“ეპიდემიური ვითარება მხოლოდ ციფრებზე არ არის დამოკიდებული, როგორც კი მოგვეცემა საშუალება, რეგულაციები შემსუბუქდება” – გიორგი ღიბრაძე

  •  

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, დღეიდან მოიხსნა ყველა ის რეგულაცია, რომელიც უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებით იყო შემოღებული.

„ეს ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებს. ყველაფერი დანარჩენი, რაც უქმე დღეების მიღმა იყო, ჯერჯერობით ძალაში დარჩა“, – განმარტა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

„საბჭოზე ხდება ერთიანი ინფორმაციის გაანალიზება. ეპიდემიოლოგიური ვითარება მხოლოდ ციფრებზე არ არის დამოკიდებული, უამრავი სხვა კომპონენტია, რომლის გათვალისწინებაც ხდება გადაწყვეტილების მიღების დროს. როგორც კი კომპონენტების ერთობლიობა მოგვცემს საშუალებას, ცხადია, მოხდება რეგულაციების შემსუბუქება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მსგავსი თემები