პრეზიდენტმა ვეტო არ გამოიყენა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ვეტო არ დაადო. აღნიშნულის შესახებ განცხადებას სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში აკეთებს. დღეს, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები სალომე ზურაბიშვილს მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ ვეტოს სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.       „ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა და განმარტა, რატომ არ გამოიყენა ვეტოს უფლება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან…

მეტი...

ჯანმომ ჩინური „სინოფარმი“ აღიარა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა. ჯანმოს ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით,  “სინოფარმის” ვაქცინა  გაეროს მიერ მხარდაჭერილ COVAX პროგრამაში უახლოეს კვირებსა თუ თვეებში შევა და გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანმო-ს რეგიონალური ოფისის საშუალებით განაწილდება. „WHO– მ გადაუდებელი მოხმარებისთვის ჩამონათვალში შეიყვანა პეკინის ვაქცინა, რითაც იგი გახდა მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო WHO-ს დადასტურება უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხისთვის. ეს აფართოებს ვაქცინების ჩამონათვალს, რომელთა შეძენა COVAX- ს შეუძლია და ქვეყნებს სანდოობას აძლევს დააჩქარონ საკუთარი მარეგულირებელი ორგანოების მიერ დამტკიცება და მოახდინონ ვაქცინის იმპორტი და ადმინისტრირება“, – ასეთია ჯანმოს  დირექტორის, ტედროს ადჰანო გებრეიესუს განცხადება.…

მეტი...

მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ვეტოს დადების სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს. პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე, მამუკა მდინარაძემ, ორბელიანის სასახლიდან გამოცვლის შემდეგ ისაუბრა. „პრეზიდენტის განწყობებზე ნუ ვილაპარაკებთ.  მას არც შეუმჩნევია ჩვენთან და მით უმეტეს, დეკლარირება არ მოუხდენია თავისი განწყობის. მან ყურადღებით მომისმინა, კითხვები დასვა, რასაც აკეთებს ყველა სხვა შეხვედრაზე. მის დასკვნებზე, ბუნებრივია, წინასწარ ვერაფერს ვილაპარაკებ. წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ ვეტოს დაძლევაზე. თუ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რაც ჩემი აზრით, სამართლებრივ არგუმენტაციაზე ვერ დაეყრდნობა, ამ შემთხვევაში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გააჩნია, რა არგუმენტაცია მოჰყვება ამას, პარლამენტი მსჯელობს ხოლმე…

მეტი...

ნიკანორ მელიას ცივილიზებული სამყარო გამოიხსნის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკანორ მელია ციხეს მალე დატოვებს და ეც იქნება ცივილიზებული სამყაროს მიერ მისი გამოხსნა. ეს განცხადება ბოტკოველმა ნიკანორ მელიას მონახულების შემდეგ გააკეთა.   “ამ დღეების განმავლობაში, ბევრი სიახლე იქნება. რაც შეეხება დედაქალაქის მერს, ადგილობრივ არჩევნებზე ვისაუბრეთ, მაგრამ მხოლოდ დედაქალაქის მერის პოსტი რატომ არის ასეთი აქტიური? რაც შეეხება ნიკას გადაწყვეტილებას, მას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, რას და როგორ აპირებს. რაც შეეხება გირაოს, ის თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან…

მეტი...

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღე არ აღინიშნება

9 მაისთან დაკავშირებთ, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც მერიაში აცხადებენ, ვაკის პარკში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წელს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება. „აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი“ –  აცხადებენ მერიაში.

მეტი...

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ საიტი შექმნა

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით,  სპეციალური ვებ-გვერდი https://Provax.ge შეიქმნა. ვებ-გვერდზე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს პასუხები მისთვის საინტრესო კითხვებზე, მათ შორის, თუ რატომ უნდა ჩაიტაროს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე, როგორ უნდა დარწმუნდეს ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის. ვებ-გვერდზე აგრეთვე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება, განთავსებულია ასევე შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.

მეტი...

„მეუღლე ძალიან მიყვარს და „ნაცმოძრაობის“ გამო ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ“ – გიორგი ვაშაძე    

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალაური მოძრაობის“ მხრიდან  მის მიმართ ამორალურ ქმედებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი განცხადებების გამო, ოჯახის დანგრევას არ აპირებს. “მორალისტობას“ ვერ მივიღებ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. ეს ხალხი, ვინც ახლა საჯაროდ საუბრობს და მაკრიტიკებს, პირად საუბარში ხმასაც კი ვერ მცემენ იმდენ რამეში არიან ჩემთან ჩაჭრილები. ყველაზე ამორალური მათი მხრიდან არის ის, რომ როგორც კი ჩემი პოზიცია არ მოეწონებათ, მყისიერად გამოდიან და ჩხარტიშვილი, ჩხარტიშვილს იძახიან. ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობა“ სულ ამას მაძახებს. გაიგოს ამ ხალხმა, რომ ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ. სამი შვილი…

მეტი...

„სინოფარმიც“ შევიშხაპუნე – გიგი უგულავა აიცრა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა „სინფოარმით“ აიცრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს. „ეს სინოფარმიც შევიშხაპუნე. ქარელის “გორმედის” კლინიკაში. მადლობა პერსონალს. აცრა სრულიად უგრძნობი. ასე რომ ავიცრათ, გავხსნათ ქვეყანა და ჩვენი ცხოვრებაც,“ – წერს უგულავა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის შემდეგ პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” ხვდება. მმართველი პარტიის კანონმდებლებთან ერთად ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც. განხილვის თემა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებია. არ არის გამორიცხული კანონში სიახლე, სალომე ზურაბიშვილის პირველი ვეტოს საფუძველი გახდეს.

მეტი...

პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” ხვდება – ორბელიანების სასახლეში შინაგან საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა

ოპოზიციის შემდეგ პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” ხვდება. მმართველი პარტიის კანონმდებლებთან ერთად ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.  განხილვის თემა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებია. არ არის გამორიცხული კანონში სიახლე, სალომე ზურაბიშვილის პირველი ვეტოს საფუძველი გახდეს. “ქართულ ოცნებას” პრეზიდენტთან შეხვედრაზე მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე წარმოადგენენ. შეხვედრის დაწყებამდე არცერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.  შეხვედრა უკვე დატოვა ვახტანგ გომელაურმა, მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

მეტი...

“ასტრაზენეკას” დოზების ათვისების პრობლემა ნამდვილად არ არის, პირიქით, აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი დოზების მოპოვებაზე” – თამარ გაბუნია

“ასტრაზენეკას” დოზებს ათვისების რისკი და პრობლემა ნამდვილად არ აქვს, პირიქით, აქტიურად ვმუშაობთ “ასტრაზენეკას” დამატებითი დოზების მოპოვებაზე, რადგან “ასტრაზენეკა” არის მაღალეფექტური, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პოპულაციაში იმ არჩევანიდან, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეების მეორე დოზებით აცრა დამატებით შემოტანილი ვაქცინით დაიწყება. „ასტრაზენეკას“ დამატებითი რაოდენობა 43 ათასის ოდენობით ამ კვირაში დაგვემატა. პრაქტიკულად, პირველი შემოსული მარაგი ამოწურულია თითქმის და ჩვენ უკვე მეორე დოზებით აცრას დავიწყებთ იმ მარაგიდან, რომელიც შემოვიდა დამატებით. ნამდვილად არ არის ის რისკი, რომ “ასტრაზენეკას” დოზებს ათვისების რისკი და პრობლემა ჰქონდეს,…

მეტი...

თბილისში იმუნიზაციის 30-მდე კაბინეტს დაამატებენ

თბილისში მომავალი კვირის დასაწყისში იმუნიზაციისთვის დაახლოებით 30 კაბინეტი დაემატება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, თბილისში ვაქცინაცია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და ადგილები სწრაფად ივსება. “თბილისში გარკვეული პრობლემები იყო და არის ჯერჯერობით ჩაწერასთან დაკავშირებით. სწრაფად ივსება, როცა ახალი კაბინეტები იხსნება, მაგრამ ორშაბათ-სამშაბათიდან სულ მცირე 30 კაბინეტი დაემატება და ეს პრობლემა მოიხსნება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

თბილისში კოვიდინფიცირებული 7 თვის მშობიარე გარდაიცვალა

თბილისში, ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში, კოვიდინფიცირებული 7 თვის მშობიარე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ექიმებმა ვერც ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. ამასთან, როგორც ცნობილია, ქალმა 24 აპრილს ნაადრევად იმშობიარა, ბავშვი იმავე დღესვე დაიღუპა. დედა კი გუშინ გარდაიცვალა.

მეტი...

“ეპიდვითარება არის რთული და საყურადღებო – მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შეძლებს” – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შეძლებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროცესისთვის არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია. „ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ აღიარებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ „სინოფარმი“ არის მეტად უფრო დაწინაურებული ვაქცინა, თუმცა, ამ ეტაპისთვის განხილვის საგნად დგას ორივე ვაქცინის ავტორიზაცია და, რა თქმა უნდა, ეს მედიისთვისაც გახდება ცნობილი. რაც შეეხება ეპიდვითარებას, ის არის რთული და საყურადღებო. ტარდება ყველა ღონისძიება, რომელიც დაგვეხმრება ეპიდვითარების სწორ მართვაში, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა როგორც ვაქცინაციის პროცესში, ასევე პირბადის მოხმარების…

მეტი...

“პრინციპულად არ ვეთანხმებით ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს” – 20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

2019 წლის 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულები ამნისტიის კანონპროექტებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი პრინციპულად არ ეთანხმებიან როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.  “ჩვენ, 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაზარალებული მშვიდობიანი დემონსტრანტები პრინციპულად არ ვეთანხმებით და ვგმობთ  როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.  ჩვენთვის მოსალოდნელი იყო და ამას ვპროგნოზირებდით კიდევაც, რომ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიების ხელმოწერის შემდგომ, რომლის პირველი პუნქტი გულისხმობდა “19-21 ივნისის ყველა დარღვევაზე და დაკავებაზე ამნისტიას” “ქართული ოცნება” გამოიყენებდა  შანსს…

მეტი...

“საქართველოში აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემდეგ კორონავირუსით 300-მდე პირი დაინფიცირდა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში ინფიცირება მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს. “ჩვენ დაახლოებით 300-მდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პირველი აცრის შემდეგ ადამიანები დაინფიცირდენენ. ამ ვითარებას სწავლობენ, მაგრამ ერთი აცრის შემდეგ თითქმის ყველასთან ინფექცია საკმაოდ მსუბუქად და ხშირად საერთოდ უსიმპტომოდ წავიდა,” – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“საქართველოში ყველაზე აქტუალური შეკითხვაა: როდის დავლევ?” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი ალკოჰოლის მიღება მიზანშეწონილი არ არის. როგორც მან დღეს გამართული ვებინარისას აღნიშნა, მოქალაქეებს შეუძლიათ ალკოჰოლი მხოლოდ ზომიერების ფარგლებში მიიღონ. „ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი – როდის დავლევ? ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ: ის, რაც ქართველებს გვიყვარს, „დიდი დალევა“ ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის. მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ, როცა გნებავთ, არ აქვს მნიშვნელობა, ზომიერების ფარგლებში, ისევე,…

მეტი...

“რეინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 2 კვირის წინ არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 5-მდე შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, განმეორებით ინფიცირების შემთხვევები პაციენტებში მსუბუქად არ მიმდინარეობს. “ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით, დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა. ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“პასუხები სხვა დროს…” – სალომე ზურაბიშვილი ვეტოსთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს

გამოიყენებს თუ არა პირველი ვეტოს უფლებას საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი მედიასთან ჯერჯერობით დამატებით კომენტარს არ აკეთებს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ კითხვებზე პასუხებს მოგვიანებით გასცემს. პრეზიდენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების გასაუქმებლად ვადა 1 კვირა აქვს.

მეტი...

100-მდე მაშველი მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებს

მაშველებმა რიონში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა განაახლეს. გუმათჰესების კასკადის და რიონჰესის საგუბრების წყლისგან დაცლა ცოტა ხნის წინ დაიწყო.  ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს, მაშველები მოსახლეობას მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებენ. 2 დღის განმავლობაში მდინარის დონე საგრძნობლად მომატებული იქნება, რის გამოც მოქალაქეებს თევზაობა და მიახლოება აეკრძალათ. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 100-მდე მეხანძრე მაშველი, რომლებიც მდინარის ფსკერს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ექოლოტებით დაათვალიერებენ. შეგახსენებთ, ირაკლი ანთიძის კვალი მდინარე რიონში 10 აპრილს დაიკარგა. ოჯახის ადვოკატმა გუშინ დაკარგულის ბოლო შეტყობინება გაასაჯაროვა, სადაც ის მომხდარის მიზეზებზე წერდა.

მეტი...

“ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა?… შევარცხვინე ორივე!” – გიორგი ფხაკაძე

ქუთაისში აქციაზე ამდენი ხალხი რომ გამოვიდა და დასავლეთში ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს. „რომ ხედავ, რომ არ მოსწონს ხალხს ეს „ნამოხვანჰესის“ პროექტი, გააჩერე ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მიტინგი არ იყოს ამ პანდემიისას და ვირუსი არ გავრცელდეს. მთავრობა რომ ხარ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ოპოზიცია კიდევ აქეზებს და ცეცხლში შეშას უკეთებს. შევარცხვინე ორივე!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

მეტი...

“ვეტოს საფუძველი არ არსებობს – ისეთი მტკივნეული კანონპროექტი არ არის, რომ აპოკალიფსური სურათები დაიხატოს” – მიხეილ სარჯველაძე

არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომ აპოკალიფსური სურათები დაიხატოს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვეტოს საფუძველი არ არსებობს, თუმცა, თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, “ქართული ოცნება” კანონპროექტის ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორი იქნება პრეზიდენტის შენიშვნები. “ქართული ოცნება” მზად არის წარადგინოს საკუთარი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და მეტი სიცხადე შეიტანოს ამ დისკუსიებში. ოპოზიციის პოზიცია, რომ დიდ რისკებს ხედავენ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, ეს არგუმენტირებული არ არის. შესაბამისად, საამისოდ, ვეტოს დადებისთვის წინაპირობები არ არსებობს. არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი,…

მეტი...

ლევან რატიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართავს. „მეგობრებო ვისაც გაქვთ შესაძლებლობა რომ გაიღოთ სისხლი გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე. გთხოვთ, დაპლიუსდეთ კომენტარებში და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გადავაზიაროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ადამიანებს ვისაც აქვს სიკეთის კეთების შესაძლებლობა! დღეს ვიდრე არასდროს ყველაზე მეტად გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება და თანადგომა ერთმანეთის! დღეს ვიდრე. არასდროს შეიქმნა დეფიციტი (კრიზისი ) სისხლის მაგათთან დაკავშირებით: 1. მოსახლეობის უმრავლესობას კოვიდი აქვს გადატანილი და მათი უმეტესობა ამ მიზეზით ვერ გასცემს სისხლს რადგან კოვიდის გადატანიდან 2 თვე უნდა იყოს მინიმუმ გასული; 2. მასიური ვაქცინაცია მიმდინარეობს ქვეყანაში და ვინც იკეთებს ვაქცინას მინიმუმ 45-60 დღე ვერ გასცემს…

მეტი...

“ვფიქრობ, პრეზიდენტი სერიოზულად ფიქრობს ვეტოს დადებაზე” – იაგო ხვიჩია

“გირჩის” წევრის იაგო ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტი სერიოზულად ფიქრობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებაზე. ალტერნატიული კანონპროექტის შესახებ კი “გირჩის” ლიდერი ამბობს, რომ უმჯობესია, ოპოზიცია და “ქართული ოცნება” ერთ დოკუმენტზე შეთანხმდნენ. “ვფიქრობ, პრეზიდენტი სერიოზულად ფიქრობს ვეტოზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცნაურია ის ერთობოდეს ქართველ პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრებით. კანონპროექტების კანონპროექტებით დათრგუნვა, როგორც ჩანს, ქართული პარლამენტარიზმის ერთგვარი სტილია, რომლის შინაარსიც მე კარგად არ ვიცი. მგონია, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი, რომ ერთიან დოკუმენტზე შევთანხმდეთ და არა ის, რომ როცა რაღაც არ მოგვეწონება ყველამ ჩვენ ჩვენი დოკუმენტებით და კანონპროექტებით ვიაროთ, ეს ჩემთვის ცოტა…

მეტი...

პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა

მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების  მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა. ამ საკითხში მას დახმარებას, ვაზილ ჰუდაკი გაუწევს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვაზილ ჰუდაკი მთავრობას პანდემიის პირობებში ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავებაში დაეხმარება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვანი როლი ექნება. ვაზილ ჰუდაკი აქამდე ევროპის საინვესტიც ბანკის ვიცე პრეზიდენტად მუშაობდა. ასევე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრად სლოვაკეთში. გუშინ კი ის მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინეს. უცხოელი მრჩეველი მთავრობის ადმინისტრაციაში აქამდე მხოლოდ გარემოს დაცვითი მიმართულებით არსებობდა. საინვესტიციო მრჩეველი უკვე ახალი თანამდებობაა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 907, აჭარაში – 141, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 117

საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 115, ქვემო ქართლი – 77, შიდა ქართლი – 43, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117, კახეთი – 52, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – სამი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 188, საიდანაც 4 354 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 504, აჭარაში – 521, იმერეთში – 428. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში – 481, აჭარაში…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 131 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 541 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 212, პისიარტესტით – 11 329. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,06 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,66 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,76 პროცენტი. ქვეყანაში სულ აცრილია – 54 687 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 089. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 319 266 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 245-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“  1 547 პირს დაუდასტურდა, 1 131 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 6 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 806 შემთხვევა გამოვლინდა, 1 144 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

მეტი...

“ძალიან უსინდისობაა, რასაც ამბობ” – დეკანოიძე სამადაშვილს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ყოფილი თანაგუნდელი სალომე სამადაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სამადაშვილის კონკრეტული საუბარი უსინდისობაა. ხატია დეკანოიძის გაღიზიანება შემდეგ გამონათქვამს მოჰყვა: სალომე სამადაშვილის განცხადებით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ დასვა კითხვა – გარდა შეთანხმების პირობებისა, რა გზა არსებობს ნიკა მელიას გასათავისუფლებლად. სამადაშვილის ცნობით, დეკანოიძემ ამ კითხვაზე ნახევრად ირონიული პასუხი მიიღო. სწორედ ამ გამონათქვამს მოჰყვა დეკანოიძის რეპლიკაც: “ძალიან უსინდისობაა, რასაც ამბობ”. მისივე ინფორმაციით, ლიტველ მინისტრს ევროპარლამენტარების თავდებობის საკითხზე ისაუბრა. სამადაშვილის თქმით კი, სხვა გზა გარდა ამნისტისა, არ არსებობს, ამიტომ ეს ერთადერთი საშუალებაა, რომლის გამოყენებითაც მელია ციხეს დატოვებს.

მეტი...

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას „სიენენი“ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან ბანკელზე დაყრდნობით ავრცელებს. ცდაში 12-დან 17 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. „მოხარულები ვართ შუალედური ანგარიშის შედეგებით. წინასწარი მონაცემებით, ვაქცინა მოზარდებში ვირუსის წინააღმდეგ 96 პროცენტითაა ეფექტური და მას სერიოზული უკუჩვენებები არ მოჰყოლია“, – განაცხადა შტეფან ბანკელმა. ამ დროისთვის „მოდერნას“ ვაქცინა 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვისაა რეკომენდებული.

მეტი...

თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, საგამოძიებო სამსახურმა ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა და ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი პირი დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული აფთიაქებიდან სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა. “5 მაისს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნა ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხსენებული აფთიაქებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების…

მეტი...

„ამაზე მეტი ანტიპროპაგანდა რა გინდათ? ამით ძალიან ცუდ სამსახურს უწევთ ქვეყანას“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხემძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს – ნანა გეგეჭკორს საქართველოს მოსახლეობისა და  ჯანდაცვის სისტემის დაბულინგებაში ადანაშაულებს. „ამაზე მეტი ანტიპროპაგანდა რა გინდათ? ამით ძალიან ცუდ სამსახურს უწევთ ქვეყანას. მით უმეტეს, რომ საზოგადოების ნაწილს გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ რახან ამერიკაში მუშაობთ, თქვენი ყველა სიტყვა დასაჯერებელია“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე და კოლეგას დებატებს სთავაზობს, თუნდაც პაციენტის საწოლთან.  „ის თუ გახსოვთ ქ-ნო ნანა, როგორ „გვაბულინგებდით“ თქვენ და თქვენი ასოციაციის წევრები საქართველოში რემდესივირის შემოტანაზე. მაშინ, როდესაც შესანიშნავად იცოდით, რომ რემდესივირი სწორად გამოყენებისას (ადრეულ სტადიაზე) ძალიან კარგად მუშაობს და ამერიკაში standard of care-ში…

მეტი...

„ნიანგის ცრემლები… ამერიკიდან რომ გვედიდგულებით, ჩამობრძანდით და გადაარჩინეთ ერთი ავადმყოფი მაინც“ – თენგიზ ცერცვაძე

„ამერიკიდან რომ გვედიდგულებით, სადაც უთქვენოდაც მშვენივრად გაართმევენ ყველაფერს თავს. თუ მართლა ასე ძალიან გტკივათ გული იმაზე, რომ საქართველოში COVID აპოკალიფსია და ქვის ხანაში ვართ, რატომ არ ჩამობრძანდით ერთხელ მაინც როგორც ეს ბ-ნმა დავით მრელაშვილმა და სხვებმა გააკეთეს და რატომ არ შეეცადეთ ერთი COVID ავადმყოფი მაინც გადაგერჩინათ ჩვენი „უვარგისი“ ჯანდაცვის სისტემისგან“ – ასე მიმართავს თბილისის  ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს ნანა გეგეჭკორს. როგორც მთავარი ინფექციონისტი განმარტავს,  ქართველ ექიმს, რომელმაც ვირუსი ორჯერ გადაიტანა, პირველად ტესტიც კი ვერ ჩაიტარა და ამ დროს, მის სამშობლოს ბოღმით ავსებს. „ქ-ნო ნანა! თქვენ…

მეტი...

„კრემატორიუმები კრემაციას ვერ აუდიან და მოსახლეობა ტყეში ხეებს ჭრის და კოცონებს ანთებს, რათა გვამების კრემაცია შეძლონ?! – თენგიზ ცერცვაძე

“სამწუხაროდ, ქ-ნი ნანა გეგეჭკორი, რომელიც აშშ-ში საქმიანობს, თავის პოსტებში სისტემატურად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და კონკრეტულად COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახური ძალიან ცუდად მუშაობს. ამისთვის იგი არ ერიდება ტყუილს, ფაქტების დამახინჯებას და დემაგოგიას” – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და უკვირს, საიდან აქვს მას ამდენი ბოღმა და ღვარძლი.   „ბოლო პოსტებში ქ-ნი ნანა იქამდეც კი მივიდა, რომ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საქართველოში COVID-19-ის მხრივ ინდოეთზე ცუდი მდგომარეობაა?! ხოლო ინდოეთში რა საშინელებაც ხდება, ყველამ ვიცით. ის აგრეთვე ამბობს, რომ საქართველოს „არა აქვს უნარი მარტივი გართულებები უპრობლემოდ მართოს“ (გულისხმობს ვაქცინაციის შედეგად განვითარებულ…

მეტი...