„მძიმედ დაშავებულები არ არიან, აქვთ პატარ-პატარა დაზიანებები“ – შს მინისტრი

ბოლნისის პოლიციის შენობაში შეხვედრა დასრულებულია. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა, ადგილზე პოლიციის დანაყოფები დარჩებიან.   „პოლიციურ ძალებს ვტოვებთ. იქნება კონტროლი. 100%-იანი ვერავინ იტყვის ხვალ რა მოხდება. მაქსიმალურად ვცდილობთ კონფლიქტი ამოიწუროს. არიან დაშავებულები, მადლობა ღმერთს, მძიმე დაშავებულები არ არიან არც პოლიციელების მხრიდან და არც ადგილობრივებს მხრიდან, არის პატარ-პატარა დაზიანებები“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა დმანისში. შეგახსენებთ, რომ დმანისში მთელი დღის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირება გრძელდებოდა. აღნიშნულის გამო, ადგილზე პოლიციის დანაყოფები შეიყვანეს და იქ შს მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები ჩავიდნენ.     

მეტი...

“შევრიგდით, კონფლიქტი ამოწურულია” – მუფტი და შეიხი “მედიაცენტრ მთავარში” განცხადებას გააკეთებენ 

„ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება“ – ეს განცხადება აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა დმანისში მიმდინარე ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც მუფტი აცხადებს, მხარეებს შორის კონფლიქტი ამოწურულია. „ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. ჩემი, როგორც სასულიერო პირის სურვილი და რჩევა იქნება ადგილობრივების მიმართ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს, ისინი ყოველთვის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრეები არიან. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსს ერთი მიზანი…

მეტი...

დმანისში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ

დმანისში, სადაც ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. პოლიციის განყოფილებაში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მივიდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, შეხვედრას მართავს. პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე იმყოფებიან საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი. შეხვედრა უკვე დასრულდა დმანისის მერიის შენობაში, სადაც ორივე თემის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები და მომხდარ ფაქტზე მსჯელობდნენ. შეხვედრაში შეიხიც მონაწილეობდა. როგორ სოზარ სუბარმა განმარტა, მხარეები შერიგდნენ და ვითარება უნდა დაწყნარდეს.

მეტი...

დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები და წყლის მანქანა შეჰყავთ

დმანისის მერიის შენობის ორმხრივი შეხვედრა სრულდება. დაახლოებით 4 საათიან შეხვედრა უკვე ბოლო ეტაპზეა,  რომელსაც  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე ესწრება შეიხი რამი იდიგოვიც. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, კონფლიქტი ამოწურულია. მხარეები ხალხთან გავლენ და ერთმანეთს ხელს საჯაროდ ჩამოართმევენ იმის ნიშნად, რომ მხარეები უნდა შერიგდნენ. “ყველა ერთ აზრზეა. ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც მოხდა. ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ყველას კარგად აქვს ეს შეგნებული. აქვე, სიმბოლურად, შერიგების ნიშნად ხელი რომ ჩამოართვათ ერთმანეთს და შემდეგ გარეთ ხალხსაც იგივე რომ მოვუწოდოთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრაზე.…

მეტი...

„ჟურნალისტების დიდი ნაწილი გამყიდველია, უნდა დაისაჯონ“ – ემზარ კვიციანი

პარლამენტის ყოფილი წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი დმანისში შექმნილ მდგომარეობაში მედიის დანაშაულზე საუბრობს და მათ სუს-ის დავალებების შემსრულებლებს უწოდებს.   „ჩხუბი ხშირად მომხდარა კაცებს შორის და კიდევ მოხდება, მაგრამ მასმედია რომელიც წამქეზებელ როლს თამაშობს, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად! თან ცდილობენ ქართველები დაგვადანაშაულონ ყველგან და ყველაფერში ჟურნალისტების დიდი პროცენტი გამყიდველია! სუს-ი, თუ თქვენს დავალებებს არ ასრულებენ ეს ჟურნალისტები, მაშინ დაიწყეთ გამოძიება ეთნიკური კონფლიქტის გაღვივების მუხლით!!!“ – აცხადებს კვიციანი. შეგახსენებთ, რომ დმანისში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. ადგილზე შეყვანილია საპოლიციო დამატებითი დანაყოფები, ჩაკეტილია დმანისის შესასვლელი, თუმცა, ლოკალურად, ფიზიკური დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის ისევ ხდება.…

მეტი...

ამტვრევენ მანქანებს, ერთმანეთს ხელჯოხებით უსწორდებიან 

დმანისში ვითარება უმწვავესია. ამტვრევენ მანქანებს და ერთმანეთს ხელკეტებით უსწორდებიან. პოლიცია მოძალადე ახალგაზრდებს ვერ უმკლავდება. დაშავებულთა შორის არიან პოლიციელები და ჟურნალისტები. დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ  

მეტი...

დმანისში დაპირისპირება განახლდა

ამ წუთებში, დმანისში შესასვლელთან ისევ არეულობაა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ დმანისის შესასვლელი ჩაკეტა, ახალგაზრდების ნაწილმა კორდონი გაარღვია და ქალაქის მიმართულებით გადაადგილდება. დაკავებულთა მხარდამჭერებსა და ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს შორის ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ისინი ერთმანეთს წიხლებითა და ხელებით დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა, მათ ვერ შეძლეს ახალგაზრდების ჯგუფის შეკავება. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ადგილზე მყოფი მედიის მიმართ, რომლებსაც აგინებენ და უცენზურო სიტყვებით „ამკობენ.“ დმანისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ამ ეტაპისთვის, დაკავებულია 5 ადამიანი. დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. ახალგაზრდები ერთმანეთს ხელკეტებით, ქვებით და სხვადასხვა საშუალებებით დაუპირისპირდნენ. მხარდამჭერები დაკავებულთა გათავისუფლებას…

მეტი...

დმანისი ჩაიკეტა, ადგილზე მხოლოდ ოფიციალურ პირებსა და ჟურნალისტებს უშვებენ

ქვემო ქართლში, კერძოდ კი დმანისში, ამ დროის ვითარება შედარებით განმუხტულია. დმანისი პოლიციამ ჩაკეტა და იქ შესვლა შეზღუდულია. ყველა შესასვლელს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩაიყვანეს. დმანისში შესვლის უფლებას მხოლოდ ჟურნალისტებს, ოფიციალურ პირებს, ქალებსა და ბავშვებს აძლევენ აძლევენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. ადგილზე შს მინისტრი და სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებიან. შეხვედრა დმანისის პოლიციის შენობაში მიმდინარეობს.

მეტი...

დმანისში მომხდარ დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ადასტურებს  ინფორმაციას, რომ დმანისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს. „დაკავებულია რამდენიმე პირი.  საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ყველა ზომა გატარდა, მათ შორის დაკავება. ჯგუფებთან მუშაობდა, როგორც შსს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გუბერნია. უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა“, – განმარტა ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, დმანისში ეთნიკურად ქართველები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით დაუპირისპირდნენ. ამ წუთებში ვითარება შედარებით განმუხტულია, თუმცა, დაკავებულთა მხარდამჭერები პოლიციის შენობასთან იმყოფებიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. მეორე მხრივ, დამნაშავეების დასჯას ითხოვენ ადგილზე მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები, რომლებიც აცხადებენ, რომ დმანისში ხშირად ხდება რეკეტი.…

მეტი...

„ამხელა მასის კონტროლი ვერ მოხდა და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა“ – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბოლნისში იმდენად რთული სიტუაცია შეიქმნა, ამხელა მასის კონტროლი ოპერატიულად ვერ მოხერხდა. „ცუდი სიტუაცია იყო. რა თქმა უნდა, ხალხი ძალიან სწრაფად შეიკრიბა და სწრაფად შეიქმნა ქაოსური სიტუაცია. გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა, ეს ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ამხელა მასის კონტროლი ვერ მოხდა და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში. ამიტომ, ვერ მოხდა უსწრაფესად ამ ადამიანების შეჩერება და ამ კონფლიქტის გაჩერება“, – განაცხადა ბოლნისში ჩასულმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან. როგორც მინისტრმა განმარტა, არ მოხდება, რომ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ეთნიკურ ჭრილში…

მეტი...

დმანისში შს მინისტრი და სუს-ის უფროსი ჩავიდა

ქვემო ქართლში, კერძოდ კი დმანისში ვითარება ამ, დრომდე დაძაბულია. ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალები ჩაიყვანეს და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ჩავიდნენ. როგორც ვახტანგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა,  არ მოხდება, კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მისივე თქმით,  ყველა დამნაშავე პირი უმკაცრესად დაისჯება. „ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. არ მინდა ვახსენო ძალები და ჯგუფები, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის თემა. ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ქართველები ჩვენი მოქალაქეები არიან, ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველანი. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში. გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვა მიმდინარეობს ახლა და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან…

მეტი...

„სრული შემსუბუქება დაუშვებელია, ვიდრე ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებასთან დაკავშირებით ოქროს შუალედის მოძებნა შეძლო. „როგორც ჩვენი მონაცემებით, ისე ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს. დაღმავალ ფერდზე გავდივართ. მეორე, საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა ღამის კარანტინთან დაკავშირებით, მით უმეტეს, მაისში, როცა უკვე სერიოზულად დათბა. ამიტომ, აქ ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი. ჯერჯერობით  სრული შემსუბუქება დაუშვებელია, ვიდრე ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია  მოსახლეობის განწყობის გათვალისწინებაც“ – განმარტავს გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას იძლევა, კონტროლი რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად…

მეტი...

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცლება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,   დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები)  მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას გულისხმობს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება.

მეტი...

„ვადგავართ პიკს“ – ამირან გამყრელიძე

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის   ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო, კოვიდპანდემიის მხრივ, პიკის პერიოდში იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, დაღმავალი გზით მივდივართ და ვითარება უმჯობესდება. „ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი – სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა ორი-სამი კვირით მიჰყვება ეპიდსიტუაციის პიკს. იზრდება სიკვდილიანობა პიკური პერიოდიდან ორი კვირის შემდეგ. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ. ამიტომ, ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

„თავი შეიკავეთ ყოფითი კონფლიქტის სხვა ჭრილში გადაყვანისგან” – კახა ოქრიაშვილი

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი დმანისში მიმდინარე ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, არსებულ ვითარებას სხვა, რთულ  ჭრილში ნუ გადაიყვანს.    „სამწუხაროდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული ინციდენტი, მოგვიანებით სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც ზოგიერთ მხარეს ინტერპრეტირების საშუალება მისცა.  პირველ რიგში, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ამ ყოფითი კონფლიქტის სხვა ჭრილში წარმოჩენისა და მკვეთრი განცხადებებისაგან.  ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და ასევე, მოვუწოდებ ჩვენს სამართალდამცავ და საგამოძიებო სტრუქტურებს, უსწრაფესად გამოიძიონ  დანაშაული და კანონის  წინაშე პასუხი აგოს ყველა მოძალადემ“ – აცხადებს ოქრიაშვილი.   

მეტი...

ღია ტიპის კვების ობიექტები შაბათ-კვირასაც იმუშავებს

„მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ“ –  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება გრელდება და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1-ლი ივნისიდან, ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული.  „ამასთან, როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით, შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მუშაობენ მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისზე. აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ; ცხადია, რეგულაციების…

მეტი...

„კომენდანტის საათი“ შეიცვალა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების ვადა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ცვლილება დღეიდან ამოქმედდება. რაც შეეხება შემდგომ შემსუბუქებას, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს სიტუაციის შესაბამისად მიიღებს.

მეტი...

დმანისში, “ცხელი წერტილი” პოლიციის შენობაა

დმანისში, ამ წუთებში, ე.წ. ცხელი წერტილი პოლიციის შენობა და მუნიციპალიტეტის მერიაა. ხელკეტებით აღჭურვილი დაპირისპირებული მხარეების ნაწილი პოლიციასთან შეიკრიბა, სადაც ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდების გამოკითხვა მიმდინარეობს. გარეთ შეკრებილები კი მათ გათავისუფლებას ითხოვენ და პასუხისმგებლობას მორე მხარეს აკისრებენ. პოლიციის შენობას აგრესიული ჯგუფებისგან შესაბამისი ქვედანაყოფები იცავენ. პერიმეტრზე სამართალდამცველებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ შემოვლებული, რომ აგრესიული ჯგუფები შენობაში შეცვლას არ შეეცადონ.დაპირისპირებული მხარეების მეორე ნაწილი კი მერიასთან იმყოფება. შეგახსენებთ, რომ დმანისში ვითარებას საკმაოდ რთულია. ეთნიკურად ქართველები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება კი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე გამოწვეულმა შელაპარაკებამ გამოიწვია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ამ ეტაპისთვის დაკავებული არავინაა, თუმცა,…

მეტი...

პანდემიით დაზარალებულებისთვის 85 მილიონი ევრო გამოიყოფა

„დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას, პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის“, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ძალიან კარგი, ეფექტური საშუალება, რასაც ეროვნული ბანკი განახორციელებს. „აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის შეთანხმება მიღწეული იქნა ფინანსთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით და წარმატებული მოლაპარაკების შედეგად. მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 11 მაისს. ასევე, ეკონომიკის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული, ქალბატონი ნათია თურნავა.…

მეტი...

დმანისში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. შსს-ს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება…

მეტი...

ქვების წვიმა დმანისში, ვითარება უკიდურესად დაიძაბა

დმანისში ვითარება უკონტროლოა, დაპირისპირებულმა მხარეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ქვებითა და ხელჯოხებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გზაზე მოფენილია ქვები, რომელიც მხარეებმა ერთმანეთს ესროლეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარება, თუმცა, ვითარება უკონტროლოა. საუბარია ეთნიკურად ქართველებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირებაზე, რომლის შუაში სამართალდამცველები დგანან, თუმცა, უკონტროლო ქვებისა და სხადასხვა ნივთების სროლას პოლიცია ვერ აკავებს. დაპირისპირებული ჯგუფები მთელ პერიმეტრზე არიან გაშლილები და ერთმანეთს ხელკეტებს ურტყამენ.  ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებულია ორივე მხარე. დაპირისპირების კონკრეტული მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, ის უკავშირდება გუშინ მომხდარ ინციდენტს, როცა ეთნიკურად აზერბაიჯანელის მაღაზია დაარბიეს.     

მეტი...

„ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“ –  ირაკლი ღარიბაშვილი

„ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, უფრო კონკრეტულად საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის უშუალოდ იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში და  „ფაიზერის“ პრეზიდენტთან არაერთი სატელეფონო საუბარი ჰქონდა. „ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე ავიწყეთ მიღება ვაქცინების. მეორე არის უშუალოდ, მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე დეტალურად, რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ ქალბატონ მინისტრთან ერთად, დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ,…

მეტი...

“ბევრი ჩივილია კომენდანტის საათთან დაკავშირებით, ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას ქვყანაში. „რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ჩვენ მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ჩვენ რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, სამინიტრო, სისტემა ეფექტურად, ყურადღებით მართავს მდგომარეობას. მოგეხსენებათ, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ…

მეტი...

ქვები და ხელკეტები, დმანისში რთული ვითარებაა, ადგილზე პოლიცია შეიყვანეს

ხელკეტები, ქვები და სხვადასხვა ნივთები – ერთ მხარეს აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები, მეორე მხარეს ადგილობრივი, ჩასახლებული ეკომიგრანტები და შუაში პოლიცია. ასეთია ამ წუთებში დმანისში ვითარება. ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებულები ერთმანეთის მისამართით  სხვადასხვა ნივთებსა და ქვებს ისვრიან. მათ შუაში დგას პოლიცის, რომელიც ცდილობს, ვითარება მორიგ ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მივიდეს. ადგილზე შეყვანილია დამატებითი საპოლიციო დანაყოფები. ვითარება საკმაოდ მწვავეა. დაპირისპირების მიზეზი კი  გუშინ, ეთნიკურად აზერბაიჯანელის მაღაზიის დარბევა გახდა. კერძოდ,  მაღაზიის გამყიდველის მხრიდან ლუდის უფასოდ, ე.წ. ნისიად მიცემაზე უარი გახდა.  როგორც მაღაზიის გამყიდველი აცხადებს, მას შემდეგ, რაც მან ორ ახალგაზრდას ლუდზე უარი უთხრა, ისინი ცემით დაემუქრნენ.…

მეტი...

დამნაშავეების დაკავების მოთხოვნით დმანისში აქცია იმართება

დმანისში მცხოვრები ეთიკურად აზერბაიჯანელები აქციას მართავენ. ისინი იმ მაღაზიასთან არიან შეკრებილები, სადაც გუშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.     საუბარია ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და დმანისში მცხოვრებ სხვა მოქალაქეების ფიზიკურ დაპირპირებაზე, რომელშიც დაახლოებთ 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა და ჯოხებსა და სხვადასხვა ნივთს იყენებდნენ. დაპირისპირების მიზეზი კი მაღაზიის გამყიდველის მხრიდან ლუდის უფასოდ, ე.წ. ნისიად მიცემაზე უარი გახდა. როგორც მაღაზიის გამყიდველი აცხადებს, მას შემდეგ, რაც მან ორ ახალგაზრდას ლუდზე უარი უთხრა, ისინი ცემით დაემუქრნენ. ამის შემდეგ კი სხვა ბიჭები მოიყვანეს და მაღაზიის მფლობელებსა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, შსს- გამოძიება დაიწყო.  

მეტი...

კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 13, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი –  7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

მეტი...

კორონავირუსით 504 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 665 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 137 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 528 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  330 879-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.90%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.84%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 038  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 310…

მეტი...

ზუგდიდის მერი გადადგა

ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ის გადადგომის მიზეზად შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს.  “ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში. შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. ჩემო ზუგდიდელებო! ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და თანადგომას, რისთვისაც გიხდით მადლობას. ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით ყოველთვის იდგნენ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეები. მადლობა მათ ღირსეული მსახურებისთვის. ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას. მე…

მეტი...

უფასო სამედიცინო აქცია ხარაგაულში მცხოვრები ვეტერანებისთვის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები  ჩაატარეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ვეტერანთა სამსახურიდან აცნობეს, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 90 ბენეფიციარს. განხორციელდა 400-მდე სამედიცინო ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, ისარგებლეს არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, არამედ ადგილობრივმა მოსახლეობამაც. აქციის მიმდინარეობას, ადგილზე დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი,…

მეტი...

დღეს ქალაქის საყოველთაო კურთხევა მოხდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირები დედაქალაქში მსვლელობას ავტოკოლონებით გამართავენ და ქუჩებს აკურთხებენ. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება. როგორც მოძრაობა “დავითიანის” ხელმძღვანელმა, კოტე სვანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ქალაქის ქუჩებთან ერთად, მოსახლეობის კურთხევაც მოხდება. “გაიმართება სასულიერო პირების მსვლელობა ავტოკოლონებით,  დალოცავენ მოსახლეობას, აკურთხებენ ქუჩებს და ამით აღვნიშნავთ წლევანდელ წელს ოჯახის სიწმინდის დღეს. ასევე, 11:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება მცირე აიაზმა, წყლის კურთხევა. მსვლელობა კი შემდეგ დაიძრება”, – გვითხრა კოტე სვანაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.

მეტი...

იარაღი ჩვილსაც მიუშვირეს – ქართველის მიერ ჩადენილი მორიგი სისასტიკე საბერძნეთში

„20 წლის ახალნამშობიარები დედა ნაწამები და გაგუდულია ჩვილი ბავშვის და მეუღლის თვალწინ“ – აღნიშნულ ინფორმაციას საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ავრცელებს და ამბობს, რომ ქართველ კრიმინალებს ყაჩაღობის შედეგად შეგროვილი ქონება დედასთან მიჰქონდა. „რამოდენიმე კვირის წინ, საბერძნეთში დაჭერილი კრიმინალური დაჯგუფების შესახებ არ მინდოდა თქვენი დამწუხრება (დედას ჰყავდა გაწვრთნილი ვაჟები, ქურდობდნენ, ნადავლი მასთან მიჰქონდათ ნაქირავებ ბაითში). ისედაც სულ უარყოფითი ინფორმაციების ტყვეობაშია საქართველოს მოსახლეობა მაგრამ ახლა უკვე თანახმა ვარ ამ ნაბიჭვარის (ების ) ფოტო ყველა ბოძზე იყოს გაკრული და სამომავლოდ მხოლოდ ფურთხს იღებდნენ ჩვენგან !!!! 7 მარტს , ათენის განაპირა უბანში (გლიკა ნერა) დააყაჩაღეს…

მეტი...

20 წლის ქალი ჩვილისა და ქმრის თვალწინ გაგუდეს  

საბერძნეთში შემზარავი დანაშაულის ჩადენისთვის 36 წლის  ქართველი მამაკაცი დააკავეს. საუბარია ეჭვმიტანილზე, რომელიც ბერძნულ ოჯახში ძარცვის მიზნით შეიჭრა.       ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა 20 წლის ქალი გაგუდა. ის მაშინ დააკავეს, როდესაც ყალბი პასპორტით ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ის თურქეთის საზღვართან დააკავეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ეს არ არის დაკავებულის მხრიდან ჩადენილი ერთადერთი დანაშაული. საუბარია, რომ დაკავებული მამაკაცი , 7 მარტს, საბერძნეთში მომხდარ ძარცვაშიც მონაწილეობდა, როცა მოხუცი წყვილი გაკოჭეს და სცემეს. რაც შეეხება დანაშაულის ბოლო ეპიზოდს, რომელიც რამდენიმე დღის უკან მოხდა, ის ათენის განაპირა უბანში, გლიკა ნერაში მოხდა. 20 წლის, ახალნაშობიარევი ქალი თავდამსხმელებმა  ჩვილისა…

მეტი...

თუ ისრაელი და პალესტინა ცეცხლს შეწყვეტს, აშშ-ს დახმარებას მიიღებენ

თუ ისრაელი და პალესტინა საომარ მოქმედებებზე უარს იტყვის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მათ დახმარება გაუწიოს. როგორც აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩი გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდი აცხადებს, აშშ დიპლომატიური არხებით ინტენსიურად არის ჩართული, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს. გაეროში აშშ-ს ელჩი შეშფოთებულია არაბებსა და ებრაელებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე გაჩაღებული დაპირისპირებების გამო და აცხადებს, რომ უსაფრთხოდ ცხოვრების უფლება ყველა ეროვნებას თანაბრად აქვს. „ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადამიანების მსხვერპლი კატასტროფული იყო. სამწუხაროდ, ეს რიცხვი სავარაუდოდ, გაიზრდება დღევანდელი სესიის ბოლოს. ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება დაუშვებელია“ – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. შეგახსენებთ, რომ არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების სხდომაც გაიმართა, თუმცა, მხარეების ვერ…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე სამკილომეტრიანი საავტობუსე ზოლი დაიხაზა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილების მიზნით, რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი დაიხაზა. ე.წ. ბასლეინის სიგრძე სამ კილომეტრს შეადგენს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე წელს დედაქალაქში 20 კილომეტრის სიგრძის ავტობუსის ზოლი შეიქმნა.  ამავე წელს ასევე, დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის 60 კილომეტრამდე გაზრდა, რაც მთლიანი სატრანსპორტო დერეფნის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს. „ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილი ზოლები უკვე დახაზულია ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას, პუშკინის, ბარათაშვილის, ალექსიძის, ვეკუას, ხიზანიშვილის, იონა ვაკელის, ჩოლოყაშვილის, კალანდაძის, კანდელაკის, შარტავასა და ვახტანგ გორგასალისა ქუჩებზე. ასევე, ჭავჭავაძის, პეკინის, აღმაშენებლის, რობაქიძის (ნაწილობრივ) გამზირებზე და ბარათაშვილის აღმართზე. სამომავლოდ, ავტობუსის ზოლები განთავსდება შემდეგ…

მეტი...