წმინდა ცეცხლს საქართველოში 24:00 საათისთვის ჩამოიტანენ

საქართველოს დელეგაცია სასულიერო პირების მონაწილეობით, ისრაელში უკვე გაემგზავრა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  დაახლოებით 24:00 საათზე დაეშვება და წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს. პამდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო, ქართული დელეგაცია ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს ვერ დაესწრო. შესაბამისად, მათ წმინდა ცეცხლს აეროპორტში გადასცემენ, რომელიც თბილისში ჩამოვა. წმინდა ცეცხლს ჯერ სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, შემდეგ კი ქვეყნის სხვადასხვა ტაძრებში გადანაწილდება.

მეტი...

კახა კალაძეის განცხადებით, მეწყრულ ფერდობზე საპრევენციო სამუშაოების მეორე ეტაპი მალე დაიწყება

მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“ ვიდეოჩართვისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიამ მეწყერსაშიშ ზონაში შესაბამისი ღონისძიებები პირველივე დღეებიდან გაატარა. „ე.წ. ექსპერტების მხრიდან დიდი კრიტიკა მოდიოდა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ვიმსახურებდით. პირველივე დღიდან, როგორც კი გაჩნდა საფრთხე, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო. გზა ჩაიკეტა, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა. ამჟამად კი, კონკრეტული არეალი მზადდება უკვე შემდეგი ეტაპისთვის. როგორც კი პროექტი მზად იქნება, მეორე ეტაპს დავიწყებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ვაშლიჯვრის ფერდზე არსებულ ვითარებაზე ვიდეომიმართვაში მერის…

მეტი...

კიდევ ერთი სასწაულებრივი მოვლენა – წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმის მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი ისევ გადმოვიდა. კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 14:58 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, აღდგომის ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრნენ. იერუსალიმში დიდი ზეიმია. მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა აღნიშნავენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, გასული წლის მსგავსად, დაწესებული იყო გარკვეული შეზღუდვები.  იერუსალიმის  საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველები დილიდან მივიდნენ ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიციამ და საპატრიარქოს წარმომადგენელებმა ვაქცინირებული პირები აღდგომის ტაძარში შეუშვეს. ვინც ვაქცნირებული არ იყო, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩნენ.

მეტი...

ეუთო/ოდირი საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილების გამო საქართველოს აკრიტიკებს

საქართველოში მიღებულ პრაქტიკას, საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილების გამო, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია აკრიტიკებს. როგორც გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ,  საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკა საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის გაწეული ძალისხმევის შელახვის საფრთხეს ქმნის. „წინასწარი შეფასების სახით ვიტყვით, რომ საარჩევნო კანონის ნებისმიერი სახის წარმატებული ცვლილება უნდა აიგოს, სულ მცირე, შემდგომ სამ ელემენტზე: 1. ცხადი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და მიმართულია წინამდებარე რეკომენდაციების შესრულებისკენ; 2. კანონმდებლობა უნდა იქნას მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე, გაფართოვებული საჯარო განხილვის შედეგად და 3. უნდა იყოს პოლიტიკური ნება, რათა სრულად მოხდეს მსგავსი კანონმდებლობის იმპლემენტაცია. მსგავსი ჩასწორებების…

მეტი...

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა

რუსთაველის თეატრში, სადაც მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, პოლიტიკოსები მივიდნენ. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა ცოლთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად. გარდაცვლილ მსახიობს პატივი მიაგეს მმართველი გუნდის წევრებმა – თეატრში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცოლთან ერთად, ასევე – მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი. გარდა მმართველი გუნდისა, პანაშვიდზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

მეტი...

ვირუსით 20 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 130 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 653 შემთხვევა, აჭარა – 144, იმერეთი – 83, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 36, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 102, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

კორონავირუსით 1147 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 129 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 667 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 462 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  311 457-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.70%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.13%.

მეტი...

არსებული რეგულაციების დარღვევის 1 052 შემთხვევა გამოვლინდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 051 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 95 პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 798 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 158 ფაქტი გამოვლინდა“ – აცხადებენ უწყებაში.  პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11)…

მეტი...

ვინც აკრძალვის დღეებში სასაფლაოზე გავა, 2 000 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება. შსს-ს განცხადებით, აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. 2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. „შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“…

მეტი...

დღეს, ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან ამოქმედდება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გადაადგილების შეზღუდვა 2 საათით გახანგრძლივდა. კერძოდ, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, 1-ელი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს. „4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა”, – ასეთია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება.  

მეტი...

ჯანმომ ჩინური ვაქცინის ავტორიზაცია გადადო და დროს ითხოვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მომავალ კვირას შეიკრიბება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩინური ვაქცინის ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ჯანმოს გენერალური დირექტორის თანაშემწე, მარი ანჯელა სიმაო აცხადებს, დასკვნა სწორედ მომავალ კვირას გახდება ცნობილი. „საგანგებო მოხმარებისთვის დასამტკიცებლად ვაქცინების შეფასებას ახორციელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა საგარეო ჯგუფი. მომავალ კვირას  ჯგუფი იკრიბება „სინოვაკის“ შესაფასებლად. მნიშვნელოვანია, რომ გლობალურ ბაზარზე ჩვენ გვქონდეს დამტკიცებული უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინები. გვაქვს ბევრი არასტაბილურობა ვაქცინების მომარაგებაში, მათ შორის ინდოეთში. ამიტომ, გვჭირდება მეტი ვაქცინა ბაზარზე და ამ ვაქცინებს სჭირდებათ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რათა გამოიყენებოდეს საერთაშორისო მიწოდებისთვის. მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება…

მეტი...

დიდი დიღომი „წყალმა წაიღო“ – სტიქია თბილისში

დატბორილი მანქანები, წყლით სავსე სახლის პირველი სართულები, მომავალი ჩანჩქერი მთავარ ტრასაზე, ქვითა და ნაგვით სავსე ქუჩები – ასეთია სტიქიის შედეგი თბილისშ. კერძოდ, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში. დიღმის მიმართულებით, მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურების, სახანძროსა და სასწრაფოს ბრიგადები მოძრაობდნენ.  სოციალური ქსელში არაერთ ვიდეო აიტვირთა, სადაც კარგად ჩანს, როგორ მიაქვს წყლის ნაკადს მანქანები.      ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში  საგანგებო სიტუაციების სამსახურის 17 ჯგუფი მუშაობდა

მეტი...