როგორ გავარკვიოთ სად არის ვაქცინაციისთვის თავისუფალი ადგილები?!

დღეიდან Provax.ge ზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვა  აღნიშნული ინფორმაცია მოქალაქეებისთვის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.  ვებგვერდი provax.ge ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეიქმნა.  Provax.ge-დან დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ პასუხები ვაქცინაციის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვებზე. ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია შემეცნებითი ვიდეორგოლები, ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკა და საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.

მეტი...

გერმანიაში სამუშაოდ წასულ ქართველებზე, რომლებიც უმძიმეს პირობებში მოხვდნენ, საელჩო განცხადებას ავრცელებს

გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჰუბერტ ქნირში საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის  წასული მოქალაქეების უმძიმეს პირობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ელჩი ამბობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა უნდა შესრულდეს და შესრულდება კიდეც. „ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი. პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს. კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან…

მეტი...

“მეტი ნატო საქართველოში – ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც  ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ” – კახა კუჭავა

„მეტი ნატო საქართველოში – ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც  ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  კახა კუჭავას თქმით, საუბრის თემები, ასევე, იყო საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლო, ერთიანი გეგმა, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოში კარგად ხედავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა. „მათ მადლობა გადაგვიხადეს თანამშრომლობისთვის იქნება ეს ავღანეთი თუ სხვა ფორმატები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა, რომელიც…

მეტი...

„დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, გვასაღებენ, რომ ეს იყო ყოფითი დაპირისპირება“ – ტარიელ ნაკაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

“დმანისი არის ერთ-ერთი ხილული ფაქტი, სამწუხარო ფაქტი. თუ ხელისუფლება ჩაუღრმავდება ამ მოვლენას, მიხვდება როგორ უნდა იმოქმედოს და როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს რელიგიურ, ეთნიკურ თუ სხვა უმცირესობებთან დაკავშირებით” – განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ ტარიელ ნაკაიძემ და არარსებული პოლიტიკისთვის ხელისუფლება გააკრიტიკა. „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც პოლიტიკაში გადაინაცვლა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით პარლამენტში დღეს პირველად შევიდა, „მედიაცენტრ მთავართან“ განმარტა, რომ ის, რაც დმანისში მოხდა, ყოფითი პრობლემა რა არის.     „ღიად და ნათლად ჩანს, რომ ეს არ არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება. გვასაღებენ, რომ ეს არის ყოფითი შემთხვევები. ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი…

მეტი...

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. მესამე ტალღის პიკმა გადაიარა“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებული სურათით, ვირუსის პიკი გადავლილია. „ბოლო 2-3 დღის მანძილზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ „მესამე ტალღის“ პიკმა გადაიარა. თუ ზაფხულში შევალთ შედარებით სტაბილური მდგომარეობით და ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან. ინფექციონისტის შეფასებით, კორონავირუსმა სეზონური ვირუსი დაამარცხა და ის თითქმის არც დაფიქსირებულა. „წინა სეზონზე, შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში ყველაზე ხშირი სეზონური გრიპის ვირუსი საქართველოში პრაქტიკულად არ გვქონია. ეტყობა, იმ პრევენციულმა ზომებმა, რომელსაც კოვიდისთვის ვიღებდით, მათ შორის პირბადემ, შეზღუდვებმა, გრიპის ვირუსის პრევენცია მოახდინა“ –…

მეტი...

„ჩინური ვაქცინა, უსაფრთხოების კუთხით, ერთ-ერთი საუკეთესოა“ – თენგიზ ცერცვაძე

„ჩინურ ვაქცინას გართულებების ყველაზე დაბალი რიცხვი აქვს“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე. მისი შეფასებით, ჩინური „სინოვაკი“, ამ ეტაპისთვის, 30 ქვეყანაში გამოიყენება. „სინოვაკი“ არის ერთ-ერთი ორი ყველაზე ცნობილი ჩინური ვაქცინიდან. ორივეს, „სინოფარმს“ და „სინოვაკს“ დღესდღეობით საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს. 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება „სინოფარმი“ და დაახლოებით 30 ქვეყანაში „სინოვაკი“. თურქეთი და აზერბაიჯანი მთლიანად „სინოვაკის“ ვაქცინით იცრებიან. კვლევის შედეგები კარგია“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისივე შეფასებით, მოსახლეობას თამამად შეუძლია, ჩინური ვაქცინაციით აიცრას. „ითვლება, რომ ჩინური ვაქცინები სწორედ უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მათ აქვთ ყველაზე უფრო დაბალი რიცხვი გართულებების.…

მეტი...

21 მაისიდან „სინოვაკით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იწყება

„სინოვაკის“ წარმოებული ვაქცინა „კორონავაკი“ 32 ქვეყანაშია ავტორიზებული. აღნიშნული ვაქცინით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია საქართველოში 21 მაისიდან იწყება. უშუალოდ ვაქცინაცია კი 24 მაისიდან დაიწყება.  როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომელ საათზე გაიხსნება რეგისტრაციის ფანჯარა, ხვალ გამოცხადდება. პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინა „სინოვაკის“ სახელითაა ცნობილი, თუმცა ეს მწარმოებელი ბრენდის სახელია, ოფიციალურად კი, ვაქცინას „კორონავაკი“ ჰქვია. აღნიშნულ ვაქცინას, ამ ეტაპისთვის, ატორიზაცია არ გააჩნია. როგორც იმნაძემ განმარტა,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას ავტორიზაციას, უახლოეს დღეებში მიანიჭებს. საქართველოს „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა დასაწყობებული აქვს, რომელიც ჩინურმა მხარემ გვაჩუქა.

მეტი...

„აცრის წინ არავითარი კვლევები და ანალიზი საჭირო არ არის“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  წინ გამოკვლევები საჭიროებას არ წარმოადგენ. „არავითარი კვლევები, არავითარი ანალიზები აცრის წინ საჭირო არ არის. ვერ დამისახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ გაიდლაინს, ვერც ერთ პუბლიკაციას, სადაც წერია, რომ ამ ანალიზის დროს ვაქცინის გაკეთება შეიძლება და ამ ანალიზის პასუხების დროს არ შეიძლება. ამიტომ კატეგორიულად აცრის წინ ამის გაკეთება არ არის რეკომენდირებული, გაუფრთხილდით თქვენს თანხებს და ნერვებს“ – აცხადებს პაატა იმნაძე.

მეტი...

„გიგა ოთხოზორიას ტრაგედია დამნაშავეთა დასჯამდე  მუდმივ საფრთხეზე მიგვითითებს“ – ჯემალ გამახარია

„დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.  უიარაღო  ახალგაზრდა ქართველის „დანაშაული“  საკუთარი სახლის მონატრება იყო“  – აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და მოლოდინი აქვს, რომ, მკვლელი მთელი სიმკაცრით დაისჯება. „მედიაცენტრი მთავარი“ ჯემალ გამახარიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა დონეზე ყველაფერს აკეთებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე პირთა კანონის წინაშე სრული სიმკაცრით დასასჯელად, ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება. სანამ დამნაშავეები პასუხს არ აგებენ ამ ტრაგედიებისათვის, სანამ ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს რეგიონებს, მანამ მუდმივად დამოკლეს მახვილივით იარსებებს საფრთხე ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის თვითნებურად ხელყოფისათვის. გიგა ოთხოზორიას ადამიანური…

მეტი...

„ჩვენ ყველანი ერთად, ვიქნებით მზად, რომ მივიღოთ ტურისტები საქართველოში“ – პრემიერ-მინისტრი

„საერთაშორისო ტურისტული გამოფენა არის რეალურად გზავნილი იმისაკენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ მათ შორის, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ აქტიურად ტურისტების მიღება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ესპანეთში, FITUR-ის გამოფენაზე განაცხადა. მთავრობის მეთაური მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურისტულ სტენდს გაეცნო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, გადამწყვეტია ვაქცინაცია, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მოქალაქეებს მხრიდან. „ჩვენთვის დიდი პატივია, ის, რომ წარმოდგენილები ვართ ესპანეთში, FITUR-ის გამოფენაზე. მოგეხსენებათ, რომ…

მეტი...

ანტიოქიის პატრიარქის მიერ ასლან ბჟანიას მიღებას საქართველოს საპატრიარქოში ნეგატიური მოვლენა და უცნაური ფაქტი უწოდეს

ანტიოქიის პატრიარქის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიღებას საქართველოს საპატრიარქოში გამოეხმაურნენ. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეს ნეგატიური მოვლენა და უცნაური ფაქტია, რომელზეც საპატრიარქოს რეაგირება ექნება. “ეს არის ნეგატიური მოვლენა, უცნაური ფაქტია. ჩვენ რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა, მანამდე საჭირო არის გარკვეული კომუნიკაცია, დაზუსტება დეტალების და რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობების განყოფილებას, ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, ალბათ დღის განმავლობაში გარკვეულ ფორმას შეიძენს,” – განაცხადა დეკანოზმა.

მეტი...

“ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის” კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში” – ირმა ინაშვილი

ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის” კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრიდონ ინჯიას გამოყენებას ცდილობს. „ირაკლი კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა გადასარევად იცის, რომ ჩვენს პარტიას ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ახლა უნდა, ეს წევრი წაგვართვას, რაშიც ირაკლი კობახიძე აშკარად ცდილობს ფრიდონ ინჯიას გამოყენებას. ჩემთვის ეს ძალზედ სამწუხაროა და სიმართლე გითხრათ, იძულებული რომ არ ვიყო და ვალდებული, სულ არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. ფრიდონ ინჯიას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მას არანაირ შემთხვევაში და არანაირი გარიგების პირობებში არ…

მეტი...

20 მაისიდან Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მაისს, 12:00 საათიდან, მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად, რეგისტრაცია იწყება. NCDC-ის ცნობით, მოქალაქეებს  სამედიცინო დაწესებულება სურვილისამებრ შეუძლიათ დაჯავშნონ. “აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე: facebook.com” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ქრთამის აღების ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი, მოქალაქეს გამოსახლების პროცესის აღსრულების ექვსი თვის ვადით შეჩერების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3500 აშშ დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

მეტი...

“იუსტიციის საბჭოს მოქმედი არამოსამართლე წევრის შვილი, შესაძლოა, მოსამართლედ დაინიშნოს” – ნაზი ჯანეზაშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმზე და კლანურ მმართველობაზე საუბრობს. ჯანეზაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოს მოქმედი არამოსამართლე წევრის შვილი, შესაძლოა მოსამართლედ დაინიშნოს. საუბარია ალექსანდრე გზირიშვილზე, რომელიც ლევან გზირიშვილის შვილია. ჯანეზაშვილის ბრალდებებს დიმიტრი გვრიტიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან ნეპოტიზმზე საუბარი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

მეტი...

„დღეს ორი საათისთვის მივალ პარლამენტში“ – ტარიელ ნაკაიძე  „მედიაცენტრ მთავრში“

„ჯერ ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი, მომავალში ვის ფრაქციას შევუერთდები არ ვიცი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, ის ასევე დმანისში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კონფლიქტთან მიმართებაში ხელისუფლება ვერ ატარებს სწორ პოლიტიკას: „დმანისი არის ერთ – ერთი ხილული ფაქტი, თუ ხელისუფლება ჩაუღრმავდება მის შინაარსს მიხვდება, როგორ უნდა იმოქმედოს, დღეს ორი საათისთვის მივალ პარლამენტში, მე იმედი მაქვს მოვა ხელისუფლება, რომელსაც თავისი მოქალაქის ღირებულება ეცოდინება და არ განასხვავებს ერთს მეორისგან,“ – განაცხადა ნაკაიძემ, ის აქვე ამბობს, რომ მისი ხმა იქნება „მძიმე“ ხმა: „ტარიელ ნაკაიძის ხმა ,…

მეტი...

„მე დავტოვე პარტია და გავაგრძელებ საპარლამენტო საქმიანობას“- „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი „მედიაცენტრ მთავრში“

„გუშინ ჩატარდა პოლიტსაბჭო, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პარტია არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, მე მივიღე გადაწვეტილება დამოუკიდებლად გავაგრძელო საპარლამენტო საქმიანობა და ვტოვებ  პარტიას, „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა. ნაკაიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციის ბოიკოტს ჰქონდა შედეგი: „ჩემი პოზიცია არ შეცვლილა, იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა, ის ბოიკოტი, რომელიც ოპოზიციის მიერ იქნა გამოცხადებული, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროცესებში. მე წარმოვადგენ მუსლიმთა თემს და ვთვლი,რომ ჩემი ამ პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ნაკაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მეტი...

თბილისში დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობთან დაკავშირებით მერიაში განაცხადების წარდგენის ვადა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა

თბილისში დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობთან დაკავშირებით მერიაში განაცხადების წარდგენის ვადა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის არსებობს სპეციალური რეგულაციები და ბევრი კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი პრობლემა მოგვარდა. „დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობთან დაკავშირებით მერიაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა იყო 30 მაისი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაგრძელოთ ეს ვადა და პირველ სექტემბრამდე მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, შემოიტანონ განაცხადები. ვიზუალურად რავის სიამოვნებს, როდესაც დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობეს ხედავს ქალაქში. ამ განცხადებების შემოტანის ვადას ვახანგრძლივებთ და პირველ სექტემბრამდე აქვთ ადამიანებს საშუალება, შემოიტანონ განაცხადები. მათ გვერდით დავუდგებით, მაქსიმალურად დავეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

მოქალაქეები, რომლებმაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, 7 ივნისიდან რეგისტრაციის გავლას კვლავ შეძლებენ

ის მოქალაქეები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო, ზონალურ-საათობრივ პარკირების პირველადი რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხეს, 7 ივნისიდან სისტემაში დარეგისტრირებას კვლავ შეძლებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში, ბინის მესაკუთრე, რომელმაც სატრანსპორტო საშუალება უფასო სარგებლობის მიზნით უნდა დაარეგისტრიროს სისტემაში, საქართველოში არ იმყოფება, ან საცხოვრებელი ფართი გარდაცვლილ ადამიანზეა რეგისტრირებული. “უკვე დიდი ხანია ქალაქში დანერგილია და მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ამ სერვისების მომხმარებელი. თუმცა, რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა და პირადად მომწერეს „ფეისბუქში“, რომ მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ პირველად რეგისტრაციაზე. ყველა ასეთ შემთხვევაში, 7 ივნისიდან…

მეტი...

“შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის, როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე, საკითხები, რომელიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას” – დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან,- ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რითაც სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქის უმძიმეს სამუშაო პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. უწყების ინფორმაციით, თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ, პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით და რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე. „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, თავისი კომპეტენციის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სრულად იზიარებს იმ წუხილს, რომელიც გამოითქვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამგზავრებული ერთი ჯგუფის მხრიდან. ისე როგორც…

მეტი...

ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება

დედაქალაქში ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული თბილისის მერიის მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ. „მომდევნო კვირას ვაპირებთ, მოსახლეობას ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარვუდგინოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ, რა გაკეთდა, რა რეფორმები წამოვიწყეთ, რა იგეგმება სამომავლოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ თბილისის მოსახლეობას ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიას დაწყებული აქვს მუნიციპალიტეტის მთავრობის შვიდივე პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშები,…

მეტი...

“ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქზე, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით წერს. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგა ოთხიზორიას და სხვა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.  “დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.  ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,81 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,81 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,11 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,58 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 1 160 პირს დაუდასტურდა, 1 302 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 519-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“ 1 160 პირს დაუდასტურდა, 1 302 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 18 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 562 შემთხვევა გამოვლინდა, 1 490 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 302 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 302  ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 209 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 186,, „პისიარ“ ტესტით – 18 023. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,11%, ბოლო 14 დღის – 4,58%, ბოლო შვიდი დღის – 3,81%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 333 601შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 313 651 გამოჯანმრთელდა, 4 519 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 97 153 ადამიანი, დღიურად აცრილია  3…

მეტი...

“ნიკა მელიამ ციხის შიში გააქრო, სხვები ვალდებული არიან, მიჰყვნენ მის სტანდარტს” – მიხეილ სააკაშვილი

კიევში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მასთან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სტუმრობას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნიკა მელიამ რეპრესიების და ციხის შიში გააქრო და გამბედაობის სტანდარტი შექმნა. “ჩემი აზრით, ნიკა უკვე გამარჯვებულია. რეალურად, ვერ გატეხეს. არამხოლოდ ვერ გატეხეს, ციხის შიში საერთოდ გააქრო, გააქრო შიში რეპრესიების, გააქრო შიში ზეწოლების, გააქრო შიში სხვადასხვა პირობითობების. როცა ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, მერე სხვები ვალდებული არიან, მიჰყვნენ გამბედაობას და მის სტანდარტს. ეს არის გარდამტეხი მომენტი. მისი ბოლო თვეების საქციელი განსაკუთრებით საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახალი ძალა მიეცა მთელ ჩვენს ხალხს, მე ამაში დარწმუნებული ვარ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ ნიკა…

მეტი...

აჩვენებს თუ არა კოვიდტესტი დადებით პასუხს აცრის შემდეგ – CDC-ს განმარტება

ინფორმაცია, რომ აცრის შემდეგ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი შეიძლება აჩვენოს, არასწორია – ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული. უწყების ცნობით, არცერთი ავტორიზებული ტესტი კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ დადებით შედეგს არ იძლევა, თუ ადამიანი ინფიცირებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი იმუნურ პასუხს გამოიმუშავებს, რაც ვაქცინაციის მიზანია, დადებითი მხოლოდ ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტი იქნება. ანტისხეულებზე ჩატარებული ანალიზი განსაზღვრავს, ასევე, გაქვთ თუ არა გადატანილი ინფექცია. ექსპერტები, ამჟამად, მსჯელობენ, რა გავლენას ახდენს კოვიდ 19-ზე ვაქცინაცია ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის შედეგებზე.

მეტი...

06:19 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს დროით 06:19 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა. „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდაში დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე კი 3.1 მაგნიტუდა იყო. “დღეს, თბილისის დროით 06:19 საათზე, ნინოწმინდაში, სოფელ ფოკასთან 3.1(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მეტი...

მსოფლიოში, ერთ დღეში ვირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა  

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით  ინფიცირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, კერძოდ კი, მაჩვენებელმა 515 000-სს გადააჭარბა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ერთ დღეში, მათი რიცხვი 12 ათასს აღწევს. ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე ინდოეთია, მეორეზე – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამეზე  – ევროპა.

მეტი...

მდინარე განგაში გვამები იპოვეს, სავარაუდოდ ისინი ვირუსით გარდაცვლილები არიან

ინდოეთში, მდინარე განგაში ასობით გვამი იპოვეს. გვამები ქვიშაში იყო ჩაფლული. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გვამები მდინარემ სხვადასხვა პერიმეტრზე გამორიყა და მათი რაოდენობა საკმაოდ მასშტაბურია. ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებასა და მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ გვამები კოვიდ ინფიცირებულებს ეკუთვნით, რომლებიც ახლობლებმა გარდაცვალების შემდეგ მდინარეში გადააგდეს. შესაბამისი უწყებები გვამების წყლიდან ამოსვენებასა და კრემაციაზე მუშაობს. ინდოეთში, ე.წ. ინდური ვირუსი იმ მასშტაბით გავრცელდა, რომ გამკლავება შეუძლებელია. ადგილზე, ვერც კრემაციას ასწრებენ. ამ ეტაპამდე, ინფიცირების მაჩვენებელმა 25 მილიონს გადააჭარბა.  

მეტი...