თუ ცოლად არ გაჰყვება, თვითმკვლელობით იმუქრება – ზუგდიდი პარალიზებულია

ამ წუთებში, ზუგდიდში ელექტროენერგია უსაფრთხოების კუთხით გათიშეს. ახალგაზრდა მამაკაცი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ბოძზე აძვრა და თვითმკვლელობით იმუქრება.    როგორც ირკვევა, თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი საცოლეა. ახალგაზრდა მამაკაცმა მას დღეს ხელი სთხოვა და უარი მიიღო, როს გამოც, თვითმკვლელობა სცადა. ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური

მეტი...

საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდა

ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმაავიაკომპანია FlyArystan-მა საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო.ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ ფრენებს ყაზახეთის სამი ქალაქიდან შეასრულებს. ყახაზეთიდან ქუთაისში ჩამოსული რეისის პირველ მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI-ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება. „FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელსაც გუშინ ორი წელი შეუსრულდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს. შეგახსენებთ, პირველი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით…

მეტი...

თბილისში 32 წლის პოეტი დაჭრეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში 32 წლის პოეტი, მიშო დადიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიშო დადიანს რამდენიმე დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს. ფაქტს წინ დაპირისპირება უძღოდა ახალგაზრდის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, თუმცა, რა გახდა მომხდარის მიზეზი, უცნობია. შემთხვევის შემდეგ მისი მეგობრები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს, მაგრამ, ამ დროისთვის, დაკავებული არავინ არის. გამოძიება ჯანრთელობის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. დადიანი, ამ დრომდე, საავადმყოფოში რჩება. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეტი...

ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

აღდგომა გვავსებს სიხარულითა და იმედით – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების რწმენით, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს. მთავრობის მეთაური ულოცავს ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. “კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ მათ ბედნიერებას, მშვიდობას, სიკეთეს და ჯანმრთელობას. ქრისტე აღდგა!”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

თბილისიდან-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან თბილისიდან-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით. თბილისის რკინიგზის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. “ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 4 151-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 595 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 30 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 1 147 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 690 პაციენტი, 20 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 595 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 595 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 752 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 904, „პისიარ“ ტესტით – 7 848. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,18%, ბოლო 14 დღის – 4,99%, ბოლო 7 დღის – 5,47%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 312 445 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 293 052 გამოჯანმრთელდა, 4 151 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 91, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 040 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 800 პირი. ამასთან, პირველი მაისის…

მეტი...

აღდგომის ღამეს შს სამინისტრომ რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა

შს სამინისტრომ აღდგომის ღამეს მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა.  პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 697 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 94 ფაქტი გამოვლინდა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

მეტი...

„მედიის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებილება რელიგიისადმი“ – პატრაირქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე მედიის მხრიდან ეკლესიისადმი უარყოფით დამოკიდებულებასაც ეხება. როგორც პატრიარქი ბრძანებს,  ამგვარი მიდგომა კავშირშია ბოლო ჟამთან. „ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედია-საშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი. გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი…

მეტი...

„ეროვნული გრძნობები გამქრალია… წაშლილია „ქალი“ და კაცი“ – ამონარიდი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში თანამედროვეობის პრობლემებასც ეხება და ბრძანებს, რომ ეროვნულ გრძნობებთან დაკავშირებით დიდი პრობლემები არსებობს.  „წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“… ბრძანებს პატრიარქი. „ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი “შეავსებს”. ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა…

მეტი...

„უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება“ – პატრიაქრის სააღდგომო ეპისტოლე თანამედროვეობაზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში თანამედროვე გამოწვევბსა და საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას და ბრძანებს, რომ ყველას დიდი გამოწვევა აქვს, მათ შორის  „ახალი სამყაროს“ წარმომადგენლებს. „დაახლოებით ასეთად აღიქმება თანამედროვე მდგომარეობაც.სამწუხაროდ, ამ სივრცეში კარგად არავინ არის და ყველას დიდი განსაცდელი აქვს: „ახალი სამყაროს“ წარმომადგენლებს თუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის  უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ…

მეტი...

“ამ სივრცეში კარგად არავინ არის და ყველას დიდი განსაცდელი აქვს” – პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (სრული ვერსია)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო,ხელისუფალნო,საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო, ქრისტე აღდგა! „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! –შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინცაღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას“ (მთ, 7,21). კვლავ დადგა ჟამი დიდებული, – აღდგა უფალი ძალითა ძლიერი,რომელმაც სრულად შეცვალა სამყარო და განაცხოველა იგი.მთელს დედამიწაზე ხარობს ეკლესია და მისი შვილნი, რადგან ამიერიდან „სამოთხეგანღებულ არს და სიკუდილისა ბჭე დახშულ არს. პირველქმნილი ადამი კუალად განახლებულ არს და სამოსელი უკუდავებისა შემოსილ არს“ (იადგარი).დღეს ერთად შერცხვნენ ეშმაკი და სიკვდილი, გაცოცხლდნენ წინასწარმეტყველნი…

მეტი...