭედა და რაღაც საშინელება მოხდა. „სინოვაკზე“ საიტი 12:00 საათზე გაიხსნა და 2 საათში 5 ათას ადამიანზე მეტი დარეგისტრირდა. შეიძლება ჭედავს, მაგრამ ფაქტია, რომ 2 საათში 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა. რაც შეეხება სისტემების გაჭედვას, ილონ მასკსაც გაუჭედა სისტემამ, ახალ ამბებს ხომ ეცნობით ხოლმე? ილონ მასკის…

მეტი...

„რომელი ჭკუათმყოფელი ტურისტი ჩავა ქვეყანაში, სადაც ქვეყანა ინგრევა?!“ – პაატა იმნაძე სახმელეთო მიმოსვლის აღდგენაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველო სახმელეთო საზღვრების გახსნას განიხილავს და სავარაუდოდ, მალე გაიხსნება. „სახმელეთო საზღვრებზე, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ცოტა ხნის წინ რთული ვითარება იყო.  თურქეთში კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული შტამიც“ დაფიქსირდა,  „ბრაზილიური შტამიც“ და „ინდური შტამიც“. მესმის ბიზნესის, ტურიზმის ინტერესები, მაგრამ, შენს ქვეყანას  მაქსიმალურად უნდა შეუწყო ხელი, რომ ტურისტულ სეზონზე, ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი და უსაფრთხო ყოფილიყო ტურისტებისთვის. რომელი ჭკუათმყოფელი ტურისტი ჩავა ქვეყანაში, სადაც ქვეყანა ინგრევა?!“ – განაცხადა პაატა იმნაძემ. მისივე შეფასებით, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ  მაღალი პიკი არ გვქონოდა. „ჩვენი ყველა ქმედება  გათვლილი იყო…

მეტი...

5 წლის ბავშვთან სექსუალური კონტაქტისთვის დაკავებულს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ  სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე  ს.ა. დამნაშავედ ცნო.   შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამულოში ს.ა.-მ ისარგებლა 5 წლის ლ.ა.-ს ასაკობრივი უმწეობით, რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.     მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით  (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის…

მეტი...

„თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება“ – დიმიტრი ხუნდაძე

„შეზღუდვების შემსუბუქება იქნება საყურადღებო ტესტი, თუ როგორ გავითავისეთ ის უნარები, რაც პანდემიის სწორად მართვისთვის და ჯანმრთელობის დასაცავად არის აუცილებელი“ – აცხადებს პარლამეტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატის შეფასებით, ვაქცინის მხრივ, მიწოდება მკვეთრად ჩამორჩება მოთხოვნას, მაგრამ პროცესი თანდათან ძალას იკრებს, რაც იმედის მომცემია. „საკმარისი დრო გავიდა პანდემიის დაწყებიდან დღემდე. გავიარეთ რამდენიმე ეტაპი, იყო სირთულეები. სამწუხაროდ მსხვერპლის გარეშე ვერ გავართვით თავი ამ გამოწვევას, მაგრამ რომ არა თანმიმდევრულობა, ზიანი შესაძლოა გაცილებით დიდი ყოფილიყო. დღეს მეტი ინფორმაცია არსებობს ვირუსის შესახებ, თუმცა მუტირებული შტამები დამატებით რისკებს მაინც ქმნის. საბედნიეროდ უკვე შექმნილია ვაქცინა. მართალია, მისი…

მეტი...

“არავის აქვს პრეტენზია, რომ ახალ სახარებას ან 10 მცნებას დავწერდით საარჩევნო ცვლილებების სახით” – ალეკო ელისაშვილი

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიას უკვე გაუგზავნეს. ახლა პარლამენტი პასუხად საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებს ელოდება და პარალელურად იწყებს პროექტის განხილვას. პარლამენტის წევრი, პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეფორმამ ნდობა უნდა დაიბრუნოს. “არავის აქვს პრეტენზია, რომ ახალ სახარებას ან 10 მცნებას დავწერდით, საარჩევნო ცვლილებების სახით. მაგრამ აქ მაქსიმალურად არის ყველას იდეა გაერთიანებული. არჩევნებმა უნდა დაიბრუნოს ნდობა და დარწმუნებული ვარ ეს ჩაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმა დაიმსახურებს ვენეციის კომისიის მოწონებას,”-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათ ოპოზიციასთან ერთად აქამდეც ჰქონდათ ცვლილებებზე საუბარი.  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის…

მეტი...

საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მომზადებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი დეტალურად არის გაწერილი საარჩევნო რეფორმის დოკუმენტში, რომელიც რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გუშინ გაეგზავნა. საარჩევნო ცვლილებებით, იცვლება კანონის დღეს მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ ცესკო-ს წევრები, თუმცა თუ ვერ აირჩევენ, შემდეგ პროცესი პარლამენტში გადადის და საკანონმდებლო ორგანოს მიერ ხდება ცესკო-ს ხელმძღვანელის არჩევა. მომზადებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ირჩევს პარლამენტი ამ კანონის მე-12 მუხლით – ღია კონკურსის წესით. პროექტით განსაზღვრულია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება, თუ იგი არჩეული იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი…

მეტი...

“აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, შეიქმნას შესაძლებლობები, რომელიც გამოწვევებს დაძლევს” – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ საგრანტო შეთანხმება „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მოიტანს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას. როგორც დეგნანი აღნიშნავს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება ქვეყანას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რომ მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არსებობდეს, ლიდერები ანგარიშვალდებულები იყვნენ ხალხის წინაშე. „ძალიან მახარებს, რომ დღეს თქვენს წინაშე ვიმყოფები და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს აღვნიშნავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში, აშშ-სა და საქართველოს შორის. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი და ფინანსთა მინისტრი ხელს აწერენ ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის ამერიკელმა ხალხმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, 330 მილიონი აშშ დოლარი გამოყოს…

მეტი...

საქართველოს 6 მოქალაქე საბერძნეთში ბინების ძარცვის ბრალდებით დააკავეს

ბინების ძარცვის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოძიებულია ქურდობის 18 შემთხვევა – მოპარული ნივთების საერთო ღირებულება კი 190 ათას ევროს აჭარბებს. დაკავებულთა უმრავლესობას, ასევე ოფიციალური ცნობით, მსგავსი დანაშაულისთვის ბრალი ადრეც აქვთ წაყენებული. როგორც ბერძნული მედია წერს, დამნაშავეები ჯგუფურად მოქმედებდნენ და თითოეულ წევრს განსაზღვრული როლი ჰქონდა. დაკავებულები ძირითადად პაგრატის, კაისარიანისა და ზოგრაფუს რაიონებს ძარცვავდნენ. ჩხრეკისას ამოიღებულია დიდი რაოდენობით სამკაულები, ვერცხლის ჭურჭელი, საათები, ბრენდირებული ტყავის ნაწარმი, ელექტრონული მოწყობილობები, ლეპტოპები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ალკოჰოლური სასმელი, მობილური ტელეფონები, ქვითრები, ფულადი გზავნილების ბარათები, ავტომობილები და თანხა. “კურიერის” ინფორმაციით, ბრალდებულთაგან რამდენიმე თელავიდან არის, ოჯახის წევრებს…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 543, აჭარაში – 125, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 104

კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 543, აჭარაში – 125, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 104. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 14 785-ს აღწევს, მათგან 4 261 პირი საავადმყოფოებში მკურნალობს. 893 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 543 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 99, ქვემო ქართლი – 62, შიდა ქართლი – 25, გურია – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 104, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17. ამ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 135 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში  1 135 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 564 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 888, „პისიარ“ ტესტით – 14 676. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,16 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,26 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,13 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 335 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 316 389 გამოჯანმრთელდა, 4 569 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 569-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 1 064 პირს დაუდასტურდა, 1 135 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 20 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 104 შემთხვევა გამოვლინდა, 1 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.

მეტი...

“რამდენმა ადამიანმა გადაიტანა თბილისში კოვიდი ისე, რომ არაფერი იცის” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ რამდენმა ადამიანმა ისე გადაიტანა თბილისში კორონავირუსი, ამის შესახებ არაფერი იცის. როგორც ის აცხადებს, ასეთი თბილისის მოსახლეობის 35%-ია. „ბოლო 7 დღეში შეიმჩნევა როგორც ახალი შემთხვევების, ისე დადებითობის კლების ტენდენცია. მესამე ტალღა ჯერჯერობით გრძელდება, უბრალოდ ვთვლით, რომ პიკმა გადაიარა. უნდა გაგრძელდეს ყველა მაქსიმალურად ყველა რეგულაციის შესრულება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

მეტი...

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 3 პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 3 პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, რომლებიც იყვნენ იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, დავალებული ჰქონდათ აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა. სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, მათ მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული დაკისრებული მოვალეობები, რამაც საშუალება მისცა კონტრაქტორ კომპანიას რეალურად შეესრულებინა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

მეტი...

“შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბათუმის საზღვაო აკადემიას ეწვია. იგი შეხვდა როგორც აკადემიის რექტორს, ასევე სტუდენტებს. ევროკავშირის დახმარებით სტუდენტები გადიან ტრენინგებს, რათა მათ შეძლონ დასაქმება საერთაშორისო დროშების, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. 2014 წლიდან დღემდე საქართველოს მეზღვაურების დასაქმება უცხოურ გემებზე 40 პროცენტით გაიზარდა. „ევროკავშირი წლებია, თანამშრომლობს საქართველოსთან საზღვაო თემასთან დაკავშირებით. ვთანამშრომლობთ როგორც უსაფრთხოების, ასევე გარემოს დაცვის სფეროში. შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია. ის, რომ ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმება, ბევრ შესაძლებლობას იძლევა. პროფესია, რომელიც თქვენ აირჩიეთ,…

მეტი...

1994 წელს თბილისში 3 ადამიანის მკვლელობისთვის ბრალდებული საფრანგეთმა საქართველოს გადასცა

საფრანგეთიდან საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული ორი პირის – ვ.გ.-ს და თ.ჟ.-ს ექსტრადირება განხორციელდა. გამოძიება ერთს სამი პირის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას, მეორეს კი ნარკოდანაშაულს ედავება. ორივე საერთაშორისო ძებნილი საფრანგეთის რესპუბლიკამ 2018- 2019 წლებში დააკავა, ახლა კი მათი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს: “საქართველოს გენერალური პროკურატურა ვ.გ.-ს ინტერპოლის არხებით, წითელი ცირკულარით  ძებნას, 1994 წელს ქ. თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ჩადენილი ვ.მ.-ს, ნ.მ.-ს და ფ.მ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე ახორციელებდა. სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 1994 წლის 18 იანვარს ქ.თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვ.მ. გაიტაცეს, რომელიც დაზარალებულის მშობლებისგან გამოსასყიდის მიღების შემდგომ…

მეტი...

ჩინურ „სინოვაკზე“ რეგისტრაცია დღეს იწყება

ჩინური წარმოების ვაქცინის – „სინოვაკით“ აცრასთან დაკავშირებით,  რეგისტრაციის ფანჯარა  დღეს იხსნება. საუბარია ტრადიციული მეთოდებით დამზადებულ ვაქცინაზე, რომელიც ხელმისაწვდომია 18 წლის მიღწეული ადამიანებისთვის. რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყება. უშუალოდ აცრა კი 24 მაისიდან მოხდება. „სინოვაკის“ ვაქცინა ინაქტივირებული ვაქცინაა. აღნიშნული პრეპარატი საქართველომ ჩინური მხრიდან უსასყიდლოდ მიიღო.

მეტი...

ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

ისრაელის მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცეცხლის შეწყვიტოს. როგორც ცნობილია, ისრაელი ცეცხლს ცალმხრივად წყვეტს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი. ღაზას სექტორის მმართველი ორგანიზაცია „ჰამასიც“ მზადაა ისრაელთან ცეცხლი შეწყვიტოს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას თეთრი სახლიც გამოეხმაურა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი  ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისთვის შეაქო. ცეცხლის შეწყვეტის გამო, ღაზას ქუჩებში პალესტინელები გამოვიდნენ და სკანდირებდნენ : „უფალი დიდია, მადლობა უფალს!“ მეჩეთის საყვირებიდან კი ისმოდა : “იერუსალიმის ხმლის” ბრძოლის დროს ოკუპაციის (ისრაელის) წინააღმდეგ…

მეტი...